საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკითხა: სიზმარი რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბიჭიო... მერე მივიდა და დაფიქრებული დასცქეროდა იმ ნანგრევებს" - თემურ წიკლაურზე მეგობრები უცნობ და ემოციურ ისტორიებს იხსენებენ
"მკითხა: სიზმარი რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბიჭიო... მერე მივიდა და დაფიქრებული დასცქეროდა იმ ნანგრევებს" - თემურ წიკლაურზე მეგობრები უცნობ და ემოციურ ისტორიებს იხსენებენ

თე­მურ წიკ­ლა­უ­რის, "ქარ­თუ­ლი სცე­ნის არ­წი­ვის" გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს დას­წყვი­ტა გული. ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ამის გამო დიდ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. მის ახ­ლობ­ლებს ძა­ლი­ან უჭირთ თე­მურ წიკ­ლა­ურ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა AMBEBI.GE სცე­ნის ვარ­სკვლა­ვის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და და მისი, რო­გორც მუ­სი­კო­სი­სა და რო­გორც მე­გობ­რის გახ­სე­ნე­ბა სთხო­ვა...

რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი, მკვლე­ვა­რი:

„ვინც თე­მურ წიკ­ლა­ურს იც­ნობ­და, იცის, რომ ძა­ლი­ან დიდი გუ­ლის ადა­მი­ა­ნი იყო. სა­ო­ცა­რი სით­ბო­თი იცო­და შეხ­ვედ­რა, რაც არ უნდა ცუდი დღე გქო­ნო­და, მას­თან შეხ­ვედ­რა დღეს გა­გი­ლა­მა­ზებ­და... ჩემს გვერ­დზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე მისი ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ გა­და­ვუ­ღე, რო­დე­საც მას­თან, ჩემს სტუ­დი­ა­ში ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ. მერე ვთხო­ვე, ფო­ტო­ებს გა­და­გი­ღებთ-მეთ­ქი, ოღონდ, ისა­უბ­რეთ, რა­ღა­ცე­ბი მო­მი­ყე­ვით და ისე ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი. კი არ მე­სა­უბ­რე­ბო­და, მე­ჩხუ­ბე­ბო­და - რად გინ­და ჩემი ფო­ტო­ე­ბი, მეც ახლა დიდი ვინ­მე მნა­ხეო - ეს ჩანს კი­დეც ფო­ტო­ებ­ში.

ასე დარ­ჩა ჩემს კად­რებ­ში ამ სა­ოც­რად კე­თი­ლი, კაც­თმოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნის პორ­ტრე­ტე­ბი. მას ყვე­ლა უყ­ვარ­და და იმი­ტო­მაც არის, რომ ახლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზე დგას...

შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი პი­რა­დად არ იც­ნობ­და, მაგ­რამ მისი თი­თო­ე­უ­ლი სიმ­ღე­რა, ასე­ვე "ფი­როს­მა­ნი­დან" ცნო­ბი­ლი არი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას თვალს მო­რე­უ­ლი ნამ­დვი­ლი ცრემ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს არ ავი­წყდე­ბა და ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბათ.

"ივე­რი­ე­ლებს" წლე­ბია, ვიც­ნობ, მათ­თან დიდი ხნის ურ­თი­ერ­თო­ბა, მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. არა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვართ კონ­ცერ­ტებ­ზე, მე­გობ­რულ გა­რე­მო­ში, კუ­ლი­სებს მიღ­მა, კუ­ლი­სე­ბი­დან მხა­რი დაგ­ვი­ჭე­რია, გვი­სა­უბ­რია - მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე მოვ­დი­ვართ. თე­მურ წიკ­ლა­უ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ გული უზო­მოდ გვატ­კი­ნა" - გვი­თხრა რა­მაზ ბლუ­აშ­ვილ­მა.

დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, "კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- თე­მუ­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, დიდ სევ­დას და მწუ­ხა­რე­ბას ატა­რებ­და. იმ მძი­მე დღე­ებ­ში სცე­ნა­ზე გა­სულს კი მა­ყუ­რე­ბე­ლი ფეხ­ზე და­უდ­გა... ხალ­ხმა ტრა­გე­დია გა­და­ა­ტა­ნი­ნა...

