მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა
"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

ჟურ­ნა­ლის­ტის, ონ­ლა­ინ ჟურ­ნალ AT.GE-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ნინო და­რა­სე­ლის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ო­ცა. 11 წლის მა­რი­ტა ბე­რი­ძე "იმედ­ზე" "პა­ტა­რე­ბის დიდ შო­უ­ში" გა­მოჩ­ნდა, ვი­ო­ლი­ნო­ზე და­უკ­რა და ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა Moon River შე­ას­რუ­ლა.

ნინო და­რა­სე­ლი ამ­ბობს, რომ ცდი­ლობს მა­რი­ტა კონ­კურ­სებ­სა და გა­და­ცე­მებს მო­ა­რი­დოს, თუმ­ცა გო­გო­ნას­თვის სცე­ნა მთე­ლი სამ­ყა­როა. სხვა­თა შო­რის, მა­რი­ტას დე­ბი­უ­ტი პირ­ვე­ლად ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილმში "ოქ­როს ძაფი" შედ­გა.

- მა­რი­ტა პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე ბევრ წრე­ზე და­დი­ო­და, მათ შო­რის სიმ­ღე­რა­ზეც, სწო­რედ იქი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვია, ნატო მე­ტო­ნი­ძის სტუ­დი­ა­ში შე­ეჩ­ვია სცე­ნა­ზე დგო­მას. მე მის ასაკ­ში ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, მა­რი­ტამ კი გა­და­ცე­მა­ში მის­ვლამ­დე რე­პერ­ტუ­ა­რიც თა­ვად შე­არ­ჩია და ის­წავ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ერთი წე­ლია პან­დე­მი­ის გამო ვი­ო­ლი­ნო­ზეც ვე­ღარ და­დის. გა­და­ცე­მის­თვის მზა­დე­ბი­სას ერ­თა­დერ­თი ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა ის იყო, რომ ჩემ მე­გო­ბარს, თიკო კვი­ნი­კა­ძეს ვთხო­ვე, მის­თვის კაბა შე­ე­კე­რა.

- გა­და­ცე­მი­დან ჩან­და, რომ მა­რი­ტას მა­მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს...

- ჩემი და ნი­კას უფ­რო­სი შვი­ლი ზა­ზუ­კა 27 წლი­საა და მას­თან ერ­თად რო­გორც და-ძმა ისე გა­ვი­ზარ­დეთ. მა­რი­ტას­თან უკვე დედა და მამა ვართ, დიდ დროს ვა­ტა­რებთ მას­თან. ხომ ამ­ბო­ბენ, რომ მა­მებს გო­გო­ნებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქ­ვთო, ნიკა და ზა­ზუ­კა ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან, ტო­ლებს გვა­ნან, აი, მა­რი­ტას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კი ვერ გა­ი­გებ რო­მე­ლია დიდი, რად­გან მა­რი­ტა აკონ­ტრო­ლებს ნი­კას.

ნინო და­რა­სე­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად

- მა­რი­ტამ გა­და­ცე­მა­ში თქვა, დი­ლას ექვს სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ და დე­დას ფან­ქე­ი­ქებს ვუ­ცხო­ბო...

- მარ­თა­ლია, დი­ლას ექვს სა­ათ­ზე დგე­ბა, მაღ­ვი­ძა­რა აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი. ოღონდ ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით აკე­თებს. დედა ჩემს მი­მართ ძა­ლი­ან მკაც­რი იყო, მაგ­რამ მე ასე­თი არ ვარ. მა­რი­ტა ადრე იმი­ტომ დგე­ბა, რომ შემ­დეგ გაკ­ვე­თილ­ზე არ და­აგ­ვი­ან­დეს. თვი­თონ არის პა­სუ­ხიმ­გებ­ლი­ა­ნი ბავ­შვი. თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს ყვე­ლა კონ­კურ­სში, რო­დე­საც იგებს სად­მე კას­ტინ­გია, მთხოვს რომ მისი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ვაგ­ზავ­ნო. ამ დროს მე მა­ინც მე­რი­დე­ბა ხოლ­მე.

