მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Sakartwelo"  "Gruzja" -ს  ნაცვლად - 2021 წლიდან ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა
"Sakartwelo"  "Gruzja" -ს  ნაცვლად - 2021 წლიდან ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა

ვილ­ნი­უ­სის პო­ლო­ნუ­რე­ნო­ვა­ნი გა­ზე­თი "კუ­რი­ერ ვი­ლენ­სკი" («Кurier Wilenski») სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით "სა­ქარ­თვე­ლო" - "Sakartwelo": ლი­ე­ტუ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ენის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“ იუ­წყე­ბა, რომ ახა­ლი 2021 წლი­დან, ლი­ე­ტუ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ენის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გე­ოგ­რა­ფი­ულ-პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა "Gruzja” სა­ბო­ლო­ოდ იც­ვლე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით "Sakartwelo".

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ვილ­ნი­უს­ში გა­მო­მა­ვა­ლი გა­ზე­თის პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან:

"ორი წლის წინ ჩვენ მი­ვი­ღეთ დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ "Gruzja”-ს პა­რა­ლე­ლუ­რად, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, "Sakartwelo"-საც გა­მო­ვი­ყე­ნებ­დით. სა­ჭი­რო იყო გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, რათა დაგ­ვე­ნა­ხა, თუ რო­გორ მი­ი­ღებ­და ამ სა­ხელ­წო­დე­ბას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მე ვფიქ­რობ­დი, რომ ამას 20-მდე წელი მა­ინც და­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სულ რა­ღაც ორ წე­ლი­წად­ში ლი­ე­ტუ­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ხე­ლი "Sakartwelo" კარ­გად შე­ით­ვი­სა. ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო", - გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ მა­ლავს კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე აუდ­რის ან­ტა­ნა­ი­ტი­სი და დას­ძენს: "შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პრო­ცე­სი დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა - ამი­ე­რი­დან ლი­ე­ტუ­ვურ ენა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელ­წო­დე­ბას "Sakartwelo" წარ­მო­ად­გენს".

კო­მი­სი­ის აზ­რით, დად­გე­ნი­ლე­ბა გა­ა­ი­ო­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც ადრე ორ­ნა­ი­რი ტერ­მი­ნით («Gruzja» - «Sakartwelo») სარ­გებ­ლობ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, «Sakartwelo»-ს და­კა­ნო­ნე­ბა ფარ­თო კო­მუ­ნი­აქ­ტი­უ­რო­ბი­სა­კენ დად­გმულ ნა­ბიჯ­საც წარ­მო­ად­გენს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ტერ­მინ «Gruzja»-ს, ლი­ე­ტუ­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში ვი­საც სურს, ამ სა­ხე­ლით ის ძვე­ლე­ბუ­რად ისარ­გებ­ლებს“, - ხაზს უს­ვამს აუდ­რის ან­ტა­ნა­ი­ტი­სი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

მადლობა ლიეტუას, კარგი იქნება თუ კ-ს K მაგივრად ქ-ს Q ჩასვავენ SAQARTVELO და არა SAKARTVELO 

irakli
15

ყოჩაღ ლიეტუვას, სწორია საქართველო. და ნებისმიერ ენაზე შეიძლება მისი გამოყენება. ქვეყნის სახელის გადათარგმნა რას ნიშნავს ვერ ვხვდები. არანაირი ჯორჯია და გრუზია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"Sakartwelo"  "Gruzja" -ს  ნაცვლად - 2021 წლიდან ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა

"Sakartwelo"  "Gruzja" -ს  ნაცვლად - 2021 წლიდან ლიეტუვურ ენაზე ჩვენი ქვეყნის სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა

ვილნიუსის პოლონურენოვანი გაზეთი "კურიერ ვილენსკი" («Кurier Wilenski») სტატიაში სათაურით "საქართველო" - "Sakartwelo": ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის გადაწყვეტილება“ იუწყება, რომ ახალი 2021 წლიდან, ლიეტუვის სახელმწიფო ენის კომისიის გადაწყვეტილებით, გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდება "Gruzja” საბოლოოდ იცვლება სახელწოდებით "Sakartwelo".

გთავაზობთ ამონარიდს ვილნიუსში გამომავალი გაზეთის პუბლიკაციიდან:

"ორი წლის წინ ჩვენ მივიღეთ დადგენილება, რომ "Gruzja”-ს პარალელურად, არაოფიციალურად, "Sakartwelo"-საც გამოვიყენებდით. საჭირო იყო გარკვეული პერიოდი, რათა დაგვენახა, თუ როგორ მიიღებდა ამ სახელწოდებას ჩვენი საზოგადოება. მე ვფიქრობდი, რომ ამას 20-მდე წელი მაინც დაჭირდებოდა, მაგრამ სულ რაღაც ორ წელიწადში ლიეტუვას საზოგადოებამ სახელი "Sakartwelo" კარგად შეითვისა. ეს ძალიან მოულოდნელი იყო", - გაკვირვებას ვერ მალავს კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისი და დასძენს: "შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვესრულებინა - ამიერიდან ლიეტუვურ ენაზე საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სახელწოდებას "Sakartwelo" წარმოადგენს".

კომისიის აზრით, დადგენილება გააიოლებს ოფიციალური ორგანოების საქმიანობას, რომლებიც ადრე ორნაირი ტერმინით («Gruzja» - «Sakartwelo») სარგებლობდნენ. შესაბამისად, «Sakartwelo»-ს დაკანონება ფართო კომუნიაქტიურობისაკენ დადგმულ ნაბიჯსაც წარმოადგენს.

"რაც შეეხება ტერმინ «Gruzja»-ს, ლიეტუვის საზოგადოებრივ სივრცეში ვისაც სურს, ამ სახელით ის ძველებურად ისარგებლებს“, - ხაზს უსვამს აუდრის ანტანაიტისი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