საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოისმინე „ლიტერატურული თავგადასავლები“ - რა სიახლეები დაგვხვდება gudabooks.ge-ზე
მოისმინე „ლიტერატურული თავგადასავლები“ - რა სიახლეები დაგვხვდება gudabooks.ge-ზე

ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ, პან­დე­მი­ის დროს, ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო რომ გა­ი­ზარ­და, ამა­ზე უკვე ბევ­რი ით­ქვა. გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი არ წყვე­ტენ მკი­თხვე­ლის­თვის სი­ახ­ლე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას, რად­გან ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, იმოგ­ზა­უ­რო სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა ამ თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოს­მე­ნაც. ვი­ნა­ი­დან, უმ­რავ­ლე­სო­ბა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, ეკ­რა­ნის­გან გა­დაღ­ლი­ლი თვა­ლე­ბი­სა და გო­ნე­ბის გან­სატ­ვირ­თად, აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. პრო­დუქ­ტი­უ­ლი და შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სია ეს მო­ზარ­დე­ბის­თვი­საც, რო­მელ­თაც, ასე­ვე, ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვთ ბოლო პე­რი­ოდ­ში.

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სის ზრდას­თან ერ­თად, gudabooks.ge მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ისეთ სი­ახ­ლე­ებს, რო­მელ­ზეც მკი­თხვე­ლის მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია.

სულ ახ­ლა­ხან და­ე­მა­ტა პლატ­ფორ­მა­ზე ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის ნო­დარ დუმ­ბა­ძის სამი ნო­ვე­ლა:

მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი

მზი­ა­ნი ღამე

ნუ გე­ში­ნია, დედა!

gudabooks.ge -ს, ასე­ვე, და­ე­მა­ტა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი­სათ­ვის უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბი თურ­ქი მწერ­ლის ორი ახა­ლი წიგ­ნის აუ­დი­ო­ვერ­სია:

რო­გორ არ შე­ვი­შა­ლოთ ამ დაქ­საქ­სულ მსოფ­ლი­ო­ში

„თა­ნას­წო­რო­ბის სა­უ­კუ­ნე“, რო­მე­ლიც სავ­სეა უთა­ნას­წო­რო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხმის უფ­ლე­ბა აქვთ, მაგ­რამ მისი გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ; ყო­ველ­დღი­უ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი, ომე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, ტან­ჯვა და უზარ­მა­ზარ სამ­ყა­რო­ში მარ­ტო­სუ­ლო­ბის გან­ცდა... რო­გორ არ უნდა შე­ი­შა­ლო და რო­გორ იპო­ვო შენ თავ­ში ძალა, ამ ყვე­ლა­ფე­რის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე?

ბუ­კე­რის პრე­მი­ის ნო­მი­ნან­ტი, რო­მა­ნის­ტი და აქ­ტი­ვის­ტი ელიფ შა­ფა­ქი თა­ვის ესე­ში კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი, შეგ­ნე­ბუ­ლი ოპ­ტი­მიზ­მის­კენ ენერ­გი­უ­ლად და ხა­ლი­სი­ა­ნად მოგ­ვი­წო­დებს და ჩვენს გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად სა­კუ­თარ მო­გო­ნე­ბებს მო­უხ­მობს.

ათი წუთი და ოც­დათ­ვრა­მე­ტი წამი ამ უც­ნა­ურ სამ­ყა­როშ

ელიფ შა­ფა­ქის ეს რო­მა­ნი 2020 წლის ბესტსე­ლე­რია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნი­ლი წიგ­ნი (მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა).

ქა­ლის ბედი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის თურ­ქეთ­ში. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მე­ბის მხი­ლე­ბა მისი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის სა­ე­ტა­პო მოვ­ლე­ნა­თა ჭრილ­ში. ცო­ცხა­ლი, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი, რო­გორც ყო­ველ­თვის, გახ­ლავთ თა­ვად ქა­ლა­ქი სტამ­ბო­ლი .

