პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს
ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი ნიკა მე­ლია აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ გაფრ­თხი­ლე­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­ბა­რეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2019 წლის 25 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნი­კა­ნორ მე­ლია.თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 27 ივ­ნი­სის გან­ჩი­ნე­ბით, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­და გი­რაო 30 000 ლარი და და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი.

2020 წლის 1 ნო­ემ­ბერს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­სას, ბრალ­დე­ბულ­მა ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ მას­ზე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი - ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­მა­ჯუ­რი მო­იხ­სნა , რა­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხა მის მი­მართ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­კის­რე­ბუ­ლი, სა­მარ­თლებ­რი­ვად სა­თა­ნა­დო ქცე­ვის უზ­რუნ­ველ­მყო­ფი გა­რან­ტი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მო­თხოვ­ნილ იქნა შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა, კერ­ძოდ, გი­რა­ოს გაზ­რდა 100 000 ლა­რამ­დე. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2020 წლის 3 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ მა­ნამ­დე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გამ­კაცრ­და და გი­რა­ოს ოდე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 40 000 ლა­რით.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს იმა­ვე გან­ჩი­ნე­ბით, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას გი­რა­ოს გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბის - 40 000 ლა­რის - გა­დახ­დის ვა­დად 50 დღე გა­ნე­სა­ზღვრა. ასე­ვე მას აეკ­რძა­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, გი­რა­ოს თან­ხის ოდე­ნო­ბის გან­სა­ზღვრის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულს, მისი სა­ხე­ლით ან მის სა­სარ­გებ­ლოდ სხვა პირს შე­უძ­ლია გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­ი­ტა­ნოს რო­გორც ფუ­ლა­დი თან­ხა, ასე­ვე - ამ თან­ხის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში გა­აჩ­ნია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც საკ­მა­რი­სია გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ასე­ვე მის მი­ერ­ვე 2020 წლის 31 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, დე­კემ­ბერ­ში გა­აჩ­ნდა საკ­მა­რი­სი თან­ხა გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ბრალ­დე­ბულ­მა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლა და გი­რა­ოს თან­ხა - 40 000 ლარი, სა­სა­მარ­თლოს მიერ და­წე­სე­ბულ ვა­და­ში, 2020 წლის 24 დე­კემ­ბრამ­დე, არ გა­და­ი­ხა­და, ასე­ვე არ უზ­რუნ­ველ­ყო გი­რაო თან­ხის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით.აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას­თან გა­ფორმ­დე­ბა ოქმი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას გი­რა­ოს თან­ხის გა­და­სახ­დე­ლად მი­ე­ცე­მა და­მა­ტე­ბით ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა. ასე­ვე გა­ნე­მარ­ტე­ბა, რომ გი­რა­ოს თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ან თუ იგი გი­რა­ოს თან­ხას ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით არ უზ­რუნ­ველ­ყოფს, ბრალ­დე­ბის მხა­რე მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს მის მი­მართ შერ­ჩე­უ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე“- ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
47

ამ ოცნებათა ხისთავიანებმა და უნიათობემა იმდენი გააკეთეს რომ არჩევნებზე ხმას შენ მოგცემ. 

სოფო
70

ნეტა რას ეფერებით და არბენინებთ, აქამდე სხვა ცხრაჯელ დაჭერილი გეყოლებოდათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული - ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა , რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განჩინებით, ნიკანორ მელიას გირაოს გაზრდილი ოდენობის - 40 000 ლარის - გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს უზრუნველსაყოფად შეიტანოს როგორც ფულადი თანხა, ასევე - ამ თანხის ექვივალენტური უძრავი ქონება. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა - 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით.აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე“- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს

სახალხო დამცველი 14 წლის გოგოს სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის

24 წლის ბიჭი, რომელმაც 14 წლის გოგონა გააუპატიურა, დააკავეს - ძალადობის მსხვერპლმა, სავარაუდოდ თავი მოიკლა