საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი (ფოტოები)
იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი (ფოტოები)

ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია და თუ ყვე­ლა­ფერ გეგ­მის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა 2022 წლის ზა­ფხუ­ლის­თვის პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლებს.

პრო­ექ­ტზე ჰო­ლან­დი­უ­რი კომ­პა­ნია LAP მუ­შა­ობს, რო­მელ­მაც 2020 წლის და­სა­წყის­ში დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის მო­წყო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. LAPის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­კი 10 000-დან 15 000-მდე სტუმ­რის მი­ღე­ბას შეძ­ლებს.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია გან­ვა­ვი­თა­როთ ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი, სა­დაც ისი­ნი შეძ­ლე­ბენ გან­ტვირ­თვას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში“, - ვკი­თხუ­ლობთ კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის კონ­ცეფ­ცია

ვი­ნა­ი­დან, ეს არის ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რია, კომ­პა­ნია გეგ­მის მი­ხედ­ვით, ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის მო­წყო­ბი­სას ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ცეპ­ტი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. ვი­ზი­ტო­რე­ბის სა­ვა­ლი მთა­ვა­რი ბი­ლი­კი წრი­უ­ლი ფორ­მის იქ­ნე­ბა. ეს ბი­ლი­კი სტუ­მარს მთელ პარკს შე­მო­ა­ტა­რებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ცენ­ტრა­ლურ ბი­ლიკს კი შე­უ­ერ­თდე­ბა სხვა­დას­ხვა პა­ტარ-პა­ტა­რა ბი­ლი­კი, რომ­ლე­ბიც პარ­კის ამა თუ იმ ზო­ნა­ში მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

  • პარ­კი ყვე­ლას­თვის

სტრუქ­ტუ­რუ­ლად თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი იმგვა­რად იქ­ნე­ბა მო­წყო­ბი­ლი, რომ მან უპა­სუ­ხოს სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და სურ­ვი­ლებს. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კი იგეგ­მე­ბა მოქ­ნი­ლი, ფუნ­ქცი­უ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ზო­ნე­ბის შექ­მნა. სწო­რედ ამ მიზ­ნით კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს.

გა­კეთ­დე­ბა სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის, სხვა­დას­ხვა ხის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი და ტე­რა­სე­ბი უფ­რო­სე­ბის­თვის - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ზო­ნე­ბის, რო­მელ­თა მო­წყო­ბაც თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ პარკში იგეგ­მე­ბა. კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, აქ იქ­ნე­ბა ად­გი­ლი ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც უყ­ვართ ჭად­რა­კი­სა, თუ დო­მი­ნოს თა­მა­ში. გან­თავ­სდე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სხვა­დას­ხვა სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის­თვის.

  • და­გეგ­მი­ლია ია­პო­ნუ­რი და ფრან­გუ­ლი ბა­ღე­ბის მო­წყო­ბა

ია­პო­ნუ­რი ბაღი იქ­ნე­ბა ად­გი­ლი გან­ტვირ­თვი­სა და მე­დი­ტა­ცი­ის­თვის და ადა­მი­ა­ნებს ქა­ლა­ქის ხმა­უ­რის­გან გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვპირ­დე­ბი­ან, რომ ეს იქ­ნე­ბა ბაღი, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში მოგ­ვახ­ვედ­რებს და გან­სხვა­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას მოგ­ვცემს. მისი შექ­მნი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ია­პო­ნურ ეს­თე­ტი­კა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ურ იდე­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფრან­გულ ბაღს, ის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის ვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი ად­გი­ლი იქ­ნე­ბა, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი­თა და სიმ­შვი­დით. აქვე იგეგ­მე­ბა ცხე­ნის ქან­და­კე­ბის გან­თავ­სე­ბაც.

  • "პარ­კის სო­ფე­ლი"

"ცენ­ტრა­ლურ პარკში სტუმ­რო­ბი­სას ყვე­ლა ვი­ზი­ტორს ექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მი­ზა­ნი და ყვე­ლა იპო­ვის იპო­ვოს სა­კუ­თარ ად­გილს, მაგ­რამ თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვე­ვა პარ­კის სო­ფელს, სა­დაც იქ­ნე­ბა რეს­ტორ­ნე­ბი, ბა­რე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბის მა­ღა­ზია და სა­ინ­ფორ­მა­ციო დაფა“, - ვკი­თხუ­ლობთ LAP-ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით­ვე, აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა ტე­რა­სე­ბის მო­წყო­ბა­ზე.

პარკში მთა­ვა­რი შე­სას­ვლე­ლი პა­ნო­რა­მუ­ლი ხი­დი­დან იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის გზატ­კე­ცილ­ზე გავა. ხიდი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შშმ პი­რე­ბის­თვის, ასე­ვე სა­ბავ­შვო ეტ­ლე­ბის­თვის. მო­ე­წყო­ბა სამი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლი, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 500 ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ჩე­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მუ­შა­ო­ბა კომ­პა­ნი­ამ 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში და­ი­წყო. გეგ­მის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ­მა პარ­კმა პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის მი­ღე­ბა უკვე 2022 წლის ზა­ფხულ­ში უნდა შეძ­ლოს. ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბას თბი­ლი­სის მე­რია და "ქარ­თუ ჯგუ­ფი" აფი­ნან­სე­ბენ.

