საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული.
როგორც სირაძემ აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, - განაცხადა სირაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირიდან, სამოქალაქო აქტივისტები “დაუმორჩილებლობის მარშის” ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მსვლელობის მარშრუტს არ აზუსტებენ.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტები 21:00 საათიდან, ე.წ. „კომენდანტის საათის“ დროს “დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ აწყობენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.
სიტყვები არ მყოფნის ამათი თავხედობის გამოსახატად. კანონს ვინც არ სცემს პატივს , ის გინდა ოპოზიცია იყოს და გინდა ბიზნესი ყველა უნდა დაისაჯოს. ეს ხალხი ყველა , სახელმწიფოს არ სცემს პატივს, ეს კიდევ დასჯადი უნდა იყოს აუცილებლად. ეს არის თავის აგდება, საკუთარი თავის სასაცილო მდგომარეობაში ჩაგდება, რაც გუშინ გააკეთეს. სხვა სახელმწიფოებში კანონები კიდევ უფრო გაამკაცრეს და ესენი ცოტა დაც ვეღარ ითმენენ, რას ჰგავს ეს? მე ასეთ საზოგადოებას პატივს ვერ ვცემ.
შეკითხვა მაქვს თქვენთან ე.წ. აქტივისტებო, ბიზნეს სექტორო და პოლიტიკოსებო თემურ წიკლაური ეს ნაღდი ადამიანი (თქვენგან განსხვავებით) რითი გარდაიცვალა თქვენთვის ცნობილია?