საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ შეიძლება, მელამ ჩაისეირნოს, ისმის ყმუილიც... ყველაფერს ქოხიდან ვმართავთ" - ტყეში გადასახლებული ცნობილი ცოლ-ქმარი და ხელით შექმნილი ზღაპრული გარემო
"აქ შეიძლება, მელამ ჩაისეირნოს, ისმის ყმუილიც... ყველაფერს ქოხიდან ვმართავთ" - ტყეში გადასახლებული ცნობილი ცოლ-ქმარი და ხელით შექმნილი ზღაპრული გარემო

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შექ­მნილ კრი­ზისს ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ისე შე­ხე­და და ისე­თი საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბაც კი შეძ­ლეს, მა­ნამ­დე შე­უძ­ლებ­ლად რომ მი­აჩ­ნდათ.

"ქარ­თუ­ლი ბრენ­დი­სა" და სა­ზო­გა­დე­ო­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ა­გან­ტო "პრო­ფი­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი მა­ნა­ნა გე­გი­ძე და მისი მე­უღ­ლე, ცნო­ბი­ლი რო­ბა­ის­ტი, მწე­რა­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი ელ­გუ­ჯა მარ­ღია, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, ტყე­ში და­სახ­ლდნენ. პა­ტა­რა ქოხი აა­შე­ნეს და და­ამ­ტკი­ცეს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­ურ ადა­მინს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მე­ე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად, ტყი­და­ნაც უპ­რობ­ლე­მოდ მარ­თვა შე­უძ­ლია და ამა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

"რე­ა­ლო­ბა ისაა, რომ ჩვე­ნი ქოხი ტყე­შია და აქე­დან ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ყვე­ლა საქ­მეს, რა­საც აქამ­დე თბი­ლის­ში ვა­კე­თებ­დით. მუდ­მი­ვად გვაქვს ონ­ლა­ინ ჩარ­თვე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ამ­დე­ნად, ქო­ხი­დან ვუ­ძღვე­ბით ყვე­ლა­ფერს" - გვე­უბ­ნე­ბა მა­ნა­ნა გე­გი­ძე.

მათი ხის ქოხი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ნამ­დვილ ზღა­პარს ჰგავს და ის სა­ო­ცა­რი გა­რე­მო სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მნეს. ამ­ბო­ბენ, რომ მათი ხის ქოხი პო­ე­ტის ქო­ხია, რო­ბა­ი­ე­ბის ქოხი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, სა­გუ­რა­მო­დან 14 კო­მეტრშია, მთა­ში, ზღვის დო­ნი­დან 1100 მ-ზე, ად­გილს კი ბუ­რი­ა­ნი ჰქვია. თბი­ლი­სი­დან სულ 45 კი­ლო­მეტ­რის სა­ვალ­ზეა.

"გად­მო­უხ­ვევთ ბუ­რი­ა­ნის­კენ და მდი­ნა­რე შეგ­ხვდე­ბათ, მერე კი უკვე უღ­რან ტყე­ში შე­მო­დი­ხართ, სა­ი­და­ნაც 2 კი­ლო­მეტ­რია ჩვე­ნამ­დე. ჩე­უ­ლებ­რი­ვი ტყის გზაა, სა­დაც სა­ა­გა­რა­კო და­სახ­ლე­ბა არც ისე მჭიდ­რო­დაა გაშ­ლი­ლი. ისე­თი გა­რე­მოა, რომ თა­ვის­თა­ვად რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას გიქ­მნის," - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა.

- რო­დის და რო­გორ აღ­მოჩ­ნდით მანდ?

- 2011 წელს ასეთ ად­გილს ვე­ძებ­დი და სწო­რედ აქა­უ­რო­ბამ თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი ბუ­ნე­ბით მომ­ხიბ­ლა. ბუ­რი­ა­ნი ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნა იყო. თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ასე თუ ისე ვიც­ნობ­დი ად­გი­ლებს, მაგ­რამ აქა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი. თან, პირ­ვე­ლად რომ მოვ­ხვდი, შე­მოდ­გო­მა იყო და ტყე სხვა­დას­ხვაფ­რად იყო აფე­რა­დე­ბუ­ლი, სრუ­ლი სიმ­შვი­დე, სი­ჩუ­მე, ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი სუ­ფევ­და.

მოკ­ლედ, აქ ერთ-ერთი ად­გი­ლი იყი­დე­ბო­და და შე­ვი­ძი­ნეთ, სა­დაც მე და ელ­გუ­ჯამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ. მერე აქ შეკ­რე­ბებს ვა­წყობ­დით, ტრა­დი­ცი­ად მქონ­და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, შე­მოდ­გო­მით მე­გობ­რებს ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დი და სხვა­დას­ხვა ფე­რის ტი­ტე­ბის ბოლ­ქვებს ვრგავ­დით. სტუმ­რებს ტი­ლო­ებს, სა­ღე­ბა­ვებს, ფუნ­ჯებს ვახ­ვედ­რებ­დი და ვი­საც რა უნ­დო­და, ხა­ტავ­და... ამის მერე თან­და­თან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი­დან აქ ბევ­რს მო­უნ­და და­სახ­ლე­ბა და იყი­დეს კი­დეც სა­ა­გა­რა­კედ ად­გი­ლე­ბი...

- აქეთ თბი­ლი­სი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად წა­მოს­ვლა უკვე პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვი­ტეთ და ქო­ხის აშე­ნე­ბაც ამ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა, ხომ?

- კი, ასეა. ეს ჩვე­ნი ხის ქოხი კი­დევ გან­სხვა­ვე­ბულ ად­გი­ლას არის, ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს, ოღონდ, ოდ­ნავ ქვე­მოთ, ტყე­ში ჩავ­დი­ვართ...

- ქო­ხის აშე­ნე­ბის იდეა სა­ი­დან მო­ვი­და?

- ჩემი მე­უ­ღე პო­ე­ტია, მწე­რა­ლია, მისი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი კი ამე­რი­კე­ლი ჰენ­რი დე­ვიდ თო­როა, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რებ­ლად ტყე­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ქოხი აა­შე­ნა. ჰენ­რის ელ­გუ­ჯა მის სუ­ლი­ერ მო­ძღვარ­საც უწო­დებს... ეტყო­ბა, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მას­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და ტყე­ში აშე­ნე­ბულ ქოხ­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა...

პან­დე­მი­ი­სას აქ რომ ამო­ვე­დით, ცხა­დია, ქოხი ჯერ არ იყო აშე­ნე­ბუ­ლი და ტყე­ში აქ­ტი­უ­რი სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დას ასე ცდი­ლობ­და. შეძ­ლებ­და თუ არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ტყე­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი, სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვას.

პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს წიგ­ნი - "პან­დე­მია, ანუ მთა­ში ცხოვ­რე­ბა" და­წე­რა, რო­მე­ლიც გა­მო­სა­ცე­მად მზად არის. წიგნ­ში მსოფ­ლიო ამ­ბე­ბი ტყის ამ­ბე­ბის ფონ­ზეა ასა­ხუ­ლი. მეც ვარ მისი წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟი, დი­ა­ლო­გე­ბი აქვს ჩემ­თან.

იმ პე­რი­ოდ­ში ფრან­გუ­ლი ბოს­ტა­ნიც გა­ვა­კე­თეთ, ჩი­თი­ლე­ბი დავრგეთ, ყვე­ლა­ფე­რი ინ­ტერ­ნე­ტით ვის­წავ­ლეთ, აზრს სხვებ­საც ვე­კი­თხე­ბო­დით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სე­ტყვამ გაგ­ვი­ფუ­ჭა და გული ძა­ლი­ან დაგ­ვწყდა.

- ქო­ხის აშე­ნე­ბამ­დეც ბევ­რი რამ მო­გის­წრი­ათ...მოკ­ლედ, ასე ეგუ­ე­ბო­დით გა­რე­მოს და თავ­საც ცდი­დით...

- ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე ჩვენ­თვის კი­დევ ცალ­კე თე­მაა. ფაქ­ტობ­რი­ვად, აქ გვაძ­ლე­ბი­ნებ­და და გვაძ­ლე­ბი­ნებს სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა - დილა რომ გა­თენ­დე­ბა, მზე რომ ამო­ვა, შეგ­რძნე­ბა გვაქვს, რომ ბუ­ნე­ბის ნა­წი­ლი ვართ, ძა­ლას გვმა­ტებს აქა­უ­რო­ბა, ტყის ენერ­გია გვამ­ხნე­ვებს...აქ ვის­წავ­ლე, რო­გორ და­ვამ­ზა­დო ტყის კენკრის­გან ჩაი, პან­ტის არა­ყიც კი გა­მოვ­ხა­დეთ, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში იმუ­ნი­ტე­ტიც გა­ვაძ­ლი­ე­რეთ. უგემ­რი­ე­ლე­სია ას­კი­ლის კვირ­ტე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჩაი C ვი­ტა­მი­ნი­თაა მდი­და­რი... მოკ­ლედ, ბევ­რი რამ შევ­ძე­ლით...

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ი­ხე­დავ და შე­იძ­ლე­ბა, მე­ლა­კუ­და­მაც თა­ვი­სი ფუმ­ფუ­ლა კუ­დით ახ­ლო­ში ჩა­ი­სე­ირ­ნოს, ის­მის არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოდ მგლის ყმუ­ი­ლიც, ფრინ­ვე­ლე­ბის სა­ო­ცა­რი ჭი­კ­ჭი­კი, ჟღურ­ტუ­ლი, გა­ლო­ბა.

ელ­გუ­ჯა მარ­ღია:

"ჩემ­თვის ამ საქ­მე­ში დიდი სტი­მუ­ლი, რო­გორც მა­ნა­ნამ გი­თხრათ, ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი ჰენ­რი დე­ვიდ თორი იყო, ის ამე­რი­კე­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გახ­ლდათ, სა­მა­გა­ლი­თო პი­როვ­ნე­ბა და მისი "ტყე­ში ცხოვ­რე­ბა" ჩემ­თვის ერთ-ერთი სა­მა­გი­დო წიგ­ნია. ტყე ბევ­რს უყ­ვარს, თა­ვი­სი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის გამო და ამით ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ასეთ ად­გილს ნამ­დვი­ლად ვე­ძებ­დით და ბუ­რი­ან­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ...

როს­ტომ ჩხე­ი­ძეს მე­რაბ კოს­ტა­ვა­ზე აქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი "ძენი მუ­სი­კის, ძენი ქა­რიშ­ხლის", სა­დაც მე­რაბ კოს­ტა­ვა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ეუბ­ნე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე, პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას რომ ჩა­მოვ­ცილ­დე­ბი, ტყე­ში თო­რო­სა­ვით მინ­და ვი­ცხოვ­როო. ამ წიგნს რომ გა­ვე­ცა­ნი, ჩემ­ზე იმოქ­მე­და... მერე ასა­კი რომ გე­მა­ტე­ბა, ტყის­კენ, სიმ­ყუდ­რო­ვის­კენ და სი­ჩუ­მის­კენ მი­გი­წევს გული.

მა­ნა­ნა­საც ჰქონ­და იდეა, რო­ბა­ის პო­ე­ტი ქოხი ტყე­ში ავა­შე­ნო­თო... მოკ­ლედ, ავა­შე­ნეთ. 20 კვ-მდეა, თა­ვის აივ­ნით, ტე­რა­სით, გა­და­სა­ხე­დით, პა­ტა­რა ეზო აქვს მო­ა­ჯი­რე­ბით, რო­მე­ლიც მე გა­ვა­კე­თე. მშე­ნებ­ლო­ბა არ მე­ხერ­ხე­ბო­და, მაგ­რამ ბად­რი-კახა ბე­როშ­ვილ­თან, მე­გო­ბარ ხე­ლო­სან­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, მა­ნა­ნაც გვეხ­მა­რე­ბო­და, ერ­თობ­ლი­ვად ერთ თვე­ში ავა­შე­ნეთ.

მოკ­ლედ, რო­გორც ჰენ­რი თო­როს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მე­გო­რე­ბი, ასე მოხ­და ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც... სა­ბო­ლო­ოდ კი ეს ყე­ლა­ფე­რი რა­ღაც ძა­ლამ შე­მაძ­ლე­ბი­ნა, არ ვიცი, ალ­ბათ ეს ტყის ძალა იყო, აქე­დან მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გია,“ - გვიყ­ვე­ბა ბა­ტო­ნი ელ­გუ­ჯა.

