საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთვარის მოტაცება" - 1 თებერვლიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად
"მთვარის მოტაცება" - 1 თებერვლიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად

1 თე­ბერ­ვლი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის ახალ გა­მო­ცე­მას, მწე­რალ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შვი­დტო­მე­უ­ლის ერთ-ერთ ბრწყინ­ვა­ლე რო­მანს "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა". წიგნს, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლის­თვის არა მარ­ტო ემო­ცი­ე­ბი­სა და გრძნო­ბე­ბის ენით აღუ­წე­რე­ლი შეგ­რძნე­ბაა, რაც მას რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ტყვე­ო­ბა­ში დიდ­ხანს ამ­ყო­ფებს, არა­მედ სამ­შობ­ლოს დრა­მა­ტუ­ლი მა­ტი­ა­ნეც.

რო­მა­ნი იმ­დე­ნად მომ­ნუს­ხა­ვია, რომ მას ისეთ­მა სას­ტიკ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც ვერ გა­უძ­ლო, რო­გო­რიც საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბა იყო. თვით ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერ­თმა დიქ­ტა­ტორ­მა ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ და­ი­ბა­რა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ამ წიგ­ნის­თვის მად­ლო­ბის სათ­ქმე­ლად, მა­საც მო­ულ­ბო გული იმ სა­ო­ცარ­მა მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლო­ბამ, რი­თაც მწე­რა­ლი ამ რო­მა­ნის პერ­სო­ნა­ჟებს აღ­წერს.

არა­და, ამ დროს მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ში~ შე­ფარ­ვით სწო­რედ ის არის აღ­წე­რი­ლი, თუ რო­გორ თრგუ­ნავს და ანად­გუ­რებს ახა­ლი სის­ხლის­მსმე­ლი საბ­ჭო­თა ეპო­ქა ქარ­თულ სუ­ლი­ე­რე­ბას, მის ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას, გლე­ხო­ბას, ეკ­ლე­სი­ას, რო­გორ მზად­დე­ბა ატ­მოს­ფე­რო ამ სუ­ლი­ე­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი­სა და წარ­ღვნის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გაშ­ლი­ლია იმ უზარ­მა­ზარ სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც მი­თო­სი­დან იწყე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბამ­დე მი­დის - თა­რაშ ემ­ხვა­რის დღი­ურ­ში სი­უ­ჟე­ტი რომ­სა და პა­რიზ­ში იშ­ლე­ბა.

"კე­თი­ლო ფრაუ, თქვენ ევ­რო­პე­ლე­ბი ეგო­ის­ტე­ბი ხართ, ჩვენ­გან მო­ი­თხოვთ გარ­და­ვიქ­მნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქ­ნეთ ისე­თი, რო­გო­რიც ვყო­ფილ­ვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ და­გემ­სგავ­სოთ. და ეს თქვენ მოგ­დით, კე­თი­ლო ფრაუ, არა ჩვე­ნის სიყ­ვა­რუ­ლით, არა­მედ იმის­თვის, რომ თქვენ­თვის უფრო ხელ­მარ­ჯვე იქ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა­ნი თქვე­ნა გგავ­დეთ. თქვენ ბევ­რი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინ­დათ იმა­ვე უფ­ლე­ბით ჩაგ­ვყლა­პოთ, რო­გო­რი­თაც ცვარს ყლა­პავს ზღვა და ლიფ­სი­ტას ვე­შა­პი.

მა­შინ თქვენ აღარ დაგ­ჭირ­დე­ბათ ჩვე­ნი ენე­ბის შეს­წავ­ლა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხე­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა, ჩვე­ნი თა­ვი­სე­ბუ­რი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გა­მოთ­ქმა, თქვენ ის გირ­ჩევ­ნი­ათ, ჩვენ ყვე­ლას არ­ზა­ყა­ნის, კეგ­ვას, თა­რა­შის ნაც­ვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერ­ქვას. თქვენ ის გირ­ჩევ­ნი­ათ, ჩვენ ჩვე­ნი ენა დაგ­ვა­ვი­წყდეს, თქვენ ენა­ზე გა­და­ვი­დეთ, თქვენ­თვის უთუ­ოდ აჯო­ბებ­და თქვენს ქარ­ხნებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი მო­ერ­გოს ჩვენს ტანს, თქვენს ავ­ტო­მო­ბი­ლებს შე­ვეჩ­ვი­ოთ, თქვე­ნი მან­ქა­ნე­ბი ვი­ყი­დოთ, თქვე­ნი წიგ­ნე­ბი და გა­ზე­თე­ბი ვი­კი­თხოთ და ჩვენ­ზე ხელი ავი­ღოთ, თქვე­ნი ღმერ­თე­ბი ვი­წა­მოთ და ჩვენ­სას მი­ვა­ფურ­თხოთ.

ლოც­ვე­ბი ვთქვათ და თქვენ­მა გე­მებ­მა ჩვენს ზღვებ­ში თა­ვი­სუფ­ლად ითა­რე­შონ და თუ ჩვენ მათ­ზე თავ­დას­ხმას გავ­ბე­დავთ, მა­შინ უთუ­ოდ მე­კობ­რე­ებს გვი­წო­დებთ, რო­გორც ძვე­ლი ბერ­ძნე­ბი".

დაგ­ვე­თან­ხმე­ბით, მწერ­ლის ეს სი­ტყვე­ბი დღე­საც უამ­რავ სა­ფიქ­რალს წა­მო­უ­ტივ­ტი­ვებს თვალ­წინ იმ ქარ­თველ მკი­თხველს, რო­მე­ლიც "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბას~ წა­ი­კი­თხავს; დღე­საც ჩა­ძი­რავს იმ ფიქ­რებ­სა და სიღ­რმე­ში, რაც მის­თვის სუ­ლით ხორ­ცამ­დე მშობ­ლი­უ­რი, ნაც­ნო­ბი და სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია.მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა~ დიდ­ხანს იწე­რე­ბო­და, უპირ­ვე­ლე­სად, ფიქ­რით, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა­ზე" ფიქ­რი 1926 წლი­დან და­ი­წყო, როცა რო­მა­ნის ერთი თავი, "წურ­ბე­ლე­ბის პატ­რო­ნი" და­წე­რა, მერე აფხა­ზეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­ი­და­ნაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, იქ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე უხი­ლავ, ყვე­ლა­ზე მის­ტი­კურ შრე­ებ­ში ჩა­ი­ხე­და.

თუმ­ცა რო­მა­ნის და­წყე­ბას ჯერ კი­დევ სიფრ­თხი­ლით ეკი­დე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ ამ ყოყ­მა­ნი­დან დიდ­მა ტკი­ვილ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა - მე­უღ­ლის, მშვე­ნი­ე­რი რე­ბე­კა ვა­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ. ამ ტკი­ვილ­მა მწერ­ლის გო­ნე­ბა­ში ყვე­ლა ხორ­ცშეს­ხმუ­ლი ლან­დი გა­ა­ცო­ცხლა. ჟურ­ნალ "მნა­თობ­ში" ნა­წარ­მო­ე­ბის და­ბეჭდ­ვის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბო­და რო­მა­ნის ყო­ველ მომ­დევ­ნო თავს, ენატ­რე­ბო­და მას­ში აღ­წე­რილ მძაფრ ადა­მი­ა­ნურ გრძნო­ბებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, მაგ­რამ ხან­და­ხან ლო­დი­ნი დიდ­ხანს უხ­დე­ბო­და - კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ წი­ნას­წარ არა­სო­დეს იცო­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მომ­დევ­ნო თავი, რო­მანს რო­გორ და­ას­რუ­ლებ­და.

შეს­ვე­ნე­ბი­სას ის სულ სხვა საქ­მე­ებს მი­მარ­თავ­და: სხვა რა­მეს წერ­და, ფიქ­რობ­და, კო­რექ­ტუ­რას კი­თხუ­ლობ­და. მხო­ლოდ გო­ნე­ბა­ში ქმნი­და მომ­ნუს­ხავ და ტრა­გი­კულ გმი­რებს, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ დრო­ში ნე­ბის­მი­ერ მკი­თხველს მძაფრ ფიქ­რებს აღუძ­რა­ვენ და სიმ­ბო­ლო­ებ­საც წარ­მო­ად­გე­ნი­ნე­ბენ. არ­ზა­ყა­ნი იქ­ნებ ის ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მე­ლიც ძვე­ლი, დრო­მოჭ­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თა­რა­შის სიკ­ვდილს ნატ­რობს.

