მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგონი, გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე..." - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა
"მგონი, გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე..." - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი, პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე კომ­პა­ნია PfizerBioNTech-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლი­თაც ვაქ­ცი­ნა­ცია პი­რა­დად ჩა­ი­ტა­რა და გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არის უსაფრ­თხო აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა:

"გა­ვი­კე­თე. COMIRNATY ®. (მწარ­მო­ე­ბე­ლი: PfizerBioNTech). ისე­თი არც არა­ფე­რი, არც კი ეღი­რე­ბო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ არა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის და გან­სა­კუთ­რე­ბით ამ პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნის ირ­გვლივ ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი და ლა­მის ის­ტე­რია...

საფ­რან­გეთ­ში ერთი კვი­რაა, რაც და­ი­წყო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის (არა­მარ­ტო ექი­მე­ბის) ვაქ­ცი­ნა­ცია. თა­ვი­დან მათი, ვინც 50-ზე მეტი წლი­საა, ან რისკ ფაქ­ტო­რე­ბი გა­აჩ­ნია. მე ასა­კის გამო მო­მი­წია. ონ­ლა­ინ, მარ­ტი­ვად ხდე­ბო­და ჩა­წე­რა, სა­სურ­ველ სა­ვაქ­ცი­ნა­ციო ცენ­ტრში, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კებ­ში გან­თავ­სდა.

ვე­ლო­დე­ბო­დი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას... მშვი­დად. თა­ვი­დან­ვე ვთვლი­დი, რომ პან­დე­მი­ის გა­დაჭ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. უმ­ძი­მე­სი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გაქ­რო­ბის ის­ტო­რია ამას გვას­წავ­ლის. ამა­სო­ბა­ში, რაც კი არ­სე­ბობს მო­ნა­ცე­მე­ბი, მო­ვი­ძიე, ვი­ნა­ი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მინ­და ვიყო ხოლ­მე სა­მე­დი­ცი­ნო სი­ახ­ლე­ებ­ზე და არა იმი­ტომ, რომ რა­ი­მე დიდი შიში ან ეჭვი გა­მაჩ­ნდა რნმ ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე. თა­ნაც, ეს ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო არაა. არა­ვინ მა­ძა­ლებ­და.

ტექ­ნი­კურ მხა­რე­ზე მინ­და ვთქვა ორი­ო­დე სი­ტყვა. ჩვენ­მა ჰოს­პი­ტა­ლურ­მა ცენ­ტრმა დე­კემ­ბრის ბო­ლოს შე­ი­ძი­ნა ერთი "სუ­პერ სა­ყი­ნუ­ლე", რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ აფ­თი­აქ­ში გან­თავ­სდა და რო­მე­ლიც 3 ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბულ სა­ვაქ­ცი­ნა­ციო ცენ­ტრს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. (მო­მა­ვალ­ში მეტი იქ­ნე­ბა). ამ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­თი­ა­ქი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბამ­დე ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მარ­ტი­ვად ხდე­ბა, ათე­ულ კი­ლო­მეტრზეც კი, მშრა­ლი ყი­ნუ­ლის ბა­ნა­ლუ­რი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით. ამ კონ­ტე­ი­ნე­რი­დან ამო­ღე­ბის შემ­დეგ, ვაქ­ცი­ნის ფლა­კო­ნის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი შიგ­თავ­სი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რით ზავ­დე­ბა და ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ინა­ხე­ბა 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თითო ფლა­კო­ნი 5 ადა­მი­ნის დო­ზას შე­ი­ცავს. 0.3 მლ კუნთში­გა ინექ­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ვაქ­ცი­ნა­ციო ნემ­სით კეთ­დე­ბა მხარ­ში... თა­ვად "ცენ­ტრიც" ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დიდი ოთა­ხია, დრო­ე­ბით შირ­მე­ბით გა­და­ტიხ­რუ­ლი... მეტი კი არა­ფე­რი...

ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ჩა­მოვ­თვა­ლე, რომ მთე­ლი პრო­ცე­სი არც ისე წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი და არა­ორ­გა­ნი­ზე­ბა­დი ყო­ფი­ლა, რო­გორც თა­ვი­დან ჩან­და ან დღემ­დე ხა­ტა­ვენ ასე­თად (ზო­გან).

რნმ-ის ვაქ­ცი­ნე­ბი ახა­ლია და შო­რე­უ­ლი შე­დე­გე­ბი არ ვი­ცი­თო, - ზოგი აცხა­დებს (ფა­ნა­ტი­კოს ან­ტი­ვაქ­სე­რებს არც კი ვახ­სე­ნებ სა­ერ­თოდ). თა­ნაც, ძა­ლი­ან სწრა­ფად შექ­მნე­სო, სა­ეჭ­ვო­აო, ათწლე­უ­ლე­ბი უნ­დაო ამა­სო... კი. წინა სა­უ­კუ­ნე­ში და ციფ­რულ ეპო­ქამ­დე, ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აღ­ზე­ვე­ბამ­დე ბევ­რად მეტი დრო სჭირ­დე­ბო­და. თა­ნაც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არას­დროს გა­მო­ყო­ფი­ლა ასე­თი ოდე­ნო­ბის სახ­სრე­ბი რა­ი­მე პრე­პა­რა­ტის შე­საქ­მნე­ლად. ამას­თან, თა­ვად რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის მა­სი­ურ წარ­მო­ე­ბას ბევ­რად ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა ვიდ­რე "კლა­სი­კუ­რი" (და თით­ქოს უფრო სა­ი­მე­დო) ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის წარ­მო­ე­ბას... ამას­თან, როცა ეც­ნო­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რას, ხვდე­ბი, რომ პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი არა­ფე­რია. ინ­ფორ­მა­ცი­ულ რნმ-ზე ვაქ­ცი­ნის აწყო­ბა ჭკვი­ა­ნუ­რი სვლაა. მარ­თლაც, რა სა­ჭი­როა მთლი­ა­ნად ვირუ­სის (და­სუს­ტე­ბუ­ლის, ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლის თუ რე­კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლის) შეყ­ვა­ნა ორ­გა­ნიზ­მში, რო­დე­საც საკ­მა­რი­სია ვირუ­სის "სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის", ან­ტი­გე­ნის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ე.წ. სპა­ი­კის ცი­ლის თა­ვად უჯრედ­ში აწყო­ბა, იქ პირ­და­პირ შეყ­ვა­ნი­ლი (მი­წო­დე­ბუ­ლი) ვირუ­სის მხო­ლოდ რნმ-ის გა­მო­ყე­ნე­ბით... ორ­გა­ნიზ­მი ხომ მა­ინც ამ "სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის" ამოც­ნო­ბის და არა მთლი­ა­ნად ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დგომ ააქ­ტი­უ­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას... და დღეს ამ რნმ-ის ხე­ლოვ­ნუ­რად სინ­თე­ზი­რე­ბა ერ­თის მხრივ რთუ­ლი არაა და თან უჯრედ­ში მისი "შეშ­ვე­ბის" ტექ­ნო­ლო­გი­აც და­იხ­ვე­წა...

ის, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რი არა­ფე­რი იცო­და რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ, არ ნიშ­ნავს, რომ 2020-ში და­ი­წყო ამ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა... 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სხვა­თა შო­რის, ფრან­გუ­ლი... ანუ თა­ვად იდეა ახა­ლი არაა, გარ­კვე­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბიც არ­სე­ბობს უკვე რა­მო­დე­ნი­მე წე­ლია, ტექ­ნო­ლო­გი­აა ახა­ლი, კლი­ნი­კუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი ვაქ­ცი­ნის მომ­ზა­დე­ბის და მა­სი­უ­რი წარ­მო­ე­ბი­სა. და ამის­კენ დიდ ხა­ნია მი­დი­ოდ­ნენ. ცხა­დია, დღე­ვან­დე­ლი ვაქ­ცი­ნა გუნ­დუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მა­ინც უნ­გრელ ემიგ­რანტს Katalina Kariko-ს მი­უ­ძღვის, რომ­ლის ოჯა­ხი 80-იან წლებ­ში აშშ-ი გა­და­სახ­ლდა. იმ პე­რი­ო­დი­დან მუ­შა­ობს ეს სა­ო­ცა­რი ქალი რნმ-ის თე­რა­პი­ულ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე... თა­ვი­დან არა­ვის სჯე­რო­და მისი და ის მა­ინც აგ­რძე­ლებ­და რნმ-ის ფან­ტას­ტი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლე­ვას. ჩუ­მად, ჩრდილ­ში, და­უ­ფა­სებ­ლად, ისე, რომ ერთი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სი­ტყვაც არ უთ­ქვამთ მის­თვის. სწო­რედ ამ ქა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ადა­მი­ა­ნის უჯრედ­ში რნმ-ის უსაფრ­თხო და სა­ი­მე­დო შეყ­ვა­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. ეს სა­კი­თხი რჩე­ბო­და დიდ­ხანს გა­და­უჭ­რე­ლი... დღეს Katalina Kariko გერ­მა­ნუ­ლი BioNTech-ის წამ­ყვა­ნი ექ­სპერ­ტი და სა­ვა­რა­უ­დოდ ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მო­მა­ვა­ლი ლა­უ­რე­ა­ტია. თა­ვად ეს გერ­მა­ნუ­ლი ფირ­მაც ხომ ემიგ­რან­ტე­ბის შექ­მნი­ლია. ჩემ­თვის პი­რა­დად ეს ას­პექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­შან­დობ­ლი­ვი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

რაღა არ წა­ვი­კი­თხე რნმ ვაქ­ცი­ნის "სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე"... დნმ-ის მუ­ტა­ცია, ონ­კო­ლო­გი­უ­რი რის­კი... უშ­ვი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა... არა­და თუ ოდ­ნავ მა­ინც ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რა პრინ­ციპ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი, იმ­დენ­საც უნდა იაზ­რებ­დეს, რომ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვაქ­ცი­ნით გა­მო­იწ­ვე­ვა, მა­შინ თა­ვად კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აც იგი­ვე შე­დე­გებს უნდა იწ­ვევ­დეს, ლა­მის ყვე­ლა ავად­მყოფ­ში... არა­და ასე არაა... ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გარ­თუ­ლე­ბებ­ზე...

ამ­ჯე­რად აქ გავ­ჩერ­დე­ბი. მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი. 6 სა­ა­თის წინ აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით. აც­რის ად­გილს პრაქ­ტი­კუ­ლად ვერც ვგრძნობ. ყო­ველ შემ­ხვე­ვა­ში გრი­პის აც­რის შემ­დეგ რა­საც ვგრძნობ­დი, იმა­ზე მე­ტად არა... და ბო­ლოს. მა­სი­ურ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და­მა­ტე­ბი­თი "მუ­შა­ხე­ლი" სჭირ­დე­ბა. თა­ვად აც­რას ექთ­ნე­ბი კი აკე­თე­ბენ, მაგ­რამ მა­ნამ­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­მე­დი­ცი­ნო კი­თხვა­რის შევ­სე­ბა პი­რად ანამ­ნეზ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ალერ­გი­ულ­ზე და სა­ე­ქი­მო გა­სა­უბ­რე­ბა. ჰოს­პი­ტა­ლურ­მა ცენ­ტრმა მო­ხა­ლი­სე ექიმ­თა მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და ონ­ლა­ინ და რა­მო­დე­ნი­მე სა­ათ­ში ყვე­ლა ვა­კან­სია შე­ივ­სო. მე ამ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე შემ­ხვდა ჩე­მი­ვე კო­ლე­გა, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, რო­მე­ლიც ეპი­დე­მი­ის პი­კის პე­რი­ოდ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან არ გა­მო­სუ­ლა... ახლა ოდ­ნავ სიმ­შვი­დეა. ცხა­დია, ხუმ­რო­ბა ხუმ­რო­ბით გა­ვი­სა­უბ­რეთ. სა­ერ­თოდ, ყვე­ლას გან­წყო­ბა, ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის, კო­ლე­გე­ბის და­ვი­წყე­ბუ­ლად მხი­ა­რუ­ლი და იმე­დი­ა­ნი მო­მეჩ­ვე­ნა. მგო­ნი, გა­მოჩ­ნდა გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლეო, ერ­თის­გან გა­ვი­გო­ნე... მჯე­რა ამის!" - წერს რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
29

ეს ამბავი ჩვენს წითელ ე.წ. სამ მუშკეტერს არ გააგებინოთ თორემ ეწყინებათ,ხომ იცით...

როსტო
66

გვირაბის ბოლოს სომათლე ეს რამე ეშმაკული სიტკვაა თუ რელიგიაა თქვენი? ყველა ერთი და იგივეს როგორ იმეორებთ სატანებო!!! უამრავი ადამიანი დაიღუპა ფაიზერის ვაკცინით რას აპიარებთ ბოროტებო?

ავტორი:

"მგონი, გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე..." - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა

"მგონი, გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლე..." - რას წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კომპანია PfizerBioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის შესახებ წერს, რომლითაც ვაქცინაცია პირადად ჩაიტარა და განმარტავს, თუ რატომ არის უსაფრთხო აღნიშნული ვაქცინა:

"გავიკეთე. COMIRNATY ®. (მწარმოებელი: PfizerBioNTech). ისეთი არც არაფერი, არც კი ეღირებოდა ამაზე ლაპარაკი, რომ არა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის და განსაკუთრებით ამ პირველი ვაქცინის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და ლამის ისტერია...

საფრანგეთში ერთი კვირაა, რაც დაიწყო სამედიცინო პერსონალის (არამარტო ექიმების) ვაქცინაცია. თავიდან მათი, ვინც 50-ზე მეტი წლისაა, ან რისკ ფაქტორები გააჩნია. მე ასაკის გამო მომიწია. ონლაინ, მარტივად ხდებოდა ჩაწერა, სასურველ სავაქცინაციო ცენტრში, რომლებიც კლინიკებში განთავსდა.

ველოდებოდი ვაქცინაციას... მშვიდად. თავიდანვე ვთვლიდი, რომ პანდემიის გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი საშუალება მასიური ვაქცინაციაა. უმძიმესი ინფექციების გაქრობის ისტორია ამას გვასწავლის. ამასობაში, რაც კი არსებობს მონაცემები, მოვიძიე, ვინაიდან მაქსიმალურად ინფორმირებული მინდა ვიყო ხოლმე სამედიცინო სიახლეებზე და არა იმიტომ, რომ რაიმე დიდი შიში ან ეჭვი გამაჩნდა რნმ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. თანაც, ეს ვაქცინაცია სავალდებულო არაა. არავინ მაძალებდა.

ტექნიკურ მხარეზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ჩვენმა ჰოსპიტალურმა ცენტრმა დეკემბრის ბოლოს შეიძინა ერთი "სუპერ საყინულე", რომელიც ცენტრალურ აფთიაქში განთავსდა და რომელიც 3 ერთმანეთისგან დაშორებულ სავაქცინაციო ცენტრს მოემსახურება. (მომავალში მეტი იქნება). ამ ცენტრალური აფთიაქიდან ვაქცინაციის ცენტრებამდე ვაქცინის დოზების ტრანსპორტირება მარტივად ხდება, ათეულ კილომეტრზეც კი, მშრალი ყინულის ბანალური კონტეინერებით. ამ კონტეინერიდან ამოღების შემდეგ, ვაქცინის ფლაკონის კონცენტრირებული შიგთავსი ფიზიოლოგიური ხსნარით ზავდება და ოთახის ტემპერატურაზე ინახება 6 საათის განმავლობაში. თითო ფლაკონი 5 ადამინის დოზას შეიცავს. 0.3 მლ კუნთშიგა ინექცია ჩვეულებრივი სავაქცინაციო ნემსით კეთდება მხარში... თავად "ცენტრიც" ერთი ჩვეულებრივი დიდი ოთახია, დროებით შირმებით გადატიხრული... მეტი კი არაფერი...

ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ მთელი პროცესი არც ისე წარმოუდგენლად რთული და არაორგანიზებადი ყოფილა, როგორც თავიდან ჩანდა ან დღემდე ხატავენ ასეთად (ზოგან).

რნმ-ის ვაქცინები ახალია და შორეული შედეგები არ ვიცითო, - ზოგი აცხადებს (ფანატიკოს ანტივაქსერებს არც კი ვახსენებ საერთოდ). თანაც, ძალიან სწრაფად შექმნესო, საეჭვოაო, ათწლეულები უნდაო ამასო... კი. წინა საუკუნეში და ციფრულ ეპოქამდე, ბიოტექნოლოგიების აღზევებამდე ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა. თანაც კაცობრიობის ისტორიაში არასდროს გამოყოფილა ასეთი ოდენობის სახსრები რაიმე პრეპარატის შესაქმნელად. ამასთან, თავად რნმ ვაქცინების მასიურ წარმოებას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება ვიდრე "კლასიკური" (და თითქოს უფრო საიმედო) ტექნოლოგიებით შექმნილი ვაქცინების წარმოებას... ამასთან, როცა ეცნობი ლიტერატურას, ხვდები, რომ პრინციპულად ახალი არაფერია. ინფორმაციულ რნმ-ზე ვაქცინის აწყობა ჭკვიანური სვლაა. მართლაც, რა საჭიროა მთლიანად ვირუსის (დასუსტებულის, ინაქტივირებულის თუ რეკომბინირებულის) შეყვანა ორგანიზმში, როდესაც საკმარისია ვირუსის "სავიზიტო ბარათის", ანტიგენის, ამ შემთხვევაში ე.წ. სპაიკის ცილის თავად უჯრედში აწყობა, იქ პირდაპირ შეყვანილი (მიწოდებული) ვირუსის მხოლოდ რნმ-ის გამოყენებით... ორგანიზმი ხომ მაინც ამ "სავიზიტო ბარათის" ამოცნობის და არა მთლიანად ვირუსის დაფიქსირების შემდგომ ააქტიურებს იმუნურ სისტემას... და დღეს ამ რნმ-ის ხელოვნურად სინთეზირება ერთის მხრივ რთული არაა და თან უჯრედში მისი "შეშვების" ტექნოლოგიაც დაიხვეწა...

ის, რომ ფართო საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა რნმ ვაქცინების შესახებ, არ ნიშნავს, რომ 2020-ში დაიწყო ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა... 90-იანების დასაწყისში გამოჩნდა პირველი პუბლიკაციები, სხვათა შორის, ფრანგული... ანუ თავად იდეა ახალი არაა, გარკვეული ექსპერიმენტული ვაქცინებიც არსებობს უკვე რამოდენიმე წელია, ტექნოლოგიაა ახალი, კლინიკურად გამოყენებადი ვაქცინის მომზადების და მასიური წარმოებისა. და ამისკენ დიდ ხანია მიდიოდნენ. ცხადია, დღევანდელი ვაქცინა გუნდური ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი მაინც უნგრელ ემიგრანტს Katalina Kariko-ს მიუძღვის, რომლის ოჯახი 80-იან წლებში აშშ-ი გადასახლდა. იმ პერიოდიდან მუშაობს ეს საოცარი ქალი რნმ-ის თერაპიულ გამოყენებაზე... თავიდან არავის სჯეროდა მისი და ის მაინც აგრძელებდა რნმ-ის ფანტასტიური პოტენციალის კვლევას. ჩუმად, ჩრდილში, დაუფასებლად, ისე, რომ ერთი წამახალისებელი სიტყვაც არ უთქვამთ მისთვის. სწორედ ამ ქალის დამსახურებაა ადამიანის უჯრედში რნმ-ის უსაფრთხო და საიმედო შეყვანის ტექნოლოგიის შემუშავება. ეს საკითხი რჩებოდა დიდხანს გადაუჭრელი... დღეს Katalina Kariko გერმანული BioNTech-ის წამყვანი ექსპერტი და სავარაუდოდ ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატია. თავად ეს გერმანული ფირმაც ხომ ემიგრანტების შექმნილია. ჩემთვის პირადად ეს ასპექტი განსაკუთრებულად ნიშანდობლივი და დასაფასებელია.

რაღა არ წავიკითხე რნმ ვაქცინის "საშიშროებებზე"... დნმ-ის მუტაცია, ონკოლოგიური რისკი... უშვილობის გამოწვევა... არადა თუ ოდნავ მაინც ხვდება ადამიანი, რა პრინციპზეა დამყარებული რნმ ვაქცინები, იმდენსაც უნდა იაზრებდეს, რომ თუ ეს ყველაფერი ვაქცინით გამოიწვევა, მაშინ თავად კორონავირუსული ინფექციაც იგივე შედეგებს უნდა იწვევდეს, ლამის ყველა ავადმყოფში... არადა ასე არაა... ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ რნმ ვაქცინების უსაფრთხოებასა და გართულებებზე...

ამჯერად აქ გავჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი. 6 საათის წინ აცრილი ადამიანის პირადი გამოცდილებით. აცრის ადგილს პრაქტიკულად ვერც ვგრძნობ. ყოველ შემხვევაში გრიპის აცრის შემდეგ რასაც ვგრძნობდი, იმაზე მეტად არა... და ბოლოს. მასიურ ვაქცინაციას დამატებითი "მუშახელი" სჭირდება. თავად აცრას ექთნები კი აკეთებენ, მაგრამ მანამდე სავალდებულოა სამედიცინო კითხვარის შევსება პირად ანამნეზზე, განსაკუთრებით ალერგიულზე და საექიმო გასაუბრება. ჰოსპიტალურმა ცენტრმა მოხალისე ექიმთა მობილიზაცია გამოაცხადა ონლაინ და რამოდენიმე საათში ყველა ვაკანსია შეივსო. მე ამ გასაუბრებაზე შემხვდა ჩემივე კოლეგა, რეანიმატოლოგი, რომელიც ეპიდემიის პიკის პერიოდში ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან არ გამოსულა... ახლა ოდნავ სიმშვიდეა. ცხადია, ხუმრობა ხუმრობით გავისაუბრეთ. საერთოდ, ყველას განწყობა, ექიმების, ექთნების, კოლეგების დავიწყებულად მხიარული და იმედიანი მომეჩვენა. მგონი, გამოჩნდა გვირაბის ბოლოს სინათლეო, ერთისგან გავიგონე... მჯერა ამის!" - წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

"გაჰკივის, "ასტრაზენეკა" მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო, ეს კაციღა გვაკლდა დაბნეულ საზოგადოებას" - გოცირიძე ფხაკაძეზე

"შეინიშნება არაფორმალური მართლმსაჯულების წესად დამკვიდრების ძალიან საშიში ტენდენცია" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი "ფეისბუქზე"?

"ზედმეტად დაუჯერებელი იყო იქაურობისთვის..." - რას წერს იუბილარ გახარიაზე ყოფილი თანამშრომელი?