მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს
"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს

ნინი შა­რი­ქა­ძე 9 წლი­საა. და­ბა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად, ბავ­შვს მე­ო­თხე ხა­რის­ხის სმე­ნა­ჩ­ლუნ­გო­ბა და­უდ­გინ­და. 4 წლის ასაკ­ში გო­გო­ნას პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ფი­ნან­სა. ბავ­შვს კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტა­ცია დას­ჭირ­და, რის შემ­დე­გაც პა­ტა­რამ გა­ი­ა­რა მე­ტყვე­ლე­ბის კურ­სე­ბი და სა­უ­ბა­რი ის­წავ­ლა.

ნი­ნის დედა, ლელა სო­ზაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ 2020 წელს ნი­ნიმ თა­მა­შის დროს ტრავ­მა მი­ი­ღო, რის გა­მოც ბავ­შვს სპე­ცი­ა­ლუ­რი იმპლან­ტი და პრო­ცე­სო­რი და­უ­ზი­ან­და, რო­მე­ლიც მის სმე­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ნი­ნის გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ექი­მის დახ­მა­რე­ბით ავ­სტრი­ის სა­ხელ­მწი­ფომ ნი­ნის იმპლან­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 ათა­სი ევ­რო­თი და­ა­ფი­ნან­სა, მაგ­რამ ბავ­შვს რომ სმე­ნა აღუდ­გეს, კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტის პრო­ცე­სო­რი - რონ­დო 2 ესა­ჭი­რო­ე­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 8 ათა­სი ევრო.

ნინი შა­რი­ქა­ძე თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­ში ცხოვ­რობს და თე­ლა­ვის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მე­სა­მე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ვუს­მი­ნოთ სამ­ყა­როს" თა­ნად­გო­მით, თე­ლა­ვის მე­რი­ამ გო­გო­ნას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის 10 ათა­სი ლარი ჩა­რი­ცხა, თუმ­ცა ამ თან­ხის გა­მო­ყე­ნე­ბის ვადა 2 მარ­ტამ­დეა და ნი­ნის დე­დას დღე­ე­ბი დარ­ჩა, რომ შვი­ლის­თვის და­ნარ­ჩე­ნი თან­ხა, და­ახ­ლო­ე­ბით 22 ათა­სი ლარი შე­აგ­რო­ვოს.

"ნინი ოც­ნე­ბობს ძვე­ლე­ბუ­რად გა­ი­გოს ხალ­ხის, ბავ­შვე­ბის ხმა. მან აი­ტა­ნა ყვე­ლა ის ტკი­ვი­ლი რა­საც ოპე­რა­ცია ქვია, სწო­რედ იმის მო­ლო­დი­ნით, რომ მალე ყვე­ლა­ფერს გა­ვი­გე­ბო... ნი­ნის ოც­ნე­ბაა, კვლავ ეს­მო­დეს სამ­ყა­როს ხმე­ბი, კვლავ შეძ­ლოს სკო­ლა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, კვლავ შეძ­ლოს თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ისა­უბ­როს და ითა­მა­შოს მათ­თან" - ამ­ბობს ბავ­შვის დედა ლელა სო­ზაშ­ვი­ლი.

1 ლა­რიც კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ 9 წლის გო­გო­ნამ კვლავ შეძ­ლოს სწავ­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა.

ვი­საც დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გაქვთ, თან­ხა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე ჩა­რი­ცხოთ:

თი­ბი­სი ბან­კი:

GE62TB7257245064300032

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:

GE22BG0000000162659132

მიმ­ღე­ბი: ლელა სო­ზაშ­ვი­ლი (დედა)

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა+ბადრი
0

მიმართვა ამხანაგ მახარაშვილს ერთ საათში ამხანაგებს მელაშვილსა და ილიჩოვას 20 000 ლარი შეუგროვე. დაიწყე აქცია და დაეხმარე ამ ანგელოზს.

ciuri
0

იქნებ უგულავამ შეძლოს დახმარება,ქველმოქმედება ასე რომ უკვირს სხვისი ქველმოქმედება,იქნებ იმ მოპარული მილიონებიდან გაიღო ცოტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს

"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს

ნინი შარიქაძე 9 წლისაა. დაბადებიდან რამდენიმე თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად, ბავშვს მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა დაუდგინდა. 4 წლის ასაკში გოგონას პირველი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა. ბავშვს კოხლეარული იმპლანტაცია დასჭირდა, რის შემდეგაც პატარამ გაიარა მეტყველების კურსები და საუბარი ისწავლა.

ნინის დედა, ლელა სოზაშვილი გვიყვება, რომ 2020 წელს ნინიმ თამაშის დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც ბავშვს სპეციალური იმპლანტი და პროცესორი დაუზიანდა, რომელიც მის სმენას უზრუნველყოფდა. ნინის გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ექიმის დახმარებით ავსტრიის სახელმწიფომ ნინის იმპლანტის ღირებულება 10 ათასი ევროთი დააფინანსა, მაგრამ ბავშვს რომ სმენა აღუდგეს, კოხლეარული იმპლანტის პროცესორი - რონდო 2 ესაჭიროება, რომლის ღირებულებაც 8 ათასი ევრო.

ნინი შარიქაძე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს და თელავის პირველი საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. ორგანიზაცია "მოვუსმინოთ სამყაროს" თანადგომით, თელავის მერიამ გოგონას რეაბილიტაციისთვის 10 ათასი ლარი ჩარიცხა, თუმცა ამ თანხის გამოყენების ვადა 2 მარტამდეა და ნინის დედას დღეები დარჩა, რომ შვილისთვის დანარჩენი თანხა, დაახლოებით 22 ათასი ლარი შეაგროვოს.

"ნინი ოცნებობს ძველებურად გაიგოს ხალხის, ბავშვების ხმა. მან აიტანა ყველა ის ტკივილი რასაც ოპერაცია ქვია, სწორედ იმის მოლოდინით, რომ მალე ყველაფერს გავიგებო... ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები, კვლავ შეძლოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, კვლავ შეძლოს თანატოლებთან ურთიერთობა, ისაუბროს და ითამაშოს მათთან" - ამბობს ბავშვის დედა ლელა სოზაშვილი.

1 ლარიც კი მნიშვნელოვანია, რომ 9 წლის გოგონამ კვლავ შეძლოს სწავლა და საზოგადოებაში სრულფასოვანი თანაცხოვრება.

ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, თანხა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ:

თიბისი ბანკი:

GE62TB7257245064300032

საქართველოს ბანკი:

GE22BG0000000162659132

მიმღები: ლელა სოზაშვილი (დედა)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"გულისტკივილით მოგვმართა ვერის მოსახლეობამ..." - მერია აღადგენს ფერად პანოს, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსია დატანილი

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება