მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს "ნაცმოძრაობას" სათავეში ან ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდეს" - ანა დოლიძე
"სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს "ნაცმოძრაობას" სათავეში ან ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდეს" - ანა დოლიძე

მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის­თვის“ ლი­დე­რი ანა დო­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად პო­ლი­ტი­კას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც ჩა­მოს­ცილ­დე­ბა.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლი და ქვე­ყა­ნა­ში ამ ფე­ნო­მე­ნის და­სას­რუ­ლებ­ლად, ის ან ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა ჩა­უდ­გეს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ სა­თა­ვე­ში, ან ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კას უნდა ჩა­მოს­ცილ­დეს.

„რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მე ვთქვი, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ ის ნამ­დვი­ლად აღ­სრულ­დე­ბა, კარ­გია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ვას­რუ­ლოთ ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა. თუმ­ცა, ეს პრობ­ლე­მა აქვს ცალ­სა­ხად „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მო­ძა­რა­ო­ბა­საც“, რომ­ლის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლი ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დიდი ხა­ნია არც ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია, არც პარ­ტი­ას მარ­თავს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით - მარ­თავს არა­ფორ­მა­ლუ­რად. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მეტი პა­სუ­ხის­მსგებ­ლო­ბა აქვს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის მარ­თვს სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­თავს პარ­ტი­ას, მაგ­რამ ფე­ნო­მე­ნი რომ დას­რულ­დეს, უნდა მოხ­დეს ორი­დან ერთი - ან ფორ­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს სა­ა­კაშ­ვილ­მა, და­ა­ნე­ბოს უკ­რა­ი­ნას თავი, გახ­დეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, რა­საც ვერ აკე­თებს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და სხვა თე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ან მა­ნაც მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს, რად­გან ეს არის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია და მთა­ვა­რი მაკ­რი­ტი­კე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა. ეს ნა­ბი­ჯი რომ გა­და­იდ­გას, ნამ­დვი­ლად ჯან­სა­ღი იქ­ნე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სწო­რი, რად­გან, ჯერ ერთი, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე, მე­ო­რე, იმი­ტომ, რომ ისი­ნი აკ­რი­ტი­კე­ბენ ამ ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის­თვის, რო­დე­საც იმა­ვეს აკ­თე­ბენ. ვერ გე­ტყვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­აქ­ცევს შვე­ი­ცა­რი­ად ხვალ და ზეგ, მაგ­რამ ზო­გა­დად, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა რომ გა­ვა­ჯან­სა­ღოთ, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი“, - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
79

ყოჩაღ ანა, ცამდე მართალი ხარ...

ა კ ა
27

ეეჰ ქალბატონო ა ნ ნ ა, უფრო გამჭრიახი მეგონეთ.. 13 წელია -პრეზიდენტი სააკაშვილი (2007 .7.11)- დან პრეზიდენტ ვ ო ვ ა პუტინს ყელში აქვს გაჩხერილი !! 2012-ში მ ი შ ა ს ა მ შ ო ბ ლ ო დ ა ნ გ ა ა ძ ე ვ ე ს (!) , როგორც ერთ დროს პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ ი გამსახურდია, ე ლ ც ი ნ მ ა(!) , .-..ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს არაქრთული გენის ,,ქართველების“ დახმარებით...

ავტორი:

"სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს "ნაცმოძრაობას" სათავეში ან ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდეს" - ანა დოლიძე

"სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს "ნაცმოძრაობას" სათავეში ან ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდეს" - ანა დოლიძე

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებისთვის კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის პარალელურად პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილიც ჩამოსცილდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი და ქვეყანაში ამ ფენომენის დასასრულებლად, ის ან ოფიციალურად უნდა ჩაუდგეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში, ან ქართული პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს.

„როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, მე ვთქვი, რომ ეს გადაწყვეტილება, თუ ის ნამდვილად აღსრულდება, კარგია ჩვენი სახელმწიფოსთვის, როგორც შესაძლებლობა, დავასრულოთ ჩრდილოვანი მმართველობა. თუმცა, ეს პრობლემა აქვს ცალსახად „ნაციონალურ მოძარაობასაც“, რომლის ჩრდილოვანი მმართველი ძალიან დიდი ხანია არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია არც ოფიციალური თანამდებობა უკავია, არც პარტიას მართავს ოფიციალური ინსტრუმენტებით - მართავს არაფორმალურად. ბიძინა ივანიშვილის მეტი პასუხისმსგებლობა აქვს, ამ შემთხვევაში, ის მართვს სახელმწიფოს და სააკაშვილი მართავს პარტიას, მაგრამ ფენომენი რომ დასრულდეს, უნდა მოხდეს ორიდან ერთი - ან ფორმალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სააკაშვილმა, დაანებოს უკრაინას თავი, გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რასაც ვერ აკეთებს მოქალაქეობრივი და სხვა თემებიდან გამომდინარე, ან მანაც მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ეს არის მთავარი ოპოზიციური პარტია და მთავარი მაკრიტიკებელი ხელისუფლებისა. ეს ნაბიჯი რომ გადაიდგას, ნამდვილად ჯანსაღი იქნება. ეს იქნება სწორი, რადგან, ჯერ ერთი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი პასუხისმგებლობა აქვს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებაზე, მეორე, იმიტომ, რომ ისინი აკრიტიკებენ ამ ჩრდილოვანი მმართველობისთვის, როდესაც იმავეს აკთებენ. ვერ გეტყვით, რომ საქართველოს გადააქცევს შვეიცარიად ხვალ და ზეგ, მაგრამ ზოგადად, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება რომ გავაჯანსაღოთ, ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"კოვიდი 41 პირს დაუდასტურდა, 90-ზე მეტი კი - თვითიზოლაციაშია" - სამთავისსა და ქვემოჭალაში სკოლა და საბავშვო ბაღი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა