საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა... მე დავამთავრე მაგათთან საუბარი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და საკუთარ გეგმებზე
"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა... მე დავამთავრე მაგათთან საუბარი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და საკუთარ გეგმებზე

"პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით ჩვენ ხელ-ფეხი გაგ­ვეხ­სნე­ბა იმის­თვის, რომ შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ, ხელი მო­ვა­წე­როთ და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეთ. თუ მათ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, ჩვენ არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ გვექ­ნე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეთ", - ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე­სა და ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ა­კე­თა. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შეხ­ვედ­რა პროგ­რე­სი იყო მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ორ სა­კი­თხზე: სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა­სა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბის წეს­ზე, თუმ­ცა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი პრინ­ცი­პუ­ლია. რო­გო­რია ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის გეგ­მა, შევ­ლენ თუ არა პარ­ლა­მენ­ტში და რა ფორ­მატ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ ოპო­ზი­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი თა­ვად გან­გვი­მარ­ტავს:

- ოთხი სა­კი­თხი დან ჩვენ­თვის სამი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია - სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­კომ­პლექ­ტე­ბის წესი. ჩვენ არც ერთ სა­კი­თხზე ფეხი არ მოგ­ვიც­ვლია. გა­და­ვი­დო­დით თუ არა სხვა სა­კი­თხზე, ჯი­უ­ტად მა­ინც ვუბ­რუნ­დე­ბო­დით, მა­გა­ლი­თად, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კითხს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ გვი­თხრეს, რომ მათ­თვის მო­ცე­მუ­ლო­ბა - პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი - არ არ­სე­ბობს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აღი­ა­რებს თუ არა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის არ­სე­ბო­ბას, მო­ი­ტყუ­ებს თუ არა თავს, თით­ქოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გვაქვს და ბა­ტო­ნი მუ­რუ­სი­ძე პა­ტი­ო­სა­ნი და მთე­ლი ერის­თვის ხე­ლის­გულ­ზე სა­ტა­რე­ბე­ლია, არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ჩვენ ამის არ გვჯე­რა და მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არი­ან. ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი ხუს­კი­ვა­ძე და კო­ბა­ლა­ძე და მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გია, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ხუთი პი­რი­დან ორი თა­ვი­სუ­ფა­ლია. და­ნარ­ჩე­ნებ­ზე ვნა­ხოთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა.

- პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ უკვე თქვა, რომ ეს არ არის სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც პარ­ლა­მენ­ტში უნდა ისა­უბ­როთ.

- მარ­თა­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის ბედ­ზე და ისი­ნი ცი­ხე­ში დარ­ჩე­ბი­ან თუ არა, წე­სით, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, პარ­ლა­მენ­ტში არ უნდა ლა­პა­რა­კობ­დე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. თუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ში დარ­ჩე­ბი­ან, არა­ნა­ირ შე­თან­ხმე­ბას აზრი არ ექ­ნე­ბა.

- თა­ვი­დან­ვე ამ­ბობ­დით, რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი თქვენ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი იყო. ამას­თან, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ "ოც­ნე­ბა" ამ სა­კი­თხზე არ აგ­ყვე­ბო­დათ. ხომ არ ნა­ნობთ, ოპო­ზი­ცი­ას­თა­ნაც რომ მო­გი­წი­ათ და­პი­რის­პი­რე­ბამ და მმარ­თველ გუნდთა­ნაც ვერ შევ­თან­ხმდით?

- ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბის­თვის არ მივ­სულ­ვართ, სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად მი­ვე­დით, რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი იყო მზა­ო­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის, მათ შო­რის, რაც ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, გან­ხილ­ვის­თვის. ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ არის, თუ რა­ტომ არ არის, ეს ბევ­რჯერ ავ­ხსე­ნით. მე არა მგო­ნია, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის თე­მას წყა­ლი გა­და­წუ­რუ­ლი ჰქონ­დეს. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი უნდა გა­რეთ იყ­ვნენ. ნუ აღი­ა­რე­ბენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის არ­სე­ბო­ბას, მთა­ვა­რია, გა­მო­უშ­ვან. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაკულაკებული
34

მიდი მიდი დიპლიპიტო შაუბერე. რა დრო იყო ის ალეკო სადარის?

ალეკო ელისაშვილს
112

და ვინაა პოლიტპატიმარი, იქნებ დაგვიზუსტოთ ბ-ნო ალეკო? და კიდევ ---- გეკითხებით -გარეჯა საქართველოა???? ველოდები პასუხს - ელისაშვილო, რადგან ამქრობაზე პრეტენზია გაქვს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა... მე დავამთავრე მაგათთან საუბარი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და საკუთარ გეგმებზე

"ზოგს რევოლუცია სურს, ზოგს არეულობა... მე დავამთავრე მაგათთან საუბარი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი ოპოზიციასა და საკუთარ გეგმებზე

"პოლიტპატიმრების გათავისუფლებით ჩვენ ხელ-ფეხი გაგვეხსნება იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, ხელი მოვაწეროთ და პარლამენტში შევიდეთ. თუ მათ არ გაათავისუფლებენ, ჩვენ არანაირი უფლება არ გვექნება, რომ პარლამენტში შევიდეთ", - ეს განცხადება პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებასთან შეხვედრა პროგრესი იყო მისთვის მნიშვნელოვან ორ საკითხზე: საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე, თუმცა პოლიტპატიმრების საკითხი პრინციპულია. როგორია ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გეგმა, შევლენ თუ არა პარლამენტში და რა ფორმატში გააგრძელებენ ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ალეკო ელისაშვილი თავად განგვიმარტავს:

- ოთხი საკითხი დან ჩვენთვის სამი პრიორიტეტულია - საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, პოლიტპატიმრები და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. ჩვენ არც ერთ საკითხზე ფეხი არ მოგვიცვლია. გადავიდოდით თუ არა სხვა საკითხზე, ჯიუტად მაინც ვუბრუნდებოდით, მაგალითად, პოლიტპატიმრების საკითხს მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვითხრეს, რომ მათთვის მოცემულობა - პოლიტპატიმრები - არ არსებობს.

"ქართული ოცნება" აღიარებს თუ არა პოლიტპატიმრების არსებობას, მოიტყუებს თუ არა თავს, თითქოს მართლმსაჯულების სისტემა არაჩვეულებრივი გვაქვს და ბატონი მურუსიძე პატიოსანი და მთელი ერისთვის ხელისგულზე სატარებელია, არ მაინტერესებს. ჩვენ ამის არ გვჯერა და მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან. ასევე პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებული ხუსკივაძე და კობალაძე და მოლაპარაკების შედეგია, რომ დასახელებული ხუთი პირიდან ორი თავისუფალია. დანარჩენებზე ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- პოლიტპატიმრების შესახებ მამუკა მდინარაძემ უკვე თქვა, რომ ეს არ არის საკითხი, რომელზეც პარლამენტში უნდა ისაუბროთ.

- მართალია, ადამიანების ბედზე და ისინი ციხეში დარჩებიან თუ არა, წესით, ნორმალურ ქვეყანაში, პარლამენტში არ უნდა ლაპარაკობდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ ის ადამიანები ციხეში დარჩებიან, არანაირ შეთანხმებას აზრი არ ექნება.

- თავიდანვე ამბობდით, რომ პოლიტპატიმრების საკითხი თქვენთვის პრინციპული იყო. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერებიც ამბობდნენ, რომ "ოცნება" ამ საკითხზე არ აგყვებოდათ. ხომ არ ნანობთ, ოპოზიციასთანაც რომ მოგიწიათ დაპირისპირებამ და მმართველ გუნდთანაც ვერ შევთანხმდით?

- ჩვენ პარლამენტში საბოლოო შეთანხმებისთვის არ მივსულვართ, სიტუაციის გასარკვევად მივედით, რამდენად სერიოზული იყო მზაობა სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, განხილვისთვის. ვადამდელი არჩევნები ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის, თუ რატომ არ არის, ეს ბევრჯერ ავხსენით. მე არა მგონია, პოლიტპატიმრების თემას წყალი გადაწურული ჰქონდეს. პოლიტპატიმრები უნდა გარეთ იყვნენ. ნუ აღიარებენ პოლიტპატიმრების არსებობას, მთავარია, გამოუშვან. გააგრძელეთ კითხვა

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ზურაბ ჯაფარიძემ მანდატების შენარჩუნების თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

"იცოდეთ, რომ თქვენთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა" - რაზე ესაუბრა გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს?