საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...რომელმა წამოწიეთ ერთი ადგილი და მოიკითხეთ? თქვენ უნდა წახვიდეთ და დაისვენოთ" - აჭარელი "ნაციონალი" სამადაშვილს და  გოცირიძეს მიმართავს პარტია დატოვონ
"...რომელმა წამოწიეთ ერთი ადგილი და მოიკითხეთ? თქვენ უნდა წახვიდეთ და დაისვენოთ" - აჭარელი "ნაციონალი" სამადაშვილს და  გოცირიძეს მიმართავს პარტია დატოვონ

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რმა ჯე­ლალ ქი­ქა­ვამ სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი და რო­მან გო­ცი­რი­ძე ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დაგ­მო­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ მათ ან პარ­ტია უნდა და­ტო­ვონ ან ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ.

ქი­ქა­ვამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში „ნი­უს­რუ­მი“ სა­მა­დაშ­ვილ­სა და გო­ცი­რი­ძეს მი­მარ­თა, „გზა და­უთ­მონ მათ, ვი­საც ბრძო­ლა სურთ“.

"ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბაა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ზო­გი­ერ­თი VIP წევ­რის­გან. იცით, რა მინ­და შე­გახ­სე­ნოთ თქვენ, ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე და ბა­ტო­ნო გო­ცი­რი­ძე? რო­დე­საც აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი, ელ­გუ­ჯა ბაგ­რა­ტი­ო­ნი და­ი­ჭი­რეს, რო­მელ­მა წა­მო­წი­ეთ ერთი ად­გი­ლი და მო­ი­კი­თხეთ, ერ­თმა მა­ინც მი­თხა­რით. თქვენ უკვე უნდა წახ­ვი­დეთ და უნდა და­ის­ვე­ნოთ. მი­ე­ცით გზა მათ, ვი­საც ბრძო­ლა უნდა. თქვენ არ გინ­დათ ბრძო­ლა. ეს არ იყო პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენტზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა, ოდით­გან­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ღა­ლა­ტეს ლაფს თავს ას­ხამ­დნენ, ჩვენ მას ლაფი და­ვას­ხით თავ­ზე და ეს ირაკ­ლი ფან­გან­მა შე­ას­რუ­ლა. ეს იყო ჩემი და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი და ჩემს თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ, არ მაქვს ამის პრობ­ლე­მა. ეს ბიჭი არის გმი­რი" - გა­ნა­ცხა­და ქი­ქა­ვამ.

მან სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს მი­მარ­თა, პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს გა­ე­რი­დოს. ქი­ქა­ვას აზ­რით, ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი „იმის მა­გა­ლი­თი იყო, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან მო­ღა­ლა­ტე­ებს“.

„და­ტო­ვოს პარ­ტია, მა­სე­თებ­მა უნდა და­ტო­ვონ, ან გა­ი­წი­ონ, ან ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დონ. ბო­დი­შის მოხ­და სირ­ცხვი­ლი არ არის. 57 წლის კაცი 3 თვეა ქუ­ჩა­ში ვდგა­ვარ იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბეს და ვე­ო­მე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეს რა­ღა­ცას გმობს. ყვე­ლამ თა­ვი­სი თავი დაგ­მოს. ეს არის ჩვე­ნი ბრძო­ლის წესი, ეს არის ყვე­ლას­თვის მა­გა­ლი­თი, თუ რა არის მო­ღა­ლა­ტის ფასი. ჩვენ არ ვერ­ჩით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რებს და არ დავ­სდევთ მას ქუ­ჩა­ში. ჩვენ არ მოგ­ვი­ძებ­ნია ის (ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი), თა­ვად მოგ­ვძებ­ნა და დაგ­ვე­მუქ­რა, ვინ ლაჩ­რე­ბი ხართ, რისი გამ­კე­თებ­ლე­ბიო“,-გა­ნა­ცხა­და ქი­ქა­ვამ.

მისი თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ბრძო­ლას ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლებს.

„ჩვენ შევ­დი­ვართ ბრძო­ლა­ში და ამ ბრძო­ლას მო­ვი­გებთ. ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ბო­ლომ­დე მი­ვალთ. ერთი რამ იცო­დეს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, ჩვენ არ ვართ კა­ნონ­დამ­რღვე­ვე­ბი, არ ვართ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ვი­ძა­ლა­დოთ. პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს თავს არ დავ­სხმი­ვართ. ისი­ნი გვეს­ხმოდ­ნენ თავს, მაგ­რამ ჩვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ და გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებს ვაპ­რო­ტეს­ტებთ“,-გა­ნა­ცხა­და ქი­ქა­ვამ.

მისი თქმით, ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს ნა­მუ­სი აღარ აქვს. „ეს სა­ჭი­რო იყო. არის კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც არ­სად იწე­რე­ბა, მაგ­რამ მი­ღე­ბუ­ლია. მო­ღა­ლა­ტემ უნდა მი­ი­ღოს. ჩვენ მას ნა­მუ­სი შე­ვუ­ლა­ხეთ, რო­მე­ლიც აღარ აქვს“,-გა­ნა­ცხა­და ქი­ქა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტე­რან­ტი­ვას" წევ­რმა ირაკ­ლი ფან­გან­მა თავ­ზე ნა­გა­ვი და­ა­ყა­რა. შსს-მ ფან­გა­ნი გუ­შინ და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის დევ­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari
13

ესე იგი ქიქავას გამო უნდა დატოვოს პარტია სამადაშვილმა, ერთადერთმა ინტელიგენტმა, მაგას ვერ მოესწრები, სალომეს გამო მივეცი ხმა ნაცებს

გჰ
81

მოიცა კაცო ეს ჩურჩხელა ჯელალა სხვას პარტიის დატოვების გამო მოღალატეს რომ უძახის და ლაფს ასხამს თვითონ ლეიბორისტი არ იყო?))))) მაგრამ ყველა პოლიტიკოსი ზუსტად ასეთი ხართ უკლებლივ და იმედი მაქვს თქვენი დროც მოვა. თავზე არ გაქვთ დასაყრელი საერთოდ ყველა ჩასაყრელები ხართ ნაგავში უგვანო არამზადებო თქვენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"...რომელმა წამოწიეთ ერთი ადგილი და მოიკითხეთ? თქვენ უნდა წახვიდეთ და დაისვენოთ" - აჭარელი "ნაციონალი" სამადაშვილს და  გოცირიძეს მიმართავს პარტია დატოვონ

"...რომელმა წამოწიეთ ერთი ადგილი და მოიკითხეთ? თქვენ უნდა წახვიდეთ და დაისვენოთ" - აჭარელი "ნაციონალი" სამადაშვილს და  გოცირიძეს მიმართავს პარტია დატოვონ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ჯელალ ქიქავამ სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე ბათუმში მომხდარი ფაქტის დაგმობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ან პარტია უნდა დატოვონ ან ბოდიში მოიხადონ.

ქიქავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „ნიუსრუმი“ სამადაშვილსა და გოცირიძეს მიმართა, „გზა დაუთმონ მათ, ვისაც ბრძოლა სურთ“.

"ძალიან შეწუხებაა „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი VIP წევრისგან. იცით, რა მინდა შეგახსენოთ თქვენ, ქალბატონო სალომე და ბატონო გოცირიძე? როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი დაიჭირეს, რომელმა წამოწიეთ ერთი ადგილი და მოიკითხეთ, ერთმა მაინც მითხარით. თქვენ უკვე უნდა წახვიდეთ და უნდა დაისვენოთ. მიეცით გზა მათ, ვისაც ბრძოლა უნდა. თქვენ არ გინდათ ბრძოლა. ეს არ იყო პოლიტიკურ ოპონენტზე განხორციელებული თავდასხმა, ოდითგანვე საქართველოში მოღალატეს ლაფს თავს ასხამდნენ, ჩვენ მას ლაფი დავასხით თავზე და ეს ირაკლი ფანგანმა შეასრულა. ეს იყო ჩემი დაანონსებული და ჩემს თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ, არ მაქვს ამის პრობლემა. ეს ბიჭი არის გმირი" - განაცხადა ქიქავამ.

მან სალომე სამადაშვილს მიმართა, პოლიტიკურ პროცესს გაერიდოს. ქიქავას აზრით, ბათუმში მომხდარი ინციდენტი „იმის მაგალითი იყო, როგორ ექცევიან მოღალატეებს“.

„დატოვოს პარტია, მასეთებმა უნდა დატოვონ, ან გაიწიონ, ან ბოდიში უნდა მოიხადონ. ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის. 57 წლის კაცი 3 თვეა ქუჩაში ვდგავარ იმისთვის, რომ არჩევნები გააყალბეს და ვეომებით ხელისუფლებას. ეს რაღაცას გმობს. ყველამ თავისი თავი დაგმოს. ეს არის ჩვენი ბრძოლის წესი, ეს არის ყველასთვის მაგალითი, თუ რა არის მოღალატის ფასი. ჩვენ არ ვერჩით „ქართული ოცნების“ წევრებს და არ დავსდევთ მას ქუჩაში. ჩვენ არ მოგვიძებნია ის (ირაკლი ჩავლეიშვილი), თავად მოგვძებნა და დაგვემუქრა, ვინ ლაჩრები ხართ, რისი გამკეთებლებიო“,-განაცხადა ქიქავამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

„ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და ამ ბრძოლას მოვიგებთ. ყველამ იცოდეს, რომ ბოლომდე მივალთ. ერთი რამ იცოდეს მთელმა საქართველომ, ჩვენ არ ვართ კანონდამრღვევები, არ ვართ მოწადინებული იმისთვის, რომ ვიძალადოთ. პოლიტიკურ ოპონენტებს თავს არ დავსხმივართ. ისინი გვესხმოდნენ თავს, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებთ და გაყალბებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ“,-განაცხადა ქიქავამ.

მისი თქმით, ირაკლი ჩავლეიშვილს ნამუსი აღარ აქვს. „ეს საჭირო იყო. არის კანონები, რომელიც არსად იწერება, მაგრამ მიღებულია. მოღალატემ უნდა მიიღოს. ჩვენ მას ნამუსი შევულახეთ, რომელიც აღარ აქვს“,-განაცხადა ქიქავამ.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ფანგანი გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, ის დევნის ბრალდებით დააკავეს.

"კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!" - სალომე სამადაშვილი

"გირჩი“ პარლამენტშია - მათ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დახვდნენ, რომლებმაც, სხდომათა დარბაზთან მიაცილეს

"გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა