პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დისტანციურ სწავლებაზე რომ არ ვყოფილიყავით, ვიცი, მომიყვებოდა ამ ამბავს..." - რას ამბობს ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მასწავლებელი
"დისტანციურ სწავლებაზე რომ არ ვყოფილიყავით, ვიცი, მომიყვებოდა ამ ამბავს..." - რას ამბობს ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მასწავლებელი

ქო­ბუ­ლეთ­ში, არას­რულ­წლო­ვან­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 23 წლის მა­მა­კა­ცი შსს-მ მას შემ­დეგ და­ა­კა­ვა, რაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა 14 წლის გო­გო­ნამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, მას შემ­დეგ კი მო­ძა­ლა­დე გო­გო­ნას პე­რი­ო­დუ­ლად ემუქ­რე­ბო­და და სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და მას­ზე.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არას­რულ­წლო­ვა­ნის ოჯა­ხის წევ­რებ­მა ორი თვის წინ გა­ი­გეს. გო­გო­ნას მამა გარ­დაც­ვლი­ლია, დედა კი თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი. ხეზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი გო­გო­ნა ბა­ბუ­ამ ნახა. მისი თქმით, მო­ძა­ლა­დე ჩაქ­ვე­ლია.

სო­ფელ ქა­ქუთ­ში მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ჩა­ერ­თო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ში ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებ­ზე ჯერ ვერ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის ზო­გად მან­კი­ერ ტენ­დენ­ცი­ა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას და მომ­ხდარ­ში სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის, მათ შო­რის, სკო­ლი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ხე­და­ვენ.

რა შე­ეძ­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნა სკო­ლას მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლის და­სა­ცა­ვად და ხე­და­ვენ თუ არა მომ­ხდარ­ში თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სკო­ლა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, დი­რექ­ტო­რი? - AMBEBI.GE ქა­ქუ­თის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს მა­ნა­ნა ჩხა­ი­ძეს ესა­უბ­რა.

- გარ­და იმი­სა, რომ ამ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვარ, გარ­დაც­ვლი­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას ვას­წავ­ლი­დი. სა­ოც­რი გო­გო­ნა იყო. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ერთი გაც­დე­ნა არ ჰქონ­და. ყვე­ლა­ზე ადრე მე მივ­დი­ვარ ხოლ­მე სკო­ლა­ში, მაგ­რამ ის მას­წრებ­და. სოფ­ლის ავ­ტო­ბუსს მოჰ­ყვე­ბო­და და დი­ლით ადრე სკო­ლა­ში მხვდე­ბო­და. არ მახ­სენ­დე­ბა რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბელს ოდეს­მე მი­ე­ცა მის­თვის შე­ნიშ­ვნა.

ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი, თბი­ლი ბავ­შვი იყო. მუ­დამ მომ­ღი­მა­რი სახე ჰქონ­და. კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რიც იყო. ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. ბავ­შვე­ბი უყ­ვარ­და და უმ­ცროსკლა­სე­ლებს სულ ეფე­რე­ბო­და და ზრუ­ნავ­და მათ­ზე. ერთხელ სხვა სკო­ლი­დან ბავ­შვი გად­მო­ვი­და, ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი ჰქონ­და და თავი უხერ­ხუ­ლად რომ არ ეგ­რძნო, პირ­ვე­ლი ის და­უ­მე­გობ­რდა. მის­გან ყვე­ლა ისეთ სიყ­ვა­რულს გრძნო­ბა, რომ ყვე­ლას უყ­ვარ­და.

მას შემ­დეგ რაც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­ი­გეს, ბავ­შვე­ბი, მისი კლა­სე­ლე­ბი ძა­ლი­ან მძი­მედ არი­ან ემო­ცი­უ­რად. ორი დღეა გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით.

- სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ ან თქვენ, ან რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბელს? გუ­ნე­ბა- გან­წყო­ბის ცვლი­ლე­ბა არ ეტყო­ბო­და?

- როცა ეს ამ­ბა­ვი და­ი­წყო, გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში, მა­შინ ჩვენ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვით. მარ­ტი­დან ძი­რი­თა­დად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე ვართ გა­და­სუ­ლი. სწო­რედ ამი­ტომ ვერ გა­ვი­გეთ ვე­რა­ფე­რი. საკ­ლა­სო ოთახ­ში რომ გვქო­ნო­და სწავ­ლა, ზუს­ტად ვიცი, მე მო­მიყ­ვე­ბო­და ამ ამ­ბავს და ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვუდ­გე­ბო­დი გვერ­დით, რად­გან ჩვენ ვმე­გობ­რობ­დით, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ამ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის გამო გა­მოგ­ვე­პა­რა...

