მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებში გაჩნდა სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა და საგნის ათვისების პრობლემა" - თემურ მიქელაძე დისტანციური სწავლების სირთულეებზე
"ბავშვებში გაჩნდა სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა და საგნის ათვისების პრობლემა" - თემურ მიქელაძე დისტანციური სწავლების სირთულეებზე

იმუ­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა საბ­ჭოს წევ­რის, პე­დი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის თე­მურ მი­ქე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დის­ტან­ცი­ურ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნის გამო, ბავ­შვებ­ში ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი გაჩ­ნდა, რო­გო­რიც არის სიმ­სუქ­ნე, აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, აღ­გზნე­ბა­დო­ბა, უძი­ლო­ბა, საგ­ნის ათ­ვი­სე­ბის პრობ­ლე­მა.

რო­გორც მან მე­დი­ა­ცენ­ტრ „მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რო­გორც ეკ­რან­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან, ასე­ვე სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­მო­კეტ­ვას­თან.

თე­მურ მი­ქე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვთა უმ­რავ­ლე­სო­ბა კო­რო­ნა­ვირუსს უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ი­ტანს, მაგ­რამ ნე­იროფ­სი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

„დღე­ვან­დე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ას თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, 3-დან 4,5%-მდე მერ­ყე­ობს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ყო­ველ­დღი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 15 000-დან 20 ათა­სამ­დე ტეს­ტი ტარ­დე­ბა. თუ ასე გაგ­რძელ­და, თვის ბო­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ალ­ბათ სა­სურ­ვე­ლია, რომ სკო­ლე­ბი გა­იხ­სნას. საკ­მა­ოდ რთუ­ლია ონ­ლა­ინ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი ონ­ლა­ინ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სწავ­ლას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იქ არის სხვა­დას­ხვა აგ­რე­სი­უ­ლი თა­მა­შე­ბი, აუ­რა­ცხე­ლი შავი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ბავ­შვებს სწრა­ფად იზი­დავს და მშობ­ლებს ბი­ნის პი­რო­ბებ­ში მათი მარ­თვა საკ­მა­ოდ უჭირთ. პირ­ველ რიგ­ში, გაჩ­ნდა სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად, სიმ­სუქ­ნე. ბავ­შვებ­მა უკვე მკვეთ­რად მო­ი­მა­ტეს წო­ნა­ში. გარ­და ამი­სა, არის აღ­გზნე­ბა­დო­ბა, უძი­ლო­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რო­გორც ეკ­რან­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან, ასე­ვე ბი­ნის პი­რო­ბებ­ში გა­მო­კეტ­ვას­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მე­ო­რე დღეს ეს ბავ­შვე­ბი გა­მო­უ­ძი­ნებ­ლე­ბი, დას­ტრე­სი­ლე­ბი არი­ან, აქვთ საგ­ნის შეს­წავ­ლის ან ათ­ვი­სე­ბის პრობ­ლე­მა. ამი­ტომ, ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ჯერ მა­ინც გა­ვიდ­ნენ ბავ­შვე­ბი გა­რეთ. გარ­და ამი­სა, ბავ­შვე­ბი­დან წა­მო­ვი­და უკვე ზედ­მე­ტი აგ­რე­სია, რაც შემ­დეგ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­მარ­თა­ვია. შე­იძ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია მარ­ტი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ბავ­შვებ­ში და ბავ­შვთა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვირუსს უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ი­ტანს, მაგ­რამ ნე­იროფ­სი­ქი­ატ­რი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მერ­წმუ­ნეთ, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მას შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე თვე და წლე­ბიც კი დას­ჭირ­დეს. ამ საფრ­თხის წი­ნა­შე უკვე დგა­ნან გან­სა­კუთ­რე­ბით თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბი. გახ­სნას­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სკო­ლებ­მა და სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი, რა­მე­თუ მათი დაც­ვით, ჩვენ არა მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუსს, არა­მედ სხვა ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­საც თა­ვი­დან ვი­რი­დებთ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

მასალის ათვისებას ეგებ მეცადინეობა ჭირდება? მშობლების 90% არც კი იცის ესწრება თთუ არა ბავშვი ონლაინ გაკვეთილს

ავტორი:

"ბავშვებში გაჩნდა სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა და საგნის ათვისების პრობლემა" - თემურ მიქელაძე დისტანციური სწავლების სირთულეებზე

"ბავშვებში გაჩნდა სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა და საგნის ათვისების პრობლემა" - თემურ მიქელაძე დისტანციური სწავლების სირთულეებზე

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრის, პედიატრიული განყოფილების უფროსის თემურ მიქელაძის განცხადებით, დისტანციურ პირობებში ყოფნის გამო, ბავშვებში ისეთი პრობლემები გაჩნდა, როგორიც არის სიმსუქნე, აგრესიულობა, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის ათვისების პრობლემა.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე სახლის პირობებში გამოკეტვასთან.

თემურ მიქელაძის განმარტებით, ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთულია.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციას თუ დააკვირდებით, 3-დან 4,5%-მდე მერყეობს დიაგნოსტირების შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება. თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას. საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული. იქ არის სხვადასხვა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. პირველ რიგში, გაჩნდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში. გარდა ამისა, არის აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეორე დღეს ეს ბავშვები გამოუძინებლები, დასტრესილები არიან, აქვთ საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ. გარდა ამისა, ბავშვებიდან წამოვიდა უკვე ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია. შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მარტივად მიმდინარეობდეს ბავშვებში და ბავშვთა უმრავლესობა ვირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია. მას შესაძლოა, რამდენიმე თვე და წლებიც კი დასჭირდეს. ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვები. გახსნასთან ერთად აუცილებელია, რომ სკოლებმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები, რამეთუ მათი დაცვით, ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც თავიდან ვირიდებთ“, - განაცხადა მიქელაძემ.

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები

ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, ადამიანებმა პირი ამოიკერეს - მათი განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების გამო სახლები დაიბზარა

"ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე? ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!" - პაატა იმნაძე