სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა
ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ, ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის­თვის ნაგ­ვის დაყ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი ფან­გა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა ბე­რი­ძემ და­უ­დას­ტუ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ფან­გა­ნი უკვე აჭა­რის მთავ­რო­ბის სახ­ლთან მიმ­დი­ნა­რე ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ბა­თუმ­ში, დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის­თვის ნაგ­ვის დაყ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ირაკ­ლი ფან­გა­ნის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნი­სა და შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ფან­გა­ნი ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ და­კა­ვე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი დევ­ნის ფაქ­ტზე ი.ფ.-ს ბრალ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლა­დო­ბით დევ­ნის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 23 იან­ვარს, ბა­თუმ­ში, მე­მედ აბა­ში­ძის გამ­ზირ­ზე, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატს ი.ჩ.-ს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­დნენ, რა დრო­საც ი.ჩ.-ს, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის გამო უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბილ­მა ი.ფ.-მ თავ­ზე ნა­გა­ვი და­ა­ყა­რა, რი­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ი.ჩ.-ს დევ­ნა ძა­ლა­დო­ბით, მის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ი.ფ. 24 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლა­დო­ბით დევ­ნა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ი.ფ. ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ და­კა­ვე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ვი­ნა­ი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
172

ჩემი აზრით მაინც ძალიან ცუდად მოიქცა ირაკლი მამისტოლი კაცისთვის არ უნდა ეკადრებინა მსგავსი საქციელი, ------------------------------------ დაველოდები სხვების აზრსაც

დ.ჯ.
146

ირაკლი! არ მოიქეცი კარგად. ბათუმელი თუ ხარ და პოლიტიკაშიც ერევი , უნდა გცოდნოდა ჩავლეიშვილი ვინ არის რა წარსული აქვს. არ იმსახურებდა ასეთ მოქცევას. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი გაათავისუფლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ფანგანი თავისუფალია.

ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, ირაკლი ფანგანი უკვე აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე იმყოფება.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბათუმში, დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე დაკავებულ ირაკლი ფანგანისთვის ბრალის წარდგენისა და შემდეგ გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი ფანგანი ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

„საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

სამართალდამცველებმა ი.ფ. 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ი.ფ. ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებიდან გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია

განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოფა - "ახალი უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს"

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"