არა­და, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი თავს წი­რავს არ­ზა­ყა­ნის­თვის, ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მწერ­ლის­თვის და ჩვენ­თვი­საც მუ­დამ ცო­ცხლობს სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას მუ­დამ შე­ი­ნა­ხავს ისე­ვე, რო­გორც ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხებ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია წერ­და:

"გა­ო­ცე­ბუ­ლი შევ­ცქე­რი ბნე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­შო­ში უთა­რი­ღოდ წარ­მო­შო­ბილ ფან­ტას­ტი­ურ იე­როგ­ლი­ფებს. თა­ნაც მო­შა­ი­ნე­სა­ვით მი­ხა­რია, რომ ლინგვის­ტე­ბი და ფი­ლო­ლო­გე­ბი ვე­რა­ჟამს ჩას­წვდე­ბი­ან მათ­თვის ჩათ­ქმულ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას".

1-ლი თე­ბერ­ვლი­დან კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას 7 - ტო­მე­უ­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად. ფას­და­უ­დე­ბე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა თა­ო­ბის მკი­თხვე­ლის­თვის:პირ­ვე­ლი წიგ­ნი - "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა" წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად 15 ლარი.

იკი­თხეთ ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით

ავ­ტო­რი: ეთერ ერა­ძე

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
12
საიდან გამახსენდათ კონსტანტინე გამსახურდია? განა პლანეტარული მაშტაბის მწერლის, დათო ტურაშვილის სამშობლოში საერთოდ სახსენებელია ან კონსტანტინე გამსახურდია, ანდა ნებისმიერი სხვა ქართველი მწერალი?
ბებია ეპრაქსინე
0

თქვენ წაკითხული გაქვთ მთვარის მოტაცება? ბერიას წაუკითხია და იდიოტი აღმოჩნდა თურმე, რომ წიგნში ვერსად ვერ აღმოაჩინა ის რასაც ეგრე საგანგებოდ ეძებდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მთვარის მოტაცება" - 1 თებერვლიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად

"მთვარის მოტაცება" - 1 თებერვლიდან გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად

1 თებერვლიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მკითხველი მიიღებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალ გამოცემას, მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას შვიდტომეულის ერთ-ერთ ბრწყინვალე რომანს "მთვარის მოტაცება". წიგნს, რომელიც მკითხველისთვის არა მარტო ემოციებისა და გრძნობების ენით აღუწერელი შეგრძნებაა, რაც მას რომანის პერსონაჟების ტყვეობაში დიდხანს ამყოფებს, არამედ სამშობლოს დრამატული მატიანეც.

რომანი იმდენად მომნუსხავია, რომ მას ისეთმა სასტიკმა ხელისუფლებამაც ვერ გაუძლო, როგორიც საბჭოთა მმართველობა იყო. თვით ამ ხელისუფლების ერთ-ერთმა დიქტატორმა ლავრენტი ბერიამ დაიბარა კონსტანტინე გამსახურდია ამ წიგნისთვის მადლობის სათქმელად, მასაც მოულბო გული იმ საოცარმა მაღალმხატვრულობამ, რითაც მწერალი ამ რომანის პერსონაჟებს აღწერს.

არადა, ამ დროს მთვარის მოტაცებაში~ შეფარვით სწორედ ის არის აღწერილი, თუ როგორ თრგუნავს და ანადგურებს ახალი სისხლისმსმელი საბჭოთა ეპოქა ქართულ სულიერებას, მის ინტელიგენციას, გლეხობას, ეკლესიას, როგორ მზადდება ატმოსფერო ამ სულიერი კატაკლიზმებისა და წარღვნისთვის. ეს ყველაფერი კი გაშლილია იმ უზარმაზარ სივრცეში, რომელიც მითოსიდან იწყება და თანამედროვე კაცობრიობამდე მიდის - თარაშ ემხვარის დღიურში სიუჟეტი რომსა და პარიზში იშლება.

"კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იმავე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი.

მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას. თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ.

ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები".

დაგვეთანხმებით, მწერლის ეს სიტყვები დღესაც უამრავ საფიქრალს წამოუტივტივებს თვალწინ იმ ქართველ მკითხველს, რომელიც `მთვარის მოტაცებას~ წაიკითხავს; დღესაც ჩაძირავს იმ ფიქრებსა და სიღრმეში, რაც მისთვის სულით ხორცამდე მშობლიური, ნაცნობი და სულისშემძვრელია.მთვარის მოტაცება~ დიდხანს იწერებოდა, უპირველესად, ფიქრით, კონსტანტინე გამსახურდიამ "მთვარის მოტაცებაზე" ფიქრი 1926 წლიდან დაიწყო, როცა რომანის ერთი თავი, "წურბელების პატრონი" დაწერა, მერე აფხაზეთში გაემგზავრა, საიდანაც გაოგნებული დაბრუნდა, იქ საქართველოს ყველაზე უხილავ, ყველაზე მისტიკურ შრეებში ჩაიხედა.

თუმცა რომანის დაწყებას ჯერ კიდევ სიფრთხილით ეკიდებოდა. საბოლოოდ ამ ყოყმანიდან დიდმა ტკივილმა გამოიყვანა - მეუღლის, მშვენიერი რებეკა ვაშაძის გარდაცვალებამ. ამ ტკივილმა მწერლის გონებაში ყველა ხორცშესხმული ლანდი გააცოცხლა. ჟურნალ "მნათობში" ნაწარმოების დაბეჭდვის დაწყებისთანავე მაშინდელი საზოგადოება მოუთმენლად ელოდებოდა რომანის ყოველ მომდევნო თავს, ენატრებოდა მასში აღწერილ მძაფრ ადამიანურ გრძნობებთან მიახლოება, მაგრამ ხანდახან ლოდინი დიდხანს უხდებოდა - კონსტანტინე გამსახურდიამ წინასწარ არასოდეს იცოდა, როგორი იქნებოდა მომდევნო თავი, რომანს როგორ დაასრულებდა.

შესვენებისას ის სულ სხვა საქმეებს მიმართავდა: სხვა რამეს წერდა, ფიქრობდა, კორექტურას კითხულობდა. მხოლოდ გონებაში ქმნიდა მომნუსხავ და ტრაგიკულ გმირებს, რომლებიც ნებისმიერ დროში ნებისმიერ მკითხველს მძაფრ ფიქრებს აღუძრავენ და სიმბოლოებსაც წარმოადგენინებენ. არზაყანი იქნებ ის ახალი საქართველოა, რომელიც ძველი, დრომოჭმული საქართველოს თარაშის სიკვდილს ნატრობს.

არადა, ეს უკანასკნელი კი თავს წირავს არზაყანისთვის, ახალი საქართველოსთვის.მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მწერლისთვის და ჩვენთვისაც მუდამ ცოცხლობს საიდუმლო, რომელიც ჩვენს ქვეყანას მუდამ შეინახავს ისევე, როგორც ქართული ანბანი, რომლის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია წერდა:

"გაოცებული შევცქერი ბნელი საუკუნეების საშოში უთარიღოდ წარმოშობილ ფანტასტიურ იეროგლიფებს. თანაც მოშაინესავით მიხარია, რომ ლინგვისტები და ფილოლოგები ვერაჟამს ჩასწვდებიან მათთვის ჩათქმულ საიდუმლოებას".

1-ლი თებერვლიდან კონსტანტინე გამსახურდიას 7 - ტომეული გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად. ფასდაუდებელი ლიტერატურული შემოქმედება ყველა თაობის მკითხველისთვის:პირველი წიგნი - "მთვარის მოტაცება" წიგნის სპეციალური ფასი 13.50 ლარი, გაზეთთან ერთად 15 ლარი.

იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების წერტილებში მთელი საქართველოს მასშტაბით

ავტორი: ეთერ ერაძე

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის