სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები
"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები

ambebi.ge უკვე წერ­და, რომ ავ­სტრი­ე­ლე­ბი ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის - დე­დი­სა და მისი ორი შვი­ლის სას­წრა­ფოდ უკან დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხო­ვენ. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, ოჯა­ხი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ვე­ნი­დან გვი­ან ღა­მით, აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე გა­მო­უშ­ვეს.

"ეს დე­პორ­ტა­ცია სრუ­ლი­ად მა­ნად­გუ­რებს. არ შე­მიძ­ლია და არც მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი მე­თო­დე­ბი სა­ჭი­როა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრ ფან დერ ბე­ლენ­მა. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა ვცა­დეთ.

მი­ხე­ილ ხა­ჩი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს პი­რა­და­დაც ვიც­ნობ, ისი­ნი 10 წე­ლია ავ­სტრი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ, ორი შვი­ლი ჰყავთ და ორი­ვე სკო­ლა­ში სწავ­ლობს. აქამ­დე სამ­ჯერ იყო მათი დე­პორ­ტის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, მე­ო­თხედ უკვე მო­ა­ხერ­ხეს და პო­ლი­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ძე­ვეს ქვეყ­ნი­დან. მათი დე­პორ­ტა­ცია აქ­ცი­ის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - აქ­ცი­ა­ზე გა­მო­ვიდ­ნენ მათი მე­გობ­რე­ბი, ბავ­შვე­ბის კლა­სე­ლე­ბი... მერე უკვე ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტმა და პო­ლი­ტი­კო­სებ­მაც დაგ­მეს ეს ფაქ­ტი. შემ­დეგ ავ­სტრი­ე­ლებ­მა აქ­ცი­ე­ბი და­გეგ­მეს ფა­შიზ­მი­სა და რა­სიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ, მომ­ხდარ ამ ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლეს და ამ­ბო­ბენ, ტე­რო­რის­ტებს აძ­ლე­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, ჩვენს სა­ზო­გა­დე­ო­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს კი ძა­ლა­დო­ბით ყრი­ა­ნო. ეს ოჯა­ხი ახლა სა­ქარ­თვე­ლო­შია, ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლე­ბი არი­ან და ლა­პა­რა­კი არ უნ­დათ. ახლა ავ­სტრი­ე­ლებ­მა და­ი­წყეს კამ­პა­ნია, რომ ეს ხალ­ხი სას­წრა­ფო წე­სით უკან და­აბ­რუ­ნონ. მას­ში ჩა­ერ­თვნენ სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, პარ­ტი­ე­ბი და აქ­ცია 30 იან­ვარს, ანუ ხვა­ლის­თვის და­ი­გეგ­მა. ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ ოჯა­ხი სას­წრა­ფოდ უკან ჩა­იყ­ვა­ნონ და მის­ცენ სა­ბუ­თე­ბი. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი. მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში შე­ვი­და, ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ქარ­თვე­ლებს მა­სობ­რი­ვად აძე­ვე­ბენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ოჯა­ხის დე­პორ­ტა­ცი­ის ზო­გა­დი მი­ზე­ზიც ესაა".

ambebi.ge ავ­სტრი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ფრონ­ტექ­სის” დამ­კვირ­ვე­ბელს ირმა ცი­რა­მუა-ჰო­მონ­საც და­უ­კავ­შირ­და:

"რო­გორც ბავ­შვე­ბის დე­დამ - ნი­ნომ აღ­ნიშ­ნა, დე­პორ­ტა­ცი­ის მი­ზე­ზი ის იყო, რომ ბავ­შვებ­ზე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ვი­ზა­ზე ჰქონ­დათ მო­თხოვ­ნა გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, არ ჰქონ­დათ ე.წ. დე­პორ­ტა­ცი­ის დაც­ვა. რო­გორც თვი­თონ აღ­ნიშ­ნა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ დედა და ბავ­შვე­ბი წა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და 2 წლის შემ­დეგ ისევ დაბ­რუნ­დნენ ავ­სტრი­ა­ში. ბოლო სამი წე­ლია იცოდ­ნენ, დე­პორ­ტა­ცი­ის კან­დი­და­ტე­ბი რომ იყ­ვნენ, მაგ­რამ მო­ა­ხერ­ხეს დრო­ის გა­წელ­ვა. 6 თვის წინ ვი­ზა­ზე მო­თხოვ­ნა მხო­ლოდ ბავ­შვებ­ზე შე­ი­ტა­ნეს და რად­გან მო­თხოვ­ნა შე­გაქვს, ეს პე­რი­ო­დი დე­პორ­ტა­ცი­ის­გან არ ხარ და­ცუ­ლი. თუ მოხ­და ისე, რომ სა­დღაც მა­ინც ჩა­გავ­ლეს და აგიყ­ვა­ნეს, კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი გშვე­ლის. რაც ეხე­ბა ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მარ­თლა მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა, რად­გან ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ძალ­ზე ცოტა მი­ნა­ხავს ასე­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი, რო­გო­რიც ნი­ნოა, შრო­მობს და სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს ქვეყ­ნის­თვის.

ავ­სტრი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად აძ­ლე­ვენ თავ­შე­სა­ფარს, ამის­თვის მარ­თლა პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზი უნდა გქონ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი თავ­შე­სა­ფარს ვერც მო­ი­თხოვ­დნენ. ზო­გა­დად, დე­პორ­ტა­ცი­ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ის არის, რომ უსაფრ­თხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარ. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოვა ის დღე, როცა დე­პორ­ტს გა­გი­კე­თე­ბენ. ნინო ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხი სპეც­რე­ი­სით გა­მო­უშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

შანსს რაც ეხე­ბა, ევ­რო­პუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის და აქ­ცი­ე­ბის იმე­დი დი­დად არ მაქვს, ეს არაფ­რის მომ­ტა­ნია. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვხე­დავ ისაა, რომ თუ კი ბავ­შვებ­ზე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, შე­საძ­ლოა რა­ღაც შან­სი კი­დევ იყოს. ბავ­შვე­ბი აქ არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი, აქა­ურ სკო­ლა­ში და­დი­ან და საკ­მა­რი­სად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ის, რომ იყო დიდი ხმა­უ­რი და ამ ფაქტს პრე­ზი­დენ­ტი და პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, საკ­მა­რი­სი არაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, უბ­რა­ლოდ, მხო­ლოდ დრო­ის გაყ­ვა­ნაა".

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცცცც
47

ყელშია უკვე ასეთი სტატიები. არალეგალად ჩავიდნენ, არ ეკუთვნოდათ თავშესაფარი და საკუთარ ქვეყანაში გაუშვეს. საკუთარ ქვეყანაში, სადმე აფრიკაში კი არა, გეყოთ არაფრისგან ტრაგედიების შექმნა.

rasa
22

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სირია-ერაყთან შედარებით ცოტა ნორმალური ქვეყანა კი ვართ. ვიცი ძნელია იქიდან დაბრუნება (რადგან ევროპაში ცხოვრების გემო მეც ვიცი და დაბრუნების სიმწარეც, აქაურ მენტალიტეტთან ისევ შეჩვევას 5-6 წელი უნდა მინიმუმ) მაგრამ ქართველი ჯობია საქართველოში იყოს. ის კაი ქვეყანა რომ არის, შენი წინაპრების აშენებული არ არის და ჯობია ისევ შენს მიწაზე იყო შედარებით შეჭირვებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები

"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები

ambebi.ge უკვე წერდა, რომ ავსტრიელები ქვეყნიდან გაძევებული ქართველების - დედისა და მისი ორი შვილის სასწრაფოდ უკან დაბრუნებას მოითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოჯახი ძალის გამოყენებით ვენიდან გვიან ღამით, აქციების ფონზე გამოუშვეს.

"ეს დეპორტაცია სრულიად მანადგურებს. არ შემიძლია და არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მეთოდები საჭიროა", - განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ფან დერ ბელენმა. მომხდარის დეტალების გარკვევა ვცადეთ.