- მისი კლა­სე­ლე­ბი რას ყვე­ბი­ან? მათ­თან ხომ ჰქონ­და რა­ი­მე კო­მუ­ნი­კა­ცია?

- მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, იკი­თხე­ბი­ან ისი­ნიც და პე­და­გო­გე­ბი. ამი­ტომ ზედ­მე­ტი სა­უბ­რის­გან ყვე­ლა თავს ვი­კა­ვებთ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. არა­ფე­რი სა­გუ­ლის­ხმო ბავ­შვებს არ უთ­ქვამთ ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში.

- რო­გო­რი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო ჰქონ­და? ხომ არ იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ოჯახ­ში?

- საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხია. თხი­ლის, მან­და­რი­ნე­ბის ბა­ღე­ბი აქვთ და შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ. მამა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. დედა სა­ზღვარ­გა­რე­თაა, რო­გორც ვიცი ოჯახ­ში ბა­ბუ­ას­თან და 19 წლის ძმას­თან ცხოვ­რობ­და. ბა­ბუა ტაქ­სის მძღო­ლია, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად გა­სუ­ლი იყო. თუმ­ცა, ონ­ლა­ინ კრე­ბებს რომ ვა­ტა­რებ­დით, ბა­ბუა ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბო­და.

- თქვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ხე­დავთ ამ ამ­ბავ­ში, ხომ არ ფიქ­რობთ, რომ შე­გეძ­ლოთ რა­ი­მეს შეც­ვლა?

- ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ გა­ვი­გებ­დით და თუ ასე მოხ­დე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუდ­გე­ბო­დით გვერ­დით ბავ­შვს. არ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია და რა შეგ­ვეძ­ლო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა? რომ გა­ვი­გეთ ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ, მა­შინ­ვე მი­ვე­დით ოჯახ­ში და იქ მი­თხრა ბა­ბუ­ა­მის­მა, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა იყო მომ­ხდა­რი. ეს ორი დღეა ჩემს თავს სულ ერთ კი­თხვას ვუს­ვამ - რისი გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო და რა ვერ გავ­თვა­ლე? მაგ­რამ ამ დის­ტან­ცი­ის, ამ ჩა­კე­ტი­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ალ­ბათ არა­ფე­რი შე­მეძ­ლო. როცა იცი შვე­ლი, როცა არ იცი - რას იზამ?!

ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა 14 წლის არას­რულ­წლო­ვან­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით 9 თე­ბერ­ვალს და­ას­რუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კეკე
31

ეს დირექტორი მოსახსნელია სასწრაფოდ. რას ჩაუხვევია ონლაინ რომ არ ყოფილიყო სწავლა მეტყოდაო. სხვა კომუნიკაციის საშვალება არ არსებობს თუ რა?! თან ზაფხულშიო, 6 თვის უკან აგვისტო იყო. ორი თვის უკან, როცა გაიგეს ეს ბავშვი ცოცხალი იყო და რა გააკეთეს მის დასაცავად?! უბედური დედამისი, ვუსამძიმრებ!

dato
0

ra direqtori.policiam 2 tve ar gamoidzia.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დისტანციურ სწავლებაზე რომ არ ვყოფილიყავით, ვიცი, მომიყვებოდა ამ ამბავს..." - რას ამბობს ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მასწავლებელი

"დისტანციურ სწავლებაზე რომ არ ვყოფილიყავით, ვიცი, მომიყვებოდა ამ ამბავს..." - რას ამბობს ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მასწავლებელი

ქობულეთში, არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 23 წლის მამაკაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი პირველად გასული წლის ზაფხულში გააუპატიურეს, მას შემდეგ კი მოძალადე გოგონას პერიოდულად ემუქრებოდა და სექსუალურად ძალადობდა მასზე.

მომხდარის შესახებ არასრულწლოვანის ოჯახის წევრებმა ორი თვის წინ გაიგეს. გოგონას მამა გარდაცვლილია, დედა კი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. ხეზე ჩამომხრჩვალი გოგონა ბაბუამ ნახა. მისი თქმით, მოძალადე ჩაქველია.

სოფელ ქაქუთში მომხდარი შემზარავი დანაშაულის საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ჩაერთო. ორგანიზაციში ტრაგედიის დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა მსგავსი ფაქტების გამოძიების ზოგად მანკიერ ტენდენციაზე ამახვილებენ ყურადღებას და მომხდარში სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, სკოლისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებლობას ხედავენ.

რა შეეძლო გაეკეთებინა სკოლას მეცხრე კლასის მოსწავლის დასაცავად და ხედავენ თუ არა მომხდარში თავის წილ პასუხისმგებლობას სკოლა, მასწავლებლები, დირექტორი? - AMBEBI.GE ქაქუთის საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ჩხაიძეს ესაუბრა.