შე­ნიშ­ვნა: მა­სა­ლა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია რენ­დე­რი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც LAP-ის ვებგ­ვერ­დზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯოყოლა
96

არ მჯერა სანამ მიშა არ იტყვის მართალიაო

ირაკლი
102
რაც კარგია კარგია, მიუხედავათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა
ავტორი:

იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი (ფოტოები)

იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი (ფოტოები)

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია და თუ ყველაფერ გეგმის მიხედვით განხორციელდა, რეკრეაციული ზონა 2022 წლის ზაფხულისთვის პირველი სტუმრების მიღებას შეძლებს.

პროექტზე ჰოლანდიური კომპანია LAP მუშაობს, რომელმაც 2020 წლის დასაწყისში დიზაინის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და ჩვენი დედაქალაქის ცენტრალური პარკის მოწყობის უფლება მოიპოვა. LAPის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღის განმავლობაში პარკი 10 000-დან 15 000-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს.

"ჩვენი მიზანია განვავითაროთ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მიმზიდველი დასასვენებელი ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ განტვირთვას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობებში“, - ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

  • ცენტრალური პარკის კონცეფცია

ვინაიდან, ეს არის ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, კომპანია გეგმის მიხედვით, ცენტრალური პარკის მოწყობისას ისტორიული კონცეპტი შენარჩუნდება. ვიზიტორების სავალი მთავარი ბილიკი წრიული ფორმის იქნება. ეს ბილიკი სტუმარს მთელ პარკს შემოატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალურ ბილიკს კი შეუერთდება სხვადასხვა პატარ-პატარა ბილიკი, რომლებიც პარკის ამა თუ იმ ზონაში მოხვედრის შესაძლებლობას იძლევა.

  • პარკი ყველასთვის

სტრუქტურულად თბილისის ცენტრალური პარკი იმგვარად იქნება მოწყობილი, რომ მან უპასუხოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებსა და სურვილებს. ამ მიზნის მისაღწევად კი იგეგმება მოქნილი, ფუნქციურად მრავალფეროვანი ზონების შექმნა. სწორედ ამ მიზნით კომპანიის წარმომადგენლები სწავლობენ საზოგადოების საჭიროებებს.

გაკეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, სხვადასხვა ხის კომპოზიციები და ტერასები უფროსებისთვის - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ზონების, რომელთა მოწყობაც თბილისის ცენტრალურ პარკში იგეგმება. კომპანიის ცნობით, აქ იქნება ადგილი ხანდაზმული ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ჭადრაკისა, თუ დომინოს თამაში. განთავსდება ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სამაგიდო თამაშებისთვის.

  • დაგეგმილია იაპონური და ფრანგული ბაღების მოწყობა

იაპონური ბაღი იქნება ადგილი განტვირთვისა და მედიტაციისთვის და ადამიანებს ქალაქის ხმაურისგან გაქცევის საშუალება მიეცემათ. კომპანიის წარმომადგენლები გვპირდებიან, რომ ეს იქნება ბაღი, რომელიც განსხვავებულ სამყაროში მოგვახვედრებს და განსხვავებულ გამოცდილებას მოგვცემს. მისი შექმნისას გამოიყენებენ იაპონურ ესთეტიკასა და ფილოსოფიურ იდეებს.

რაც შეეხება ფრანგულ ბაღს, ის ცენტრალური პარკის ველაზე რომანტიკული ადგილი იქნება, აყვავებული ყვავილებითა და სიმშვიდით. აქვე იგეგმება ცხენის ქანდაკების განთავსებაც.

  • "პარკის სოფელი"

"ცენტრალურ პარკში სტუმრობისას ყველა ვიზიტორს ექნება საკუთარი მიზანი და ყველა იპოვის იპოვოს საკუთარ ადგილს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი მომსახურების მისაღებად ეწვევა პარკის სოფელს, სადაც იქნება რესტორნები, ბარები, საჩუქრების მაღაზია და საინფორმაციო დაფა“, - ვკითხულობთ LAP-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. კომპანიის ცნობითვე, აქცენტი გაკეთდება ტერასების მოწყობაზე.

პარკში მთავარი შესასვლელი პანორამული ხიდიდან იქნება, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე გავა. ხიდი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ასევე საბავშვო ეტლებისთვის. მოეწყობა სამი საპარკინგე ადგილი, სადაც დაახლოებით 500 ავტომობილის გაჩერება იქნება შესაძლებელი.

მუშაობა კომპანიამ 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. გეგმის მიხედვით, თბილისის ცენტრალურმა პარკმა პირველი ვიზიტორების მიღება უკვე 2022 წლის ზაფხულში უნდა შეძლოს. ცენტრალური პარკის მშენებლობას თბილისის მერია და "ქართუ ჯგუფი" აფინანსებენ.

შენიშვნა: მასალაში გამოყენებულია რენდერი ფოტოები, რომლებიც LAP-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც 9 ივნისს დენი გაითიშება

"საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აშშ-სგან მიიღებს" - საელჩო

"ე.წ. მაუგლის მეთოდით ვარჯიში ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია" - სახალხო დამცველი