საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი" - თორნიკე შარაშენიძე
00:00 / 00:00

"ჩემი აზ­რით, რუ­სეთ­ში სი­ტუ­ა­ცია თუ არ შე­იც­ვა­ლა და რამე კი­დევ თუ არ მოხ­და. მარ­ტო ნა­ვალ­ნი ამ სის­ტე­მას მარ­ტი­ვად ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას.

შა­რა­შე­ნი­ძის თქმით, ქარ­თვე­ლე­ბი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი­ში მე­სი­ას ხე­და­ვენ, რო­მელ­საც რუ­სე­თის დაშ­ლა შე­უძ­ლია.

"ქარ­თვე­ლებს გვჩ­ვე­ვია უკი­დუ­რე­სო­ბე­ბი, ამა­ში სწო­რედ რუ­სებს ვგა­ვართ. ჩვენ ახლა გვინ­და, რომ ნა­ვალ­ნი­ში და­ვი­ნა­ხოთ მე­სია, რო­მე­ლიც დაშ­ლის რუ­სეთს. ჩვენ გვინ­და, რომ და­ი­შა­ლოს რუ­სე­თი და ნა­ვალ­ნი­ში ვხე­დავთ მთა­ვარ ინ­სტრუ­მენტს. მე­ო­რე მხრივ, ბუ­ნებ­რი­ვია, არის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, რომ "გრი­ზუ­ნე­ბი“ გვი­წო­და. ჩვენ ძა­ლი­ან მძი­მედ ვრე­ა­გი­რებთ ხოლ­მე, რო­დე­საც გა­რე­დან ვი­ღაც გვაკ­რი­ტი­კებს ან დაგ­ვცი­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თი­დან. მოდი, შევ­ხე­დოთ ამას მარ­ტი­ვად. ნა­ვალ­ნი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა და მშვე­ნივ­რად ხვდე­ბა იმას, რომ რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ყი­რი­მი უნდა იყოს რუ­სე­თის, მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა დას­ჯი­ლი­ყო 2008 წელს და ნა­ვალ­ნი­საც ამის გულ­წრფე­ლად სჯე­რა. ნა­ვალ­ნი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუსი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტი. მოგ­ვწონს ჩვენ თუ არ მოგ­ვწონს, რუსი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან ასე­თე­ბი და ნა­ვალ­ნიც არის ასე­თი“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლეთს, შა­რა­შე­ნი­ძის შე­ფა­სე­ბით, ნა­ვალ­ნი მათ­თვის არის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მელ­საც ვლა­დი­მეტ პუ­ტინ­ზე ზე­წო­ლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

"და­სავ­ლე­თის ლი­დე­რე­ბის­თვის ნა­ვალ­ნი არის ინ­სტრუ­მენ­ტი იმის­თვის, რომ პუ­ტინ­თან ჰქონ­დეთ და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტი და ზე­წო­ლის ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ უთხრან - "აი, შენ გყავს პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი“. ეს იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მას­თან დი­ა­ლო­გი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს სე­რი­ო­ზუ­ლი კო­ზი­რი ჰქონ­დეთ - შენ პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გყავ­სო და უფრო შე­ა­ვიწ­რო­ვონ დი­ა­ლო­გის დროს. რამ­დე­ნად გა­მო­ვა ეს შე­ვიწ­რო­ვე­ბა, ეს სხვა სა­კი­თხია. ის, რომ და­სავ­ლეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა­ვით ფიქ­რობ­დნენ, რომ ნა­ვალ­ნი მოვა და დაშ­ლის რუ­სეთ­სო, ეს ასე არ იქ­ნე­ბა. რუ­სე­თის დაშ­ლა და­სავ­ლეთ­ში არა­ვის არ უნდა. ბო­ლოს და ბო­ლოს იმი­ტომ, რომ უზარ­მა­ზა­რი ატო­მუ­რი ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლია გან­ლა­გე­ბუ­ლი ამ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და დაშ­ლა შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სი აღ­მოჩ­ნდეს მსოფ­ლი­ოს­თვის, ვიდ­რე ახ­ლან­დე­ლი რუ­სე­თი. ეს უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩვენც, ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი მთე­ლი დღე­ე­ბი სიზ­მარ­ში ხე­და­ვენ, რომ რუ­სე­თი და­იშ­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რად, ეს არ შე­დის მსოფ­ლი­ოს ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი ლი­დე­რე­ბის ინ­ტე­რე­სეს­ში, მა­შინ, როცა მას უამ­რა­ვი ატო­მუ­რი ბომ­ბი აქვს. მე მგო­ნი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის გა­მოხ­ტო­მა ჩვე­ნი მხრი­დან და ნა­ვალ­ნი­ზე ლა­პა­რა­კი. არა­ვინ არ გვე­კი­თხე­ბა ჩვენ არა­ფერს, არა­ფერს ჩვენ არ ვწყვეტთ ამ შემ­თხვე­ვა­ში და სჯობს სი­ჩუ­მე. უნდა ვის­წავ­ლოთ ხოლ­მე გა­ჩუ­მე­ბა მა­შინ, როცა ლა­პა­რაკს მეტი ზი­ა­ნი მო­აქვს“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ბერ­ლი­ნი­დან მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, აე­რო­პორ­ტში 17 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. ის ბერ­ლი­ნის კლი­ნი­კა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ 2020 წლის აგ­ვის­ტოს, ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით მო­წამ­ვლის შემ­დეგ, გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
7

ამაზე მართალი არაფერი გითქვამს ცხოვრებაში!..

უტრუხუნე
2

პირველად წავიკითხე ნორმალური ანალიზი, ყოველგვარი ლოზუნგებისა და სადღეგრძელოთა გარეშე.

ავტორი:

"ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი" - თორნიკე შარაშენიძე

"ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი" - თორნიკე შარაშენიძე

"ჩემი აზრით, რუსეთში სიტუაცია თუ არ შეიცვალა და რამე კიდევ თუ არ მოხდა. მარტო ნავალნი ამ სისტემას მარტივად ვერაფერს დააკლებს", - განაცხადა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას.

შარაშენიძის თქმით, ქართველები ალექსეი ნავალნიში მესიას ხედავენ, რომელსაც რუსეთის დაშლა შეუძლია.

"ქართველებს გვჩვევია უკიდურესობები, ამაში სწორედ რუსებს ვგავართ. ჩვენ ახლა გვინდა, რომ ნავალნიში დავინახოთ მესია, რომელიც დაშლის რუსეთს. ჩვენ გვინდა, რომ დაიშალოს რუსეთი და ნავალნიში ვხედავთ მთავარ ინსტრუმენტს. მეორე მხრივ, ბუნებრივია, არის გაღიზიანება, რომ "გრიზუნები“ გვიწოდა. ჩვენ ძალიან მძიმედ ვრეაგირებთ ხოლმე, როდესაც გარედან ვიღაც გვაკრიტიკებს ან დაგვცინის, განსაკუთრებით რუსეთიდან. მოდი, შევხედოთ ამას მარტივად. ნავალნი არის პოლიტიკური ფიგურა და მშვენივრად ხვდება იმას, რომ რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყირიმი უნდა იყოს რუსეთის, მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა დასჯილიყო 2008 წელს და ნავალნისაც ამის გულწრფელად სჯერა. ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი. მოგვწონს ჩვენ თუ არ მოგვწონს, რუსი ნაციონალისტები არიან ასეთები და ნავალნიც არის ასეთი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება დასავლეთს, შარაშენიძის შეფასებით, ნავალნი მათთვის არის ინსტრუმენტი, რომელსაც ვლადიმეტ პუტინზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ.

"დასავლეთის ლიდერებისთვის ნავალნი არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პუტინთან ჰქონდეთ დამატებითი არგუმენტი და ზეწოლის ინსტრუმენტი, რომ უთხრან - "აი, შენ გყავს პოლიტპატიმარი“. ეს იქნება საშუალება, რომ მასთან დიალოგისა და მოლაპარაკების დროს სერიოზული კოზირი ჰქონდეთ - შენ პოლიტპატიმარი გყავსო და უფრო შეავიწროვონ დიალოგის დროს. რამდენად გამოვა ეს შევიწროვება, ეს სხვა საკითხია. ის, რომ დასავლეთში საქართველოსავით ფიქრობდნენ, რომ ნავალნი მოვა და დაშლის რუსეთსო, ეს ასე არ იქნება. რუსეთის დაშლა დასავლეთში არავის არ უნდა. ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ უზარმაზარი ატომური ბირთვული არსენალია განლაგებული ამ ქვეყნის ტერიტორიაზე და დაშლა შეიძლება უარესი აღმოჩნდეს მსოფლიოსთვის, ვიდრე ახლანდელი რუსეთი. ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენც, ვიღაც-ვიღაცები მთელი დღეები სიზმარში ხედავენ, რომ რუსეთი დაიშლება. რეალურად, ეს არ შედის მსოფლიოს ჭკუათმყოფელი ლიდერების ინტერესესში, მაშინ, როცა მას უამრავი ატომური ბომბი აქვს. მე მგონი, აუცილებელი არ არის გამოხტომა ჩვენი მხრიდან და ნავალნიზე ლაპარაკი. არავინ არ გვეკითხება ჩვენ არაფერს, არაფერს ჩვენ არ ვწყვეტთ ამ შემთხვევაში და სჯობს სიჩუმე. უნდა ვისწავლოთ ხოლმე გაჩუმება მაშინ, როცა ლაპარაკს მეტი ზიანი მოაქვს“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გადაიყვანეს.

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის მიმდებარედ - სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

კანცელარიასთან აქცია დასრულდა - ორგანიზატორები, შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, მთავრობას 48-საათიან ვადას აძლევენ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"