მაშ ასე, აპ­ლი­კა­ცია „გუ­დას“ მეშ­ვე­ო­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა შე­გიძ­ლი­ათ მო­ი­წყოთ. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი­თა და ფან­ტა­ზი­ით, რო­მელ­საც წიგ­ნე­ბის მოს­მე­ნა უფრო ამ­ძაფ­რებს, დროს სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რებთ.

იმი­სათ­ვის, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნოთ, უნდა ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია "გუდა", და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე gudabooks.ge, აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, შე­ი­ძი­ნოთ, ამის შემ­დეგ კი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

მოისმინე „ლიტერატურული თავგადასავლები“ - რა სიახლეები დაგვხვდება gudabooks.ge-ზე

მოისმინე „ლიტერატურული თავგადასავლები“ - რა სიახლეები დაგვხვდება gudabooks.ge-ზე

ლიტერატურის მიმართ, პანდემიის დროს, ინტერესი კიდევ უფრო რომ გაიზარდა, ამაზე უკვე ბევრი ითქვა. გამომცემლობები არ წყვეტენ მკითხველისთვის სიახლეების შეთავაზებას, რადგან ახალი ლიტერატურული თავგადასავლები საუკეთესო საშუალებაა, იმოგზაურო სახლიდან გაუსვლელად. არაჩვეულებრივი ალტერნატივაა ამ თავგადასავლების მოსმენაც. ვინაიდან, უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ეკრანისგან გადაღლილი თვალებისა და გონების განსატვირთად, აუდიოწიგნები საუკეთესო საშუალებაა. პროდუქტიული და შემეცნებითი პროცესია ეს მოზარდებისთვისაც, რომელთაც, ასევე, ბევრი თავისუფალი დრო აქვთ ბოლო პერიოდში.

აუდიოწიგნების მიმართ ინტერესის ზრდასთან ერთად, gudabooks.ge მომხმარებელს სთავაზობს ისეთ სიახლეებს, რომელზეც მკითხველის მოთხოვნა მაღალია.

სულ ახლახან დაემატა პლატფორმაზე ყველასათვის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის სამი ნოველა:

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

მზიანი ღამე

ნუ გეშინია, დედა!

gudabooks.ge -ს, ასევე, დაემატა ქართველი მკითხველისათვის უკვე კარგად ნაცნობი თურქი მწერლის ორი ახალი წიგნის აუდიოვერსია:

როგორ არ შევიშალოთ ამ დაქსაქსულ მსოფლიოში

„თანასწორობის საუკუნე“, რომელიც სავსეა უთანასწორობით, ადამიანები, რომლებსაც ხმის უფლება აქვთ, მაგრამ მისი გამოყენების საშუალებას არ აძლევენ; ყოველდღიური კატაკლიზმები, ომები, დაპირისპირებები, ტანჯვა და უზარმაზარ სამყაროში მარტოსულობის განცდა... როგორ არ უნდა შეიშალო და როგორ იპოვო შენ თავში ძალა, ამ ყველაფერის მიუხედავად მაინც ადამიანად დარჩე?

ბუკერის პრემიის ნომინანტი, რომანისტი და აქტივისტი ელიფ შაფაქი თავის ესეში კარგად გააზრებული, შეგნებული ოპტიმიზმისკენ ენერგიულად და ხალისიანად მოგვიწოდებს და ჩვენს გასაერთიანებლად საკუთარ მოგონებებს მოუხმობს.

ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროშ

ელიფ შაფაქის ეს რომანი 2020 წლის ბესტსელერია ნომინაციაში ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი (მხატვრული ლიტერატურა).

ქალის ბედი მეოცე საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი .

მაშ ასე, აპლიკაცია „გუდას“ მეშვეობით, საინტერესო ლიტერატურული მოგზაურობა შეგიძლიათ მოიწყოთ. პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული წიგნებითა და ფანტაზიით, რომელსაც წიგნების მოსმენა უფრო ამძაფრებს, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამოგიჩნდებათ აპლიკაციაში.

ჟურნალ „გზასთან“ ერთად  ჯერომ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“ არის ხელმისაწვდომი

თამარ მეფის შვილიშვილი და სელჩუკთა დედოფალი – ისტორია სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გურჯი-ხათუნის შესახებ

4 იანვრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“ გაიყიდება