მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯოს ანგელოზები" - ვინ არიან "ბაიდენის გვარდიის" მთავარი ქალები
"ჯოს ანგელოზები" - ვინ არიან "ბაიდენის გვარდიის" მთავარი ქალები

(ფო­ტო­კო­ლა­ჟი: კა­მა­ლა ჰა­რი­სი, ავ­რილ ჰე­ი­ნი­სი და დებ ჰა­ა­ლან­დი)

ფრან­გუ­ლი გა­ზე­თი "ლე ფი­გა­რო“ («Le Figaro») აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "ახა­ლი ერა ქა­ლე­ბი­სათ­ვის ჯო ბა­ი­დე­ნის პი­რად გვარ­დი­ა­ში“, რო­მე­ლიც აშშ-ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ქა­ლე­ბის როლი და მნიშ­ვნე­ლო­ბაა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი (ავ­ტო­რი - ჟან-სე­ბას­ტი­ან სტე­ლი).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის ში­ნა­არსს:

ბევ­რი ეთან­ხმე­ბა იმ აზრს, რომ აშშ-ის 46-ე პრე­ზი­დენ­ტი თა­ვი­სი არ­ჩე­ვის სა­კი­თხში ნა­წი­ლობ­რივ იმას უნდა უმად­ლო­დეს, რომ ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად კა­მა­ლა ჰა­რი­სისკან­დი­და­ტუ­რა შე­არ­ჩია. მაგ­რამ ჯო ბა­ი­დე­ნი მხო­ლოდ ამ ქალ­ბა­ტონ­ზე არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა: ფი­ნან­სე­ბი, გა­რე­მოს დაც­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბა, "კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის მარ­თვა... ქა­ლებს ჩა­ა­ბა­რა. ამე­რი­კა­ში ქა­ლებს ამ­დე­ნი საკ­ვან­ძო თა­ნამ­დე­ბო­ბა არას­დროს და­უ­კა­ვე­ბი­ათ...

კა­მა­ლა ჰა­რი­სი - არა­მარ­ტო პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მელ­მაც ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ესო­დენ მა­ღა­ლი პოს­ტი და­ი­კა­ვა სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბის დღი­დან, ანუ 1776 წლი­დან, იგი არა­მარ­ტო პირ­ვე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ფე­რად­კა­ნი­ა­ნია და წარ­მო­შო­ბით აზი­ე­ლია, არა­მედ იგი ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლოა. თუმ­ცა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ მათი გავ­ლე­ნა, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მო­ახ­დენს ქვეყ­ნის მარ­თვა­ზე. დო­ნალდ ტრამპს კა­ბი­ნეტ­ში არ­ცერ­თი ქალი არ ჰყავ­და“, - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

ჯა­ნეტ იე­ლე­ნი

"აშშ-ის 46-ე პრე­ზი­დენ­ტმა პი­რო­ბა დადო, რომ მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ქა­ლე­ბის რო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბო­და. მარ­თლაც, მთავ­რო­ბა­ში 15 წევ­რი­დან 5 ქა­ლია. მათ­გან ორი თა­ვი­ანთ პოს­ტებ­ზე პირ­ვე­ლე­ბი არი­ან - პრეს­ტი­ჟულ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ადრე ქალი არას­დროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, დღეს კი მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტად ჯა­ნეტ იე­ლე­ნია წარ­დგე­ნი­ლი. აშშ-ში, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­დი­ელ­თა ქვე­ყა­ნა იყო, მთავ­რო­ბა­ში ინ­დი­ე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. დღეს ასე­თი სი­ტუ­ა­ცია უკვე გა­მოს­წორ­და: ინ­დი­ე­ლი ქალი დებ ჰა­ა­ლან­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზეა წარ­დგე­ნი­ლი - იგი იმ სა­კი­თხებს გა­და­წყვეტს, რომ­ლე­ბიც მი­წის სარ­გებ­ლო­ბას ეხე­ბა, წი­ა­ღი­სე­უ­ლის ამო­ღე­ბას, ეროვ­ნულ პარ­კებს, რე­სურ­სე­ბის მარ­თვას. დებ ჰა­ა­ლან­დი ამე­რი­კის ძი­რძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, იმ ინ­დი­ელ­თა ტო­მი­დან - ლა­გუ­ნა პუ­ებ­ლო­დან, რო­მე­ლიც ნიუ-მექ­სი­კოს შტატ­ში ცხოვ­რობს.

ლინ­და თო­მას გრინ­ფილ­დი

ავ­რილ ჰე­ინ­სი უხელ­მძღვა­ნე­ლებს ყვე­ლა 17 სპეც­სამ­სა­ხურს, და­წყე­ბუ­ლი მძლავ­რი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­დან და ზე­სა­ი­დუმ­ლო ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ლინ­და თო­მას გრინ­ფილ­დი აშშ-ის ახა­ლი სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა გა­ე­რო­ში. პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი დე­კა­ნი ნირა ტან­დე­ნი, რო­მე­ლიც აშშ-ის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს გა­და­წყვეტს. ყვე­ლა ეს თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი მი­ნის­ტრის რან­გთა­ნაა გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში კი ჯო ბა­ი­დე­ნის გუნდში 10 ქალი და 11 კაცი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ნირა ტან­დე­ნი

"ჯო ბა­ი­დე­ნი ქა­ლებს ბევრ რა­მეს უნდა უმად­ლო­დეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, სწო­რედ მათ, ქა­ლებ­მა უზ­რუნ­ველ­ყვეს მისი გა­მარ­ჯვე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი იყ­ვნენ აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი ქა­ლე­ბი. და ეს მთავ­რო­ბაც, რო­მელ­შიც ქა­ლებ­მა და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი წილი მი­ი­ღეს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა“, - ასეთ რე­ზი­უ­მეს აკე­თებს პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯოს ურჩხულები
21

ესე უფრო სწორი იქნებოდა

Თამარი
5

Ბაიდენის Ფურიები. სამი გრაცია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ჯოს ანგელოზები" - ვინ არიან "ბაიდენის გვარდიის" მთავარი ქალები

"ჯოს ანგელოზები" - ვინ არიან "ბაიდენის გვარდიის" მთავარი ქალები

(ფოტოკოლაჟი: კამალა ჰარისი, ავრილ ჰეინისი და დებ ჰაალანდი)

ფრანგული გაზეთი "ლე ფიგარო“ («Le Figaro») აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ახალი ერა ქალებისათვის ჯო ბაიდენის პირად გვარდიაში“, რომელიც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციაში ქალების როლი და მნიშვნელობაა გაანალიზებული (ავტორი - ჟან-სებასტიან სტელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ბევრი ეთანხმება იმ აზრს, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თავისი არჩევის საკითხში ნაწილობრივ იმას უნდა უმადლოდეს, რომ ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის კანდიდატურა შეარჩია. მაგრამ ჯო ბაიდენი მხოლოდ ამ ქალბატონზე არ გაჩერებულა: ფინანსები, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება, "კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვა... ქალებს ჩააბარა. ამერიკაში ქალებს ამდენი საკვანძო თანამდებობა არასდროს დაუკავებიათ...

კამალა ჰარისი - არამარტო პირველი ქალია, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის ესოდენ მაღალი პოსტი დაიკავა სახელმწიფოს არსებობის დღიდან, ანუ 1776 წლიდან, იგი არამარტო პირველი ქალია, რომელიც ფერადკანიანია და წარმოშობით აზიელია, არამედ იგი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგვარი სიმბოლოა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია არა ქალების რაოდენობა, არამედ მათი გავლენა, რომელსაც თითოეული მათგანი მოახდენს ქვეყნის მართვაზე. დონალდ ტრამპს კაბინეტში არცერთი ქალი არ ჰყავდა“, - აღნიშნავს ავტორი.

ჯანეტ იელენი

"აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მის ადმინისტრაციაში ქალების როლის მნიშვნელობა აუცილებლად აისახებოდა. მართლაც, მთავრობაში 15 წევრიდან 5 ქალია. მათგან ორი თავიანთ პოსტებზე პირველები არიან - პრესტიჟულ ფინანსთა სამინისტროს ადრე ქალი არასდროს ხელმძღვანელობდა, დღეს კი მინისტრის კანდიდატად ჯანეტ იელენია წარდგენილი. აშშ-ში, რომელიც თავდაპირველად ინდიელთა ქვეყანა იყო, მთავრობაში ინდიელი არასოდეს ყოფილა. დღეს ასეთი სიტუაცია უკვე გამოსწორდა: ინდიელი ქალი დებ ჰაალანდი შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი - იგი იმ საკითხებს გადაწყვეტს, რომლებიც მიწის სარგებლობას ეხება, წიაღისეულის ამოღებას, ეროვნულ პარკებს, რესურსების მართვას. დებ ჰაალანდი ამერიკის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელია, იმ ინდიელთა ტომიდან - ლაგუნა პუებლოდან, რომელიც ნიუ-მექსიკოს შტატში ცხოვრობს.

ლინდა თომას გრინფილდი

ავრილ ჰეინსი უხელმძღვანელებს ყველა 17 სპეცსამსახურს, დაწყებული მძლავრი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან და ზესაიდუმლო ეროვნული უშიშროების სააგენტოთი დამთავრებული. ლინდა თომას გრინფილდი აშშ-ის ახალი სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება გაეროში. პრეზიდენტის სპეციალური ეკონომიკური მრჩეველი იქნება პრინსტონის უნივერსიტეტის ყოფილი დეკანი ნირა ტანდენი, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს გადაწყვეტს. ყველა ეს თანამდებობები მინისტრის რანგთანაა გათანაბრებული. მთლიანობაში კი ჯო ბაიდენის გუნდში 10 ქალი და 11 კაცი იქნება“, - აღნიშნულია სტატიაში.

ნირა ტანდენი

"ჯო ბაიდენი ქალებს ბევრ რამეს უნდა უმადლოდეს. ფაქტობრივად, სწორედ მათ, ქალებმა უზრუნველყვეს მისი გამარჯვება, განსაკუთრებით მობილიზებულნი იყვნენ აფროამერიკელი ქალები. და ეს მთავრობაც, რომელშიც ქალებმა დამაბალანსებელი წილი მიიღეს, სამართლიანობის გამოხატულებაა“, - ასეთ რეზიუმეს აკეთებს პუბლიკაციის ავტორი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"მჯერა, რომ პუტინი მკვლელია...ის ყველაფრის საფასურს გადაიხდის და ამას თქვენ მალე დაინახავთ“ - ჯო ბაიდენი

მკვლელობების სერია აშშ-ის სალონებსა და სპა ცენტრებში - მოკლულია 8 ადამიანი, მათ შორის, 6 აზიელი ქალი

"საშინელებათა გამოქვაბული" ისრაელში, სადაც ბიბლიის გრაგნილის უძველესი ფრაგმენტები იპოვეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა იდუმალ მღვიმეში