მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის
TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის

თე­ბერ­ვა­ლი ის თვეა, როცა ერთი კვი­რით მთე­ლი მსოფ­ლიო სიყ­ვა­რუ­ლის სა­ბურ­ველ­ში ეხ­ვე­ვა, ერთ დღეს კი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას ცდი­ლობს. არ­სე­ბობს მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი - თუ ადა­მი­ა­ნის მი­მართ არა, წიგ­ნი­სად­მი - ნამ­დვი­ლად, რად­გან ის არა­სო­დეს და­გა­ღა­ლა­ტებს.

თქვენ თუ ხართ #წიგნ­ზე­შეყ­ვა­რე­ბუ­ლი? ან იქ­ნებ ისეთ ადა­მი­ანს იც­ნობთ, რომ­ლის­თვი­საც წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია? უკვე შე­არ­ჩი­ეთ სა­ჩუ­ქა­რი ვა­ლენ­ტი­ნო­ბის­თვის? თუ ჯერ არა, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ ეს სტა­ტია, რო­მელ­შიც შე­ვე­ცა­დეთ აქამ­დე და­წე­რი­ლი უამ­რა­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო წიგ­ნი­დან შეგ­ვერ­ჩია 7 წიგ­ნი, რომ­ლე­ბიც უნდა აჩუ­ქო ან იჩუ­ქო ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ და კი­დევ ათო­ბით და­სა­ხე­ლე­ბის წიგ­ნის შე­ძე­ნას 8 თე­ბერ­ვლი­დან 14 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით შეძ­ლებთ.

ეს რო­მა­ნი არის მკი­თხვე­ლის­თვის, ვი­საც ჯა­დოს­ნუ­რი გრძნო­ბე­ბის მცი­რე დე­ტა­ლებ­ში აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლია და სურს, ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს პერ­სო­ნა­ჟებ­თან ერ­თად შე­ე­ჭი­დოს.

მხო­ლოდ ჩვენ ორნი

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ნი­კო­ლას სპარ­ქსის, ეს რო­მა­ნი რა­სელ გრი­ნის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა, რო­მელ­საც ყოვ­ლად უსა­ხუ­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­თა და სირ­თუ­ლით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბის მიღ­მა დიდი სი­ახ­ლე ელო­დე­ბა - ეს არის ამ­ბა­ვი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რულ­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა წინ მი­დის... და­სას­რუ­ლი ზოგ­ჯერ და­სა­წყი­სია.

ეს რო­მა­ნი არის მკი­თხვე­ლის­თვის, ვი­საც ჯა­დოს­ნუ­რი გრძნო­ბე­ბის მცი­რე დე­ტა­ლებ­ში აღ­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლია და სურს, ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებს პერ­სო­ნა­ჟებ­თან ერ­თად შე­ე­ჭი­დოს.

ყვე­ლა ბიჭს, რომ­ლე­ბიც მყვა­რე­ბია

16 წლის ლარა-ჯინი გუ­ლის­ნა­დებს მხო­ლოდ წე­რი­ლებს ან­დობს და მათ სა­ქუ­დე კო­ლოფ­ში ინა­ხავს. სულ 5 წე­რი­ლია - იმ ბი­ჭე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, რომ­ლე­ბიც ოდეს­მე ჰყვა­რე­ბია. ერთხე­ლაც ყვე­ლა წე­რი­ლი ად­რე­სა­ტებ­თან მოხ­ვდე­ბა და გო­გო­ნა სიც­რუ­ის კო­რი­ან­ტელ­ში გა­ეხ­ვე­ვა.