და­უ­ვი­წყა­რია მისი ვარ­სკვა­ვის გახ­სნის დღეც, უბედ­ნი­ე­რე­სი იყო, მად­ლო­ბას იხ­დი­და, თვა­ლე­ბი უბრწყი­ნავ­და... უნი­ჭი­ე­რეს, უნი­კა­ლურ თე­მურ­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი მი­ჭირს... გული იმა­ზეც მტკი­ვა, რომ ეს ადა­მი­ა­ნი რამ­დენ­ჯერ­მე წი­ნას­წარ "მოკ­ლეს". გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ ოჯახს დიდი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა. უძი­მე­სი იყო...

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით, ეპო­ქა დამ­თავ­რდა "ივე­რი­ა­ში". აღარც ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­აა და ახლა უკვე აღარც თე­მუ­რი. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა კი, იშ­ვი­ა­თო­ბაა - ისი­ნი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ იბა­დე­ბი­ან.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი მას­თან ურ­თერ­თო­ბის კი­დევ ერთი ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც თვი­თონ ტრა­დი­ცი­ად აქ­ცია. თოვ­ლი რომ მო­ვი­დო­და, და­მი­რე­კავ­და - ოქიტ, მო­ემ­ზა­დე, ინ­და­უ­რის საჭ­მე­ლად უნდა წა­გიყ­ვა­ნოო. თურ­მე, ინ­და­უ­რი თოვლს პირს რომ და­ა­დებს, მისი ხორ­ცი სა­უ­კე­თე­სო გე­მო­სია. ამი­ტომ, რამ­დე­ნი­მე წელი თოვ­ლი რომ მო­ვი­დო­და, ერთ-ერთ ოჯახს ვსტუმ­რობ­დით. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და მე და ბა­ტონ თე­მურს, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ დამ­თავ­რდა...

მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

- სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი ხე­ლო­ვა­ნი და დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლას ვუ­სამ­ძიმ­რებ!

თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი იყო, მა­ნამ­დე მა­მა­ჩემ­თან მე­გობ­რობ­და, მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით. ვის არ უყ­ვარ­და თე­მუ­რი? ყვე­ლას! მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მქონ­და მას­თან სცე­ნა­ზე და სცე­ნის მიღ­მა ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა ძა­ლი­ან და­მა­ნაღ­ვლი­ა­ნა. ძია ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და... "ივე­რი­ე­ლე­ბი" და ჩვენ, ფი­ლარ­მო­ნი­ა­შიც, ვინც მას იც­ნობ­და, ყვე­ლა "ძიას" ეძახ­და... ამ ვე­რაგ­მა ვირუს­მა რა ქნა, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, არა­და, ძია პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით მხნე იყო, გინდ სცე­ნა­ზე, გინდ - სცე­ნის მიღ­მა... გული მტკი­ვა...

თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­ლო­გი და სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი:

- თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ძმად მყავ­და მი­ღე­ბუ­ლი. ეს არ იყო უბ­რა­ლო მე­გობ­რო­ბა, ოჯა­ხე­ბით ვი­ყა­ვით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ლილი ზღვა­უ­რი, თე­მუ­რის მე­უღ­ლე, "ივე­რი­ის" მერე რო­მან­სე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და მისი აკომ­პა­ნი­ა­ტო­რი გახ­ლდით, ამი­ტომ ხში­რად მივ­დი­ო­დი მათ­თან სა­რე­პე­ტი­ცი­ოდ. თე­მუ­რი დაგ­ვიჯ­დე­ბო­და და გვის­მენ­და. გვა­ცი­ნებ­და, ხუმ­რობ­და...

