მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
",,ოცნების" რიგითი ჯარისკაცები თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება" - ხუხაშვილი
",,ოცნების" რიგითი ჯარისკაცები თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება" - ხუხაშვილი

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რედ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის წარ­დგე­ნა ეჭვს ბა­დებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას რე­ა­ლუ­რად არ აპი­რებს.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თვის მო­დე­ლი­დან კონ­ტრო­ლის მო­დელ­ზე გა­და­დის.

ამას­თან, ექ­სპე­რე­ტის შე­ფა­სე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ან კახა კა­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რე­ბი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა „ივა­ნიშ­ვილს პარ­ტი­ა­ში რე­ა­ლუ­რი ფი­გუ­რე­ბის წინ წა­მო­წე­ვა არ სურს“.

„კო­ბა­ხი­ძის პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ წარ­მოდ­გე­ნა ეჭ­ვებს ბა­დებს, რომ მთლად ისე არაა საქ­მე, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ აპი­რებს წას­ვლას და პო­ლი­ტი­კის­კენ არ გა­მო­ი­ხე­დავს. პარ­ტია არის ელექ­ტო­რატ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სის­ტე­მა, შე­სა­ბა­მი­სად პარ­ტი­ის ლი­დე­რი უნდა იყოს ელექ­ტო­რა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრია. მისი ნე­გა­ტი­უ­რი რე­ი­ტინ­გი ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე პო­ზი­ტი­უ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის ლო­გი­კით, თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბო­და კახა კა­ლა­ძე ან გი­ორ­გი გა­ხა­რია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს არ გა­ა­კე­თა. ის­მის კი­თხვა - რა­ტომ? იმი­ტომ ხომ არა, რომ მას კი­დევ უნდა ირი­ბი კონ­ტრო­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა? მას არ უნდა რე­ა­ლუ­რი ფი­გუ­რე­ბის წინ წა­მო­წე­ვა პარ­ტი­ა­ში იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის ფი­გუ­რებ­მა, შე­საძ­ლოა, მის გეგ­მას სა­მო­მავ­ლოდ საფრ­თხე შე­უქ­მნას. რა­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, კო­ბა­ხი­ძე ვერ გა­ა­კე­თებს იმი­ტომ, რომ კო­ბა­ხი­ძეს ძვლი­ა­ნად შე­ჭა­მენ. დღეს პარ­ტი­ა­ში აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მოქ­მე­დებ­და, მუ­შა­ობ­და, ანუ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცე­ბი ვერ იტა­ნენ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, მე­ტად, ვიდ­რე ოპო­ზი­ცია. ეს აქ­ტი­ვი ახლა ჩუ­მა­დაა და რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მათ არ სჯე­რათ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სი­ნამ­დვი­ლე­ში მი­დის. ფიქ­რო­ბენ, რომ ეს არის მო­რი­გი „ტრი­უ­კი“ და ამი­ტომ არი­ან წყნა­რად. თუ და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლა წა­ვი­და და მათ თავ­ზე მო­ას­ვეს კო­ბა­ხი­ძე, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ში­და­პარ­ტი­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა. ვინ იქ­ნე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მის გამრკვე­ვი? ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. კო­ბა­ხი­ძე 100%-ით და­მო­კი­დე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვილ­ზე და ასე იქ­ნე­ბა სა­მი­დღემ­ჩი­ოდ იმი­ტომ, რომ მას სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი არ აქვს, გან­სხვა­ვე­ბით კა­ლა­ძის­გან და გა­ხა­რი­ას­გან“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უკვე ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ამას­თან, შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს­ვე პარ­ტი­ამ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ახალ კან­დი­და­ტად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე წა­რად­გი­ნა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შენ დაუკარ!!
47

საწყალი ოცნებისტები, როგორ დასცინის მათი ბელადი. იმასაც კი ვერ მიხვდნენ, რომ ბიძინას საკუთარი თავის და ძალაუფლების გარდა არავინ არ უყვარს. როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ერი კობახიძეს, რესან კონცელიძეს, მურუსიძეს და ჩინჩალაძეს დაუტოვებ საჯიჯგნად. მიშას სიძულვილს, პირად ინტერესებს და გაუნათლებლობას ქვეყანა გადააყოლეთ ოცნების ამომრჩეველო!!!!!! იყავით და უსმინეთ ეხლა ელისო ბოლქვაძე როგორ დაგიკრავთ როიალზე, იმის მაგივრად, რომ ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყანა გამოიყვანონ.

aburjga
61

ძლიერია ირაკლი. აშკარაა! ხუხას უტყდება, რომ თითონ მხოლოდ ტუხიაშვილის კლოუნია, ხოლო ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს მთელი იმპერია გადააბარა! ბოღმაა, რა ქნას?! 

ავტორი:

",,ოცნების" რიგითი ჯარისკაცები თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება" - ხუხაშვილი

",,ოცნების" რიგითი ჯარისკაცები თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება" - ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენა ეჭვს ბადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას რეალურად არ აპირებს.

როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი მართვის მოდელიდან კონტროლის მოდელზე გადადის.

ამასთან, ექსპერეტის შეფასებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას ან კახა კალაძის კანდიდატურები უფრო საინტერესო იქნებოდა, თუმცა „ივანიშვილს პარტიაში რეალური ფიგურების წინ წამოწევა არ სურს“.

„კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ წარმოდგენა ეჭვებს ბადებს, რომ მთლად ისე არაა საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აპირებს წასვლას და პოლიტიკისკენ არ გამოიხედავს. პარტია არის ელექტორატზე დაფუძნებული სისტემა, შესაბამისად პარტიის ლიდერი უნდა იყოს ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი. ირაკლი კობახიძე ყველაზე ნაკლები მიზიდულობის ცენტრია. მისი ნეგატიური რეიტინგი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პოზიტიური. შესაბამისად, პარტიული პოლიტიკის ლოგიკით, თავმჯდომარის პოსტზე ბევრად უფრო საინტერესო კანდიდატი იქნებოდა კახა კალაძე ან გიორგი გახარია. ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა. ისმის კითხვა - რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მას კიდევ უნდა ირიბი კონტროლის შენარჩუნება? მას არ უნდა რეალური ფიგურების წინ წამოწევა პარტიაში იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკური წონის ფიგურებმა, შესაძლოა, მის გეგმას სამომავლოდ საფრთხე შეუქმნას. რასაც, ბუნებრივია, კობახიძე ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ კობახიძეს ძვლიანად შეჭამენ. დღეს პარტიაში აქტივი, რომელიც ძირითადად მოქმედებდა, მუშაობდა, ანუ „ქართული ოცნების“ რიგითი ჯარისკაცები ვერ იტანენ ირაკლი კობახიძეს, მეტად, ვიდრე ოპოზიცია. ეს აქტივი ახლა ჩუმადაა და რატომ? იმიტომ, რომ მათ არ სჯერათ, რომ ივანიშვილი სინამდვილეში მიდის. ფიქრობენ, რომ ეს არის მორიგი „ტრიუკი“ და ამიტომ არიან წყნარად. თუ დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა და მათ თავზე მოასვეს კობახიძე, ეს სერიოზული შიდაპარტიული დაძაბულობის საფუძველი გახდება. ვინ იქნება ამ შემთხვევაში საქმის გამრკვევი? ისევ ბიძინა ივანიშვილი. კობახიძე 100%-ით დამოკიდებულია ივანიშვილზე და ასე იქნება სამიდღემჩიოდ იმიტომ, რომ მას საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს, განსხვავებით კალაძისგან და გახარიასგან“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღესვე პარტიამ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.

"ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!" - სალომე ზურაბიშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას "ფეისბუქით" პასუხობს

"არსებობს შიში და ეჭვი, რომ ერთმანეთში დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა" - რა ხიფათს ხედავს ივანიშვილი გუნდში და ჩაერია თუ არა მთავრობის ფორმირებაში?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"