პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ბათუმში, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე, რა დრო­საც მას თავ­ზე ნა­გა­ვი და­ა­ყა­რეს, პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­კა­ვე­ბულს, ირაკ­ლი ფან­განს გა­ნუ­მარ­ტეს, ის სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტრო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის დევ­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 23 იან­ვარს ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ფ., მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დევ­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბა­თუმ­ში, ერას მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვას“ და პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტის - ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ში. ი.ფ.-მ დე­პუ­ტა­ტის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დევ­ნა და ურ­ნი­დან ნა­გა­ვი თავ­ზე გა­და­ა­ყა­რა.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე და 239-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დევ­ნა­სა და ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა 156-ე - დევ­ნის და 239-ე - ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლე­ბით და­ი­წყო.

უწყე­ბის ცნო­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი გა­მო­ი­კი­თხე­ბი­ან.

ცნო­ბის­თვის, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტე­რან­ტი­ვას" წევ­რებ­მა თავ­ზე ნა­გა­ვი და­ა­ყა­რეს. ინ­ცი­დენ­ტი ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მოხ­და. რო­გორც "ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, ამ ფორ­მით აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლის შეს­ვლა გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
201

როგორ მიხარია ზუსტად ირაკლი კობახიძეს ხელით ძალიან მალე საბოლოოდ რომ გაქრებიან ყველანაერი რადარებიდან ნაციონალები! უკვე ქუჩის პოლიტიკოსები არიან კოლხოზის დონის რომლებსაც მთელი მსოფლიო დასცინის!

gio
93

მე არასრულწლოვანი მეგონა და მეცოდებოდა, თურმე 29 წლის მუტრუკია, ან სად გაიზარდა ან ვინ გაზარდა. მის მშობლებს (თუ ჰყავს) თავი არ გამოეყოფათ სახლიდან. მამა აბრამის ბატკანივით, რომ დგას. რატომ არ ფიქრობენ რომ მათი საქციელით შეიძლება ისე გააღიზიანო ადამიანი, რომ მიაჭყლიტონ იქვე კიდეც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

ბათუმში, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ბათუმში, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებით, ბათუმში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე, რა დროსაც მას თავზე ნაგავი დააყარეს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც სამართალდამცველებმა დაკავებულს, ირაკლი ფანგანს განუმარტეს, ის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შს სამინისტრო ინფორმაციით, ის დევნის ბრალდებით დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ბათუმში, ერას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას“ და პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის - ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაში. ი.ფ.-მ დეპუტატის მიმართ განახორციელა დევნა და ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 156-ე - დევნის და 239-ე - ხულიგნობის მუხლებით დაიწყო.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც "ალტერნატივას" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ბერიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

"ვიღაცებს სურთ აჩვენონ, რომ სომხებისთვის საქართველოს გზა უკვე სახიფათოა" - თავდასხმა სატვირთოებზე ფონიჭალაში, როგორ ეხმაურება მომხდარს სომხური მედია?

გენინსპექციამ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?