- პან­დე­მი­ამ რო­გორ იმოქ­მე­და მას­ზე?

- რა­ღაც­ნა­ი­რად ერ­გე­ბა ყვე­ლა­ფერს. ახლა მისი გა­ტა­ცე­ბა კუ­ლი­ნა­რი­აა. სულ რა­ღა­ცას აცხობს, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­ო­ბაა, მის მე­გობ­რებ­საც რომ ვუ­ყუ­რებ, ყვე­ლა ასეა. მა­რი­ტა ტან­ვარ­ჯიშ­ზეც და­დის, მღე­რის. რაც სახ­ლშია, ახლა სიმ­ღე­რას "იუ­თუ­ბი­დან" სწავ­ლობს, ონ­ლა­ინ ვარ­ჯი­შებს აკე­თებს, თუმ­ცა მა­ინც ვი­ტყვი, რომ ბავ­შვე­ბი პან­დე­მი­ამ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა.

- "ტიკ ტო­კით" ყო­ფი­ლა გა­ტა­ცე­ბუ­ლი... რამ­დე­ნად აკონ­ტრო­ლებთ მის აქ­ტი­ვო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

- რა­ღაც ეტაპ­ზე ვა­კონ­ტრო­ლებ, მაგ­რამ ჩემ­ზე მე­ტად წინ­წა­სუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში. "ტი­კტო­კის­თვის" ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბას მთხოვს ხოლ­მე რომ მეც ვი­ცეკ­ვო, მერე ამ­ბობს, რომ არ გა­მომ­დის და მე ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვრჩე­ბი. ვერ ავ­ყე­ვი "ტიკ ტო­კის" რიტმს, ის კი "ტიკ ტო­კის" თა­ო­ბაა.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს...

- ორი წლის წინ მა­რი­ტა ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ ფილმში გა­და­ი­ღო, სა­დაც მო­სახ­ვედ­რად ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი კას­ტინ­გი გა­ი­ა­რა. ნაც­ნო­ბო­ბით არ მომ­ხდა­რა, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­იყ­ვა­ნა კას­ტინგზე, ქალ­ბა­ტონ ლა­ნას არც ვიც­ნობ­დი, იმ დროს ფეხი მქონ­და მო­ტე­ხი­ლი და ვი­წე­ქი. მა­რი­ტამ ჯერ კი­დევ არ იცის რა ბედ­ნი­ე­რე­ბა ხვდა წი­ლად. მის ერთ ბე­ბი­ას ფილმში ნანა ჯორ­ჯა­ძე თა­მა­შობ­და და მე­ო­რე ბე­ბი­ას გუ­რან­და გა­ბუ­ნია. ფილმში ასე­ვე თა­მა­შობ­დნენ ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე, თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძე. მა­რი­ტას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი.

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე

- ბევ­რჯერ ახ­სე­ნეთ, რომ ცდი­ლობთ მის გვერ­დით არ გა­მოჩ­ნდეთ, რად­გან არ და­აბ­რა­ლონ რომ დე­დის გამო მი­ი­ღეს სად­მე...

- დიახ, მა­ინც ვე­რი­დე­ბი. ხომ იცით, ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რად­გან ჩემი შვი­ლია იმი­ტომ მო­ნა­წი­ლე­ობს. არ მიყ­ვარს კონ­კურ­სე­ბი, მაგ­რამ მა­რი­ტა სა­ერ­თოდ არ ღე­ლავს. სა­დაც შე­ჯიბ­რია სულ ვა­რი­დებ, მაგ­რამ თა­ვად მი­დის. ის რაც მე სტრე­სი მგო­ნია, ამ თა­ო­ბის­თვის აშ­კა­რად სხვა­ნა­ი­რა­დაა. მა­რი­ტამ იცის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად არც მე და არც ნი­კას პრობ­ლე­მა არ გვექ­ნე­ბა. ამ გა­და­ცე­მა­ზე ჩემ­მა შვილ­მა ზა­ზუ­კამ ისე ინერ­ვი­უ­ლა, ჩა­წე­რა­ზე ვერ წა­მო­ვი­და, შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ ნახა, ბევ­რი ვი­ტი­რე და ბო­ლოს გა­მოვ­რთეო.