სა­ში­ნე­ლი, ბნე­ლი 90-ია­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ჩემს ოჯახს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და­უდ­გა - ჩემი მე­უღ­ლის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად ვგრძნობ­დი თე­მუ­რის გვერ­დში დგო­მას, მის თა­ნაგ­რძნო­ბას... ერთხელ ბო­რის შხი­ან­მა და­მი­ბა­რა, საქ­მე გა­მო­გიჩ­ნდა და სას­წრა­ფოდ მო­დიო. იქ თე­მუ­რი დამ­ხვდა და მი­თხრა: შეგ­ვიკ­ვე­თეს ბა­თუმ­ზე სიმ­ღე­რა და ტექ­სტი მა­ინ­ცდა­მა­ინც შენი უნ­და­თო. არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან თით­ქმის 20 წლის მან­ძილ­ზე ბო­რი­სის სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტებს მე ვწერ­დი. გა­ვე­დი გვერ­დით ოთახ­ში და დავ­წე­რე. გა­და­ვე­ცი ტექ­სტი შხი­ანს, რომ მუ­სი­კა შე­ექ­მნა და წა­მოს­ვლას რომ ვა­პი­რებ­დი, თე­მუ­რი წა­მოხ­ტა: უიი, სულ და­მა­ვი­წყდა, ეს ჰო­ნო­რა­რი შენ­თან გა­მო­მა­ტა­ნე­სო... გა­და­ვი­რიე, რო­გორ-მეთ­ქი, მაგ­რამ და­მამ­შვი­და, აბა, ამის­თვის ცალ­კე ხომ არ ჩა­მოვ­ლე­ნო?!

თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლის სა­ო­ჯა­ხო არ­ქი­ვი­დან

გა­ვი­და წლე­ბი, მე და ბო­რი­სი შევ­ხვდით, ვსა­უბ­რობ­დით და უცებ ის სიმ­ღე­რა გა­მახ­სენ­და. ვთხო­ვე, მო­ეს­მე­ნი­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ სი­ცი­ლით მოკ­ვდა: რა სიმ­ღე­რა, რის სიმ­ღე­რა? დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და, შენი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იცო­და, რომ თავ­ზე დაგ­ვამ­ხობ­დი და ასე შე­მო­გა­პა­რე­თო...

...მახ­სენ­დე­ბა, მძი­მე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სახ­ლში რომ გა­მო­მიყ­ვა­ნეს, თე­მუ­რი და ლილი მო­ვიდ­ნენ სა­ნა­ხა­ვად. არ ელო­და, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩემს ნახ­ვას და უცებ მე­უბ­ნე­ბა: რა გა­ვა­კე­თო, რომ ხა­სი­ათ­ზე მო­გიყ­ვა­ნო, თუ გინ­და, გი­ცეკ­ვებ! - და ამ­ხე­ლა კაც­მა ბუქ­ნა­ო­ბა და­ი­წყო...

თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლის სა­ო­ჯა­ხო არ­ქი­ვი­დან

ერთი ამ­ბა­ვი კი მარ­თლა სა­ოც­რე­ბა იყო: 2 წლის წინ, ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა და თე­მუ­რის გი­ორ­გი და­მე­სიზ­მრნენ, შუ­ამ­თის მო­ნას­ტრის ეზო­ში იდ­გნენ. მა­რი­ამ­მა მთხო­ვა - ბრინ­ჯი, ვაშ­ლი და შა­ქა­რი ამო­ი­ტა­ნეთ დე­და­ო­ებ­თა­ნო. გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი, ვერ ვი­ჯე­რებ­დი, ის სიზ­მა­რი იყო თუ არა. ლი­ლის­თან დავ­რე­კე, თე­მუ­რი ბა­თუმ­ში იყო, რომ გა­ი­გო, მა­შინ­ვე წა­მო­ვი­და. მე­ო­რე დღეს­ვე სა­ბარ­გუ­ლი დავ­ტვირ­თეთ და წა­ვე­დით. თბი­ლისს რომ გავ­ცდით, ისე­თი ნის­ლი იყო, რომ თე­მურ­მა და­ა­პი­რა არა გომ­ბო­რის მხრი­დან, არა­მედ გურ­ჯა­ან­ზე მო­ევ­ლო, მაგ­რამ მერე თქვა, უფა­ლი გვცდის ალ­ბა­თო. გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე ავე­დით თუ არა, სა­ოც­რე­ბა მოხ­და, გაქ­რა ნის­ლი და მოწ­მენ­დილ ცაზე მზემ გა­მო­ი­ხე­და. თე­მურ­მა პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რა - უფალ­მა გვის­მი­ნაო.

