საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?
"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოლი­გარ­ქი, რო­მე­ლიც ტრამ­პის გა­მო­ძა­ხი­ლია, ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის. ბევ­რს მისი არ სჯე­რა, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას Washington Post-ი.

"და­ახ­ლო­ე­ბით ათი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი ტრამ­პუ­ლი ის­ტო­რია აქვს: მი­ლი­არ­დე­ლი, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ააგო, რა­მაც იგი შავი ზღვი­სა და კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნის დე-ფაქ­ტო ლი­დე­რად აქ­ცია. ახლა, 64 წლის ოლი­გარ­ქი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რათა თა­ვი­სი ბედი ქველ­მოქ­მე­დე­ბის­კენ წარ­მარ­თოს", - წე­რია სტა­ტი­ა­ში.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, ეს შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, როცა პოსტ-საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ხში­რად ძა­ლა­უფ­ლე­ბას ეჭი­დე­ბი­ან და იშ­ვი­ა­თად მი­დი­ან სა­კუ­თა­რი ნე­ბით.

„პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­დან და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლიტ-ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან ცო­ტას თუ სჯე­რა ამის. მათი თქმით, ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­აგ­რძე­ლებს მმარ­თვე­ლო­ბას კუ­ლი­სე­ბი­დან და თა­ვი­დან აი­ცი­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მმარ­თველ პარ­ტი­ა­ზე, რო­მელ­საც მზარდ ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­ულ მიდ­რე­კი­ლე­ბებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ“, - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­და­ვე­ე­ბი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს გა­დას­ცა, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია მო­მა­ვალ­ში რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა პარ­ტი­ის ბედი ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადაპტირებული
296

ეს წერილი იმ ვერსიის ადაპტირებული ვარიანტია ალბათ იმ ვერსიის, რასაც აქედან აგზავნიან ხოლმე ქვეყნის მტრები.

ჰოპლა
113
ბიძო კი მიხედავს თავს...))) გემს მივხედოთ გემს... p.s. ისე მაინც კაი ტიპია ჭორვილელი მონტე-კრისტო !
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

საქართველოში ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ბევრს მისი არ სჯერა, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Washington Post-ი.

"დაახლოებით ათი წელია საქართველოს საკუთარი ტრამპული ისტორია აქვს: მილიარდელი, რომელმაც პოლიტიკური ძალა ააგო, რამაც იგი შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად აქცია. ახლა, 64 წლის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თავისი ბედი ქველმოქმედებისკენ წარმართოს", - წერია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს შთამაგონებელი ამბავია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები ხშირად ძალაუფლებას ეჭიდებიან და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით.

„პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებიდან და რეგიონალური პოლიტ-ანალიტიკოსებისგან ცოტას თუ სჯერა ამის. მათი თქმით, ის, სავარაუდოდ, გააგრძელებს მმართველობას კულისებიდან და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელსაც მზარდ ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ“, - წერს გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ სადავეები ირაკლი კობახიძეს გადასცა, თუმცა გაურკვეველია მომავალში როგორ წარიმართება პარტიის ბედი ივანიშვილის გარეშე.

"ოცნებაში" ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა... ვფიქრობ, ივანიშვილი არ დაუშვებს ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ" - ექსპერტი

"მითხრეს, განმეორებითი შემთხვევაა და ყველა მასალას გადავუგზავნით შს სამინისტროსო" - ზურაბ ჯაფარიძე

"ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო" - ქეთევან დუმბაძე თაკო ჩარკვიანზე