სა­ნამ ლარა-ჯინი გა­ერ­კვე­ვა, ეს რო­გორ მოხ­და, იმა­შიც დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა ტკბილ-მწა­რე მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე: სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლია, იქ ვე­რა­გო­ბაც შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი; შე­იძ­ლე­ბა გგო­ნია, აი, სწო­რედ ეს ბიჭი მიყ­ვარ­სო, მაგ­რამ თურ­მე ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შენ ახ­ლოს, გვერ­დით ყო­ფი­ლა; უბ­რა­ლოდ, და­ნახ­ვა გჭირ­დე­ბო­და... ეს რო­მა­ნი და მის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თუ ჯერ კი­დევ არ წა­გი­კი­თხავთ და არც ფილ­მი გი­ნა­ხავთ, ახლა ნამ­დვი­ლად კარ­გი დროა ამის­თვის.

სიყ­ვა­რუ­ლით, როზი

ნაკ­ლე­ბად მო­უ­ლოდ­ნე­ლი არც რო­ზი­სა და ალექ­სის ის­ტო­რი­აა. ბავ­შვო­ბი­დან გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ დრო გა­ვი­და, გა­ი­ზარ­დნენ და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის გზას და­ად­გნენ. ალექ­სი დუბ­ლი­ნი­დან ბოს­ტონ­ში გა­და­დის და ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ხდე­ბა. რო­ზი­საც დიდი გეგ­მე­ბი აქვს, ისიც ბოს­ტონ­ში ის­წავ­ლის, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ისევ ერ­თად იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ... ერთი მცდა­რი ნა­ბი­ჯი ორი­ვეს ცხოვ­რე­ბას ცვლის.

თუ სა­კუ­თარ თავს დაღ­ლი­ლო­ბას შე­ამ­ჩნევთ და ეჭ­ვე­ბი გო­ნე­ბას გიღრღნით, ეს რო­მა­ნი ბე­დის­წე­რი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის რწმე­ნას და­გიბ­რუ­ნებთ. მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ხომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძვი­ან სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის, რა­ტომ არ უნდა იბ­რძო­ლოთ თქვენც?!

მენსფილდ-პარ­კი

სიყ­ვა­რუ­ლი ის თე­მაა, რომ­ლის გა­რე­შეც მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ვინ გვახ­სენ­დე­ბა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი? რა თქმა უნდა, ჯეინ ოს­ტი­ნი! „მენსფილდ-პარ­კი“ მისი რი­გით მე­სა­მე ნა­წარ­მო­ე­ბია. რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი - მორ­ცხვი, სუს­ტი ფანი პრა­ი­სი - „ღა­რი­ბი ნა­თე­სა­ვის“ სრულ­ქმნი­ლი სა­ხეა. ათი წლის ფანი მა­მი­სე­უ­ლი, ღა­რი­ბუ­ლი სახ­ლი­დან მდი­და­რი ბი­ძის ოჯახ­ში, მენსფილდ-პარკში მიჰ­ყავთ. გო­გო­ნას გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი, თავ­კერ­ძა ნა­თე­სა­ვე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. პა­ტა­რა ფანი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბრძო­ლას იწყებს.

გა­რე­მო, სა­დაც ფუ­ლი­სა და ქორ­წი­ნე­ბის თემა ერ­თმა­ნეთ­ზე მჭიდ­როდ არის გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი კი ერ­თმა­ნეთს ჯი­ბის სის­ქით აფა­სე­ბენ... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოს­ტი­ნი ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟის პი­რით ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას წა­მოს­წევს. ამ­დე­ნად, ჯეინ ოს­ტი­ნი თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი­თა და წე­რის მა­ნე­რით თავს აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­მახ­სოვ­რებთ!

ორი ნა­ბი­ჯი შე­ნამ­დე

შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დეს ის, ვი­საც ვე­რას­დროს შე­ე­ხე­ბი? სტე­ლა გრანტს უყ­ვარს, როცა ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს. ამ­ჟა­მად სტე­ლას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა, რომ არ მი­უ­ახ­ლოვ­დეს არა­ფერს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა მის­თვის ფილ­ტვე­ბის გა­და­ნერგვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას. ერ­თა­დერ­თი რამ, რაც უილ ნი­უ­მენს უნდა, ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გაღ­წე­ვაა. სუ­ლაც არ ადარ­დებს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ახა­ლი სა­ო­ცა­რი წამ­ლის გა­მოც­და. მალე 18 წლის გახ­დე­ბა, მო­იხ­სნის ყვე­ლა აპა­რატს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მიღ­მა, რე­ა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს...

რე­ი­ჩელ ლი­პინ­კო­ტის ეს წიგ­ნი მკი­თხველს კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნებს სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლა­სა და ყვე­ლა იმ გან­ცდას, დაბ­რკო­ლე­ბა­სა თუ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბას ახ­ლავს თან. არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა წიგ­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც მა­ყუ­რებ­ლის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა.

მიყ­ვარ­ხარ - ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი სიყ­ვა­რულ­ზე

და რო­გორ უყ­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში? ამ წიგნ­ში სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის პო­ე­ტე­ბის ლექ­სე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს სიყ­ვა­რუ­ლის, რო­გორც მა­რა­დი­უ­ლი გრძნო­ბის, არ­სე­ბო­ბა­ში კი­დევ ერთხელ და­არ­წმუ­ნებს.

აქ წა­ი­კი­თხავთ, რო­გორ ხსნი­ან სიყ­ვა­რულს და რო­გორ უხ­სნი­ან სხვებს; რას გრძნო­ბენ და რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ ამას გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი, ლადო ასა­თი­ა­ნი, ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე, რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ანა კა­ლან­და­ძე, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, სა­ლო­მე ბე­ნი­ძე, დი­ა­ნა ამ­ფი­მი­ა­დი და სხვა მწერ­ლე­ბი.

შტე­ფან ცვა­ი­გი

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი კლა­სი­კო­სის უკ­ვდა­ვი რო­მა­ნი „მა­რი­ამ სტი­უ­არ­ტი“ ორი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბე­დის­წე­რის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. სიყ­ვა­რუ­ლი, თავ­გან­წირ­ვა, ღა­ლა­ტი, სიკ­ვდი­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ რო­მან­შია თავ­მოყ­რი­ლი და ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ წიგნს თვალს ვერ მო­ა­შო­რებთ.

ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დვი­ლე თუ მხატ­ვრუ­ლი გა­რე­მო? სად გა­დის ზღვა­რი სი­ნამ­დვი­ლე­სა და მწერ­ლის ფან­ტა­ზი­ას შო­რის? რაც უნდა იყოს, შტე­ფან ცვა­ი­გის მა­რი­ამ სტი­უ­არ­ტი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ქა­ლია. მარ­თლაც, „ცაზე ორი მზე ვერ გა­ა­ნა­თებს, დე­და­მი­წა­ზე ორი ხანი ვერ იარ­სე­ბებს“, ბე­დის­წე­რა უკვე და­წე­რი­ლია, ჩვენ წა­კი­თხვა­ღა დაგ­ვრჩა.

ამ­დე­ნად, თქვენ წი­ნა­შეა სიყ­ვა­რუ­ლის თე­მა­ზე და­წე­რი­ლი 7 თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წიგ­ნი. ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი #წიგნ­ზე­შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, 8-14 თე­ბერ­ვალს ამ და კი­დევ ათო­ბით და­სა­ხე­ლე­ბის წიგნ­ზე 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ. მო­ი­კი­თხეთ 12 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ან შე­ი­ძი­ნეთ ონ­ლა­ინ 14 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის

თებერვალი ის თვეა, როცა ერთი კვირით მთელი მსოფლიო სიყვარულის საბურველში ეხვევა, ერთ დღეს კი საყვარელი ადამიანის განსაკუთრებულად გაბედნიერებას ცდილობს. არსებობს მარადიული სიყვარული - თუ ადამიანის მიმართ არა, წიგნისადმი - ნამდვილად, რადგან ის არასოდეს დაგაღალატებს.

თქვენ თუ ხართ #წიგნზეშეყვარებული? ან იქნებ ისეთ ადამიანს იცნობთ, რომლისთვისაც წიგნი საუკეთესო საჩუქარია? უკვე შეარჩიეთ საჩუქარი ვალენტინობისთვის? თუ ჯერ არა, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია, რომელშიც შევეცადეთ აქამდე დაწერილი უამრავი სასიყვარულო წიგნიდან შეგვერჩია 7 წიგნი, რომლებიც უნდა აჩუქო ან იჩუქო ვალენტინობის დღეს.

აღსანიშნავია, რომ ამ და კიდევ ათობით დასახელების წიგნის შეძენას 8 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით სპეციალურ ფასად, 50%-მდე ფასდაკლებით შეძლებთ.

ეს რომანი არის მკითხველისთვის, ვისაც ჯადოსნური გრძნობების მცირე დეტალებში აღმოჩენა შეუძლია და სურს, ცხოვრების სირთულეებს პერსონაჟებთან ერთად შეეჭიდოს.

მხოლოდ ჩვენ ორნი

ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარქსის, ეს რომანი რასელ გრინის ისტორიას გვიყვება, რომელსაც ყოვლად უსახური, პასუხისმგებლობითა და სირთულით აღსავსე ცხოვრების მიღმა დიდი სიახლე ელოდება - ეს არის ამბავი უსაზღვრო სიყვარულსა და იმედგაცრუებაზე, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის... დასასრული ზოგჯერ დასაწყისია.

ეს რომანი არის მკითხველისთვის, ვისაც ჯადოსნური გრძნობების მცირე დეტალებში აღმოჩენა შეუძლია და სურს, ცხოვრების სირთულეებს პერსონაჟებთან ერთად შეეჭიდოს.

ყველა ბიჭს, რომლებიც მყვარებია

16 წლის ლარა-ჯინი გულისნადებს მხოლოდ წერილებს ანდობს და მათ საქუდე კოლოფში ინახავს. სულ 5 წერილია - იმ ბიჭებისთვის განკუთვნილი, რომლებიც ოდესმე ჰყვარებია. ერთხელაც ყველა წერილი ადრესატებთან მოხვდება და გოგონა სიცრუის კორიანტელში გაეხვევა.

სანამ ლარა-ჯინი გაერკვევა, ეს როგორ მოხდა, იმაშიც დარწმუნდება, რომ ცხოვრება ტკბილ-მწარე მოულოდნელობებით არის სავსე: სადაც სიყვარულია, იქ ვერაგობაც შეიძლება იყოს ჩასაფრებული; შეიძლება გგონია, აი, სწორედ ეს ბიჭი მიყვარსო, მაგრამ თურმე ნამდვილი სიყვარული შენ ახლოს, გვერდით ყოფილა; უბრალოდ, დანახვა გჭირდებოდა... ეს რომანი და მის მიხედვით გადაღებული ეკრანიზაცია მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ და არც ფილმი გინახავთ, ახლა ნამდვილად კარგი დროა ამისთვის.

სიყვარულით, როზი

ნაკლებად მოულოდნელი არც როზისა და ალექსის ისტორიაა. ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა, გაიზარდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი დუბლინიდან ბოსტონში გადადის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს, ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი ორივეს ცხოვრებას ცვლის.

თუ საკუთარ თავს დაღლილობას შეამჩნევთ და ეჭვები გონებას გიღრღნით, ეს რომანი ბედისწერისა და სიყვარულის რწმენას დაგიბრუნებთ. მისი პერსონაჟები ხომ წლების განმავლობაში იბრძვიან საკუთარი ბედნიერებისათვის, რატომ არ უნდა იბრძოლოთ თქვენც?!

მენსფილდ-პარკი

სიყვარული ის თემაა, რომლის გარეშეც მწერლების შემოქმედება წარმოუდგენელია. ვინ გვახსენდება ერთ-ერთი პირველი? რა თქმა უნდა, ჯეინ ოსტინი! „მენსფილდ-პარკი“ მისი რიგით მესამე ნაწარმოებია. რომანის მთავარი გმირი - მორცხვი, სუსტი ფანი პრაისი - „ღარიბი ნათესავის“ სრულქმნილი სახეა. ათი წლის ფანი მამისეული, ღარიბული სახლიდან მდიდარი ბიძის ოჯახში, მენსფილდ-პარკში მიჰყავთ. გოგონას გაზულუქებული, თავკერძა ნათესავები უპირისპირდებიან. პატარა ფანი თვითგანვითარებისთვის ბრძოლას იწყებს.