მისი თქმით, ქოხი ძვე­ლი, მე­ო­რა­დი მა­სა­ლით აშენ­და.

"მა­ნამ­დე ერთი ძვე­ლი კო­ტე­ჯი დავ­შა­ლე, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ლი­ტე­რა­ტორ ჯონ­დი ბარ­და­ვე­ლი­ძეს ეკუთ­ვნო­და... დაშ­ლა შრო­მა­ტე­ვა­დი იყო - 23 კვი­რა დას­ჭირ­და. უძ­ვე­ლე­სი ორი­გი­ნა­ლუ­რი კრა­მი­ტი მა­ნა­ნას დას ჰქონ­და თბი­ლის­ში და მა­ნა­ნამ ჩა­მო­ი­ტა­ნა. მერე სა­კუ­თა­რი ხე­ლით სა­თი­თა­ოდ რე­ცხავ­და და ქოხი იმ კრა­მი­ტით გა­დავ­ხუ­რეთ... მოკ­ლედ, წელს შობა-ახალ წელს უკვე აქ შევხდით. ძვე­ლი შე­შის ღუ­მე­ლი გვაქვს, მე­გო­ბარ­მა, აქა­ურ­მა მო­სახ­ლემ ცი­ცი­ნო ფუტ­კა­რა­ძემ გვი­სახ­სოვ­რა და ასე ვთბე­ბით. ქოხ­ში არის ბიბ­ლი­ო­თე­კაც, სა­დაც მუ­შა­ო­ბა და ყოფ­ნა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ასე რომ, ეს ქო­ხიც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის სურ­ვილ­ზე, ნე­ბის­ყო­ფა­ზე, გამ­ძლე­ო­ბა­სა დ მებ­რძოლ ბუ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ანუ აქ რო­გორ გა­მოც­დის სა­კუ­თარ თავს.

მა­ნა­ნა გე­გი­ძე:

"სულ სიძ­ვე­ლე­შია ქოხი "გა­მო­წყო­ბი­ლი" და ყვე­ლა­ფე­რი სინ­თეზ­შია. მე­ზო­ბელ­მა უძ­ვე­ლე­სი წაბ­ლის ფან­ჯრე­ბი მა­ჩუ­ქა. ამ სიძ­ვე­ლე­ე­ბის­გან ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო და ახა­ლი სი­ცო­ცხლე შევ­ქმე­ნით, ბევრ რა­მეს სული თა­ვი­დან ჩავ­ბე­რეთ... აქა­უ­რო­ბას სამ­ყა­როს ცენ­ტრს ვუ­წო­დებ, შე­იძ­ლე­ბა, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მი იყოს, მაგ­რამ ჩემ­თვის ცენ­ტრია. აქე­დან შევ­ძე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და­უბ­რკო­ლებ­ლად გაგ­რძე­ლე­ბა, ამე­რი­კა­ში შვილ­თან მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი, იმ დღეს მე­ცი­ნე­ბო­და, აქვე ტურა კი­ო­და და შვი­ლიშ­ვილ­მა ამე­რი­კა­ში სკო­ლი­დან გა­მოს­ვლა რომ და­აგ­ვი­ა­ნა, ქო­ხი­დან ვარ­კვევ­დი მის საქ­მეს. სამ­სა­ხუ­რებს აქე­დან ვუ­კავ­შირ­დე­ბით, ანუ კომ­პა­ნი­ებს, ვი­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბით, ჩემი ყვე­ლა რგო­ლი მუ­შა­ობს. ყვე­ლას - ახ­ლობ­ლებს, შვი­ლებს უკ­ვირთ, ჩვე­ნი ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- ტყი­დან რას დაგ­ვა­ბა­რებ­დით ჩვენს მკი­თხველ­თან?

