პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსაწყენია, გოგოებო“ - რა განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გელენჯიკის სასახლეზე, რომელიც ალექსი ნავალნის გამოძიების თანახმად, მისია
"მოსაწყენია, გოგოებო“ - რა განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გელენჯიკის სასახლეზე, რომელიც ალექსი ნავალნის გამოძიების თანახმად, მისია

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა პირ­ვე­ლად გა­უ­კე­თა კო­მენ­ტა­რი ალექ­სი ნა­ვალ­ნის ფილ­მს, რომლშიც, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის მტკი­ცე­ბით, ის უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც შავი ზღვის ნა­პირ­ზე, გე­ლენ­ჯიკ­თან ახ­ლოს დგას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ეკუთ­ვნის. ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის თქმით, მარ­თა­ლია, მას ფილ­მის­თვის არ უყუ­რე­ბია, მაგ­რამ თა­ნა­შემ­წე­ე­ბის მიერ შერ­ჩე­ულ ვი­დე­ო­მა­სა­ლებს თვა­ლი გა­და­ავ­ლო.

პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ცერ­თი ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც ალექ­სი ნა­ვალ­ნის ფილმ-გა­მო­ძი­ე­ბა­ში ფი­გუ­რი­რებს, არც მას და არც მისი ოჯა­ხის წევ­რებს არ ეკუთ­ვნით. "არა­ფე­რი იმათ­გან, რაც ფილმშია მი­თი­თე­ბუ­ლი, არც მე, არც ჩემს ახლო ნა­თე­სა­ვებს არ ეკუთ­ვნით და არც არას­დროს ეკუთ­ვნო­დათ“, - თქვა პუ­ტინ­მა სტუ­დენ­ტთა წი­ნა­შე ვი­დე­ო­გა­მოს­ვლი­სას, "რუ­სე­თის სტუ­დენ­ტო­ბის დღეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით. სა­სახ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენტს კი­თხვა და­უს­ვა უფის (ბაშ­კი­რე­თი) ნავ­თო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა და­ნი­ელ ჩე­მე­ზოვ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა თვით ფილმ-გა­მო­ძი­ე­ბას, მას პრე­ზი­დენ­ტმა "კომ­პი­ლა­ცია“ და "მონ­ტა­ჟი“ უწო­და:

"ჰო, ჩემი ფო­ტო­სუ­რა­თი და­უ­დი­ათ, როცა ბა­ტერ­ფლა­ის სტი­ლით ვცუ­რავ. მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი მო­ცუ­რა­ვე არ ვარ, მაგ­რამ მიყ­ვარს მა­ინც ზოგ­ჯერ გავ­ცუ­რო, მაგ­რამ ამ სუ­რათ­ზე ისე­თი აუზი ჩანს, სა­დაც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. არ ვიცი, რა აუ­ზია. სა­ერ­თოდ კი, რა თქმა უნდა, ასე­თი სტი­ლით ვცუ­რავ ხოლ­მე. სად და რო­დის? მა­გა­ლი­თად, 2016 წელს, მდი­ნა­რე ენი­სე­ი­ში. მაგ­რამ ფილმში ნაჩ­ვე­ნე­ბი ფო­ტო­სუ­რა­თი კომ­პი­ლა­ცი­უ­რია, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟის ნათ­ქვამს გა­ვი­მე­ო­რებ: "ეჰ, გო­გო­ე­ბო, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე მო­სა­წყე­ნია... რა­ღაც უკე­თე­სია მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი“, - თქვა პრე­ზი­დენ­ტმა.

ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და­ა­მა­ტა, რომ იგი იც­ნობს ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ნახ­სე­ნებ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს: "იმ ხალ­ხის­გან, რომ­ლებ­საც იქ ახ­სე­ნე­ბენ, მე ვი­ღა­ცე­ებს ვიც­ნობ, ზო­გი­ერ­თე­ბი ჩემი ახლო მე­გობ­რე­ბია, ყო­ფი­ლი კო­ლე­გე­ბი, ზოგი - შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვი, სხვა - უბ­რა­ლოდ, ნაც­ნო­ბე­ბი. ფილმში არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ“.

პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ფილ­მი მთლი­ა­ნად არ უნა­ხავს.

"მე ამ ფილ­მის­თვის მთლი­ა­ნად არ მი­ყუ­რე­ბია - იმი­ტომ, რომ მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი მა­სა­ლის ბო­ლომ­დე სა­ყუ­რებ­ლად, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ მაქვს, თუმ­ცა ვი­დე­ოკ­რე­ბუ­ლი ვნა­ხე, რო­მე­ლიც თა­ნა­შემ­წე­ებ­მა მო­მი­ტა­ნეს... სა­ერ­თოდ, ინ­ფორ­მა­ცია ვი­თომ­და ჩემი "სა­სახ­ლე­ე­ბის“ შე­სა­ხებ უკვე ათ წელ­ზე მე­ტია მუ­სი­რებს. ასეა თუ ისე, ახლა კარ­გი დრო გა­მო­ძებ­ნეს რა­ღაც მა­სა­ლე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტვი­ნის გა­მო­სა­რე­ცხად. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტერ­ნეტ­ში ფილ­მი და კი­დევ რა­ღაც ვი­დე­ოპ­როგ­რა­მე­ბი გა­უშ­ვეს“, - გან­მარ­ტა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა.

  • ალექ­სი ნა­ვალ­ნის "სრუ­ლი­ად რუ­სე­თის აქ­ცია“

შა­ბათს, 23 იან­ვარს, რუ­სე­თის ათო­ბით ქა­ლაქ­ში ალექ­სი ნა­ვალ­ნის მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან მომ­ხრე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ტინ­გე­ბი და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი ჩა­ტარ­და. მათ­მა ზო­გი­ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე ტუ­ა­ლე­ტის ის ატ­რი­ბუ­ტე­ბიც მი­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ფილმშია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. მოს­კოვ­ში, სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, აქ­ცი­ა­ში 40 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ზო­გი­ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ამ გა­მოს­ვლებს "ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი“ უწო­და რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში.

ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა კო­მენ­ტა­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­საც გა­უ­კე­თა. მისი თქმით, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს იმის უფ­ლე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი თვალ­საზ­რი­სი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში: "იმავდრო­უ­ლად, ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს სცილ­დე­ბა, არა­მარ­ტო კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია, არა­მედ საფრ­თხის მომ­ტა­ნიც, შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცი­ა­მაც კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით უნდა იმოქ­მე­დოს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­მა­ტა, რომ რუ­სეთ­ში სი­ტუ­ა­ცია არა­ერ­თხელ გა­მო­სუ­ლა კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­ხელ­მწი­ფო­ში რყე­ვა მოჰ­ყო­ლია. "ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და არა­მარ­ტო მათ­ზე, ვინც ქვე­ყა­ნას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ­ყევ­და, არა­მედ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზეც, რომ­ლე­ბიც ამ მოვ­ლე­ნებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ", - გა­ნა­ცხა­და მან.

პუ­ტინ­მა აშშ-ში კა­პი­ტო­ლი­ის შტურ­მი გა­იხ­სე­ნა:

"აი, რა ქნეს ვა­შინგტონ­ში - პარ­ლა­მენ­ტში შე­იჭრ­ნენ და და­ი­კა­ვეს. ნა­ხეთ, რას უშ­ვრე­ბი­ან ამ ადა­მი­ა­ნებს? რო­გორც ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა თქვა, "ჩვენ გრძე­ლი ხე­ლე­ბი გვაქვს - ყვე­ლას მივ­წვდე­ბით, ყვე­ლას და­ვი­ჭერთ და ყვე­ლას ჩავ­სვამთ“, თა­ნაც 15-დან 25 წლამ­დე, რო­გორც შიდა ტე­რო­რიზ­მი­სათ­ვის. ისი­ნიც პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­ზუნ­გე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს მიღ­მა მოქ­მე­დებ­დნენ. მაშ, რა­ტომ უნდა იყოს ჩვენ­თან ნე­ბა­დარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი? არ იქ­ნე­ბა“.

  • სა­სახ­ლე გე­ლენ­ჯიკ­ში

ალექ­სი ნა­ვალ­ნის ფილ­მს "სა­სახ­ლე პუ­ტი­ნი­სათ­ვის“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის მო­მენ­ტი­დან - 19 იან­ვრი­დან - "იუ­თუბ­ზე" 86 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს. ფილ­მი ორ­სა­ა­თი­ა­ნია და მოგ­ვი­თხრობს შავი ზღვის პი­რას, ქა­ლაქ გე­ლენ­ჯიკ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე დი­დე­ბულ სა­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც, რო­გორც ალექ­სი ნა­ვალ­ნი ამ­ტკი­ცებს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ვლა­დი­მირ პუ­ტინს ეკუთ­ვნის და მისი გა­რე­მოც­ვის მიერ ფი­ნან­დსე­ბა.

სა­სახ­ლის კომ­პლექ­სის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 68 ჰექ­ტარს შე­ად­გენს, თვი­თონ სა­სახ­ლი­სა კი - 17 691 კვად­რა­ტულ მეტრს. ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­ზეც სა­სახ­ლეა აშე­ნე­ბუ­ლი, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურს ეკუთ­ვნის და და­ხუ­რულ ტე­რი­ტო­რი­ა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ალექ­სი ნა­ვალ­ნი სა­სახ­ლეს "რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე დიდ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს“ უწო­დებს. იქ­ვეა გან­თავ­სე­ბუ­ლი და­ხუ­რუ­ლი "ყი­ნუ­ლის სა­სახ­ლეც“, ეკ­ლე­სია, ორან­ჟე­რეა, 80-მეტ­რი­ა­ნი ხიდი და ამ­ფი­თე­ატ­რი. რად­გა­ნაც სა­სახ­ლე ცი­ცა­ბო ნა­პირ­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი, შავი ზღვის პლაჟ­ზე გა­სას­ვლე­ლად გვი­რა­ბია გა­თხრი­ლი, მის ბო­ლო­ში კი სა­დე­გუს­ტა­ციო ოთა­ხია გან­ლა­გე­ბუ­ლი ზღვის ხე­დის სა­ყუ­რებ­ლად. აკ­რძა­ლუ­ლია სა­სახ­ლის ახ­ლოს ზღვა­ში თევ­ზა­ო­ბა, აკ­რძა­ლუ­ლია მის ზე­მოთ ცაში თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფრე­ნაც. "ად­გი­ლობ­რი­ვი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლას და­ბი­ჯი­თე­ბით თხოვს, რომ იდო­კო­პა­სის კონ­ცხს, სა­დაც სა­სახ­ლეა, არ მი­უ­ახ­ლოვ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ფილმში. წყა­რო

იხი­ლეთ სტა­ტია სა­სახ­ლე­ზე (+ფო­ტო­ე­ბი)

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
144

დიდება დიდ წმინდა რუსეთს.გაიხარე ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ.პირველი ხარ მაგარიც და მართალიც...ვლადიმერ სპასიტელ.

ciuri
121

saakashvilidan uswavlia tkuilebi navalins,stajireba albat mishastan gaiara.rashi gvainteresebs ra aqvs putins.dutam ramdeni nihieri bavshvebi agmoahina amaze weret gautavebliv.aravis ar mowkindeba.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

"მოსაწყენია, გოგოებო“ - რა განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გელენჯიკის სასახლეზე, რომელიც ალექსი ნავალნის გამოძიების თანახმად, მისია

"მოსაწყენია, გოგოებო“ - რა განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გელენჯიკის სასახლეზე, რომელიც ალექსი ნავალნის გამოძიების თანახმად, მისია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად გაუკეთა კომენტარი ალექსი ნავალნის ფილმს, რომლშიც, ოპოზიციონერის მტკიცებით, ის უზარმაზარი სასახლე, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე, გელენჯიკთან ახლოს დგას, რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ვლადიმირ პუტინის თქმით, მართალია, მას ფილმისთვის არ უყურებია, მაგრამ თანაშემწეების მიერ შერჩეულ ვიდეომასალებს თვალი გადაავლო.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არცერთი ობიექტი, რომელიც ალექსი ნავალნის ფილმ-გამოძიებაში ფიგურირებს, არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ეკუთვნით. "არაფერი იმათგან, რაც ფილმშია მითითებული, არც მე, არც ჩემს ახლო ნათესავებს არ ეკუთვნით და არც არასდროს ეკუთვნოდათ“, - თქვა პუტინმა სტუდენტთა წინაშე ვიდეოგამოსვლისას, "რუსეთის სტუდენტობის დღესთან“ დაკავშირებით. სასახლესთან დაკავშირებით პრეზიდენტს კითხვა დაუსვა უფის (ბაშკირეთი) ნავთობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა დანიელ ჩემეზოვმა.

რაც შეეხება თვით ფილმ-გამოძიებას, მას პრეზიდენტმა "კომპილაცია“ და "მონტაჟი“ უწოდა:

"ჰო, ჩემი ფოტოსურათი დაუდიათ, როცა ბატერფლაის სტილით ვცურავ. მაინცდამაინც დიდი მოცურავე არ ვარ, მაგრამ მიყვარს მაინც ზოგჯერ გავცურო, მაგრამ ამ სურათზე ისეთი აუზი ჩანს, სადაც არასდროს ვყოფილვარ. არ ვიცი, რა აუზია. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, ასეთი სტილით ვცურავ ხოლმე. სად და როდის? მაგალითად, 2016 წელს, მდინარე ენისეიში. მაგრამ ფილმში ნაჩვენები ფოტოსურათი კომპილაციურია, დამონტაჟებული. ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის ნათქვამს გავიმეორებ: "ეჰ, გოგოებო, ეს ყველაფერი უკვე მოსაწყენია... რაღაც უკეთესია მოსაფიქრებელი“, - თქვა პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინმა დაამატა, რომ იგი იცნობს ვიდეომასალაში ნახსენებ რამდენიმე ადამიანს: "იმ ხალხისგან, რომლებსაც იქ ახსენებენ, მე ვიღაცეებს ვიცნობ, ზოგიერთები ჩემი ახლო მეგობრებია, ყოფილი კოლეგები, ზოგი - შორეული ნათესავი, სხვა - უბრალოდ, ნაცნობები. ფილმში არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფილმი მთლიანად არ უნახავს.

"მე ამ ფილმისთვის მთლიანად არ მიყურებია - იმიტომ, რომ მსგავსი ინფორმაციის შემცველი მასალის ბოლომდე საყურებლად, უბრალოდ, თავისუფალი დრო არ მაქვს, თუმცა ვიდეოკრებული ვნახე, რომელიც თანაშემწეებმა მომიტანეს... საერთოდ, ინფორმაცია ვითომდა ჩემი "სასახლეების“ შესახებ უკვე ათ წელზე მეტია მუსირებს. ასეა თუ ისე, ახლა კარგი დრო გამოძებნეს რაღაც მასალების შესაგროვებლად და ჩვენი მოქალაქეების ტვინის გამოსარეცხად. შესაბამისად, ინტერნეტში ფილმი და კიდევ რაღაც ვიდეოპროგრამები გაუშვეს“, - განმარტა ვლადიმირ პუტინმა.

  • ალექსი ნავალნის "სრულიად რუსეთის აქცია“

შაბათს, 23 იანვარს, რუსეთის ათობით ქალაქში ალექსი ნავალნის მრავალათასიან მომხრეთა მონაწილეობით მიტინგები და დემონსტრაციები ჩატარდა. მათმა ზოგიერთმა მონაწილემ საპროტესტო აქციებზე ტუალეტის ის ატრიბუტებიც მიიტანა, რომელიც ფილმშია მოხსენიებული. მოსკოვში, სხვადასხვა მონაცემების თანახმად, აქციაში 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ზოგიერთმა აქტივისტმა და საზოგადოების წარმომადგენელმა ამ გამოსვლებს "ყველაზე მასობრივი“ უწოდა რუსეთის ისტორიაში.

ვლადიმირ პუტინმა კომენტარი საპროტესტო აქციებსაც გაუკეთა. მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თვალსაზრისი კანონის ფარგლებში: "იმავდროულად, ის ყველაფერი, რაც კანონის ჩარჩოებს სცილდება, არამარტო კონტრპროდუქტიულია, არამედ საფრთხის მომტანიც, შესაბამისად, პოლიციამაც კანონის მიხედვით უნდა იმოქმედოს“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა დაამატა, რომ რუსეთში სიტუაცია არაერთხელ გამოსულა კანონის ჩარჩოებიდან, რასაც საზოგადოებაში და სახელმწიფოში რყევა მოჰყოლია. "ასეთი სიტუაციები ნეგატიურ გავლენას ახდენდა არამარტო მათზე, ვინც ქვეყანას და საზოგადოებას არყევდა, არამედ იმ ადამიანებზეც, რომლებიც ამ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ", - განაცხადა მან.

პუტინმა აშშ-ში კაპიტოლიის შტურმი გაიხსენა:

"აი, რა ქნეს ვაშინგტონში - პარლამენტში შეიჭრნენ და დაიკავეს. ნახეთ, რას უშვრებიან ამ ადამიანებს? როგორც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა, "ჩვენ გრძელი ხელები გვაქვს - ყველას მივწვდებით, ყველას დავიჭერთ და ყველას ჩავსვამთ“, თანაც 15-დან 25 წლამდე, როგორც შიდა ტერორიზმისათვის. ისინიც პოლიტიკური ლოზუნგებით გამოვიდნენ, მაგრამ კანონის ჩარჩოებს მიღმა მოქმედებდნენ. მაშ, რატომ უნდა იყოს ჩვენთან ნებადართული ყველაფერი? არ იქნება“.

  • სასახლე გელენჯიკში

ალექსი ნავალნის ფილმს "სასახლე პუტინისათვის“ გამოქვეყნების მომენტიდან - 19 იანვრიდან - "იუთუბზე" 86 მილიონი ნახვა აქვს. ფილმი ორსაათიანია და მოგვითხრობს შავი ზღვის პირას, ქალაქ გელენჯიკთან ახლოს მდებარე დიდებულ სასახლეზე, რომელიც, როგორც ალექსი ნავალნი ამტკიცებს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის და მისი გარემოცვის მიერ ფინანდსება.

სასახლის კომპლექსის საერთო ფართობი 68 ჰექტარს შეადგენს, თვითონ სასახლისა კი - 17 691 კვადრატულ მეტრს. ტერიტორია, რომელზეც სასახლეა აშენებული, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის და დახურულ ტერიტორიადაა გამოცხადებული. ალექსი ნავალნი სასახლეს "რუსეთის ყველაზე დიდ საცხოვრებელ სახლს“ უწოდებს. იქვეა განთავსებული დახურული "ყინულის სასახლეც“, ეკლესია, ორანჟერეა, 80-მეტრიანი ხიდი და ამფითეატრი. რადგანაც სასახლე ციცაბო ნაპირზეა აშენებული, შავი ზღვის პლაჟზე გასასვლელად გვირაბია გათხრილი, მის ბოლოში კი სადეგუსტაციო ოთახია განლაგებული ზღვის ხედის საყურებლად. აკრძალულია სასახლის ახლოს ზღვაში თევზაობა, აკრძალულია მის ზემოთ ცაში თვითმფრინავების ფრენაც. "ადგილობრივი უშიშროების სამსახური ყველას დაბიჯითებით თხოვს, რომ იდოკოპასის კონცხს, სადაც სასახლეა, არ მიუახლოვდნენ“, - აღნიშნულია ფილმში. წყარო

იხილეთ სტატია სასახლეზე (+ფოტოები)

მოამზადა სიმონ კილაძემ

უელსში მდებარე ვაქცინის მწარმოებელ AstraZeneca-ს ქარხანაში საეჭვო ამანათი მიიღეს - გამოცხადდა ევაკუაცია

60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა -  ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა

ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