საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის, რო­კის გვი­რა­ბის მო­ნაკ­ვეთ­ზე, უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, მყი­სი­ე­რად გა­აქ­ტი­ურ­და ცხე­ლი ხაზი და ინ­ფორ­მი­რე­ბულ იქნა ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს.

„სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს გას­წვრივ არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს. უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტის გაღ­ვი­ვე­ბას.

უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბებ­სა და მის თან­მდევ მძი­მე შე­დე­გებ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რო­გორც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ერ­თა­დერთ ძა­ლას“ , - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vava
1

საერთოდ ქმედება უდრის უკუქმედებას

ავტორი:

სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას.

უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები

"რუსეთს უნდა, საქართველო როგორმე ე.წ. საზღვართან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას" - როგორ შეიძლება აღვუდგეთ წინ 21-ე საუკუნის "ლეკიანობას"

"ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო" - მურატ ჯიოევი