- იყ­ვნენ ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს, ეს სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდას მი­ა­ნი­ჭებთ, რად­გა­ნაც ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბის შვი­ლია, ბუ­ნე­ბა­ში შე­იგ­რძნო­ბა ყველ­ფე­რი. აქ ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­ცა­რია, - გა­თე­ნე­ბა, და­ღა­მე­ბა, მთვა­რი­ა­ნი ღამე, თოვა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ პან­დე­მი­ი­სას ჩვე­ნი სუ­ლის მა­ლა­მოა. რომ არა ეს ად­გი­ლი, ალ­ბათ ცუ­დად ვიქ­ნე­ბო­დით. მკი­თხველს კი ვე­ტყვი, რომ ტყეს ყვე­ლა­ნი უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ. აქ თი­თო­ე­ულ ნერგს, ფო­თოლს ვე­ფე­რე­ბი, ტოტი რომ ტო­ტია, იმა­საც არ ვტე­ხავ და ვჭრი...

ბედ­ნი­ე­რი ვარ და ამის შეგ­რძნე­ბა ტყემ მომ­ცა. კრი­ზი­სი, მსოფ­ლიო პან­დე­მია შე­საძ­ლებ­ლო­ბად მი­ვი­ღეთ და შევ­ძე­ლით ის, რაც მა­ნამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩან­და.

- სა­მო­მავ­ლოდ რას ფიქ­რობთ?

- პან­დე­მია რომ გა­და­ივ­ლის, თბი­ლის­ში კი დავ­ბრუნ­დე­ბით, მაგ­რამ აქა­უ­რო­ბას ვერ შე­ვე­ლე­ვით - სა­ნა­ხევ­როდ მა­ინც აქეთ ვიქ­ნე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში მე­გობ­რე­ბიც გვკი­თხუ­ლო­ბენ, მო­დი­ან, ვსა­უბ­რობთ. გვინ­და, სა­უბ­რე­ბი რო­ბა­ის ქო­ხი­დან სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებ­ზე იყოს ხოლ­მე, ტყის სკო­ლაც გვინ­და გა­ვა­კე­თოთ, მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი ცხოვ­რე­ბა რომ ის­წავ­ლოს. ბავ­შვე­ბი ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით უნდა გა­ი­ზარ­დონ და უნდა იცოდ­ნენ, რომ ტყეს გა­უფრ­თხილ­დნენ!

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
2

საოცარია.სოფელში ვარ გაზრდილი და ვგიჟდები ტყეზე.ტყის ყვავილებზე.ვერავინ მასწრებდა გაზაფხულზე ენძელების დაკრეფას.საოცრებაა ტყე .ჩანჩქერი.

არა ტროლი
104

ნეტა არ ბოდიალობდეთ რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"აქ შეიძლება, მელამ ჩაისეირნოს, ისმის ყმუილიც... ყველაფერს ქოხიდან ვმართავთ" - ტყეში გადასახლებული ცნობილი ცოლ-ქმარი და ხელით შექმნილი ზღაპრული გარემო

"აქ შეიძლება, მელამ ჩაისეირნოს, ისმის ყმუილიც... ყველაფერს ქოხიდან ვმართავთ" - ტყეში გადასახლებული ცნობილი ცოლ-ქმარი და ხელით შექმნილი ზღაპრული გარემო

პანდემიის პერიოდში შექმნილ კრიზისს ადამიანების ნაწილმა როგორც შესაძლებლობას, ისე შეხედა და ისეთი საქმეების გაკეთებაც კი შეძლეს, მანამდე შეუძლებლად რომ მიაჩნდათ.

"ქართული ბრენდისა" და საზოგადეობასთან ურთიერთობის სააგანტო "პროფილის" დამფუძნებელი, ჟურნალისტი მანანა გეგიძე და მისი მეუღლე, ცნობილი რობაისტი, მწერალი და ჟურნალისტი ელგუჯა მარღია, არც მეტი არც ნაკლები, ტყეში დასახლდნენ. პატარა ქოხი ააშენეს და დაამტკიცეს, რომ თანამედროვე, საზოგადოებრივად აქტიურ ადამინს, სამსახურებრივი საქმეების დისტანციურად, ტყიდანაც უპრობლემოდ მართვა შეუძლია და ამაში შეუძლებელი არაფერია.

"რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქოხი ტყეშია და აქედან ვახორციელებთ ყველა საქმეს, რასაც აქამდე თბილისში ვაკეთებდით. მუდმივად გვაქვს ონლაინ ჩართვები, შეხვედრები, მოლაპარაკებები. ამდენად, ქოხიდან ვუძღვებით ყველაფერს" - გვეუბნება მანანა გეგიძე.

