მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა
"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა

ბოდ­ბის წმინ­და ნი­ნოს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მო­ნაზვნუ­რი ცხოვ­რე­ბა 1991 წელს გა­ნახ­ლდა. მა­ნამ­დე აქ მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მი იყო, ხოლო მის შე­მო­გა­რენ­ში, მოკ­რძა­ლე­ბულ ქო­ხებ­ში, რუსი მო­ნაზვნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. ამ­ჟა­მად მათ­გან თით­ქმის აღა­რა­ვინ არის ცო­ცხა­ლი, ყვე­ლამ მი­ა­ბა­რა უფალს ხან­გრძლი­ვი ას­კე­ტუ­რი ღვაწ­ლით და­მაშ­ვრა­ლი სული. 1996 წელს მოღ­ვა­წე­თა ახა­ლი თა­ო­ბა მო­ვი­და მო­ნას­ტერ­ში და იღუ­მე­ნია თე­ო­დო­რას (მახ­ვი­ლა­ძის) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით წმინ­და სა­ვა­ნის აღორ­ძი­ნე­ბას შე­უდ­გა.

მო­ნას­ტრი­დან ქვე­მოთ, ხე­ო­ბა­ში, მოჩ­ქეფს წმინ­და ნი­ნოს წყა­რო, რო­მე­ლიც, ის­ტო­რი­უ­ლი გარ­და­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, წმინ­და­ნის ლოც­ვით აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლა.

სა­სო­ე­ბი­თა და რწმე­ნით მო­სუ­ლებს ეს ან­კა­რა წყა­რო ოდით­გან­ვე აპ­კუ­რებ­და თა­ვის მა­ცო­ცხლე­ბელ, გა­მამ­რთე­ლე­ბელ და განმწმენ­დელ ძა­ლას. 2000 წლამ­დე ამ ად­გი­ლას რკი­ნის გეჯა იდგა, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მა­ზე - ფოთ­ლე­ბით, ხოლო ზამ­თარ­ში თოვ­ლით იფა­რე­ბო­და. მად­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მო­ნას­ტრის მოღ­ვა­წე­თა თა­ოს­ნო­ბით წყა­რო­ზე ემ­ბა­ზი აშენ­და და ღირ­სე­უ­ლი პა­ტი­ვი მი­ე­გო ამ ად­გილს. იქვე აიგო წმინ­და ზა­ბუ­ლო­ნი­სა და სო­სა­ნას სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სა­დაც ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა აღეს­რუ­ლე­ბა. დღემ­დე ური­ცხვი ხალ­ხი მო­ე­დი­ნე­ბა წყა­როს­კენ და წმინ­და ნი­ნოს შე­წევ­ნას სა­სო­ე­ბი­თა და რწმე­ნით მინ­დო­ბი­ლი, სას­წა­უ­ლებ­რივ კურ­ნე­ბას იღებს.

20 წლის ნინო ერთ-ერთი იმათ­გა­ნია, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­და სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წყა­როს მა­კურ­ნე­ბე­ლი ძალა. აი, რა გვი­ამ­ბო მან:

და­ახ­ლო­ე­ბით 9 წლის წინ, 11 წლი­სა, მძი­მედ გავ­ხდი ავად. სა­ზღვარ­გა­რეთ ვიმ­კურ­ნა­ლე. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას ფრე­ნამ ცუ­დად იმოქ­მე­და და ძა­ლი­ან დავ­სუს­ტდი. ახ­ლობ­ლე­ბის და­უხ­მა­რებ­ლად სი­ა­რუ­ლი მი­ჭირ­და, თავ­ბრუ მეხ­ვე­ო­და, წო­ნას­წო­რო­ბას ვერ ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი და ხში­რად ვე­ცე­მო­დი. მა­შინ წა­ვე­დი პირ­ვე­ლად ბოდ­ბის წმინ­და ნი­ნოს მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც გა­ვი­ცა­ნი სა­ოც­რად სათ­ნო ადა­მი­ა­ნი - დედა ქსე­ნია (ახლა უკვე მო­ნა­ზო­ნი ნინო). შე­მომ­თა­ვა­ზა, წმინ­და ნი­ნოს წყა­რო­ზე წა­ვი­დე­თო. მა­შინ შე­ვი­ტყვე, რომ ამ წყა­როს თა­ვი­სით ამო­ე­ხეთ­ქა. იმ დრო­ი­სათ­ვის იქ არც ემ­ბა­ზი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი და არც ეკ­ლე­სია იყო აგე­ბუ­ლი. ფოთ­ლებ­ში ის მი­ლიც კი არ ჩან­და, სა­ი­და­ნაც წყა­ლი წვე­თავ­და.

დე­და­ჩე­მი და დედა ქსე­ნია აქეთ-იქი­დან ამო­მიდ­გნენ და წყა­რო­ზე გა­ჭირ­ვე­ბით ჩა­მიყ­ვა­ნეს - ვბარ­ბა­ცებ­დი. დედა თე­ო­დო­რაც ჩვენ­თან იყო. მო­მაკ­ვდავს ვგავ­დი, ფერი არ მედო. დედა ქსე­ნია მე­ფე­რე­ბო­და, მამ­ხნე­ვებ­და: ჩემო ნი­ნი­კო, ნუ გე­ში­ნია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, წმინ­და ნი­ნოს წყალს სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძალა აქ­ვსო. მე არ ვი­ცო­დი, რა მოხ­დე­ბო­და. დედა ქსე­ნი­ამ ლიტრნა­ხევ­რი­ა­ნი ბოთ­ლე­ბი წყლით აავ­სო. მახ­სოვს, ზამ­თა­რი იყო, დე­კემ­ბე­რი. ასე­ვე, ჩაც­მულს გა­და­მას­ხეს ორი ბოთ­ლი. წყა­ლი თით­ქოს სა­ერ­თოდ არ იყო ცივი. სას­წა­უ­ლი კი ის გახ­ლდათ, რომ წყა­რო­დან სა­კუ­თა­რი ფე­ხით, და­უხ­მა­რებ­ლად ამო­ვე­დი. რამ­ხე­ლა აღ­მარ­თი, რო­გო­რი ხვე­უ­ლი ბი­ლი­კე­ბი და ერთხე­ლაც არ დამ­ჭირ­ვე­ბია ვინ­მეს­თვის ხე­ლის მო­კი­დე­ბა. თავ­ბრუხ­ვე­ვაც აღარ მიგ­რძნია. თით­ქოს ფრთე­ბი შე­მეს­ხა და ჩი­ტი­ვით ამოვფრინ­დი.

დე­და­ჩე­მი გა­ო­ცე­ბის­გან კარ­გა ხანს ვერ მე­კა­რე­ბო­და. უკ­ვირ­და, რომ და­უხ­მა­რებ­ლად დავ­დი­ო­დი. დედა თე­ო­დო­რა კი ისე­თი სი­ა­მა­ყით მომ­ყვე­ბო­და, თით­ქოს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ეს ასეც უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

დედა ქსე­ნი­ამ წმინ­და ნი­ნოს წყა­ლი გა­მოგ­ვა­ტა­ნა. თბი­ლის­ში რომ დავ­ბრუნ­დით, ვსვამ­დი ამ წყალს და სრუ­ლი­ად გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი. ერთი რამ არის საკ­ვირ­ვე­ლი: რა ტემ­პე­რა­ტუ­რაც არ უნდა იყოს ოთახ­ში, წყა­ლი ყო­ველ­თვის ან­კა­რა წყა­რო­სა­ვით ცი­ვია.

ერთხელ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­და­ცე­მა იყო წმინ­და ნი­ნოს წყა­რო­ზე. შემ­თხვე­ვით გა­დავ­რთე სწო­რედ იმ დროს, როცა დედა თე­ო­დო­რა სა­უბ­რობ­და გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც ნინო ერ­ქვა და რო­მე­ლიც ამ წყალ­მა გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლა. მივ­ხვდი, რომ ჩემ­ზე ლა­პა­რა­კობ­და.

წყა­რო­ზე ჩას­ვლის დღემ­დე მორ­წმუ­ნე არ ვყო­ფილ­ვარ, ბავ­შვო­ბა­ში არა­სო­დეს მივ­ლია ეკ­ლე­სი­ა­ში. ხან­და­ხან იმა­ზეც ვფიქ­რობ, იქ­ნებ ნინო რომ მქვია, ამი­ტომ უფრო მე­ტად გად­მო­ვი­და ჩემ­ზე მისი სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ძალა-მეთ­ქი...

ეკ­ლე­სი­ა­ში რომ შევ­დი­ვარ, პირ­ვე­ლად წმინ­და ნი­ნოს ხა­ტის­კენ მი­მი­წევს გული, თით­ქოს რა­ღაც ძალა მე­წე­ვა იქით. ისე არას­დროს გა­მოვ­დი­ვარ ეკ­ლე­სი­ი­დან, რომ წმინ­და ნი­ნოს ხატს ლოც­ვა-ვედ­რე­ბის გა­რე­შე ავუ­ა­რო გვერ­დი. შე­იძ­ლე­ბა, ჩემი სი­ტყვე­ბი კად­ნი­ე­რე­ბაა - გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლო­ვე­სა და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ ამ წმინ­და­ნის მი­მართ. ვიცი, რომ იგი ჩემი მფარ­ვე­ლია. და არა მარ­ტო ჩემი - მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი და ყვე­ლა ნი­ნოს მფარ­ვე­ლი და მე­ო­ხი ღვთის წი­ნა­შე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იონა
2

წმინდა ნინო არის ყველა ქართველის დედა.

კიო
2

შეეწიოს ყველას მისი მადლი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა

"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში მონაზვნური ცხოვრება 1991 წელს განახლდა. მანამდე აქ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, ხოლო მის შემოგარენში, მოკრძალებულ ქოხებში, რუსი მონაზვნები ცხოვრობდნენ. ამჟამად მათგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ყველამ მიაბარა უფალს ხანგრძლივი ასკეტური ღვაწლით დამაშვრალი სული. 1996 წელს მოღვაწეთა ახალი თაობა მოვიდა მონასტერში და იღუმენია თეოდორას (მახვილაძის) ხელმძღვანელობით წმინდა სავანის აღორძინებას შეუდგა.

მონასტრიდან ქვემოთ, ხეობაში, მოჩქეფს წმინდა ნინოს წყარო, რომელიც, ისტორიული გარდამოცემის თანახმად, წმინდანის ლოცვით აღმოცენებულა.

სასოებითა და რწმენით მოსულებს ეს ანკარა წყარო ოდითგანვე აპკურებდა თავის მაცოცხლებელ, გამამრთელებელ და განმწმენდელ ძალას. 2000 წლამდე ამ ადგილას რკინის გეჯა იდგა, რომელიც შემოდგომაზე - ფოთლებით, ხოლო ზამთარში თოვლით იფარებოდა. მადლიანი ადამიანებისა და მონასტრის მოღვაწეთა თაოსნობით წყაროზე ემბაზი აშენდა და ღირსეული პატივი მიეგო ამ ადგილს. იქვე აიგო წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძარი, სადაც ღვთისმსახურება აღესრულება. დღემდე ურიცხვი ხალხი მოედინება წყაროსკენ და წმინდა ნინოს შეწევნას სასოებითა და რწმენით მინდობილი, სასწაულებრივ კურნებას იღებს.

20 წლის ნინო ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა სასწაულმოქმედი წყაროს მაკურნებელი ძალა. აი, რა გვიამბო მან:

დაახლოებით 9 წლის წინ, 11 წლისა, მძიმედ გავხდი ავად. საზღვარგარეთ ვიმკურნალე. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ იქიდან დაბრუნებისას ფრენამ ცუდად იმოქმედა და ძალიან დავსუსტდი. ახლობლების დაუხმარებლად სიარული მიჭირდა, თავბრუ მეხვეოდა, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებდი და ხშირად ვეცემოდი. მაშინ წავედი პირველად ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში, სადაც გავიცანი საოცრად სათნო ადამიანი - დედა ქსენია (ახლა უკვე მონაზონი ნინო). შემომთავაზა, წმინდა ნინოს წყაროზე წავიდეთო. მაშინ შევიტყვე, რომ ამ წყაროს თავისით ამოეხეთქა. იმ დროისათვის იქ არც ემბაზი იყო გაკეთებული და არც ეკლესია იყო აგებული. ფოთლებში ის მილიც კი არ ჩანდა, საიდანაც წყალი წვეთავდა.

დედაჩემი და დედა ქსენია აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და წყაროზე გაჭირვებით ჩამიყვანეს - ვბარბაცებდი. დედა თეოდორაც ჩვენთან იყო. მომაკვდავს ვგავდი, ფერი არ მედო. დედა ქსენია მეფერებოდა, მამხნევებდა: ჩემო ნინიკო, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, წმინდა ნინოს წყალს სასწაულებრივი ძალა აქვსო. მე არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. დედა ქსენიამ ლიტრნახევრიანი ბოთლები წყლით აავსო. მახსოვს, ზამთარი იყო, დეკემბერი. ასევე, ჩაცმულს გადამასხეს ორი ბოთლი. წყალი თითქოს საერთოდ არ იყო ცივი. სასწაული კი ის გახლდათ, რომ წყაროდან საკუთარი ფეხით, დაუხმარებლად ამოვედი. რამხელა აღმართი, როგორი ხვეული ბილიკები და ერთხელაც არ დამჭირვებია ვინმესთვის ხელის მოკიდება. თავბრუხვევაც აღარ მიგრძნია. თითქოს ფრთები შემესხა და ჩიტივით ამოვფრინდი.

დედაჩემი გაოცებისგან კარგა ხანს ვერ მეკარებოდა. უკვირდა, რომ დაუხმარებლად დავდიოდი. დედა თეოდორა კი ისეთი სიამაყით მომყვებოდა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

დედა ქსენიამ წმინდა ნინოს წყალი გამოგვატანა. თბილისში რომ დავბრუნდით, ვსვამდი ამ წყალს და სრულიად გამოვჯანმრთელდი. ერთი რამ არის საკვირველი: რა ტემპერატურაც არ უნდა იყოს ოთახში, წყალი ყოველთვის ანკარა წყაროსავით ცივია.

ერთხელ ტელევიზორში გადაცემა იყო წმინდა ნინოს წყაროზე. შემთხვევით გადავრთე სწორედ იმ დროს, როცა დედა თეოდორა საუბრობდა გოგონაზე, რომელსაც ნინო ერქვა და რომელიც ამ წყალმა გამოაჯანმრთელა. მივხვდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდა.

წყაროზე ჩასვლის დღემდე მორწმუნე არ ვყოფილვარ, ბავშვობაში არასოდეს მივლია ეკლესიაში. ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, იქნებ ნინო რომ მქვია, ამიტომ უფრო მეტად გადმოვიდა ჩემზე მისი სასწაულებრივი ძალა-მეთქი...

ეკლესიაში რომ შევდივარ, პირველად წმინდა ნინოს ხატისკენ მიმიწევს გული, თითქოს რაღაც ძალა მეწევა იქით. ისე არასდროს გამოვდივარ ეკლესიიდან, რომ წმინდა ნინოს ხატს ლოცვა-ვედრების გარეშე ავუარო გვერდი. შეიძლება, ჩემი სიტყვები კადნიერებაა - განსაკუთრებულ სიახლოვესა და სიყვარულს ვგრძნობ ამ წმინდანის მიმართ. ვიცი, რომ იგი ჩემი მფარველია. და არა მარტო ჩემი - მთელი საქართველოსი და ყველა ნინოს მფარველი და მეოხი ღვთის წინაშე. წაიკითხეთ სრულად

მხოლოდ ვაქცინირებული პირები აღდგომის ტაძარში - კადრები იერუსალიმიდან, სადაც წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან

საზოგადოება კახი კავსაძეს ემშვიდობება - სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს

კორონავირუსის 1 147 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?