გარემო, სადაც ფულისა და ქორწინების თემა ერთმანეთზე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ადამიანები კი ერთმანეთს ჯიბის სისქით აფასებენ... აღსანიშნავია, რომ ოსტინი ერთ-ერთი პერსონაჟის პირით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მნიშვნელოვან პრობლემას წამოსწევს. ამდენად, ჯეინ ოსტინი თავისი გამორჩეული სტილითა და წერის მანერით თავს აუცილებლად დაგამახსოვრებთ!

ორი ნაბიჯი შენამდე

შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც ვერასდროს შეეხები? სტელა გრანტს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს. ამჟამად სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც შეიძლება მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას. ერთადერთი რამ, რაც უილ ნიუმენს უნდა, ამ საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ ადარდებს მკურნალობის კურსი და ახალი საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...

რეიჩელ ლიპინკოტის ეს წიგნი მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს სიყვარულის ძალასა და ყველა იმ განცდას, დაბრკოლებასა თუ ბედნიერებას, რაც შეყვარებულობას ახლავს თან. არანაკლებ საინტერესოა წიგნის მიხედვით გადაღებული ეკრანიზაცია, რომელმაც მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

მიყვარხარ - ქართველი პოეტები სიყვარულზე

და როგორ უყვართ საქართველოში? ამ წიგნში სხვადასხვა თაობის პოეტების ლექსებია გაერთიანებული, რომლებიც მკითხველს სიყვარულის, როგორც მარადიული გრძნობის, არსებობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს.

აქ წაიკითხავთ, როგორ ხსნიან სიყვარულს და როგორ უხსნიან სხვებს; რას გრძნობენ და როგორ გამოხატავენ ამას გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, ლადო ასათიანი, ვახტანგ ჯავახაძე, რატი ამაღლობელი, ბესიკ ხარანაული, ტიციან ტაბიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ანა კალანდაძე, გიორგი კეკელიძე, სალომე ბენიძე, დიანა ამფიმიადი და სხვა მწერლები.

შტეფან ცვაიგი

მსოფლიოში ცნობილი კლასიკოსის უკვდავი რომანი „მარიამ სტიუარტი“ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ქალის განსხვავებული ბედისწერის შესახებ მოგვითხრობს. სიყვარული, თავგანწირვა, ღალატი, სიკვდილი - ეს ყველაფერი ამ რომანშია თავმოყრილი და ისე საინტერესოდ გადმოცემული, რომ წიგნს თვალს ვერ მოაშორებთ.

ისტორიული სინამდვილე თუ მხატვრული გარემო? სად გადის ზღვარი სინამდვილესა და მწერლის ფანტაზიას შორის? რაც უნდა იყოს, შტეფან ცვაიგის მარიამ სტიუარტი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ქალია. მართლაც, „ცაზე ორი მზე ვერ გაანათებს, დედამიწაზე ორი ხანი ვერ იარსებებს“, ბედისწერა უკვე დაწერილია, ჩვენ წაკითხვაღა დაგვრჩა.

ამდენად, თქვენ წინაშეა სიყვარულის თემაზე დაწერილი 7 თავბრუდამხვევი წიგნი. ნებისმიერი მათგანი #წიგნზეშეყვარებული ყველა ადამიანისთვის ვალენტინობის დღეს საუკეთესო საჩუქარი იქნება.

შეგახსენებთ, 8-14 თებერვალს ამ და კიდევ ათობით დასახელების წიგნზე 50%-მდე ფასდაკლება გელოდებათ. მოიკითხეთ 12 თებერვლის ჩათვლით "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით ან შეიძინეთ ონლაინ 14 თებერვლის ჩათვლით.

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა

„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში