საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოიყენა ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური" - როგორ შეძლო ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინის მობილიზება, ვიდრე სჭირდება?
"გამოიყენა ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური" - როგორ შეძლო ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინის მობილიზება, ვიდრე სჭირდება?

გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს, ის­რა­ე­ლი გლო­ბა­ლუ­რი მწარ­მო­ებ­ლე­ბის­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის მა­რა­გე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ბევრ დიდ ქვე­ყა­ნას­თან გა­აფ­თრე­ბულ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში იყო. ახლა ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უს­წრა­ფეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მას უდ­გას სა­თა­ვე­ში, იმა­ზე უფრო მეტი ვაქ­ცი­ნით, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად სჭირ­დე­ბა - იგუ­ლის­ხმე­ბა რო­გორც უკვე ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი, ისე - ის დო­ზე­ბი, რაც ქვე­ყა­ნას ჯერ კი­დევ უნდა მი­ე­წო­დოს.

რო­გორ შეძ­ლო 9-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნამ, და­ე­თან­ხმე­ბი­ნა კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა­ნაც ასო­ბით მი­ლი­ო­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლის მქო­ნე ბაზ­რე­ბი აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ჯერ ის­რა­ე­ლის შეკ­ვე­თე­ბი და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნათ?

ამის პა­სუ­ხი Pfizer-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ ალ­ბერტ ბურ­ლას, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ­სა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ, იული ედელშტე­ინს შო­რის შემ­დგარ 17 სა­უ­ბარ­ში მდგო­მა­რე­ობს.

ის­რა­ე­ლის ორმა პო­ლი­ტი­კოს­მა პი­რო­ბა დადო, რომ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ უს­წრა­ფეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას აწარ­მო­ებ­დნენ და პან­დე­მი­ა­ზე მისი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ავ­რცე­ლებ­დნენ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­რა­გი უხვი და უწყვე­ტი იქ­ნე­ბო­და. Pfizer და­თან­ხმდა. შე­დე­გად, ვაქ­ცი­ნე­ბის მი­წო­დე­ბა დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­წყო.

ედელშტე­ი­ნის თქმით, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ის­რა­ელ­ზე არც ერთი კომ­პა­ნია არ იფიქ­რებ­და, რად­გან ისი­ნი ას­ჯერ დიდი ზო­მის ბაზ­რებს ეძე­ბენ.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მრჩე­ვე­ლი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, გი­ორ­გი ფხა­კა­ძე იმ მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბებს გა­მოჰ­ყოფს, სა­დაც სწო­რად ლა­ვი­რე­ბის შე­დე­გად ის­რა­ელ­მა სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან დაც­ვა­ზე გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღო.

"ის­რა­ე­ლი არ­ცთუ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, იქ 9 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით სამ­ჯერ დი­დია. მე­ო­რე, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ის­რა­ე­ლი ძა­ლი­ან მდი­და­რი ქვე­ყა­ნაა და მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სხვა გავ­ლე­ნე­ბი აქვს, ანუ ის­რა­ელს მთლად სა­ქარ­თვე­ლოს ვერ შე­ვა­და­რებთ, თუმ­ცა ეს ზო­გა­დად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვაა. რა გა­ა­კე­თა ის­რა­ელ­მა? სა­ხელ­მწი­ფომ იმუ­შა­ვა ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და შე­დე­გი­ა­ნად წა­რი­მარ­თე­ბო­და და არა მარ­ტო ჯან­მრთე­ლო­ბას, არა­მედ - ეკო­ნო­მი­კა­საც და­ეხ­მა­რე­ბო­და. ამ ორი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პით იმოქ­მე­და ის­რა­ელ­მა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი - სა­მო­ქა­ლა­ქო, სამ­ხედ­რო და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი.