კარ­გა ხანს ვის­ხე­დით მო­ნას­ტრის ეზო­ში, ვსა­უბ­რობ­დით. მერე ჩუ­მად მკი­თხა: სიზ­მარ­ში რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბი­ჭიო? ვუჩ­ვე­ნე ის ად­გი­ლი, ნან­გრე­ვი­ვით რომ იყო. მერე მი­ვი­და და ცოტა ხანს და­ფიქ­რე­ბუ­ლი დას­ცქე­რო­და იმ ნან­გრევს... ახლა კი წავა თა­ვის უდ­რო­ოდ წა­სულ ვაჟ­თან და ჩა­ე­ხუ­ტე­ბა... თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა ჩემს გულ­ში უდი­დე­სი ჭრი­ლო­ბა და­ტო­ვა, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს მო­ვი­შუ­შებ...

დათო არჩვა­ძე, მუ­სი­კო­სი:

- წლე­ბის წინ, ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე ყოფ­ნამ, ქვეყ­ნის მო­ნატ­რე­ბამ ჩემ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი თემა წარ­მოშ­ვა. მე­უღ­ლემ რომ მო­ის­მი­ნა, - ეს სიმ­ღე­რა თე­მურ წიკ­ლა­უ­რი­სა­აო. მისი და ჩემი, რო­გორც ავ­ტო­რის იდეა და­ემ­თხვა. გა­დავ­წყვი­ტე, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბა­ტო­ნი თე­მუ­რის­თვის აუ­ცი­ლე­ბად შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. სიმ­ღე­რა "მოვა სიკ­ვდი­ლი ოხე­რი, მოვა და შა­მო­მაკ­ვდე­ბა" ფან­ტას­ტი­კურ თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვი­ლის ტექ­სტზე შევ­ქმე­ნი.

მოკ­ლედ, დიდი ემო­ცი­ით და სრულ­ყო­ფი­ლად შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რით რომ ჩა­მო­ვე­დი, ჩემ­თვის სა­ფი­ცარ და სა­ა­მა­ყო ქარ­თველს, მომ­ღე­რალს, სას­წა­ულ ადა­მი­ანს (ადა­მი­ანს ხაზს გა­ვუს­ვამ) პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით უბ­რა­ლოს, პო­ზი­ტი­ურს, ახალ­გაზ­რდულს, თა­ნა­მედ­რო­ვეს, ში­შით და კან­კა­ლით მო­ვას­მე­ნი­ნე. როცა ამ­ხე­ლა ბუმ­ბე­რაზ მომ­ღე­რალს ას­მე­ნი­ნებ, სურ­ვი­ლი გაქვს, მა­ნაც ისე გა­ი­თა­ვი­სოს, რო­გორც შენ შექ­მე­ნი მის­თვის... მოკ­ლედ, მო­ვას­მე­ნი­ნე და ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და. ის ცრემ­ლე­ბი ჩემი სიმ­ღე­რის იმ­ხე­ლა შე­ფა­სე­ბა იყო, მივ­ხვდი, რომ ნა­მუ­შე­ვა­რი შედ­გა.

მე­ო­რე დღეს უკვე რე­პე­ტი­ცია გა­ვი­ა­რეთ და სტუ­დი­ა­ში ჩავ­წე­რეთ. მე რო­ი­ალ­თან ვი­ჯე­ქი და ის მღე­რო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამ პატ­რი­ო­ტულ­მა სიმ­ღე­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბად გა­მო­იწ­ვია. ალ­ბათ მისი შე­სა­ბა­მი­სი გა­სა­ჯა­რო­ე­ბა მომ­ღერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა. ასე რომ პრე­მი­ე­რა არ გვქო­ნია... ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ სიმ­ღე­რის ჩა­წე­რის პრო­ცე­სი ჩემ­თვის სა­მახ­სოვ­როდ არ გა­და­ვი­ღე, ვი­დეო რომ დამ­რჩე­ნო­და...

