პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია... კამპანია მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას" - რას წერს შოთა დიღმელაშვილი გარეჯზე
"კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია... კამპანია მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას" - რას წერს შოთა დიღმელაშვილი გარეჯზე

მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლი­ას“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი და­ვით გა­რე­ჯის სკან­და­ლი­სა და კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ობთ:

"თით­ქოს რთუ­ლი გა­სა­გე­ბი არ უნდა იყოს: და­ვით გა­რე­ჯი ქარ­თუ­ლი ძეგლი და ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის შე­მად­გე­ნე­ლია. ამავდრო­უ­ლად კომ­პლექ­სის ნა­წი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს ხვდე­ბა, რად­გან სტა­ლინ­მა ასე გა­და­ა­ნა­წი­ლა მი­წე­ბი, სა­ნამ ქარ­თვე­ლე­ბი მის სა­დღეგ­რძე­ლოს ვსვამ­დით. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა, მაგ­რამ და­ტო­ვა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი "ნაღ­მე­ბი", რა­საც მისი სა­მარ­თალ­მემ­კვიდ­რე რუ­სე­თი ნა­ყო­ფი­ე­რად იყე­ნებს და ყვე­ლა­ზე სას­ტი­კად სა­ქარ­თვე­ლოს სჯის მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის გამო. რუ­სეთს არ სჭირ­დე­ბა ძლი­ე­რი და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო სა­კუ­თარ სა­ზღვარ­თან.

მთე­ლი ეს დრო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ან­გა­რიშს უწევ­და ვი­თა­რე­ბას, გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მი­დი­ო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სი. რავი, არც ერთი სა­გა­რე­ჯო­ე­ლი არ ვარ­სე­ბობთ, ვი­საც უდაბ­ნო­ში ერთხელ მა­ინც არ გვი­ქე­ი­ფია. მე­ტიც, სკო­ლის ბან­კე­ტე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ად­გი­ლია. მთვრალ­ზე კომ­პლექსში გა­და­ბარ­ბა­ცე­ბაც კი ამ "რი­ტუ­ა­ლის" არაფ­რით ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ჩვე­ვა იყო. მოქ­მე­დებ­და თვა­ლის და­ხუჭ­ვის პო­ლი­ტი­კა. ფორ­მა­ლი­ზა­ცი­ა­ღა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, რა პრო­ცე­სიც და­უბ­რკო­ლებ­ლად მი­დი­ო­და.

ვი­თა­რე­ბა გაპ­რობ­ლემ­და მას შემ­დეგ, რაც ირმა ინაშ­ვილ­მა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და მო­ფა­შის­ტო ჯგუ­ფებ­მა წა­მო­ი­წყეს კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მიზ­ნად ისა­ხავ­და რე­ა­ლუ­რი ოკუ­პა­ცი­ის­გან ფო­კუ­სის გა­და­ტა­ნას ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქ­ტის დროს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით დას­რულ­და. მა­ნამ­დე რუ­სე­თის მიერ პირ­და­პირ ან ირი­ბად მარ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ თურ­ქე­თის "ოკუ­პან­ტო­ბას", რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, ვის­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლი აქვს.

კარ­ტოგ­რა­ფე­ბის და­კა­ვე­ბაც ამ დიდი პაზ­ლის ნა­წი­ლია. პუ­ტი­ნის იმ­პე­რი­ის იდე­ო­ლო­გის, დუ­გი­ნის მიერ "რუ­სე­თის­თვის ხელ­საყ­რე­ლად" და­ხა­სი­ა­თე­ბულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შექ­მნა მომ­დევ­ნო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო საქ­მე, აბა, ჟვა­ნი­ას და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის საქ­მე­ე­ბი მე­რამ­დე­ნედ უნდა ამო­ე­წი­ათ. რო­გორც ერის ეკო­ნო­მი­კა და ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რეს პო­ლი­ტი­კურ მი­ზან­შე­წო­ნო­ლო­ბას, ისე შეს­წი­რეს კარ­ტოგ­რა­ფე­ბის ცხოვ­რე­ბაც და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბიც ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში. ვინც ამას ვერ ან არ ხვდე­ბა და პრო­პა­გან­დის შექ­მნილ ის­ტე­რი­ა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს, ნებ­სით ან უნებ­ლი­ედ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ასა­წყო­ბი პაზ­ლის ფრაგ­მენ­ტებს აწ­ვდის პუ­ტინს ხელ­ში, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია მად­ლო­ბას არ გა­და­უხ­დის - იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ერ­თოდ გა­და­ვურ­ჩით სტა­ლი­ნის სა­დღეგ­რძე­ლო­ებს".

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:-) :-) :-)
366

ვაი! რა საშინელებაა გაუნათლებლობა(თუ ეს ბოდვა ამის ბრალია) და კიდევ უარესი, მავნებლობა! ოღონდ გაამართლო და ყველაფერს იკადრებ!!!!!

ანი
266

გაიტანეთ ესენიიიიიი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია... კამპანია მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას" - რას წერს შოთა დიღმელაშვილი გარეჯზე

"კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია... კამპანია მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას" - რას წერს შოთა დიღმელაშვილი გარეჯზე

მოძრაობა „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დავით გარეჯის სკანდალისა და კარტოგრაფების საქმის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაობთ:

"თითქოს რთული გასაგები არ უნდა იყოს: დავით გარეჯი ქართული ძეგლი და ჩვენი კულტურული იდენტობის შემადგენელია. ამავდროულად კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ხვდება, რადგან სტალინმა ასე გადაანაწილა მიწები, სანამ ქართველები მის სადღეგრძელოს ვსვამდით. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ დატოვა ტერიტორიული "ნაღმები", რასაც მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი ნაყოფიერად იყენებს და ყველაზე სასტიკად საქართველოს სჯის მისი ევროატლანტიკური არჩევანის გამო. რუსეთს არ სჭირდება ძლიერი დასავლური სახელმწიფო საკუთარ საზღვართან.

მთელი ეს დრო აზერბაიჯანი ანგარიშს უწევდა ვითარებას, გართულებების გარეშე მიდიოდა მოლაპარაკების პროცესი. რავი, არც ერთი საგარეჯოელი არ ვარსებობთ, ვისაც უდაბნოში ერთხელ მაინც არ გვიქეიფია. მეტიც, სკოლის ბანკეტების ტრადიციული ადგილია. მთვრალზე კომპლექსში გადაბარბაცებაც კი ამ "რიტუალის" არაფრით ღირსშესანიშნავი ჩვევა იყო. მოქმედებდა თვალის დახუჭვის პოლიტიკა. ფორმალიზაციაღა იყო დარჩენილი, რა პროცესიც დაუბრკოლებლად მიდიოდა.

ვითარება გაპრობლემდა მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და მოფაშისტო ჯგუფებმა წამოიწყეს კამპანია, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა რეალური ოკუპაციისგან ფოკუსის გადატანას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს, რომელიც თავის მხრივ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერებით დასრულდა. მანამდე რუსეთის მიერ პირდაპირ ან ირიბად მართული ჯგუფები აპროტესტებდნენ თურქეთის "ოკუპანტობას", რომელიც ერთადერთი ქვეყანაა, ვისთანაც საქართველოს საზღვრები შეთანხმებული აქვს.

კარტოგრაფების დაკავებაც ამ დიდი პაზლის ნაწილია. პუტინის იმპერიის იდეოლოგის, დუგინის მიერ "რუსეთისთვის ხელსაყრელად" დახასიათებულმა ხელისუფლებამ შექმნა მომდევნო წინასაარჩევნო საქმე, აბა, ჟვანიას და პატარკაციშვილის საქმეები მერამდენედ უნდა ამოეწიათ. როგორც ერის ეკონომიკა და ჯანმრთელობა შესწირეს პოლიტიკურ მიზანშეწონოლობას, ისე შესწირეს კარტოგრაფების ცხოვრებაც და საქართველოს სტრატეგიული პოზიციებიც ამ მოლაპარაკებაში. ვინც ამას ვერ ან არ ხვდება და პროპაგანდის შექმნილ ისტერიაში აქტიურად მონაწილეობს, ნებსით ან უნებლიედ რუსეთის იმპერიის ასაწყობი პაზლის ფრაგმენტებს აწვდის პუტინს ხელში, რისთვისაც საქართველოს ისტორია მადლობას არ გადაუხდის - იმ შემთხვევაში თუ საერთოდ გადავურჩით სტალინის სადღეგრძელოებს".

"იქნებ გონს მოეგონ ეს ქვეყნები და გადახედონ ვაქცინაციის სტრატეგიებს..." - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი "ფეისბუქში"

"სანამ თვითმკვლელობამდე არ მივიდა, არავინ დაიცვა... რამდენი ასეთი განწირული თინეიჯერია ჩვენს გვერდით, ვინ იცის" - "ფეისბუქში" 14 წლის გოგოს ტრაგედიას ეხმაურებიან

ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"