საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა
"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა

15 წე­ლი­წა­დი გა­ვი­და "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კის" სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, 28 წლის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბი­დან. სან­დროს ცხე­და­რი 2006 წლის 28 იან­ვარს იპო­ვეს ოქ­რო­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბით და მას მერე ოჯა­ხი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვს.

15 წე­ლია, სან­დროს ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი მის საფ­ლავ­თან იკ­რი­ბე­ბი­ან და პა­ტივს მი­ა­გე­ბენ მის ხსოვ­ნას. სან­დროს მამა, გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სა­მარ­თა­ლი ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აღ­სრულ­და.

გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი:

- 15 წელი გა­ვი­და სან­დროს სა­დის­ტუ­რი მკვლე­ლო­ბი­დან, მაგ­რამ ამ დრომ­დე, სამ­წუ­ხა­როდ, სა­მარ­თა­ლი არ აღ­დგა. ვინ­მეს თუ ჰგო­ნია, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ჭე­რით რამე გა­კეთ­და, ეს არ არის სწო­რი. ისი­ნი იმ­დენ სი­ბინ­ძუ­რე­ში იყ­ვნენ გა­რე­უ­ლე­ბი და იმ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი, რომ გინ­და სან­დროს სა­ხე­ლი და­არ­ქვი და გინ­და - სხვა რამ, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უცხო­ეთ­ში არი­ან გაქ­ცე­უ­ლე­ბი და დღემ­დე არა­ვინ იცის, უშუ­ა­ლოდ ვინ არის სან­დროს მკვლე­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ საქ­მე რომ გა­ნახ­ლდა, გა­მიჩ­ნდა იმე­დი, რომ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბო­და, მაგ­რამ დღემ­დე არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მო­უ­ძი­ე­ბია ეს საქ­მე ბო­ლომ­დე და არ და­უს­ჯია დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

უკვე მივ­ხვდი ერთ რა­მეს: ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გინ­და ძვე­ლი იყოს, გინ­და - ახა­ლი, ეტყო­ბა, თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­მუ­ლე­ბი არი­ან და ერ­თმა­ნე­თის დაც­ვა­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი, რად­გან კაც­მა არ იცის, მერე ვინ მოვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ამა­თაც არ მო­უ­წი­ოთ პა­სუ­ხის­გე­ბა. ამ პან­დე­მი­ის დროს სვა­ნეთ­ში ვარ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აქე­დან ვა­ტა­რებ დის­ტან­ცი­უ­რად ლექ­ცი­ებს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი თუ სვა­ნეთ­ში, იქაც და აქაც მა­ინც მარ­ტო ვარ სახ­ლში.

სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ დიდი მო­ლო­დი­ნი მქონ­და, რომ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბო­ლომ­დე მი­იყ­ვან­და ამ საქ­მეს, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემს ოჯახ­თან ერ­თად იდგა ეს წლე­ბი, მარ­თლა ყვე­ლა­ზე დიდი შე­დე­გი სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, სა­დაც პირ­და­პირ წე­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­ულ­ზე. შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის დას­ჯა არა­ფერს ნიშ­ნავს, თან მა­თაც ჯერ სას­ჯე­ლი შე­უმ­ცი­რეს, ცოტა ხან­ში - გა­მო­უშ­ვეს და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უცხო­ეთ­ში და­სე­ირ­ნო­ბენ. ყვე­ლას და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო, მარ­ტო ორი კა­ცია თბი­ლის­ში, ისი­ნიც იმი­ტომ, რომ გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლეს. დათა ახა­ლა­ია და­უს­ჯე­ლია, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ღა­ია, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვეა, აქეთ იქით და­სე­ირ­ნობს და - ვი­თომც არა­ფე­რი. არა­და, ყვე­ლამ მას და­ა­დო ხელი და ყვე­ლამ იცის, რომ ეს მკვლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით მოხ­და.

სა­ლა­ღა­ი­ას და­ნა­შა­ულს დამ­ტკი­ცე­ბაც არ სჭირ­დე­ბა, მან უთხრა დათა ახა­ლა­ი­ას, ახა­ლა­ი­ამ - მელ­ნი­კოვს და მერე იცით, რაც მოხ­და. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 4-5 კა­ცია დას­ჯი­ლი და ისიც არ ვი­ცით, უშუ­ა­ლოდ რო­მელ­მა მოკ­ლა სან­დრო. რა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კო მას მერე, რაც ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე, დას­ჯის ნაც­ვლად, ისევ მუ­შა­ობს და 2015 წელს პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­ჯილ­დო­ვა კი­დეც. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­შინ ვუ­თხა­რი, თუ მუ­რუ­სი­ძეს ისევ აირ­ჩევთ, სა­მარ­თა­ლი არ ყო­ფი­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში-მეთ­ქი, ის კი ისევ აგ­რძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ ვი­თა­რე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს ბრძო­ლას. არა­და, მთელ­მა ქვე­ყა­ნამ ნახა, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მემ სა­ერ­თოდ შეც­ვა­ლა ქვეყ­ნის ის­ტო­რია, და ხე­დავ­დით ირი­ნას, რო­გორ იბ­რძო­და ბო­ლომ­დე და რო­გორ ებ­რძო­და იმ რე­ჟიმს. ამა­ზე არ შევ­ჩერ­დე­ბი, რად­გან ყვე­ლამ იცის, რაც იყო და რო­გორც იყო.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან თუ გქონ­დათ შეხ­ვედ­რე­ბი და რას გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ?

- თა­ვი­დან ყვე­ლას­თან ვი­ყა­ვი შეხ­ვედ­რა­ზე და მპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ საქ­მეს ბო­ლომ­დე გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა თა­ვი­დან, მაგ­რამ საქ­მე რა­ღაც ეტა­პამ­დე მი­დი­ო­და და მერე ჩერ­დე­ბო­და. ეს ხდე­ბო­და 2012 და 2013 წლებ­ში. 2015 წლის მერე უკვე სა­ერ­თოდ გა­ჩერ­და ეს საქ­მე. მე შე­მიძ­ლია გა­მო­ვი­დე და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი პრო­ტეს­ტი და გან­ვა­ცხა­დო ყვე­ლა­ფე­რი, ამას მოყ­ვე­ბა, ალ­ბათ, პა­ტა­რა რე­აქ­ცია, მაგ­რამ მერე ისევ ისე და­წყნარ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და რა აზრი აქვს ასეთ პრო­ტესტს. მეც უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლო და უნდა ვუ­შა­ლო ნერ­ვე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩემ გვერ­დით იბ­რძო­და. იმ პე­რი­ოდ­ში ვინც და­ი­სა­ჯა, ის იყო, მერე არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლო­ბა ავი­ღოთ, რა თა­მაშს თა­მა­შო­ბენ, ვერ გა­ვი­გე. დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ვუ­ყუ­რებ, ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­ცი­ლოა. ქარ­თულ არ­ხებს თით­ქმის არ ვუ­ყუ­რებ, რომ უყუ­რო, მა­შინ უნდა გა­აფ­რი­ნო ადა­მი­ან­მა. მი­დის თა­მა­ში. დღეს წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან და თვი­თონ კი არი­ან ძა­ლი­ან კარ­გად...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
195

არა ეხლა შენი ძველი ბიჭი შვილის გამო მთელ საქართველის სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ... მის მერე რამდენი მოკლა პოლიციამ, ხალხმა სახელებიც არ იციან. შენ შვილს ამერიკაში რომ ეგ მომხდარიყო რაც შარდენზე მოხდა, ოქროყანაშიც არ აიყვანდნენ, იქვე ესროდნენ. ახალია რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს მაგიდები რომ არ უნდა უყირავო და დედები რომ არ უნდა მოუკითხო ?! თუ ქალაქელ "კაი ბიჭებს " ყველაფერი ეპატიებათ?! 

???????????????
27

მერაბიშვილი და მისი ბანდა გარეთ უნდა იყვნენ თუ სამუდამო უნდა ჰქონდეთ მისჯილი ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა

"მთავარი დამნაშავე, თაკო სალაყაია აქეთ-იქით დასეირნობს, მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი" - გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ 15 წლის შემდეგაც სამართლიანობა არ აღსრულდა

15 წელიწადი გავიდა "გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის შემზარავი მკვლელობიდან. სანდროს ცხედარი 2006 წლის 28 იანვარს იპოვეს ოქროყანაში უამრავი დაზიანებით და მას მერე ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

15 წელია, სანდროს ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები მის საფლავთან იკრიბებიან და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. სანდროს მამა, გურამ გირგვლიანი ამბობს, რომ სამართალი ამდენი წლის განმავლობაში არ აღსრულდა.

გურამ გირგვლიანი:

- 15 წელი გავიდა სანდროს სადისტური მკვლელობიდან, მაგრამ ამ დრომდე, სამწუხაროდ, სამართალი არ აღდგა. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილის დაჭერით რამე გაკეთდა, ეს არ არის სწორი. ისინი იმდენ სიბინძურეში იყვნენ გარეულები და იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ გინდა სანდროს სახელი დაარქვი და გინდა - სხვა რამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. დანარჩენი დამნაშავეები უცხოეთში არიან გაქცეულები და დღემდე არავინ იცის, უშუალოდ ვინ არის სანდროს მკვლელი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმე რომ განახლდა, გამიჩნდა იმედი, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა, მაგრამ დღემდე არც ამ ხელისუფლებას გამოუძიებია ეს საქმე ბოლომდე და არ დაუსჯია დამნაშავეები.

უკვე მივხვდი ერთ რამეს: ხელისუფლებას, გინდა ძველი იყოს, გინდა - ახალი, ეტყობა, თავისი წესები აქვს, ერთმანეთზე გადაბმულები არიან და ერთმანეთის დაცვაზე არიან გადასულები, რადგან კაცმა არ იცის, მერე ვინ მოვა ხელისუფლებაში და ამათაც არ მოუწიოთ პასუხისგება. ამ პანდემიის დროს სვანეთში ვარ, უნივერსიტეტში აქედან ვატარებ დისტანციურად ლექციებს. რა მნიშვნელობა აქვს, თბილისში ვიქნები თუ სვანეთში, იქაც და აქაც მაინც მარტო ვარ სახლში.

სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ დიდი მოლოდინი მქონდა, რომ უფრო გააქტიურდებოდა ხელისუფლება და ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს, მაგრამ ასე არ მოხდა. მადლობა ყველას, ვინც ჩემს ოჯახთან ერთად იდგა ეს წლები, მართლა ყველაზე დიდი შედეგი სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო, სადაც პირდაპირ წერია ხელისუფლების დანაშაულზე. შემსრულებლების დასჯა არაფერს ნიშნავს, თან მათაც ჯერ სასჯელი შეუმცირეს, ცოტა ხანში - გამოუშვეს და დამნაშავეები უცხოეთში დასეირნობენ. ყველას დატოვებული აქვს საქართველო, მარტო ორი კაცია თბილისში, ისინიც იმიტომ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლეს. დათა ახალაია დაუსჯელია, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაღაია, რომელიც ამ საქმეში ყველაზე მთავარი დამნაშავეა, აქეთ იქით დასეირნობს და - ვითომც არაფერი. არადა, ყველამ მას დაადო ხელი და ყველამ იცის, რომ ეს მკვლელობა დაკვეთით მოხდა.

სალაღაიას დანაშაულს დამტკიცებაც არ სჭირდება, მან უთხრა დათა ახალაიას, ახალაიამ - მელნიკოვს და მერე იცით, რაც მოხდა. ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 4-5 კაცია დასჯილი და ისიც არ ვიცით, უშუალოდ რომელმა მოკლა სანდრო. რა სამართლიანობაზე უნდა ვილაპარაკო მას მერე, რაც ლევან მურუსიძე, დასჯის ნაცვლად, ისევ მუშაობს და 2015 წელს პრეზიდენტმა დააჯილდოვა კიდეც. ხელისუფლებას მაშინ ვუთხარი, თუ მურუსიძეს ისევ აირჩევთ, სამართალი არ ყოფილა ამ ქვეყანაში-მეთქი, ის კი ისევ აგრძელებს საქმიანობას. ამ ვითარებაში აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს ბრძოლას. არადა, მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საერთოდ შეცვალა ქვეყნის ისტორია, და ხედავდით ირინას, როგორ იბრძოდა ბოლომდე და როგორ ებრძოდა იმ რეჟიმს. ამაზე არ შევჩერდები, რადგან ყველამ იცის, რაც იყო და როგორც იყო.

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მთავარ პროკურორთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან თუ გქონდათ შეხვედრები და რას გეუბნებოდნენ?

- თავიდან ყველასთან ვიყავი შეხვედრაზე და მპირდებოდნენ, რომ საქმეს ბოლომდე გამოიძიებდნენ. გამომძიებელმა ყველაფერი გააკეთა თავიდან, მაგრამ საქმე რაღაც ეტაპამდე მიდიოდა და მერე ჩერდებოდა. ეს ხდებოდა 2012 და 2013 წლებში. 2015 წლის მერე უკვე საერთოდ გაჩერდა ეს საქმე. მე შემიძლია გამოვიდე და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პროტესტი და განვაცხადო ყველაფერი, ამას მოყვება, ალბათ, პატარა რეაქცია, მაგრამ მერე ისევ ისე დაწყნარდება ყველაფერი და რა აზრი აქვს ასეთ პროტესტს. მეც უნდა ვინერვიულო და უნდა ვუშალო ნერვები იმ ადამიანებს, ვინც ჩემ გვერდით იბრძოდა. იმ პერიოდში ვინც დაისაჯა, ის იყო, მერე არაფერი შეიცვალა. თუნდაც დღევანდელობა ავიღოთ, რა თამაშს თამაშობენ, ვერ გავიგე. დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ, ყველაფერი სასაცილოა. ქართულ არხებს თითქმის არ ვუყურებ, რომ უყურო, მაშინ უნდა გააფრინო ადამიანმა. მიდის თამაში. დღეს წესიერი ადამიანები ცოცხლები აღარ არიან და თვითონ კი არიან ძალიან კარგად...წაიკითხეთ სრულად

"თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, ნაკლებია ალბათობა, რომ მესამე ტალღა გვქონდეს" - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერის" შემდეგ საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანა იგეგმება

"ერთი იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება, დაეტიე, სადაც ხარ? - ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია" - მეუფე იაკობი კარტოგრაფებსა და გარეჯზე