პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ... თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან, გექნებათ მესამე ძალა!" - მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებს აფასებს
"გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ... თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან, გექნებათ მესამე ძალა!" - მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

იმა­საც გვა­ფიქ­რე­ბი­ნე­ბენ, რომ ცოტა ჩა­ვე­რი­ოთ. მა­გა­საც მო­ვი­ფიქ­რებთ თუ ასე გა­აგ­რძე­ლეს! ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა, და­ღუ­პა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ამ იწი­ლო-ბი­წი­ლო­ში, - ასე შე­ა­ფა­სა ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა მე­უ­ფე ია­კობ­მა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცია უნდა ხე­დავ­დეს, რომ ქუ­ჩა­ში ხალ­ხის გა­მოყ­ვა­ნის ძალა არ აქვს. მე­უ­ფის გან­მარ­ტე­ბით, ეკ­ლე­სი­ამ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას გა­რეთ გა­მოს­ვლის­კენ რომ მო­უ­წო­დოს, ბევ­რად მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვა. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე მე­უ­ფემ ქა­და­გე­ბის დრო­საც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

„უფალ­სა და წმინ­და ნი­ნოს შევ­თხოვ, ქარ­თვე­ლებს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას, გო­ნი­ე­რე­ბა და გო­ნი­ე­რი გული გვქო­ნო­დეს ყვე­ლას­თან, გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნოს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან შე­და­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მოგ­ვეყ­ვა­ნოს ყვე­ლას ერ­თად, იმი­ტომ, რომ რა­საც ვუ­ყუ­რებ, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ და თუ ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბა, ად­ვი­ლად გა­მო­ვალთ და თუ ასე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბა იყო, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუდი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის. დღეს აქ ვინც ვცხოვ­რობთ, იმათ ყვე­ლა­ზე მე­ტად გვი­ჭირს და ღმერ­თმა მოგ­ვცეს ერ­თო­ბა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა. ჯერ არ არი­ან ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბად. სამ­წუ­ხა­როა, ამას რომ ვამ­ბობ.

დიდი ხა­ნია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთხოვ, რომ მოხ­დეს შე­რი­გე­ბა, დიდი შე­რი­გე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქალ­ქეს შო­რის უნდა მოხ­დეს შე­რი­გე­ბა, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს აქვს ერ­თმა­ნეთ­ზე გუ­ლის­წყვე­ტა და ამ­დე­ნი ხანი გრძელ­დე­ბო­დეს ეს, ვერ განვვი­თარ­დე­ბით. მე უბ­რა­ლოდ, რად­გან მინ­და, რომ ყვე­ლა შე­რიგ­დეს, არა­ვის გა­მოვ­ყოფ და თვი­თონ ხომ იცი­ან. ოპო­ზი­ცია უნდა შე­ვი­დეს თუ არა პარ­ლა­მენ­ტში, ნება მა­გა­თია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ასე ქუ­ჩა­ში გა­მო­ტა­ნა, ხომ ხვდე­ბი­ან, რომ ქუ­ჩა­ში იმ­დე­ნი ძალა არ აქვთ, ხალ­ხი ვერ გა­მოჰ­ყავთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ახლა ეკ­ლე­სი­ას რომ დას­ჭირ­დეს და ხალ­ხს და­უ­ძა­ხოს, მასე ცოტა ხალ­ხი გა­მო­ვა? უბ­რა­ლოდ სა­ჭი­რო რომ იყოს და რომ ვთხო­ვო ხალ­ხს, რო­გორ გგო­ნი­ათ რამ­დენ­ჯერ მეტი გა­მო­ვა? იმა­საც გვა­ფიქ­რე­ბი­ნე­ბენ, რომ ცოტა ისე ჩა­ვე­რი­ოთ, მა­გა­საც მო­ვი­ფიქ­რებთ თუ ასე გა­აგ­რძე­ლეს! ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა და­ღუ­პა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ამ იწი­ლო-ბი­წი­ლო­ში,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

კი­თხვა­ზე: შეძ­ლებს თუ არაა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნას, მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­ტო აღ­ნიშ­ნულს ვერც ერთი ძალა ვერ შეძ­ლებს.

„ცალ-ცალ­კე ვე­რა­ვინ შეძ­ლებს, ვინც არ უნდა იყოს. არც პო­ზი­ცი­ას და არც ოპო­ზი­ცი­ას, პი­რა­დად მე რო­გორც ვუ­ყუ­რებ, ყო­ვე­ლი საქ­მის ბოლო და­სა­წყის­ში­ვე უნდა ეძე­ბოო და მე ვფიქ­რობ, ის არ იცი­ან, მერე რა იქ­ნე­ბა. ერ­თმა­ნეთს და­ე­ჯახ­ნენ, თით­ქოს სხვა სა­ქარ­თვე­ლო აღარ არ­სე­ბობს. სხვა სა­ქარ­თვე­ლო უფრო დი­დია, უფრო ჭკვი­ა­ნია და უფრო გა­მოც­დი­ლია. თუ შევ­ხე­დე, რომ ვერ იქ­ცე­ვი­ან, თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ მე­სა­მე ძალა, გექ­ნე­ბათ მე­სა­მე ძალა!“- გნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
58

და ამ წვერებიანს ჰგონია, რომ მის დაძახილზე გამოსული ხალხის რაოდენობა, მესამე ძალის შექმნისთვის საკმარისია?

მგზავრი
78

წვერები ! ეკლესიას მიხედეთ ! საერო საქმეს მიხედავენ ვისაც ეს ეხება !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ... თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან, გექნებათ მესამე ძალა!" - მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

"გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ... თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან, გექნებათ მესამე ძალა!" - მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ. მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში, - ასე შეაფასა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა ხედავდეს, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ძალა არ აქვს. მეუფის განმარტებით, ეკლესიამ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი ადამიანი გამოვა. პოლიტიკურ პროცესებზე მეუფემ ქადაგების დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქართველი პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად ჩამოყალიბებულები არ არიან.

„უფალსა და წმინდა ნინოს შევთხოვ, ქართველებს, აბსოლუტურად ყველას, გონიერება და გონიერი გული გვქონოდეს ყველასთან, გაგვეკეთებინოს ის, რომ საქართველო ამ უმძიმესი მდგომარეობიდან შედარებით მშვიდობიანად გამოგვეყვანოს ყველას ერთად, იმიტომ, რომ რასაც ვუყურებ, რთულ სიტუაციაში ვართ და თუ ერთობა გვექნება, ადვილად გამოვალთ და თუ ასე, საზოგადოების პოლარიზება იყო, ეს იქნება ძალიან ცუდი თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს აქ ვინც ვცხოვრობთ, იმათ ყველაზე მეტად გვიჭირს და ღმერთმა მოგვცეს ერთობა და ერთსულოვნება. ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული ეს პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად. სამწუხაროა, ამას რომ ვამბობ.

დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას ვთხოვ, რომ მოხდეს შერიგება, დიდი შერიგება. აბსოლუტურად, საქართველოს ყველა მოქალქეს შორის უნდა მოხდეს შერიგება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აქვს ერთმანეთზე გულისწყვეტა და ამდენი ხანი გრძელდებოდეს ეს, ვერ განვვითარდებით. მე უბრალოდ, რადგან მინდა, რომ ყველა შერიგდეს, არავის გამოვყოფ და თვითონ ხომ იციან. ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში, ნება მაგათია, მაგრამ საერთოდ ასე ქუჩაში გამოტანა, ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა არ აქვთ, ხალხი ვერ გამოჰყავთ. წარმოიდგინეთ, ახლა ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? უბრალოდ საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ რამდენჯერ მეტი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ, მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე: შეძლებს თუ არაა „ქართული ოცნება“ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, მეუფემ აღნიშნა, რომ მარტო აღნიშნულს ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებს.

„ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს, ვინც არ უნდა იყოს. არც პოზიციას და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ, ყოველი საქმის ბოლო დასაწყისშივე უნდა ეძებოო და მე ვფიქრობ, ის არ იციან, მერე რა იქნება. ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანია და უფრო გამოცდილია. თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა!“- გნაცხადა მეუფე იაკობმა.

"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

საპატრიარქო ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მცხეთაში, სასულიერო პირები მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების "გადასახადის" გადახდას აიძულებდნენ