ასე­ვე, რომ შე­ხე­დოთ კონ­ტრაქტს, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ და მა­გა­ლი­თად, Pfizer-მა გა­ა­ფორ­მეს, ნა­ხავთ, რომ ის უფრო კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის კონ­ტრაქტს ჰგავს. ე.ი. რო­გორ შეძ­ლო ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ, და­ე­თან­ხმე­ბი­ნა Pfizer-ი ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დო­ზებ­ზე და თან, მათ სწრაფ მო­წო­დე­ბა­ზე? პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი ფასი იყო - ის­რა­ელ­მა არ­სე­ბულ ვაქ­ცი­ნებ­ში უფრო ძვი­რი გა­და­ი­ხა­და; მე­ო­რე, გა­მო­ი­ყე­ნა მთლი­ა­ნად თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და არა­პო­ლი­ტი­კუ­რი რე­სურ­სე­ბი, რათა ვაქ­ცი­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა, მალე შე­მო­სუ­ლი­ყო; და მე­სა­მე, და­ა­ინ­ტერ­სა უშუ­ა­ლოდ Pfizer-ი, თქვა, რომ მთელ ქვე­ყა­ნას ვაქ­ცი­ნა­ცი­ას გა­უ­კე­თებს და მთლი­ან ბა­ზას ისევ Pfizer-თან გა­ა­ზი­ა­რებს, ანუ რა იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გი, თა­ვი­სი კარ­გი თუ ცუდი მხა­რე­ე­ბით, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სრუ­ლად Pfizer-ი ნა­ხავს. რა თქმა უნდა, Pfizer-ის­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ ერთი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 9 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბა, რათა ნა­ხოს, რო­გორ მუ­შა­ობს ეს ვაქ­ცი­ნა. სხვა­ნა­ი­რად ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია, რად­გან კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში წლე­ბი სჭირ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი პრაქ­ტი­კუ­ლად, 2-3 თვეა სა­ჭი­რო - ის­რა­ელ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა თე­ბერ­ვლის ბო­ლოს დამ­თავ­რდე­ბა და პირ­ველ შე­დე­გებს უკვე და­ვი­ნა­ხავთ. ესაა ძი­რი­თა­დი მიდ­გო­მე­ბი, რომ­ლი­თაც ის­რა­ელ­მა იმოქ­მე­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ზედ­მეტ დო­ზებს, ჯამ­ში ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ ვაქ­ცი­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 120% შე­ი­ძი­ნა, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით კი­დევ 20%-ით მეტი, იმ მო­უ­ლოდ­ნელ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რამე და­აკ­ლდე­ბა - ამას ჰქვია კარ­გი და­გეგ­მა­რე­ბა, როცა ყი­დუ­ლობ უფრო მეტს, ვიდ­რე გჭირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, რამე პრობ­ლე­მა იყოს ტრან­სპორ­ტში, ლო­ჯის­ტი­კა­ში ან ტექ­ნი­კუ­რი კუ­თხით, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა, მა­ცი­ვა­რი გა­ფუჭ­დეს, მოხ­დეს ავა­რია კონ­ტე­ი­ნე­რის ერთი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ტა­ნის დროს, ვაქ­ცი­ნა და­გე­კარ­გე­ბა და მერე რას შვრე­ბი? ყვე­ლა­ფე­რი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. ეს ის კარ­გი მა­გა­ლი­თია, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ჯან­დაც­ვის, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, უშიშ­რო­ე­ბა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, დი­ას­პო­რა­მაც სა­კუ­თა­რი როლი შე­ას­რუ­ლა და რა თქმა უნდა, იყო სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ფხა­კა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

ქვე­ყა­ნამ ჯერ კი­დევ უნდა მი­ი­ღოს მა­რა­გე­ბი - მარ­ტის თვის­თვის ის­რა­ელ­ში ვაქ­ცი­ნე­ბის სა­მი­ვე მთა­ვა­რი მწარ­მო­ებ­ლის პრო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა.

BioNTech/Pfizer-ის ვაქ­ცი­ნე­ბით სავ­სე თვითმფრი­ნა­ვე­ბი თელ ავივ­ში თით­ქმის ყო­ველ კვი­რა დღეს ეშ­ვე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც სხვა ქვეყ­ნე­ბი მა­რა­გე­ბის ზრდას ცდი­ლო­ბენ, ზოგი კი შე­ფერ­ხე­ბის წი­ნა­შეა, ის­რა­ელ­მა ვაქ­ცი­ნე­ბის დო­ზე­ბი პირ­ველ ჯერ­ზე უკვე 2.6 მი­ლი­ონ მო­ქა­ლა­ქეს გა­უ­კე­თა, მე­ო­რე­ჯერ - 1.1 მი­ლი­ო­ნი აცრა გა­კეთ­და. მათ­გან უმე­ტე­სო­ბა 60 წელ­ზე ხნი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უ­კეთ­დათ.

ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცია აშშ-ს ტემპზე 10-ჯერ სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში კი კი­დევ მი­ლი­ო­ნი ახა­ლი ვაქ­ცი­ნა გა­კეთ­დე­ბა. "არც ერთ ქვე­ყა­ნას არ გა­უ­კე­თე­ბია ის, რის გა­კე­თე­ბა­საც ჩვენ ვა­ხერ­ხებთ", - ხაზი გა­უს­ვა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

Moderna-ს ვაქ­ცი­ნე­ბის მი­წო­დე­ბა მარ­ტში მოხ­დე­ბა, AstraZeneca-ს ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბიც უკვე გზა­შია. ამ დრო­ის­თვის ის­რა­ე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა, წე­სით, Pfizer-ის ვაქ­ცი­ნით იქ­ნე­ბა აც­რი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
35

საწყლები პირველები დაიჩიპებიან :) სხვა ქვეყნებში არც საზოგადოების განწყობები არ მისცემდა მთავრობას მსგავსი რამის გაკეთების საშუალებას, ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ვაქცინის გამოცდა ისრაელის მოსახლეობაზე მოხდება, ჩვენთან იმასაც კი ეწინააღმდეგებიან ოდესმე ვაქცინა რომ გაიკეთოს ხალხმა არათუ პირველები რომ ვყოფილიყავით. მოაზროვნე და განათლებული საზოგადოება არის ყველაფრის გასაღები სადაც ბნელა და შეთქმულების თეორიები უყვართ იქ ყველაფერი რთულია.

???
11

აკი არცერთ ქვეყანას ზედმეტი არ შეუძენიაო???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გამოიყენა ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური" - როგორ შეძლო ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინის მობილიზება, ვიდრე სჭირდება?

"გამოიყენა ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური" - როგორ შეძლო ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინის მობილიზება, ვიდრე სჭირდება?

გასული წლის ბოლოს, ისრაელი გლობალური მწარმოებლებისგან კორონავირუსის ვაქცინის მარაგების უზრუნველსაყოფად ბევრ დიდ ქვეყანასთან გააფთრებულ კონკურენციაში იყო. ახლა ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ უსწრაფეს ვაქცინაციის პროგრამას უდგას სათავეში, იმაზე უფრო მეტი ვაქცინით, ვიდრე რეალურად სჭირდება - იგულისხმება როგორც უკვე ქვეყნის შიგნით არსებული, ისე - ის დოზები, რაც ქვეყანას ჯერ კიდევ უნდა მიეწოდოს.

როგორ შეძლო 9-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ, დაეთანხმებინა კომპანიები, რომელთანაც ასობით მილიონი პოტენციური მომხმარებლის მქონე ბაზრები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ჯერ ისრაელის შეკვეთები დაეკმაყოფილებინათ?

ამის პასუხი Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლას, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯანდაცვის მინისტრ, იული ედელშტეინს შორის შემდგარ 17 საუბარში მდგომარეობს.

ისრაელის ორმა პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უსწრაფეს ვაქცინაციას აწარმოებდნენ და პანდემიაზე მისი გავლენის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდნენ, იმ შემთხვევაში, თუ მარაგი უხვი და უწყვეტი იქნებოდა. Pfizer დათანხმდა. შედეგად, ვაქცინების მიწოდება დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.

ედელშტეინის თქმით, სხვა შემთხვევაში ისრაელზე არც ერთი კომპანია არ იფიქრებდა, რადგან ისინი ასჯერ დიდი ზომის ბაზრებს ეძებენ.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე იმ მთავარ მიმართულებებს გამოჰყოფს, სადაც სწორად ლავირების შედეგად ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის კორონავირუსისგან დაცვაზე გარანტიები მიიღო.

"ისრაელი არცთუ პატარა ქვეყანაა, იქ 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით დაახლოებით სამჯერ დიდია. მეორე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისრაელი ძალიან მდიდარი ქვეყანაა და მსოფლიოში ძალიან ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა გავლენები აქვს, ანუ ისრაელს მთლად საქართველოს ვერ შევადარებთ, თუმცა ეს ზოგადად, ძალიან საინტერესო შემთხვევაა. რა გააკეთა ისრაელმა? სახელმწიფომ იმუშავა ძალიან ეფექტიანად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი ყველაზე უსაფრთხო და შედეგიანად წარიმართებოდა და არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ - ეკონომიკასაც დაეხმარებოდა. ამ ორი მთავარი პრინციპით იმოქმედა ისრაელმა და გამოყენებული იქნა აბსოლუტურად ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური.

ასევე, რომ შეხედოთ კონტრაქტს, რომელიც ისრაელის მთავრობამ და მაგალითად, Pfizer-მა გააფორმეს, ნახავთ, რომ ის უფრო კლინიკური კვლევის კონტრაქტს ჰგავს. ე.ი. როგორ შეძლო ისრაელის მთავრობამ, დაეთანხმებინა Pfizer-ი ასეთი დიდი რაოდენობით დოზებზე და თან, მათ სწრაფ მოწოდებაზე? პირველი ფაქტორი ფასი იყო - ისრაელმა არსებულ ვაქცინებში უფრო ძვირი გადაიხადა; მეორე, გამოიყენა მთლიანად თავისი პოლიტიკური და არაპოლიტიკური რესურსები, რათა ვაქცინა რაც შეიძლება, მალე შემოსულიყო; და მესამე, დააინტერსა უშუალოდ Pfizer-ი, თქვა, რომ მთელ ქვეყანას ვაქცინაციას გაუკეთებს და მთლიან ბაზას ისევ Pfizer-თან გააზიარებს, ანუ რა იქნება ვაქცინაციის შედეგი, თავისი კარგი თუ ცუდი მხარეებით, ამის შესახებ ინფორმაციას სრულად Pfizer-ი ნახავს. რა თქმა უნდა, Pfizer-ისთვის ძალიან საინტერესოა, თუ ერთი ქვეყნის მასშტაბით 9 მილიონ ადამიანზე ინფორმაცია ექნება, რათა ნახოს, როგორ მუშაობს ეს ვაქცინა. სხვანაირად ეს ძალიან რთულია, რადგან კლინიკურ კვლევებში წლები სჭირდება. ამ შემთხვევაში კი პრაქტიკულად, 2-3 თვეა საჭირო - ისრაელში ვაქცინაციის პროგრამა თებერვლის ბოლოს დამთავრდება და პირველ შედეგებს უკვე დავინახავთ. ესაა ძირითადი მიდგომები, რომლითაც ისრაელმა იმოქმედა.

რაც შეეხება ზედმეტ დოზებს, ჯამში ისრაელის მთავრობამ ვაქცინების დაახლოებით 120% შეიძინა, ანუ მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით კიდევ 20%-ით მეტი, იმ მოულოდნელ შემთხვევაში, თუ რამე დააკლდება - ამას ჰქვია კარგი დაგეგმარება, როცა ყიდულობ უფრო მეტს, ვიდრე გჭირდება. შეიძლება, რამე პრობლემა იყოს ტრანსპორტში, ლოჯისტიკაში ან ტექნიკური კუთხით, მაგალითად, შეიძლება, მაცივარი გაფუჭდეს, მოხდეს ავარია კონტეინერის ერთი ქალაქიდან მეორეში გადატანის დროს, ვაქცინა დაგეკარგება და მერე რას შვრები? ყველაფერი გაითვალისწინეს. ეს ის კარგი მაგალითია, თუ როგორ მუშაობს ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და თავდაცვის სამინისტრო - ეს ყველაფერი ერთად იქნა გამოყენებული, დიასპორამაც საკუთარი როლი შეასრულა და რა თქმა უნდა, იყო სწორი პოლიტიკური ხედვა“, - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა მიიღოს მარაგები - მარტის თვისთვის ისრაელში ვაქცინების სამივე მთავარი მწარმოებლის პროდუქტი იქნება.

BioNTech/Pfizer-ის ვაქცინებით სავსე თვითმფრინავები თელ ავივში თითქმის ყოველ კვირა დღეს ეშვება. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები მარაგების ზრდას ცდილობენ, ზოგი კი შეფერხების წინაშეა, ისრაელმა ვაქცინების დოზები პირველ ჯერზე უკვე 2.6 მილიონ მოქალაქეს გაუკეთა, მეორეჯერ - 1.1 მილიონი აცრა გაკეთდა. მათგან უმეტესობა 60 წელზე ხნიერ მოქალაქეებს გაუკეთდათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ვაქცინაცია აშშ-ს ტემპზე 10-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს, მიმდინარე კვირაში კი კიდევ მილიონი ახალი ვაქცინა გაკეთდება. "არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვახერხებთ", - ხაზი გაუსვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

Moderna-ს ვაქცინების მიწოდება მარტში მოხდება, AstraZeneca-ს ვაქცინის დოზებიც უკვე გზაშია. ამ დროისთვის ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა, წესით, Pfizer-ის ვაქცინით იქნება აცრილი.

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ჰოსპიტალიზებულია - რას წერს სომხური მედია

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა