საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"
გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"

თუ თქვე­ნი ბე­ბი­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი, ან თა­ვად თქვენ სე­რი­ა­ლის - "ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში" მა­ყუ­რე­ბე­ლი ხართ, მა­შინ ეს სტა­ტია თქვენ­თვი­საა, რად­გა­ნაც სე­რი­ა­ლის ერთ-ერთ მთა­ვარ გმირ­ზე, დე­მირ ია­მან­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ.

"ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლია, რომ­ლის და­წყე­ბა­საც ბე­ბი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ყო­ველ დღე, რო­გორც წესი, დიდი ინ­ტე­რე­სით ელის და მთა­ვარ გმი­რებს გულ­შე­მატ­კივ­რობს.

დე­მირ ია­მა­ნის როლს 39 წლის თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, მუ­რათ უნალ­მი­ში ას­რუ­ლებს, რო­მელ­საც აქამ­დეც არა­ერთ სე­რი­ალ­სა, თუ ფილმში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა "ჩუ­ქუ­რო­ვამ" მას ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა.

მუ­რათ­მა ბავ­შვო­ბა ქა­ი­სე­რი­ში გა­ა­ტა­რა, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ ოჯა­ხი სტამ­ბოლ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და სკო­ლა­შიც იქ შე­ვი­და. მუ­რა­თი თა­მა­შობ­და კა­ლათ­ბურთს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დონ­ზე და "ფე­ნერ­ბახ­ჩეს" სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის წევ­რიც კი იყო. როცა 20 წლის გახ­და სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა, სა­დაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბას და­ე­უფ­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემმ­დეგ კი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­და­წყვი­ტა.

მუ­რა­თი სტამ­ბო­ლის სამ­სა­ხი­ო­ბო აკა­დე­მი­ა­ში და­ე­უფ­ლა არ­ტის­ტის ხე­ლოვ­ნე­ბას. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი არა­ერთ თურ­ქულ სე­რი­ალ­სა და ფილმში მი­ი­ღო როლი. რო­მელ­თა შო­რი­საც ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ა­ლი Yer Gök Ask (სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც "სიყ­ვა­რუ­ლი, ცა და მიწა). მი­უ­ხე­და­ვად ამ სე­რი­ა­ლის წარ­მა­ტე­ბი­სა, მთა­ვა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა და აღი­ა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე "ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში" - მ მო­უ­ტა­ნა.

  • სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა

მუ­რათ უნალ­მი­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო პო­პუ­ლა­რულ თურქ მსა­ხი­ობ ბირ­ჯე აქა­ლა­ი­ზე, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იც­ნო­ბენ სე­რი­ა­ლი­დან "შავ-თეთ­რი სიყ­ვა­რუ­ლი." მუ­რა­თი და ბირ­ჯე სე­რი­ალ­ში "სიყ­ვა­რუ­ლი, ცა და მიწა" ერ­თად თა­მა­შობ­დნენ და მათი რო­მა­ნიც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ი­წყო.

მსა­ხი­ო­ბე­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სკან­და­ლე­ბით იყო სავ­სე და მათ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა დიდ­ხანს ვერ შეძ­ლეს. ბირ­ჯე და მუ­რა­თი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, 2012 წელს ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც მო­ი­პო­ვე­ბა.

ბირ­ჯე აქა­ლაი სე­რი­ა­ლი­დან "შავ-თეთ­რი სიყ­ვა­რუ­ლი"

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ეტაპ­ზე მისი გული თა­ვი­სუ­ფა­ლია და მთლი­ა­ნა­დაა ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

