მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება
"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

სა­ბერ­ძნე­თის ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე, ვო­კა­ლის­ტთა "რე­ა­ლი­თი" შო­უ­ში "ვო­ი­სი" (Voice) ქარ­თვე­ლი გოგო ნა­თია ია­რა­ჯუ­ლი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ჟი­უ­რის წევრთა და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი და გა­სა­ო­ცა­რი კო­მენ­ტა­რე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. ნა­თია 19 წლის მომ­ღე­რა­ლია და დიდი ოც­ნე­ბე­ბით, წარ­მა­ტე­ბის გზას ნელ-ნელა გა­დის. მას თა­ვის ცხოვ­რე­ბა­სა და კონ­კურ­სზე სა­სა­უბ­როდ სა­ბერ­ძნეთ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

ნა­თია ია­რა­ჯუ­ლი:

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მეს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ჩემი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სო, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი ვარ, რამ­დენ­ჯერ­მე სახ­ლე­ბიც კი და­მი­ლა­გე­ბია. და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე სა­ბერ­ძნეთ­ში, ორი­ვე მშო­ბე­ლი ქარ­თვე­ლი მყავს, ბე­ბია პო­ლო­ნე­ლი მყავ­და. და­წყე­ბი­თი სკო­ლა ათენ­ში და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა-ლი­ცე­უმ­ში - ილი­ონ­ში გა­და­ვე­დი, სა­ბო­ლო­ოდ კი, მუ­სი­კათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე ათენ­ში. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თულ სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი და მშობ­ლი­უ­რი ენა სწო­რედ იქ ვის­წავ­ლე, მომ­წონს ქარ­თუ­ლი ენა, ხალ­ხი და ვა­მა­ყობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ.

- ქარ­თუ­ლი ენა კარ­გად იცით, ხში­რად სა­უბ­რობთ ქარ­თუ­ლად?

- ყო­ველ­თვის, დე­დას სურ­და, ქარ­თუ­ლი მეს­წავ­ლა და ქარ­თულ სკო­ლა­შიც მისი სურ­ვი­ლით შე­მიყ­ვა­ნეს, ენას არ ვი­ვი­წყებ.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც მშობ­ლე­ბი სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ?

- დედა 25 წე­ლია, მამა კი - 20, ახლა მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

- უამ­ბეთ ჩვენს მკი­თხველს, ვინ არის და რო­გო­რი გო­გოა ნა­თია ია­რა­ჯუ­ლი?

- ამ­ბო­ბენ, ნი­ჭი­ე­რი გო­გო­აო... მუ­სი­კით ვერ­თო­ბი და ეს საქ­მე მა­ბედ­ნი­ე­რებს, ჩემი ასა­კის გო­გო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი არ მა­წუ­ხებს და ვცდი­ლობ, ჩემი პრო­ფე­სი­ით ბედ­ნი­ე­რი ვიყო.

ჩემი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის და­ლა­გე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა, რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც იყო და მი­ხა­რია, რომ ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­დავ­ლა­ხე, ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მო­მენ­ტმა რა­ღაც მას­წავ­ლა, იმ ნა­თი­ად ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა, რო­მე­ლიც დღეს ვარ. კი­თხვა, ხე­ლოვ­ნე­ბა, მთა და ზღვა მიყ­ვარს. ხში­რად მარ­ტო ავ­დი­ვარ მთა­ზე, ვფიქ­რობ ბევრ სა­კი­თხზე და ვის­ვე­ნებ ყვე­ლაფ­რის­გან.

- წელს ბერ­ძნულ "ვო­ის­ში" მო­ნა­წი­ლე­ობთ, მოგ­ვი­ყე­ვით ამის შე­სა­ხებ...