ბესო ჩუ­ბი­ნი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

- ბოლო 12 წე­ლი­წა­დია, თე­მურ წიკ­ლა­ურ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ხში­რად გვი­წევ­და ერ­თად ყოფ­ნა. ის იყო კაცი, რო­მე­ლიც ჩემი ძმაც იყო, მე­გო­ბა­რიც, ახ­ლო­ბე­ლიც, ძმა­კა­ციც, მას­წავ­ლე­ბე­ლიც და მე­სა­ი­დუმ­ლეც. სა­ლა­პა­რა­კოც ბევ­რი გვქონ­და... რამ­დე­ნი რამ მახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ გა­ვიხ­სე­ნებ მის უკა­ნას­კნელ ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის 8 დე­კემ­ბერს ჩავ­წე­რე და ჯერ არ გა­მო­მიქ­ვეყ­ნე­ბია. ეს მოხ­და მისი ბოლო კლი­პის "ჰე­რიო ბი­ჭე­ბოს" შემ­დეგ. ინ­ტერ­ვი­უ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თია, სა­დაც თე­მუ­რი ლა­პა­რა­კობს, რომ სიკ­ვდი­ლის არ ეში­ნია. ამას ხში­რად იმე­ო­რებ­და, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო. რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბო­და, "სიკ­ვდი­ლო, შენ რა­ტომ აღარ კვდე­ბიო" - ამა­ზე უნდა გა­დაგ­ვე­ღო კლი­პი...

სა­ო­ცარ საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზე იყო. 75 წლის იუ­ბი­ლე­ზე გრან­დი­ო­ზულ კონ­ცერტსაც ვგეგ­მავ­დით ისე, რო­გორც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე დიდი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ, 100 000 მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­საქ­ცი­ელ­ში, მის აგა­რაკ­ზე ხდე­ბო­და, სა­დაც ბოლო დროს ცხოვ­რობ­და, იქა­უ­რო­ბას დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­საც კი ვე­ძა­ხით... ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად დას­რულ­და, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი და ვწუხ­ვარ...

AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცია უსამ­ძიმ­რებს თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ოჯახს და მე­გობ­რებს!

მთა­ვა­რი ფოტო: რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი, სერ­გო ედი­შე­რაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინელი
0

უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული ბატონო თემურ. კარგო ადამიანო, ძალიან მწყდება გული

კოლხი
0

ვუსამძიმრებ ბატონ თემურის ოჯახს, უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი სული. ვუსამძიმრებს სრულიად საქართველოს "არწივის" გარდაცვალებას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მკითხა: სიზმარი რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბიჭიო... მერე მივიდა და დაფიქრებული დასცქეროდა იმ ნანგრევებს" - თემურ წიკლაურზე მეგობრები უცნობ და ემოციურ ისტორიებს იხსენებენ

"მკითხა: სიზმარი რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბიჭიო... მერე მივიდა და დაფიქრებული დასცქეროდა იმ ნანგრევებს" - თემურ წიკლაურზე მეგობრები უცნობ და ემოციურ ისტორიებს იხსენებენ

თემურ წიკლაურის, "ქართული სცენის არწივის" გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. ნაცნობი თუ უცნობი ამის გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამს. მის ახლობლებს ძალიან უჭირთ თემურ წიკლაურზე წარსულში საუბარი, თუმცა AMBEBI.GE სცენის ვარსკვლავის რამდენიმე მეგობარს დაუკავშირდა და მისი, როგორც მუსიკოსისა და როგორც მეგობრის გახსენება სთხოვა...

რამაზ ბლუაშვილი, რეჟისორი, მკვლევარი:

„ვინც თემურ წიკლაურს იცნობდა, იცის, რომ ძალიან დიდი გულის ადამიანი იყო. საოცარი სითბოთი იცოდა შეხვედრა, რაც არ უნდა ცუდი დღე გქონოდა, მასთან შეხვედრა დღეს გაგილამაზებდა... ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე მისი ფოტოები, რომელიც მაშინ გადავუღე, როდესაც მასთან, ჩემს სტუდიაში ინტერვიუ ჩავწერეთ. მერე ვთხოვე, ფოტოებს გადაგიღებთ-მეთქი, ოღონდ, ისაუბრეთ, რაღაცები მომიყევით და ისე ვიმუშავებ-მეთქი. კი არ მესაუბრებოდა, მეჩხუბებოდა - რად გინდა ჩემი ფოტოები, მეც ახლა დიდი ვინმე მნახეო - ეს ჩანს კიდეც ფოტოებში.

ასე დარჩა ჩემს კადრებში ამ საოცრად კეთილი, კაცთმოყვარე ადამიანის პორტრეტები. მას ყველა უყვარდა და იმიტომაც არის, რომ ახლა მთელი საქართველო ფეხზე დგას...

