მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს უფრო გაქცევას ჰგავს... ან მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს" -  როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას?
"ეს უფრო გაქცევას ჰგავს... ან მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს" -  როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას?

როცა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის პიკ­ზე მი­დი­ხარ, ეს უფრო გაქ­ცე­ვას ჰგავს, ვიდ­რე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან გას­ვლას. პირ­ვე­ლი, უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ ეს არის პო­ლი­ტი­კი­დან ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ა­ლუ­რი წას­ვლა და არა, წას­ვლის მო­რი­გი იმი­ტა­ცია. მე­ო­რე, - იმ ფონ­ზე, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მი­უ­თი­თებს იმას, რომ ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­წყვე­ტი­ლია რე­ა­ლო­ბას და სა­ერ­თოდ არ ეს­მის რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს, ან უბ­რა­ლოდ, მო­რიგ „ტრი­უკს“ გვი­ტა­რებს და უნდა, რა­ღაც, ფსევ­დო-რე­ა­ლო­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნოს, - ასე აფა­სებს „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლას.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­დაც წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს, საკ­მა­რი­სი არ არის იმი­სათ­ვის, რომ პო­ლი­ტი­კი­დან მისი წას­ვლა ნამ­დვი­ლად სარ­წმუ­ნო იყოს. მისი თქმით, წას­ვლას საქ­მით და­დას­ტუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან „ყალ­ბი მე­ო­რედ მოს­ვლა ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“.

„ყალ­ბი მე­ო­რედ წას­ვლაც თუ და­ე­მა­ტა ამას, არ გვინ­და. ამი­ტომ, მისი წას­ვლის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბა რე­ა­ლურ ქმე­დე­ბებ­ში უნდა მი­ვი­ღოთ. ის, რომ მის­თვის გა­მარ­ჯვე­ბა და პო­ლი­ტი­კი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გას­ვლის იმი­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს გა­სა­გე­ბია. მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი საკ­მა­ოდ არა­და­მა­ჯე­რებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, იმი­ტომ, რომ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც დღეს ქვე­ყა­ნა არის, გა­მარ­ჯვე­ბა­ზე სრუ­ლი­ა­დაც არ მე­ტყვე­ლებს. უზარ­მა­ზა­რი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვი­თა­რე­ბა დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია და წინსვლა კი არ არის, პი­რი­ქით, უკუს­ვლა გვაქვს, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში, ისე ეკო­ნო­მი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­უ­ბა­რი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ძნე­ლია, მით უმე­ტეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მებს გვირ­გვი­ნად ად­გას სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და რო­დე­საც შენ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის პიკ­ზე გა­დი­ხარ, ეს უფრო გაქ­ცე­ვას ჰგავს, ვიდ­რე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან გას­ვლას. რე­ა­ლუ­რად გა­დის, თუ არა ამას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. არ ვიცი, გას­ვლა ასე ად­ვი­ლი არ არის. თა­ვის დრო­ზე, მეც ვთქვი, რომ პო­ლი­ტი­კი­დან გავ­დი­ვარ-მეთ­ქი, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო. მე ადა­მი­ა­ნუ­რად მისი მეს­მის. შე­იძ­ლე­ბა, უნდა კი­დე­ვაც გას­ვლა პო­ლი­ტი­კი­დან, მაგ­რამ ყვე­ლა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ძაფი მას­თან მი­დის. ამ ძა­ფე­ბის ჩაჭ­რა ან გა­და­ბა­რე­ბა საკ­მა­ოდ გრძე­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სია. პირ­ვე­ლი ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, რომ იგი ნამ­დვი­ლად მი­დის პო­ლი­ტი­კი­დან, მარ­ტი­ვი რა­ღაც იქ­ნე­ბო­და - მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს, სა­კუ­თა­რი გუნ­დი და­ა­კომ­პლექ­ტოს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი კი არ ჰყავ­დეს ჩას­მუ­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში... გა­ხა­რი­ას ერთი მი­ნის­ტრი არ და­ა­ნიშ­ნი­ნეს, მთლი­ა­ნად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დია. გარ­და ამი­სა, ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბი და ძა­ლო­ვა­ნი სის­ტე­მა მისი კონ­ტრო­ლის ქვეშ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ გა­ხა­რი­ას კა­ბი­ნეტ­ზე მხო­ლოდ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კი არ აწე­რია, არა­მედ ის, რომ იგი რე­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლია. თუ ჩვენ ამას და­ვი­ნა­ხავთ ეს იქ­ნე­ბა და­დას­ტუ­რე­ბა იმი­სა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა. წა­ი­კი­თხეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წე­რი­ლი

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
18
პოლიტიკური ექსპერტის კარიკატურა, ვინმე ხუხაშვილი)))
სერმინე
3

..."პირუთვნელი" ხუხაშვილი.

ავტორი:

"ეს უფრო გაქცევას ჰგავს... ან მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს" -  როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას?

"ეს უფრო გაქცევას ჰგავს... ან მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს" -  როგორ აფასებს გია ხუხაშვილი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას?

როცა პოლიტიკური კრიზისის პიკზე მიდიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას. პირველი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა, წასვლის მორიგი იმიტაცია. მეორე, - იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამარჯვებაზე საუბარი მიუთითებს იმას, რომ ან აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და საერთოდ არ ესმის რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, ან უბრალოდ, მორიგ „ტრიუკს“ გვიტარებს და უნდა, რაღაც, ფსევდო-რეალობაში გადაგვიყვანოს, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.

გია ხუხაშვილის განცხადებით, წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა და სადაც წასვლასთან დაკავშირებით წერს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. მისი თქმით, წასვლას საქმით დადასტურება სჭირდება, ვინაიდან „ყალბი მეორედ მოსვლა ბევრჯერ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში“.

„ყალბი მეორედ წასვლაც თუ დაემატა ამას, არ გვინდა. ამიტომ, მისი წასვლის შესახებ დადასტურება რეალურ ქმედებებში უნდა მივიღოთ. ის, რომ მისთვის გამარჯვება და პოლიტიკიდან გამარჯვებულად გასვლის იმიტირება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გასაგებია. მისი არგუმენტები საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, იმიტომ, რომ რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა არის, გამარჯვებაზე სრულიადაც არ მეტყველებს. უზარმაზარი პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით, ვითარება დეგრადირებულია და წინსვლა კი არ არის, პირიქით, უკუსვლა გვაქვს, როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ეკონომიკურ ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე საუბარი გამარჯვებაზე ძნელია, მით უმეტეს, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებს გვირგვინად ადგას სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და როდესაც შენ პოლიტიკური კრიზისის პიკზე გადიხარ, ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის პოზიციიდან გასვლას. რეალურად გადის, თუ არა ამას მტკიცებულებები სჭირდება. არ ვიცი, გასვლა ასე ადვილი არ არის. თავის დროზე, მეც ვთქვი, რომ პოლიტიკიდან გავდივარ-მეთქი, ძალიან მტკივნეული იყო. მე ადამიანურად მისი მესმის. შეიძლება, უნდა კიდევაც გასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ყველა სახელისუფლებო ძაფი მასთან მიდის. ამ ძაფების ჩაჭრა ან გადაბარება საკმაოდ გრძელი და მტკივნეული პროცესია. პირველი ინდიკატორი იმისა, რომ იგი ნამდვილად მიდის პოლიტიკიდან, მარტივი რაღაც იქნებოდა - მაგალითად, პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, საკუთარი გუნდი დააკომპლექტოს. ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი არ ჰყავდეს ჩასმული მინისტრთა კაბინეტში... გახარიას ერთი მინისტრი არ დაანიშნინეს, მთლიანად ბიძინა ივანიშვილის გუნდია. გარდა ამისა, ფინანსური ნაკადები და ძალოვანი სისტემა მისი კონტროლის ქვეშ არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გახარიას კაბინეტზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრი კი არ აწერია, არამედ ის, რომ იგი რეალური ხელისუფალია. თუ ჩვენ ამას დავინახავთ ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. წაიკითხეთ ბიძინა ივანიშვილის წერილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართავს

"რომ არ გამლახოს ვინმემ, მჭირდება თავდაცვის საშუალება" - რა შემთხვევაში შეძლებს იაგო ხვიჩია იარაღის ტარებას?