- "ვო­ის­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2018 და 2019 წლებ­შიც ვცა­დე, თუმ­ცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და არ გა­მო­მი­ვი­და, 2020 წელს არც ვგეგ­მავ­დი, რომ კი­დევ მე­ცა­და. თით­ქოს გუ­შინ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი... ვო­კა­ლის გაკ­ვე­თი­ლი მქონ­და, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, გვინ­და, რომ მოხ­ვი­დეო. პირ­ვე­ლი ეტა­პის გავ­ლი­სას ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, და­ნარ­ჩენ ტუ­რებ­ში უფრო მშვი­დად ვი­ყა­ვი. ერთ-ერთი შე­ჯიბ­რე­ბის დროს, კონ­კურსს გა­მო­ვე­თი­შე, ორი-სამი კვი­რის შემ­დეგ კი კვლავ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ჩემ­მა ჟი­უ­რის წევ­რმა ამირ­ჩია და კონ­კურ­სში უკან და­მაბ­რუ­ნეს.

"ვო­ის­ში" ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავს, მაგ­რამ კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამით. ჩემი თი­თო­ე­უ­ლი გა­მოს­ვლით, ვცდი­ლობ, მაქ­სი­მუ­მი ვაჩ­ვე­ნო, სიმ­ღე­რა­ში ყო­ველ­თვის სულს ვდებ. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მწე­რენ, რომ მო­ე­წო­ნათ ჩემი ნამ­ღე­რი და მამ­ხნე­ვე­ბენ.

- რა სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლე პირ­ველ ტურ­ში და ჟუ­რის რო­მე­ლი წევ­რი აირ­ჩიე?

- Billie eilish-ის „Lovely“ ვიმ­ღე­რე და საკი რო­უ­ვა ავირ­ჩიე. საკი კარ­გი ადა­მი­ა­ნია ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა, ჩვენს ოჯახს მხარ­ში უდ­გას და მგულ­შე­მატ­კივ­რობს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ჩა­მო­დი­ხართ ხოლ­მე?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა შო­რი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ.

- ნა­თია, სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც გაგ­ვი­ზი­ა­რეთ.

- "იუ­თუბ" არ­ხის გახ­სნას ვგეგ­მავ, მინ­და, ჩემი ნამ­ღე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვას­მე­ნი­ნო. სიმ­ღე­რა 5 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე და ახლა ვიცი, სა­მო­მავ­ლოდ, აუ­ცი­ლებ­ლად ამ გზას გავ­ყვე­ბი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kiti
0

წარმატებების ზღვას გისურვებ ჩემო კარგო

Givi
0

წარმატებები!

 

ავტორი:

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

საბერძნეთის ტელეეკრანებზე, ვოკალისტთა "რეალითი" შოუში "ვოისი" (Voice) ქართველი გოგო ნათია იარაჯული გამოჩნდა, რომელმაც სიმღერის დაწყებისთანავე ჟიურის წევრთა დადებითი ემოციები და გასაოცარი კომენტარები დაიმსახურა. ნათია 19 წლის მომღერალია და დიდი ოცნებებით, წარმატების გზას ნელ-ნელა გადის. მას თავის ცხოვრებასა და კონკურსზე სასაუბროდ საბერძნეთში დავუკავშირდით.

ნათია იარაჯული:

- შეიძლება ითქვას, რომ მომღერალი და მუსიკოსი ვარ, მაგრამ ყველანაირ საქმეს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა გავიუმჯობესო, უბრალო ადამიანი ვარ, რამდენჯერმე სახლებიც კი დამილაგებია. დავიბადე და გავიზარდე საბერძნეთში, ორივე მშობელი ქართველი მყავს, ბებია პოლონელი მყავდა. დაწყებითი სკოლა ათენში დავამთავრე, შემდეგ, მუსიკალურ სკოლა-ლიცეუმში - ილიონში გადავედი, საბოლოოდ კი, მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე ათენში. წლების განმავლობაში, ქართულ სკოლაში დავდიოდი და მშობლიური ენა სწორედ იქ ვისწავლე, მომწონს ქართული ენა, ხალხი და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.