შეიძლება, ბევრი პირადად არ იცნობდა, მაგრამ მისი თითოეული სიმღერა, ასევე "ფიროსმანიდან" ცნობილი არიის შესრულებისას თვალს მორეული ნამდვილი ცრემლი, საქართველოს არ ავიწყდება და ყოველთვის ემახსოვრებათ.

"ივერიელებს" წლებია, ვიცნობ, მათთან დიდი ხნის ურთიერთობა, მეგობრობა მაკავშირებს. არაერთხელ ვყოფილვართ კონცერტებზე, მეგობრულ გარემოში, კულისებს მიღმა, კულისებიდან მხარი დაგვიჭერია, გვისაუბრია - მთელი ცხოვრება ასე მოვდივართ. თემურ წიკლაურის გარდაცვალებამ გული უზომოდ გვატკინა" - გვითხრა რამაზ ბლუაშვილმა.

დათო ოქიტაშვილი, "კულტურის პალატის" ხელმძღვანელი:

- თემური არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. შვილის გარდაცვალების გამო, ყველაფერთან ერთად, დიდ სევდას და მწუხარებას ატარებდა. იმ მძიმე დღეებში სცენაზე გასულს კი მაყურებელი ფეხზე დაუდგა... ხალხმა ტრაგედია გადაატანინა...

დაუვიწყარია მისი ვარსკვავის გახსნის დღეც, უბედნიერესი იყო, მადლობას იხდიდა, თვალები უბრწყინავდა... უნიჭიერეს, უნიკალურ თემურზე წარსულში საუბარი მიჭირს... გული იმაზეც მტკივა, რომ ეს ადამიანი რამდენჯერმე წინასწარ "მოკლეს". გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამ ოჯახს დიდი ტკივილი მიაყენა. უძიმესი იყო...

მისი გარდაცვალებით, ეპოქა დამთავრდა "ივერიაში". აღარც ალექსანდრე ბასილაიაა და ახლა უკვე აღარც თემური. ასეთი ადამიანების ჩანაცვლება კი, იშვიათობაა - ისინი საუკუნეში ერთხელ იბადებიან.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი მასთან ურთერთობის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც თვითონ ტრადიციად აქცია. თოვლი რომ მოვიდოდა, დამირეკავდა - ოქიტ, მოემზადე, ინდაურის საჭმელად უნდა წაგიყვანოო. თურმე, ინდაური თოვლს პირს რომ დაადებს, მისი ხორცი საუკეთესო გემოსია. ამიტომ, რამდენიმე წელი თოვლი რომ მოვიდოდა, ერთ-ერთ ოჯახს ვსტუმრობდით. ასეთი ურთიერთობა გვქონდა მე და ბატონ თემურს, რომელიც სამწუხაროდ დამთავრდა...

მამუკა ონაშვილი, მომღერალი:

- საქართველომ დაკარგა უნიჭიერესი ხელოვანი და დიდებული ადამიანი და ყველას ვუსამძიმრებ!

თემურ წიკლაური ჩემი მეგობარი იყო, მანამდე მამაჩემთან მეგობრობდა, მოკლედ, ძალიან ახლოს ვიყავით. ვის არ უყვარდა თემური? ყველას! მე ბედნიერი ვარ, რომ მქონდა მასთან სცენაზე და სცენის მიღმა ურთიერთობის საშუალება. მისი გარდაცვალების ამბავმა ძალიან დამანაღვლიანა. ძია ძალიან მიყვარდა... "ივერიელები" და ჩვენ, ფილარმონიაშიც, ვინც მას იცნობდა, ყველა "ძიას" ეძახდა... ამ ვერაგმა ვირუსმა რა ქნა, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა, არადა, ძია პატარა ბიჭივით მხნე იყო, გინდ სცენაზე, გინდ - სცენის მიღმა... გული მტკივა...

თინა ნაცვლიშვილი, მუსიკოლოგი და სიმღერების ტექსტების ავტორი:

- თემურ წიკლაური ძმად მყავდა მიღებული. ეს არ იყო უბრალო მეგობრობა, ოჯახებით ვიყავით დაკავშირებული. ლილი ზღვაური, თემურის მეუღლე, "ივერიის" მერე რომანსებით იყო გატაცებული და მისი აკომპანიატორი გახლდით, ამიტომ ხშირად მივდიოდი მათთან სარეპეტიციოდ. თემური დაგვიჯდებოდა და გვისმენდა. გვაცინებდა, ხუმრობდა...

საშინელი, ბნელი 90-იანების პერიოდში ჩემს ოჯახს სერიოზული პრობლემა დაუდგა - ჩემი მეუღლის მძიმე ავადმყოფობა. ყოველდღიურად ვგრძნობდი თემურის გვერდში დგომას, მის თანაგრძნობას... ერთხელ ბორის შხიანმა დამიბარა, საქმე გამოგიჩნდა და სასწრაფოდ მოდიო. იქ თემური დამხვდა და მითხრა: შეგვიკვეთეს ბათუმზე სიმღერა და ტექსტი მაინცდამაინც შენი უნდათო. არ გამკვირვებია, რადგან თითქმის 20 წლის მანძილზე ბორისის სიმღერების ტექსტებს მე ვწერდი. გავედი გვერდით ოთახში და დავწერე. გადავეცი ტექსტი შხიანს, რომ მუსიკა შეექმნა და წამოსვლას რომ ვაპირებდი, თემური წამოხტა: უიი, სულ დამავიწყდა, ეს ჰონორარი შენთან გამომატანესო... გადავირიე, როგორ-მეთქი, მაგრამ დამამშვიდა, აბა, ამისთვის ცალკე ხომ არ ჩამოვლენო?!

თინა ნაცვლიშვილის საოჯახო არქივიდან

გავიდა წლები, მე და ბორისი შევხვდით, ვსაუბრობდით და უცებ ის სიმღერა გამახსენდა. ვთხოვე, მოესმენინებინა, მაგრამ სიცილით მოკვდა: რა სიმღერა, რის სიმღერა? დახმარება უნდოდა, შენი მდგომარეობიდან გამომდინარე, იცოდა, რომ თავზე დაგვამხობდი და ასე შემოგაპარეთო...

...მახსენდება, მძიმე ოპერაციის შემდეგ სახლში რომ გამომიყვანეს, თემური და ლილი მოვიდნენ სანახავად. არ ელოდა, ასეთ მდგომარეობაში ჩემს ნახვას და უცებ მეუბნება: რა გავაკეთო, რომ ხასიათზე მოგიყვანო, თუ გინდა, გიცეკვებ! - და ამხელა კაცმა ბუქნაობა დაიწყო...

თინა ნაცვლიშვილის საოჯახო არქივიდან

ერთი ამბავი კი მართლა საოცრება იყო: 2 წლის წინ, ოქტომბერში, ჩემი გარდაცვლილი გოგონა და თემურის გიორგი დამესიზმრნენ, შუამთის მონასტრის ეზოში იდგნენ. მარიამმა მთხოვა - ბრინჯი, ვაშლი და შაქარი ამოიტანეთ დედაოებთანო. გავახილე თვალები, ვერ ვიჯერებდი, ის სიზმარი იყო თუ არა. ლილისთან დავრეკე, თემური ბათუმში იყო, რომ გაიგო, მაშინვე წამოვიდა. მეორე დღესვე საბარგული დავტვირთეთ და წავედით. თბილისს რომ გავცდით, ისეთი ნისლი იყო, რომ თემურმა დააპირა არა გომბორის მხრიდან, არამედ გურჯაანზე მოევლო, მაგრამ მერე თქვა, უფალი გვცდის ალბათო. გომბორის უღელტეხილზე ავედით თუ არა, საოცრება მოხდა, გაქრა ნისლი და მოწმენდილ ცაზე მზემ გამოიხედა. თემურმა პირჯვარი გადაიწერა - უფალმა გვისმინაო.

კარგა ხანს ვისხედით მონასტრის ეზოში, ვსაუბრობდით. მერე ჩუმად მკითხა: სიზმარში რომ ნახე, სად იჯდა ჩემი ბიჭიო? ვუჩვენე ის ადგილი, ნანგრევივით რომ იყო. მერე მივიდა და ცოტა ხანს დაფიქრებული დასცქეროდა იმ ნანგრევს... ახლა კი წავა თავის უდროოდ წასულ ვაჟთან და ჩაეხუტება... თემურ წიკლაურმა ჩემს გულში უდიდესი ჭრილობა დატოვა, რომელსაც ვერასოდეს მოვიშუშებ...

