სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოჩაღ, "რესპუბლიკურ პარტიას", ოდნავ განსხვავებულად თუ ვიღაც აზროვნებს, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან შუაზე გაგლიჯონ" - ალეკო ელისაშვილი
"ყოჩაღ, "რესპუბლიკურ პარტიას",  ოდნავ განსხვავებულად თუ ვიღაც აზროვნებს, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან შუაზე გაგლიჯონ" - ალეკო ელისაშვილი

ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ და მო­ვის­მი­ნეთ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ძა­ლი­ან ზუს­ტი და სწო­რი გან­ცხა­დე­ბა, ძა­ლი­ან მა­მა­ცი გან­ცხა­დე­ბა და ასე­ვე, და­ვი­ნა­ხეთ ოპო­ზი­ცი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი კი­დევ ერთხელ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნას ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა შუ­ა­ზე არ გლეჯ­დეს და 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად პარ­ლა­მენ­ტი მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი იყო, სა­ჭი­როა ბუ­ნებ­რი­ვი ბა­რი­ე­რის არ­სე­ბო­ბა. ელი­საშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­ვი­დეს.

"ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ვი­ღა­ცა თუ რა­ღა­ცას ამ­ბობს ან აზ­როვ­ნებს ოპო­ზი­ცი­ა­ში, იმ წამს ყელ­ში ეძ­გე­რე­ბი­ან და მზად არი­ან, რომ გაგ­ლი­ჯონ შუ­ა­ზე, არა­და, ამ ხალ­ხს რომ ჰკი­თხო, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტია უნ­დათ. ყო­ჩაღ, შე­ვუ­ქებ საქ­ცი­ელს "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას”, ძა­ლი­ან გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯია. თუ გვინ­და, რომ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა არ გლეჯ­დეს ამ ქვე­ყა­ნას შუ­ა­ზე, მა­შინ ბა­რი­ე­რი უნდა იყოს მი­ნი­მა­ლუ­რი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" რას იზამს არ ვიცი, მაგ­რამ რა უნდა ქნას ვიცი, უნდა და­ა­ი­ნი­ცი­როს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ბუ­ნებ­რივ ბა­რი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბით და კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ოპო­ზი­ცი­ის შეგ­ნე­ბუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე და მა­მა­ცი ნა­წი­ლი შე­მო­ვა ერთი დღით მა­ინც და ამ ქვეყ­ნის­თვის გა­ა­კე­თებს რა­მეს. ნუ აქ­ცია პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბა ზოგ­ზო­გი­ერ­თმა, რა­ღაც ერის ღა­ლა­ტად, ხმა იმის­თვის მის­ცეს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, რომ აქ მო­ვიდ­ნენ და იმუ­შა­ონ. სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე თუ არ შე­მო­ვიდ­ნენ და ხმა არ მის­ცეს, აბა, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი სა­ერ­თოდ რის­თვის არ­სე­ბო­ბენ ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს? თუ ამ­ბო­ბენ, რომ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა გვინ­დაო, თუ უნ­დათ, რომ ქვე­ყა­ნა 2024 წლი­დან იყოს მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი, 5%-იანი ბა­რი­ე­რის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ აპი­რე­ბენ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბას ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს? პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი რა ჰგო­ნი­ათ? პარ­ტი­ე­ბი რის­თვის შექ­მნეს? სა­ხელ­მწი­ფოს­თვის რაც კარ­გია, ხმა თუ არ მი­ე­ცი და ერთხელ თუ არ იკად­რე და შე­მოხ­ვე­დი, აბა, სა­ერ­თოდ რის­თვის არ­სე­ბო­ბენ ეს პარ­ტი­ე­ბი?

ჩვენ, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დევ­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ და ამის­კენ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას. ერ­თმა­ნეთს კი ნუ უყუ­რე­ბენ იმ ოპო­ზი­ცი­ა­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი!"- გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "რე­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი თუ და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ უბა­რი­ე­რო პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­რე­გის­ტრირ­და, მათ ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე უა­რის თქმა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დებთ. მი­სი­ვე თქმით, თუ მას ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ხმა მის­ცეს კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას, თავს უფ­ლე­ბას არ მის­ცემს, რომ ასეთ კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ღოს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
41

შენ ხმას როგორ იღებ ჩაჯ...ო

ზურაბ
27

ელისაშვილო რესპუბლიკელებისგან შორს დაიჭირე თავი, თორემ რაც რეიტინგი მოიპოვე სულაც 0-ზე დავა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ყოჩაღ, "რესპუბლიკურ პარტიას", ოდნავ განსხვავებულად თუ ვიღაც აზროვნებს, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან შუაზე გაგლიჯონ" - ალეკო ელისაშვილი

"ყოჩაღ, "რესპუბლიკურ პარტიას",  ოდნავ განსხვავებულად თუ ვიღაც აზროვნებს, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან შუაზე გაგლიჯონ" - ალეკო ელისაშვილი

ჩვენ დავინახეთ და მოვისმინეთ "რესპუბლიკური პარტიის" სახელმწიფოებრივად ძალიან ზუსტი და სწორი განცხადება, ძალიან მამაცი განცხადება და ასევე, დავინახეთ ოპოზიციაში არსებული ფუნდამენტალიზმი კიდევ ერთხელ,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანას ორპოლუსიანობა შუაზე არ გლეჯდეს და 2024 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტი მრავალპარტიული იყო, საჭიროა ბუნებრივი ბარიერის არსებობა. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კანონპროექტის მხარდასაჭერად ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

"ოდნავ განსხვავებულად ვიღაცა თუ რაღაცას ამბობს ან აზროვნებს ოპოზიციაში, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან, რომ გაგლიჯონ შუაზე, არადა, ამ ხალხს რომ ჰკითხო, მრავალპარტიული დემოკრატია უნდათ. ყოჩაღ, შევუქებ საქციელს "რესპუბლიკურ პარტიას”, ძალიან გაბედული ნაბიჯია. თუ გვინდა, რომ ორპოლუსიანობა არ გლეჯდეს ამ ქვეყანას შუაზე, მაშინ ბარიერი უნდა იყოს მინიმალური. "ქართული ოცნება" რას იზამს არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ქნას ვიცი, უნდა დააინიციროს კანონპროექტი ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით და კარგი იქნება თუ ოპოზიციის შეგნებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მამაცი ნაწილი შემოვა ერთი დღით მაინც და ამ ქვეყნისთვის გააკეთებს რამეს. ნუ აქცია პარლამენტში მუშაობა ზოგზოგიერთმა, რაღაც ერის ღალატად, ხმა იმისთვის მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რომ აქ მოვიდნენ და იმუშაონ. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხზე თუ არ შემოვიდნენ და ხმა არ მისცეს, აბა, პოლიტიკური პარტიები საერთოდ რისთვის არსებობენ ძალიან მაინტერესებს? თუ ამბობენ, რომ მრავალპარტიული ქვეყანა გვინდაო, თუ უნდათ, რომ ქვეყანა 2024 წლიდან იყოს მრავალპარტიული, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში როგორ აპირებენ მრავალპარტიულობას ძალიან მაინტერესებს? პოლიტიკური პროცესი რა ჰგონიათ? პარტიები რისთვის შექმნეს? სახელმწიფოსთვის რაც კარგია, ხმა თუ არ მიეცი და ერთხელ თუ არ იკადრე და შემოხვედი, აბა, საერთოდ რისთვის არსებობენ ეს პარტიები?

ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი დამოუკიდევბელი გადაწყვეტილება მივიღეთ და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. ერთმანეთს კი ნუ უყურებენ იმ ოპოზიციაში, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები!"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "რეპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები თუ დაინახავენ, რომ უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათ ქვეყნის მომავალზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდებთ. მისივე თქმით, თუ მას ექნება შესაძლებლობა, ხმა მისცეს კანონპროექტს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, თავს უფლებას არ მისცემს, რომ ასეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიღოს.

"გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ" - რას წერს მელია მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი დაუჭირა

"უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს" - მამუკა მდინარაძე

"გახარიას ჩემგან დახმარების გარდა არაფერი მიუღია" - რას აცხადებს სკანდალურად ალაპარაკებული სოსო გოგაშვილი და ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ექსმაღალჩინოსანს?