მათი ხის ქოხი და მიმდებარე ტერიტორია ნამდვილ ზღაპარს ჰგავს და ის საოცარი გარემო საკუთარი ხელით შექმნეს. ამბობენ, რომ მათი ხის ქოხი პოეტის ქოხია, რობაიების ქოხი.

ეს ყველაფერი კი როგორც შევიტყვეთ, საგურამოდან 14 კომეტრშია, მთაში, ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, ადგილს კი ბურიანი ჰქვია. თბილისიდან სულ 45 კილომეტრის სავალზეა.

"გადმოუხვევთ ბურიანისკენ და მდინარე შეგხვდებათ, მერე კი უკვე უღრან ტყეში შემოდიხართ, საიდანაც 2 კილომეტრია ჩვენამდე. ჩეულებრივი ტყის გზაა, სადაც სააგარაკო დასახლება არც ისე მჭიდროდაა გაშლილი. ისეთი გარემოა, რომ თავისთავად რომანტიკულ განწყობას გიქმნის," - გვიყვება ქალბატონი მანანა.

- როდის და როგორ აღმოჩნდით მანდ?

- 2011 წელს ასეთ ადგილს ვეძებდი და სწორედ აქაურობამ თავისი საოცარი და ხელშეუხებელი ბუნებით მომხიბლა. ბურიანი ნამდვილი აღმოჩენა იყო. თბილისის შემოგარენში ასე თუ ისე ვიცნობდი ადგილებს, მაგრამ აქაურობის შესახებ არაფერი ვიცოდი, გაოცებული დავრჩი. თან, პირველად რომ მოვხვდი, შემოდგომა იყო და ტყე სხვადასხვაფრად იყო აფერადებული, სრული სიმშვიდე, სიჩუმე, ჩიტების ჭიკჭიკი სუფევდა.

მოკლედ, აქ ერთ-ერთი ადგილი იყიდებოდა და შევიძინეთ, სადაც მე და ელგუჯამ საკუთარი ხელით წლების განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. მერე აქ შეკრებებს ვაწყობდით, ტრადიციად მქონდა დამკვიდრებული, შემოდგომით მეგობრებს ვეპატიჟებოდი და სხვადასხვა ფერის ტიტების ბოლქვებს ვრგავდით. სტუმრებს ტილოებს, საღებავებს, ფუნჯებს ვახვედრებდი და ვისაც რა უნდოდა, ხატავდა... ამის მერე თანდათან ჩვენი მეგობრებიდან აქ ბევრს მოუნდა დასახლება და იყიდეს კიდეც სააგარაკედ ადგილები...

- აქეთ თბილისიდან საცხოვრებლად წამოსვლა უკვე პანდემიის პერიოდში გადაწყვიტეთ და ქოხის აშენებაც ამ პერიოდს უკავშირდება, ხომ?

- კი, ასეა. ეს ჩვენი ხის ქოხი კიდევ განსხვავებულ ადგილას არის, ჩვენს სახლთან ახლოს, ოღონდ, ოდნავ ქვემოთ, ტყეში ჩავდივართ...

- ქოხის აშენების იდეა საიდან მოვიდა?

- ჩემი მეუღე პოეტია, მწერალია, მისი საყვარელი მწერალი კი ამერიკელი ჰენრი დევიდ თოროა, ადამიანი, რომელიც საცხოვრებლად ტყეში გადავიდა, სადაც ქოხი ააშენა. ჰენრის ელგუჯა მის სულიერ მოძღვარსაც უწოდებს... ეტყობა, ამ ყველაფერმა მასზე გავლენა მოახდინა და ტყეში აშენებულ ქოხში ცხოვრების სურვილი გაუჩნდა...

პანდემიისას აქ რომ ამოვედით, ცხადია, ქოხი ჯერ არ იყო აშენებული და ტყეში აქტიური სიარული დაიწყო, საკუთარი თავის გამოცდას ასე ცდილობდა. შეძლებდა თუ არა საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრების შემდეგ ტყეში დასახლებული, სირთულეების დაძლევას.

პირველი ტალღის დროს წიგნი - "პანდემია, ანუ მთაში ცხოვრება" დაწერა, რომელიც გამოსაცემად მზად არის. წიგნში მსოფლიო ამბები ტყის ამბების ფონზეა ასახული. მეც ვარ მისი წიგნის პერსონაჟი, დიალოგები აქვს ჩემთან.

იმ პერიოდში ფრანგული ბოსტანიც გავაკეთეთ, ჩითილები დავრგეთ, ყველაფერი ინტერნეტით ვისწავლეთ, აზრს სხვებსაც ვეკითხებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, სეტყვამ გაგვიფუჭა და გული ძალიან დაგვწყდა.

- ქოხის აშენებამდეც ბევრი რამ მოგისწრიათ...მოკლედ, ასე ეგუებოდით გარემოს და თავსაც ცდიდით...

- ბუნებასთან სიახლოვე ჩვენთვის კიდევ ცალკე თემაა. ფაქტობრივად, აქ გვაძლებინებდა და გვაძლებინებს საოცარი ბუნება - დილა რომ გათენდება, მზე რომ ამოვა, შეგრძნება გვაქვს, რომ ბუნების ნაწილი ვართ, ძალას გვმატებს აქაურობა, ტყის ენერგია გვამხნევებს...აქ ვისწავლე, როგორ დავამზადო ტყის კენკრისგან ჩაი, პანტის არაყიც კი გამოვხადეთ, პანდემიის პერიოდში იმუნიტეტიც გავაძლიერეთ. უგემრიელესია ასკილის კვირტებისგან დამზადებული ჩაი C ვიტამინითაა მდიდარი... მოკლედ, ბევრი რამ შევძელით...

ამის პარალელურად, გაიხედავ და შეიძლება, მელაკუდამაც თავისი ფუმფულა კუდით ახლოში ჩაისეირნოს, ისმის არც ისე სასიამოვნოდ მგლის ყმუილიც, ფრინველების საოცარი ჭიკჭიკი, ჟღურტული, გალობა.

ელგუჯა მარღია:

"ჩემთვის ამ საქმეში დიდი სტიმული, როგორც მანანამ გითხრათ, ამერიკელი მწერალი ჰენრი დევიდ თორი იყო, ის ამერიკელი ილია ჭავჭავაძე გახლდათ, სამაგალითო პიროვნება და მისი "ტყეში ცხოვრება" ჩემთვის ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია. ტყე ბევრს უყვარს, თავისი მიმზიდველობის გამო და ამით ორიგინალური ვერ ვიქნები, მაგრამ ასეთ ადგილს ნამდვილად ვეძებდით და ბურიანში აღმოვაჩინეთ...

როსტომ ჩხეიძეს მერაბ კოსტავაზე აქვს შესანიშნავი ბიოგრაფიული რომანი "ძენი მუსიკის, ძენი ქარიშხლის", სადაც მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიას ეუბნება, რომ გარკვეული პერიოდის მერე, პოლიტიკურ ცხოვრებას რომ ჩამოვცილდები, ტყეში თოროსავით მინდა ვიცხოვროო. ამ წიგნს რომ გავეცანი, ჩემზე იმოქმედა... მერე ასაკი რომ გემატება, ტყისკენ, სიმყუდროვისკენ და სიჩუმისკენ მიგიწევს გული.

მანანასაც ჰქონდა იდეა, რობაის პოეტი ქოხი ტყეში ავაშენოთო... მოკლედ, ავაშენეთ. 20 კვ-მდეა, თავის აივნით, ტერასით, გადასახედით, პატარა ეზო აქვს მოაჯირებით, რომელიც მე გავაკეთე. მშენებლობა არ მეხერხებოდა, მაგრამ ბადრი-კახა ბეროშვილთან, მეგობარ ხელოსანთან ერთად, რა თქმა უნდა, მანანაც გვეხმარებოდა, ერთობლივად ერთ თვეში ავაშენეთ.

მოკლედ, როგორც ჰენრი თოროს ეხმარებოდნენ მეგორები, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც... საბოლოოდ კი ეს ყელაფერი რაღაც ძალამ შემაძლებინა, არ ვიცი, ალბათ ეს ტყის ძალა იყო, აქედან მიღებული ენერგია,“ - გვიყვება ბატონი ელგუჯა.

მისი თქმით, ქოხი ძველი, მეორადი მასალით აშენდა.

"მანამდე ერთი ძველი კოტეჯი დავშალე, რომელიც თავის დროზე ლიტერატორ ჯონდი ბარდაველიძეს ეკუთვნოდა... დაშლა შრომატევადი იყო - 23 კვირა დასჭირდა. უძველესი ორიგინალური კრამიტი მანანას დას ჰქონდა თბილისში და მანანამ ჩამოიტანა. მერე საკუთარი ხელით სათითაოდ რეცხავდა და ქოხი იმ კრამიტით გადავხურეთ... მოკლედ, წელს შობა-ახალ წელს უკვე აქ შევხდით. ძველი შეშის ღუმელი გვაქვს, მეგობარმა, აქაურმა მოსახლემ ციცინო ფუტკარაძემ გვისახსოვრა და ასე ვთბებით. ქოხში არის ბიბლიოთეკაც, სადაც მუშაობა და ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ, ეს ქოხიც სრულიად საკმარისია ბედნიერებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანის სურვილზე, ნებისყოფაზე, გამძლეობასა დ მებრძოლ ბუნებაზეა დამოკიდებული, ანუ აქ როგორ გამოცდის საკუთარ თავს.

მანანა გეგიძე:

"სულ სიძველეშია ქოხი "გამოწყობილი" და ყველაფერი სინთეზშია. მეზობელმა უძველესი წაბლის ფანჯრები მაჩუქა. ამ სიძველეებისგან ზღაპრული სამყარო და ახალი სიცოცხლე შევქმენით, ბევრ რამეს სული თავიდან ჩავბერეთ... აქაურობას სამყაროს ცენტრს ვუწოდებ, შეიძლება, გაზვიადებული ნათქვამი იყოს, მაგრამ ჩემთვის ცენტრია. აქედან შევძელი პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად გაგრძელება, ამერიკაში შვილთან მუდმივი კონტაქტი, იმ დღეს მეცინებოდა, აქვე ტურა კიოდა და შვილიშვილმა ამერიკაში სკოლიდან გამოსვლა რომ დააგვიანა, ქოხიდან ვარკვევდი მის საქმეს. სამსახურებს აქედან ვუკავშირდებით, ანუ კომპანიებს, ვისაც ვემსახურებით, ჩემი ყველა რგოლი მუშაობს. ყველას - ახლობლებს, შვილებს უკვირთ, ჩვენი ასეთი გადაწყვეტილება.

- ტყიდან რას დაგვაბარებდით ჩვენს მკითხველთან?

- იყვნენ ბუნებასთან ახლოს, ეს სასიამოვნო განცდას მიანიჭებთ, რადგანაც ადამიანი ბუნების შვილია, ბუნებაში შეიგრძნობა ყველფერი. აქ ყველაფერი საოცარია, - გათენება, დაღამება, მთვარიანი ღამე, თოვა - ეს ყველაფერი ამ პანდემიისას ჩვენი სულის მალამოა. რომ არა ეს ადგილი, ალბათ ცუდად ვიქნებოდით. მკითხველს კი ვეტყვი, რომ ტყეს ყველანი უნდა გაუფრთხილდეთ. აქ თითოეულ ნერგს, ფოთოლს ვეფერები, ტოტი რომ ტოტია, იმასაც არ ვტეხავ და ვჭრი...

ბედნიერი ვარ და ამის შეგრძნება ტყემ მომცა. კრიზისი, მსოფლიო პანდემია შესაძლებლობად მივიღეთ და შევძელით ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა.

- სამომავლოდ რას ფიქრობთ?

- პანდემია რომ გადაივლის, თბილისში კი დავბრუნდებით, მაგრამ აქაურობას ვერ შეველევით - სანახევროდ მაინც აქეთ ვიქნებით. ამ პერიოდში მეგობრებიც გვკითხულობენ, მოდიან, ვსაუბრობთ. გვინდა, საუბრები რობაის ქოხიდან საჭირბოროტო საკითხებზე იყოს ხოლმე, ტყის სკოლაც გვინდა გავაკეთოთ, მომავალმა თაობამ ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრება რომ ისწავლოს. ბავშვები ბუნების სიყვარულით უნდა გაიზარდონ და უნდა იცოდნენ, რომ ტყეს გაუფრთხილდნენ!