მიხეილ ხაჩიძე, ჟურნალისტი:

"ცოცხალაშვილების ოჯახს პირადადაც ვიცნობ, ისინი 10 წელია ავსტრიაში ცხოვრობენ, ორი შვილი ჰყავთ და ორივე სკოლაში სწავლობს. აქამდე სამჯერ იყო მათი დეპორტის მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ, მეოთხედ უკვე მოახერხეს და პოლიციის მეშვეობით გამოძევეს ქვეყნიდან. მათი დეპორტაცია აქციის ფონზე მიმდინარეობდა - აქციაზე გამოვიდნენ მათი მეგობრები, ბავშვების კლასელები... მერე უკვე ავსტრიის პრეზიდენტმა და პოლიტიკოსებმაც დაგმეს ეს ფაქტი. შემდეგ ავსტრიელებმა აქციები დაგეგმეს ფაშიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ, მომხდარ ამ ჭრილში განიხილეს და ამბობენ, ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენს საზოგადეობაში ინტეგრირებულ ადამიანებს კი ძალადობით ყრიანო. ეს ოჯახი ახლა საქართველოშია, ძალიან დასტრესილები არიან და ლაპარაკი არ უნდათ. ახლა ავსტრიელებმა დაიწყეს კამპანია, რომ ეს ხალხი სასწრაფო წესით უკან დააბრუნონ. მასში ჩაერთვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები და აქცია 30 იანვარს, ანუ ხვალისთვის დაიგეგმა. ისინი მოითხოვენ, რომ ოჯახი სასწრაფოდ უკან ჩაიყვანონ და მისცენ საბუთები. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. მას შემდეგ, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა, ევროპული ქვეყნებიდან ქართველებს მასობრივად აძევებენ. სავარაუდოდ, ამ ოჯახის დეპორტაციის ზოგადი მიზეზიც ესაა".

ambebi.ge ავსტრიაში საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრონტექსის” დამკვირვებელს ირმა ცირამუა-ჰომონსაც დაუკავშირდა:

"როგორც ბავშვების დედამ - ნინომ აღნიშნა, დეპორტაციის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვებზე ჰუმანიტარულ ვიზაზე ჰქონდათ მოთხოვნა გაკეთებული, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ ე.წ. დეპორტაციის დაცვა. როგორც თვითონ აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ დედა და ბავშვები წამოვიდნენ საქართველოში და 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდნენ ავსტრიაში. ბოლო სამი წელია იცოდნენ, დეპორტაციის კანდიდატები რომ იყვნენ, მაგრამ მოახერხეს დროის გაწელვა. 6 თვის წინ ვიზაზე მოთხოვნა მხოლოდ ბავშვებზე შეიტანეს და რადგან მოთხოვნა შეგაქვს, ეს პერიოდი დეპორტაციისგან არ ხარ დაცული. თუ მოხდა ისე, რომ სადღაც მაინც ჩაგავლეს და აგიყვანეს, კანონიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში არაფერი გშველის. რაც ეხება ინტეგრაციას, მართლა მტკივნეული თემაა, რადგან ამ 10 წლის განმავლობაში აქ ძალზე ცოტა მინახავს ასეთი ინტეგრირებული ქართველი, როგორიც ნინოა, შრომობს და სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის.

ავსტრიაში საქართველოს მოქალაქეებს ძალზე იშვიათად აძლევენ თავშესაფარს, ამისთვის მართლა პოლიტიკური მიზეზი უნდა გქონდეს. აქედან გამომდინარე, ისინი თავშესაფარს ვერც მოითხოვდნენ. ზოგადად, დეპორტაციის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ უსაფრთხო ქვეყნის წარმომადგენელი ხარ. ნებისმიერ ადამიანს აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ მოვა ის დღე, როცა დეპორტს გაგიკეთებენ. ნინო ცოცხალაშვილის ოჯახი სპეცრეისით გამოუშვეს საქართველოში.

შანსს რაც ეხება, ევროპული შეშფოთების და აქციების იმედი დიდად არ მაქვს, ეს არაფრის მომტანია. ერთადერთი, რასაც ვხედავ ისაა, რომ თუ კი ბავშვებზე გაითვალისწინეს, რომ ინტეგრირებულები არიან, შესაძლოა რაღაც შანსი კიდევ იყოს. ბავშვები აქ არიან დაბადებულები, აქაურ სკოლაში დადიან და საკმარისად ინტეგრირებულები არიან. ის, რომ იყო დიდი ხმაური და ამ ფაქტს პრეზიდენტი და პარლამენტის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, საკმარისი არაა. ეს ყველაფერი, უბრალოდ, მხოლოდ დროის გაყვანაა".

ტოიოტა "LQ"- ემოციური კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის

კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები

"გახარია აღმოჩნდა ერთადერთი პრემიერი, რომელიც თვითონ გადადგა და ვინც ივანიშვილის ბრძანება არ გაახმოვანა" - როგორ ეხმაურებიან პრემიერის გადადგომას "ფეისბუქში"