თან ეს ყვე­ლა­ფე­რი ეძღვნე­ბო­და რუ­სოს და მა­ი­ას, იმი­ტომ რომ რამ­დე­ნი­მე არ­ხის ყუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ ცი­ხე­ში. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, რად­გან ვი­ცო­დით, რომ უყუ­რებ­დნენ ბავ­შვს, რო­მე­ლიც ოთხი წე­ლია არ უნა­ხავთ... არა­და, მა­რი­ტა რუ­სოს გაზ­რდი­ლია...

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
16

სულ ვწერდი ელიტური ქრონიკები გვაინტერესებს მეთქი და აჰაა.

ტოტო
10

ძალიან ნიჭიერი გოგონაა, წარმატებას ვუსურვებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

ჟურნალისტის, ონლაინ ჟურნალ AT.GE-ის დამფუძნებლის ნინო დარასელის უმცროსი ქალიშვილის სატელევიზიო გამოსვლამ ქართული საზოგადოება გააოცა. 11 წლის მარიტა ბერიძე "იმედზე" "პატარების დიდ შოუში" გამოჩნდა, ვიოლინოზე დაუკრა და ცნობილი სიმღერა Moon River შეასრულა.

ნინო დარასელი ამბობს, რომ ცდილობს მარიტა კონკურსებსა და გადაცემებს მოარიდოს, თუმცა გოგონასთვის სცენა მთელი სამყაროა. სხვათა შორის, მარიტას დებიუტი პირველად ლანა ღოღობერიძის ფილმში "ოქროს ძაფი" შედგა.

- მარიტა პანდემიის დაწყებამდე ბევრ წრეზე დადიოდა, მათ შორის სიმღერაზეც, სწორედ იქიდან დაგვიკავშირდნენ და გადაცემაში მონაწილეობა შემოგვთავაზეს. ძალიან აქტიური ბავშვია, ნატო მეტონიძის სტუდიაში შეეჩვია სცენაზე დგომას. მე მის ასაკში ძალიან მეშინოდა, მარიტამ კი გადაცემაში მისვლამდე რეპერტუარიც თავად შეარჩია და ისწავლა. სამწუხაროდ, ერთი წელია პანდემიის გამო ვიოლინოზეც ვეღარ დადის. გადაცემისთვის მზადებისას ერთადერთი ჩემი ჩართულობა ის იყო, რომ ჩემ მეგობარს, თიკო კვინიკაძეს ვთხოვე, მისთვის კაბა შეეკერა.

- გადაცემიდან ჩანდა, რომ მარიტას მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს...

- ჩემი და ნიკას უფროსი შვილი ზაზუკა 27 წლისაა და მასთან ერთად როგორც და-ძმა ისე გავიზარდეთ. მარიტასთან უკვე დედა და მამა ვართ, დიდ დროს ვატარებთ მასთან. ხომ ამბობენ, რომ მამებს გოგონებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთო, ნიკა და ზაზუკა ახლო მეგობრები არიან, ტოლებს გვანან, აი, მარიტასთან ურთიერთობისას კი ვერ გაიგებ რომელია დიდი, რადგან მარიტა აკონტროლებს ნიკას.

ნინო დარასელი შვილებთან ერთად

- მარიტამ გადაცემაში თქვა, დილას ექვს საათზე ვიღვიძებ და დედას ფანქეიქებს ვუცხობო...

- მართალია, დილას ექვს საათზე დგება, მაღვიძარა აქვს დაყენებული. ოღონდ ამ ყველაფერს თავისი ინიციატივით აკეთებს. დედა ჩემს მიმართ ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ მე ასეთი არ ვარ. მარიტა ადრე იმიტომ დგება, რომ შემდეგ გაკვეთილზე არ დააგვიანდეს. თვითონ არის პასუხიმგებლიანი ბავშვი. თავად მონაწილეობს ყველა კონკურსში, როდესაც იგებს სადმე კასტინგია, მთხოვს რომ მისი მონაცემები გავაგზავნო. ამ დროს მე მაინც მერიდება ხოლმე.

- პანდემიამ როგორ იმოქმედა მასზე?

- რაღაცნაირად ერგება ყველაფერს. ახლა მისი გატაცება კულინარიაა. სულ რაღაცას აცხობს, ექსპერიმენტებით არის დაკავებული. საერთოდ განსხვავებული თაობაა, მის მეგობრებსაც რომ ვუყურებ, ყველა ასეა. მარიტა ტანვარჯიშზეც დადის, მღერის. რაც სახლშია, ახლა სიმღერას "იუთუბიდან" სწავლობს, ონლაინ ვარჯიშებს აკეთებს, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ბავშვები პანდემიამ სერიოზულად დააზიანა.

- "ტიკ ტოკით" ყოფილა გატაცებული... რამდენად აკონტროლებთ მის აქტივობას სოციალურ ქსელში?

- რაღაც ეტაპზე ვაკონტროლებ, მაგრამ ჩემზე მეტად წინწასულია ტექნოლოგიებში. "ტიკტოკისთვის" ვიდეოს გადაღებას მთხოვს ხოლმე რომ მეც ვიცეკვო, მერე ამბობს, რომ არ გამომდის და მე ძალიან შეურაცხყოფილი ვრჩები. ვერ ავყევი "ტიკ ტოკის" რიტმს, ის კი "ტიკ ტოკის" თაობაა.

- მსახიობობაზე ოცნებობს...

- ორი წლის წინ მარიტა ლანა ღოღობერიძემ ფილმში გადაიღო, სადაც მოსახვედრად ასევე ძალიან დიდი კასტინგი გაიარა. ნაცნობობით არ მომხდარა, ჩემმა მეგობარმა მიიყვანა კასტინგზე, ქალბატონ ლანას არც ვიცნობდი, იმ დროს ფეხი მქონდა მოტეხილი და ვიწექი. მარიტამ ჯერ კიდევ არ იცის რა ბედნიერება ხვდა წილად. მის ერთ ბებიას ფილმში ნანა ჯორჯაძე თამაშობდა და მეორე ბებიას გურანდა გაბუნია. ფილმში ასევე თამაშობდნენ ზურაბ ყიფშიძე, თემიკო ჭიჭინაძე. მარიტას ძალიან მოეწონა გადაღების პროცესი.

ლანა ღოღობერიძის ფილმის პრემიერაზე

- ბევრჯერ ახსენეთ, რომ ცდილობთ მის გვერდით არ გამოჩნდეთ, რადგან არ დააბრალონ რომ დედის გამო მიიღეს სადმე...

- დიახ, მაინც ვერიდები. ხომ იცით, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რადგან ჩემი შვილია იმიტომ მონაწილეობს. არ მიყვარს კონკურსები, მაგრამ მარიტა საერთოდ არ ღელავს. სადაც შეჯიბრია სულ ვარიდებ, მაგრამ თავად მიდის. ის რაც მე სტრესი მგონია, ამ თაობისთვის აშკარად სხვანაირადაა. მარიტამ იცის, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად არც მე და არც ნიკას პრობლემა არ გვექნება. ამ გადაცემაზე ჩემმა შვილმა ზაზუკამ ისე ინერვიულა, ჩაწერაზე ვერ წამოვიდა, შემდეგ ტელევიზორში რომ ნახა, ბევრი ვიტირე და ბოლოს გამოვრთეო.

თან ეს ყველაფერი ეძღვნებოდა რუსოს და მაიას, იმიტომ რომ რამდენიმე არხის ყურების საშუალება აქვთ ციხეში. ბედნიერები ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ... არადა, მარიტა რუსოს გაზრდილია...

ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება - რა რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ მგზავრებს

კასპში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 508 პირის მდგომარეობა მძიმეა - რომელ რეგიონში რამდენი პაციენტი მკურნალობს კლინიკაში ამ დროისთვის