- ქართული ენა კარგად იცით, ხშირად საუბრობთ ქართულად?

- ყოველთვის, დედას სურდა, ქართული მესწავლა და ქართულ სკოლაშიც მისი სურვილით შემიყვანეს, ენას არ ვივიწყებ.

- რამდენი ხანია, რაც მშობლები საბერძნეთში ცხოვრობენ?

- დედა 25 წელია, მამა კი - 20, ახლა მშობლები გაშორებულები არიან.

- უამბეთ ჩვენს მკითხველს, ვინ არის და როგორი გოგოა ნათია იარაჯული?

- ამბობენ, ნიჭიერი გოგოაო... მუსიკით ვერთობი და ეს საქმე მაბედნიერებს, ჩემი ასაკის გოგონებისგან განსხვავებით, გადაჭარბებული ამბიციები არ მაწუხებს და ვცდილობ, ჩემი პროფესიით ბედნიერი ვიყო.

ჩემი ცხოვრება ყოველთვის დალაგებული არ ყოფილა, რთული პერიოდებიც იყო და მიხარია, რომ ბევრი სირთულე გადავლახე, ცხოვრების ყველა მომენტმა რაღაც მასწავლა, იმ ნათიად ჩამომაყალიბა, რომელიც დღეს ვარ. კითხვა, ხელოვნება, მთა და ზღვა მიყვარს. ხშირად მარტო ავდივარ მთაზე, ვფიქრობ ბევრ საკითხზე და ვისვენებ ყველაფრისგან.

- წელს ბერძნულ "ვოისში" მონაწილეობთ, მოგვიყევით ამის შესახებ...

- "ვოისში" მონაწილეობა 2018 და 2019 წლებშიც ვცადე, თუმცა პატარა ვიყავი და არ გამომივიდა, 2020 წელს არც ვგეგმავდი, რომ კიდევ მეცადა. თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი... ვოკალის გაკვეთილი მქონდა, დამირეკეს და მითხრეს, გვინდა, რომ მოხვიდეო. პირველი ეტაპის გავლისას ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დანარჩენ ტურებში უფრო მშვიდად ვიყავი. ერთ-ერთი შეჯიბრების დროს, კონკურსს გამოვეთიშე, ორი-სამი კვირის შემდეგ კი კვლავ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემმა ჟიურის წევრმა ამირჩია და კონკურსში უკან დამაბრუნეს.

"ვოისში" ძლიერი კონკურენტები მყავს, მაგრამ კმაყოფილი ვარ ამით. ჩემი თითოეული გამოსვლით, ვცდილობ, მაქსიმუმი ვაჩვენო, სიმღერაში ყოველთვის სულს ვდებ. უცხო ადამიანები მწერენ, რომ მოეწონათ ჩემი ნამღერი და მამხნევებენ.

- რა სიმღერა შეასრულე პირველ ტურში და ჟურის რომელი წევრი აირჩიე?

- Billie eilish-ის „Lovely“ ვიმღერე და საკი როუვა ავირჩიე. საკი კარგი ადამიანია ყველაფერში მეხმარება, ჩვენს ოჯახს მხარში უდგას და მგულშემატკივრობს.

- საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე?

- საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა შორიდან ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და აუცილებლად ჩამოვალ.

- ნათია, სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ.

- "იუთუბ" არხის გახსნას ვგეგმავ, მინდა, ჩემი ნამღერი საზოგადოებას მოვასმენინო. სიმღერა 5 წლის ასაკში დავიწყე და ახლა ვიცი, სამომავლოდ, აუცილებლად ამ გზას გავყვები. წაიკითხეთ სრულად

63 წლის შერონ სტოუნი 25 წლის რეპერს ხვდება - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავის გული მოიგო

ცნობილი თურქი მსახიობი ამბობს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო - "დედამ არ დამიჯერა, მითხრა, რომ არ გამემხილა, თორემ მამა მომკლავდა"

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო