საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა" - მამუკა მდინარაძე
"ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა" - მამუკა მდინარაძე

პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პან­დე­მი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი შო­უ­ე­ბის და კინ­კლა­ო­ბის დრო არ არის.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ NDI-ის კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში, სა­დაც მმარ­თვე­ლი გუნ­დი დე­ბა­ტებ­შიც შევა და კრი­ტი­კა­საც მი­ი­ღებს.

„პან­დე­მი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, არა­მედ ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით ძლი­ერ ქვეყ­ნებ­ზე. პო­ლი­ტი­კუ­რი შო­უ­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბის დრო არ არის. ჩვენ ძი­რი­თა­დად გვი­წევს ამ პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი და ნაკ­ლე­ბად გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან იმ რე­ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრის­თვის ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ნამ­დვი­ლად ჯო­ბია, რომ ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში და უკვე ვი­ლა­პა­რა­კოთ კონ­კრე­ტულ თე­მებ­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. აქ მი­ვი­ღებთ კრი­ტი­კა­საც, ვიქ­ნე­ბით დე­ბა­ტებ­შიც და გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვა­წო­დებთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს ვხე­დავთ, რომ­ლე­ბიც დღე­საც ვირუ­სის მხა­რეს დგა­ნან და ცდი­ლო­ბენ, ვირუ­სის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი თა­ვის ბე­ნე­ფი­ტად ჩა­ით­ვა­ლონ. გვპირ­დე­ბი­ან „ცხელ“ გა­ზა­ფხულს, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც, ერთი მხრივ, სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საა და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი და მე­ო­რე მხრივ პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს”,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ამას­თან, მდი­ნა­რა­ძის­თვის NDI-ის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი გა­საკ­ვი­რია.

„დღეს ცოტა გა­საკ­ვი­რიც კი იყო NDI-ის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი იმი­ტომ, რომ ჩვენ ვი­ცით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზე­ზე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი ცდო­მი­ლე­ბის, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გით, რო­მელ­საც ეყ­რდნო­ბო­და NDI და რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლი აფი­ლი­რე­ბუ­ლი იყო კონ­კრე­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ამ ფარ­გლებ­შიც ვერ ჩაჯ­და ისე­თი შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც „ნაც­მოძ­რა­ო­ბას” აწყობ­და. ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზეა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის” რე­ი­ტინ­გი, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” რე­ი­ტინგთან შე­და­რე­ბით 6-ჯერ ნაკ­ლე­ბია და გა­მო­კი­თხულ იმ რეს­პო­დენ­ტთა 68%, ვინც სარ­თოდ აფიქ­სი­რებს კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რას, მხარს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას” უჭერს. ასე­ვე ფაქ­ტია, ეს არ არის ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა, NDI-ც ამ­ბობს თა­ვი­სი შე­დე­გე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 2/3 მო­უ­წო­დებს ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­მო­ვიდ­ნენ”,- გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და CRRC-სა­ქარ­თვე­ლოს მიერ დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად კვლავ ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი (72 პრო­ცენ­ტი) და, ამ­ჯე­რად უკვე, კო­რო­ნა­ვირუ­სიც (16 პრო­ცენ­ტი) აწუ­ხებს. ამას­თან, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, იმის­თვის, რომ ახალ­მა პარ­ლა­მენ­ტმა მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ა­ტა­როს, პარ­ტი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა (82 პრო­ცენ­ტი) და პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა არ­ჩე­უ­ლი პარ­ტი­ის ჩარ­თუ­ლო­ბაა (76 პრო­ცენ­ტი) სა­ჭი­რო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
11

ფეხი არ დაიდგა!

არჩი
10

ქვეყნისთვის და საქმისთვის არ აჯობებდა, შეზღუდვების მოხსნა-დატოვების, ვაქცინაციის და სხვა საჭირბოროტო საკითხზე პარლამენტში იმართებოდეს საგნობრივი დისკუსია ყველას მონაწილეობით? ჩხუბი და აყალ-მაყალი არ გვჭირდება.

როდის გვეღირსება ნორმალური სახელმწიფო და პოლიტიკოსები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა" - მამუკა მდინარაძე

"ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა" - მამუკა მდინარაძე

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პანდემიისგან მიყენებული ზიანი საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება და პოლიტიკური შოუების და კინკლაობის დრო არ არის.

როგორც მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში, სადაც მმართველი გუნდი დებატებშიც შევა და კრიტიკასაც მიიღებს.

„პანდემიისგან მიყენებული ზიანი ძალიან ცუდად აისახება არა მხოლოდ საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებზე. პოლიტიკური შოუების და პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის. ჩვენ ძირითადად გვიწევს ამ პოლიტიკურ თემებზე საუბარი და ნაკლებად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რაც ნეგატიური შედეგების აღმოფხვრისთვის ხორციელდება. ნამდვილად ჯობია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ პარლამენტის მუშაობაში და უკვე ვილაპარაკოთ კონკრეტულ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. აქ მივიღებთ კრიტიკასაც, ვიქნებით დებატებშიც და გაკეთებულ საქმეებზე საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწოდებთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს ვხედავთ, რომლებიც დღესაც ვირუსის მხარეს დგანან და ცდილობენ, ვირუსისგან მიყენებული ზიანი თავის ბენეფიტად ჩაითვალონ. გვპირდებიან „ცხელ“ გაზაფხულს, რევოლუციური სცენარის განვითარებას, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთვისაა დამაზიანებელი და მეორე მხრივ პერსპექტივა არ აქვს”,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძისთვის NDI-ის გამოკითხვის შედეგები გასაკვირია.

„დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო NDI-ის გამოკითხვის შედეგები იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, წლების განმავლობაში მიზეზები სერიოზული ცდომილების, რომელიც გამოწვეული იყო იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის შედეგით, რომელსაც ეყრდნობოდა NDI და რომელთა დიდი ნაწილი აფილირებული იყო კონკრეტულ ორგანიზაციებთან. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ფარგლებშიც ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, რომელიც „ნაცმოძრაობას” აწყობდა. ისტორიულ მინიმუმზეა „ნაცმოძრაობის” რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების” რეიტინგთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებია და გამოკითხულ იმ რესპოდენტთა 68%, ვინც სართოდ აფიქსირებს კონკრეტული პარტიის მხარდაჭერას, მხარს „ქართულ ოცნებას” უჭერს. ასევე ფაქტია, ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, NDI-ც ამბობს თავისი შედეგებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3 მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ”,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და, ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მოქალაქეთა ინტერესები გაატაროს, პარტიების თანამშრომლობა (82 პროცენტი) და პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობაა (76 პროცენტი) საჭირო.

"არასწორია გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე..." - გია ვოლსკი პოზნერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

"ნაცაქტივისტებს" არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი, არც სამაჩაბლო" - მდინარაძე გუშინდელ აქციას "ფსევდოპატრიოტიზმით" შეფუთულ ისტერიას" უწოდებს

"პოზნერს და დელეგაციის სხვა წევრებს საშვები მინიჭებული ჰქონდათ საქართველოს შსს-ის მიერ - მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე" - კანდელაკი