  • და­პი­რის­პი­რე­ბა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბი ცდი­ლობს სკან­და­ლე­ბის გა­რე­შე იცხოვ­როს, მისი ცხოვ­რე­ბა მა­ინც სავ­სეა ისე­თი ფაქ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც ყვი­თე­ლი პრე­სის გან­ხილ­ვის სა­გა­ნი ხდე­ბა. ერთ-ერთი ბოლო სკან­და­ლი "ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვას“ გა­და­სა­ღებ მო­ე­დანს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც თურ­ქულ მე­დი­ა­ში წერ­დნენ, მუ­რათს გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის ერთ-ერთ წევრთან ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტი, რო­მელ­მაც მწვა­ვე სახე მი­ი­ღო - ჯგუ­ფის წევ­რი მუ­რათ­მა სცე­მა, თუმ­ცა მსა­ხუ­ობ­მა თა­ვად ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

მუ­რა­თის საქ­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ ერთი სფე­რო­თი არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი­სა, მისი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა კლარ­ნეტ­ზე დაკ­ვრაა და ამ ის საკ­მა­ოდ კარ­გად უკ­რავს, თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბას ის "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მომ­წე­რებს ხში­რად უზი­ა­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­რი­ალს "ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში", მისი გა­და­ღე­ბე­ბი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და უამ­რავ თურ­ქულ სე­რი­ალს შო­რის, ლი­დე­რო­ბას არა­ვის უთ­მობს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემეტრე
24

თქვენ ხო არ ურიკინებთრა მურათი და რა ჩუქუროვა,აქაც რა თურქული სერიალები გამიხსნით,აი აქ გვეტყობა სად ვართ და რა დონის როცა მთელი საქართველო თითქმის იაფასიან თურქულ სერიალებს უზიან და ამას უყურებენ,მერე გვიკვირს რატო ვართ ქარწაღებულები

 

NN
22

 სიამოვნებით ვუყურებდი ამ სერიალს მაგრამ ბოლოსკენ რაღაც აურიეს - რუსულ საიტებზე როგორც წერენ ურთიერთობა გაუფუჭდა ილმაზის როლის შემსრულებელთანო რის გამოც მან კოტრაქტი აღარ გააგრძელაო და ამიტომაც მოაკვდინეს:))) - მე თუ მკითხავთ ილმაზის სიკვდილი აუცილებლობით კი არა ლოგიკურადაც სწორი იყო და ამით ზოგადი კონტექსტიც ის უნდა ყოფილიყო რასაც სამყარო არ გაძლევს ძალით ვერაფერს გახდები - რაღაც აკვიატებას დაემსგავსა ზულეიჰას და ილმაზის სიყვარული - გასაგებია რომ სერიალია მაგრამ სცენარისტებმა თანმიმდევრობაში ძაან აურიეს - ჯერ იყო და ეს დემირი ძაან სენტიმენტალური გახადეს და მეორე კიდე ყოვლად მიუღებელი ყველა ნორმალური დედისგან ზულეიჰას საქციელი რომ საყვარელი მამაკაცის გამო დატოვო ერთწლამდე ბავშვი იმ დროს როცა თითქოს ერთი დღეც რომ შვილები არ ენახა დიდ ტანჯვას განიცდიდა - ზოგადად რამდენიც გინდათ ასე ვთქვათ ვიღადავოთ თურქულ სერიალებზე ფაქტია სამსახიობო ოსტატობა უმაღლეს დონეზე აქვთ ისევე როგორც მუსიკალური გაფორმება თუ ზოგადად გადაღება დეკორაციებით და შესაბამისი ჩაცმა-დახურვებით

ავტორი:

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"

გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარული და სკანდალური ქორწინება თურქ ვარსკვლავთან  - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დემირი "ჩუქუროვადან"

თუ თქვენი ბებიები, მშობლები, ოჯახის რომელიმე წევრი, ან თავად თქვენ სერიალის - "ერთხელ ჩუქუროვაში" მაყურებელი ხართ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგანაც სერიალის ერთ-ერთ მთავარ გმირზე, დემირ იამანზე უნდა მოგიყვეთ.

"ერთხელ ჩუქუროვაში" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თურქული სერიალია, რომლის დაწყებასაც ბებიების დიდი ნაწილი ყოველ დღე, როგორც წესი, დიდი ინტერესით ელის და მთავარ გმირებს გულშემატკივრობს.

დემირ იამანის როლს 39 წლის თურქი მსახიობი, მურათ უნალმიში ასრულებს, რომელსაც აქამდეც არაერთ სერიალსა, თუ ფილმში მიუღია მონაწილეობა, თუმცა "ჩუქუროვამ" მას ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა.

მურათმა ბავშვობა ქაისერიში გაატარა, საიდანაც შემდეგ ოჯახი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად და სკოლაშიც იქ შევიდა. მურათი თამაშობდა კალათბურთს პროფესიონალურ დონზე და "ფენერბახჩეს" საკალათბურთო გუნდის წევრიც კი იყო. როცა 20 წლის გახდა სპორტს თავი დაანება და უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც კომუნიკაციების სპეციალობას დაეუფლა, უნივერსიტეტის დასრულების შემმდეგ კი სამსახიობო განათლების მიღება გადაწყვიტა.

მურათი სტამბოლის სამსახიობო აკადემიაში დაეუფლა არტისტის ხელოვნებას. სწავლის დასრულების შემდეგ კი არაერთ თურქულ სერიალსა და ფილმში მიიღო როლი. რომელთა შორისაც ყველაზე გახმაურებული აღმოჩნდა სერიალი Yer Gök Ask (საქართველოში ცნობილია, როგორც "სიყვარული, ცა და მიწა). მიუხედავად ამ სერიალის წარმატებისა, მთავარი პოპულარობა და აღიარება საერთაშორისო დონეზე "ერთხელ ჩუქუროვაში" - მ მოუტანა.

  • სკანდალური ქორწინება

მურათ უნალმიში დაქორწინებული იყო პოპულარულ თურქ მსახიობ ბირჯე აქალაიზე, რომელსაც თურქული სერიალების ქართველი გულშემატკივრები იცნობენ სერიალიდან "შავ-თეთრი სიყვარული." მურათი და ბირჯე სერიალში "სიყვარული, ცა და მიწა" ერთად თამაშობდნენ და მათი რომანიც გადასაღებ მოედანზე დაიწყო.

მსახიობების თანაცხოვრება სკანდალებით იყო სავსე და მათ ურთიერთობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლეს. ბირჯე და მურათი წელიწადნახევრიანი ქორწინების შემდეგ, 2012 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. სოციალურ ქსელებში წყვილის ქორწინების ამსახველი ფოტოებიც მოიპოვება.

ბირჯე აქალაი სერიალიდან "შავ-თეთრი სიყვარული"

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მისი გული თავისუფალია და მთლიანადაა ჩართული პროფესიულ საქმიანობაში.

  • დაპირისპირება გადასაღებ მოედანზე

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ცდილობს სკანდალების გარეშე იცხოვროს, მისი ცხოვრება მაინც სავსეა ისეთი ფაქტებით, რომლებიც ყვითელი პრესის განხილვის საგანი ხდება. ერთ-ერთი ბოლო სკანდალი "ერთხელ ჩუქუროვას“ გადასაღებ მოედანს უკავშირდება. როგორც თურქულ მედიაში წერდნენ, მურათს გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან ჰქონდა კონფლიქტი, რომელმაც მწვავე სახე მიიღო - ჯგუფის წევრი მურათმა სცემა, თუმცა მსახუობმა თავად ეს ინფორმაცია უარყო.

მურათის საქმიანობა მხოლოდ ერთი სფეროთი არ შემოიფარგლება. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებისა, მისი საყვარელი საქმიანობა კლარნეტზე დაკვრაა და ამ ის საკმაოდ კარგად უკრავს, თავის შემოქმედებას ის "ინსტაგრამზე" გამომწერებს ხშირად უზიარებს.

რაც შეეხება სერიალს "ერთხელ ჩუქუროვაში", მისი გადაღებები ჯერ დასრულებული არ არის და უამრავ თურქულ სერიალს შორის, ლიდერობას არავის უთმობს.