- გარდა იმისა, რომ ამ სკოლის დირექტორი ვარ, გარდაცვლილის მასწავლებელიც ვიყავი, სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი. საოცრი გოგონა იყო. მოწესრიგებული, ერთი გაცდენა არ ჰქონდა. ყველაზე ადრე მე მივდივარ ხოლმე სკოლაში, მაგრამ ის მასწრებდა. სოფლის ავტობუსს მოჰყვებოდა და დილით ადრე სკოლაში მხვდებოდა. არ მახსენდება რომელიმე მასწავლებელს ოდესმე მიეცა მისთვის შენიშვნა.

ძალიან მხიარული, თბილი ბავშვი იყო. მუდამ მომღიმარი სახე ჰქონდა. კომუნიკაბელურიც იყო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ბავშვები უყვარდა და უმცროსკლასელებს სულ ეფერებოდა და ზრუნავდა მათზე. ერთხელ სხვა სკოლიდან ბავშვი გადმოვიდა, ადაპტაციის პერიოდი ჰქონდა და თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო, პირველი ის დაუმეგობრდა. მისგან ყველა ისეთ სიყვარულს გრძნობა, რომ ყველას უყვარდა.

მას შემდეგ რაც მისი გარდაცვალების ამბავი გაიგეს, ბავშვები, მისი კლასელები ძალიან მძიმედ არიან ემოციურად. ორი დღეა გაკვეთილის ჩატარება ვერ შევძელით.

- საეჭვო არაფერი შეგიმჩნევიათ ან თქვენ, ან რომელიმე მასწავლებელს? გუნება- განწყობის ცვლილება არ ეტყობოდა?

- როცა ეს ამბავი დაიწყო, გასული წლის ზაფხულში, მაშინ ჩვენ დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით. მარტიდან ძირითადად ონლაინ რეჟიმზე ვართ გადასული. სწორედ ამიტომ ვერ გავიგეთ ვერაფერი. საკლასო ოთახში რომ გვქონოდა სწავლა, ზუსტად ვიცი, მე მომიყვებოდა ამ ამბავს და ყველანაირად დავუდგებოდი გვერდით, რადგან ჩვენ ვმეგობრობდით, კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამ ონლაინ სწავლების გამო გამოგვეპარა...

- მისი კლასელები რას ყვებიან? მათთან ხომ ჰქონდა რაიმე კომუნიკაცია?

- მიმდინარეობს გამოძიება, იკითხებიან ისინიც და პედაგოგები. ამიტომ ზედმეტი საუბრისგან ყველა თავს ვიკავებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არაფერი საგულისხმო ბავშვებს არ უთქვამთ ჩემთან საუბარში.

- როგორი ოჯახური გარემო ჰქონდა? ხომ არ იყო ძალადობის მსხვერპლი ოჯახში?

- საკმაოდ შეძლებული ოჯახია. თხილის, მანდარინების ბაღები აქვთ და შემოსავალი ყოველთვის ჰქონდათ. მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედა საზღვარგარეთაა, როგორც ვიცი ოჯახში ბაბუასთან და 19 წლის ძმასთან ცხოვრობდა. ბაბუა ტაქსის მძღოლია, ამიტომ ძირითადად გასული იყო. თუმცა, ონლაინ კრებებს რომ ვატარებდით, ბაბუა ყოველთვის ესწრებოდა.

- თქვენ პასუხისმგებლობას ხედავთ ამ ამბავში, ხომ არ ფიქრობთ, რომ შეგეძლოთ რაიმეს შეცვლა?

- ონლაინ სწავლება რომ არ ყოფილიყო, ალბათ გავიგებდით და თუ ასე მოხდებოდა, აუცილებლად დავუდგებოდით გვერდით ბავშვს. არ გვქონდა ინფორმაცია და რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? რომ გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ, მაშინვე მივედით ოჯახში და იქ მითხრა ბაბუამისმა, რომ სექსუალური ძალადობა იყო მომხდარი. ეს ორი დღეა ჩემს თავს სულ ერთ კითხვას ვუსვამ - რისი გაკეთება შემეძლო და რა ვერ გავთვალე? მაგრამ ამ დისტანციის, ამ ჩაკეტილობის გათვალისწინებით, ალბათ არაფერი შემეძლო. როცა იცი შველი, როცა არ იცი - რას იზამ?!

ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 9 თებერვალს დაასრულა.

საელჩოები - დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი + პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში

"70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ, 70 ქათამი მყავს, ვამუშავებ მიწას..." - გაიცანით 63 წლის თიანეთელი ქალი, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება

"ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს" - მეუფე ნიკოლოზი