დათო არჩვაძე, მუსიკოსი:

- წლების წინ, ამერიკაში ყოფნისას, საქართველოს გარეშე ყოფნამ, ქვეყნის მონატრებამ ჩემში განსაკუთრებული მუსიკალური თემა წარმოშვა. მეუღლემ რომ მოისმინა, - ეს სიმღერა თემურ წიკლაურისააო. მისი და ჩემი, როგორც ავტორის იდეა დაემთხვა. გადავწყვიტე, საქართველოში რომ ჩამოვიდოდი, ბატონი თემურისთვის აუცილებად შემეთავაზებინა. სიმღერა "მოვა სიკვდილი ოხერი, მოვა და შამომაკვდება" ფანტასტიკურ თემურ ჩალაბაშვილის ტექსტზე შევქმენი.

მოკლედ, დიდი ემოციით და სრულყოფილად შექმნილი სიმღერით რომ ჩამოვედი, ჩემთვის საფიცარ და საამაყო ქართველს, მომღერალს, სასწაულ ადამიანს (ადამიანს ხაზს გავუსვამ) პატარა ბავშვივით უბრალოს, პოზიტიურს, ახალგაზრდულს, თანამედროვეს, შიშით და კანკალით მოვასმენინე. როცა ამხელა ბუმბერაზ მომღერალს ასმენინებ, სურვილი გაქვს, მანაც ისე გაითავისოს, როგორც შენ შექმენი მისთვის... მოკლედ, მოვასმენინე და ცრემლები წამოუვიდა. ის ცრემლები ჩემი სიმღერის იმხელა შეფასება იყო, მივხვდი, რომ ნამუშევარი შედგა.

მეორე დღეს უკვე რეპეტიცია გავიარეთ და სტუდიაში ჩავწერეთ. მე როიალთან ვიჯექი და ის მღეროდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ პატრიოტულმა სიმღერამ ტელევიზიების ინტერესი ნაკლებად გამოიწვია. ალბათ მისი შესაბამისი გასაჯაროება მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მოხდება. ასე რომ პრემიერა არ გვქონია... ძალიან ვნანობ, რომ სიმღერის ჩაწერის პროცესი ჩემთვის სამახსოვროდ არ გადავიღე, ვიდეო რომ დამრჩენოდა...

ბესო ჩუბინიძე, ჟურნალისტი:

- ბოლო 12 წელიწადია, თემურ წიკლაურთან ძალიან ახლოს ვიყავი, ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა. ის იყო კაცი, რომელიც ჩემი ძმაც იყო, მეგობარიც, ახლობელიც, ძმაკაციც, მასწავლებელიც და მესაიდუმლეც. სალაპარაკოც ბევრი გვქონდა... რამდენი რამ მახსენდება, მაგრამ გავიხსენებ მის უკანასკნელ ვიდეოინტერვიუს, რომელიც გასული წლის 8 დეკემბერს ჩავწერე და ჯერ არ გამომიქვეყნებია. ეს მოხდა მისი ბოლო კლიპის "ჰერიო ბიჭებოს" შემდეგ. ინტერვიუში ყველაზე საინტერესო მონაკვეთია, სადაც თემური ლაპარაკობს, რომ სიკვდილის არ ეშინია. ამას ხშირად იმეორებდა, ძალიან ძლიერი იყო. რომ გამოჯანმრთელდებოდა, "სიკვდილო, შენ რატომ აღარ კვდებიო" - ამაზე უნდა გადაგვეღო კლიპი...

საოცარ საბრძოლო განწყობაზე იყო. 75 წლის იუბილეზე გრანდიოზულ კონცერტსაც ვგეგმავდით ისე, როგორც პანდემიის პერიოდში რამდენიმე დიდი ლაივკონცერტი ჩავატარეთ, 100 000 მაყურებელი გვყავდა. ეს ყველაფერი მისაქციელში, მის აგარაკზე ხდებოდა, სადაც ბოლო დროს ცხოვრობდა, იქაურობას დიდ საკონცერტო დარბაზსაც კი ვეძახით... ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა, რასაც ძალიან განვიცდი და ვწუხვარ...

AMBEBI.GE-ს რედაქცია უსამძიმრებს თემურ წიკლაურის ოჯახს და მეგობრებს!

მთავარი ფოტო: რამაზ ბლუაშვილი, სერგო ედიშერაშვილი

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო