მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები
"ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი ვა­შინგტონ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს შო­კის­მომ­გვრელს უწო­დებს.

„შო­კის­მომ­გვრე­ლი სცე­ნე­ბი ვა­შინგტონ­ში, ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ე­კი­დონ,” - წერს სტოლ­ტენ­ბერ­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“.

ვა­შინგტონ­ში მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბას გმობს ასე­ვე საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი და ის ამე­რი­კუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს.

„მსურს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­მართ ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა და რწმე­ნა გა­მოვ­ხა­ტო. ის, რაც ვა­შინგტონ­ში მოხ­და, არა­ა­მე­რი­კუ­ლია, გვჯე­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის ძა­ლის, გვჯე­რა ამე­რი­კუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ძა­ლის”, - აცხა­დებს მაკ­რო­ნი ვი­დეო მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის „ტვი­ტე­რის“ გვერ­დზეა ატ­ვირ­თუ­ლი.

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი კი აცხა­დებს, რომ აშშ-ის კონ­გრეს­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­მარ­ცხვი­ნოა.

„სა­მარ­ცხვი­ნო სცე­ნე­ბი აშშ-ის კონ­გრეს­ში. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მხარს უჭერს დე­მოკ­რა­ტი­ას მთელ მსოფ­ლი­ო­ში და ახლა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი და წყნა­რი გა­და­ცე­მა მოხ­დეს“, - წერს ბო­რის ჯონ­სო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში.“

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ დო­ნალდ ტრამ­პის მომ­ხრე­ე­ბი კა­პი­ტო­ლი­უმ­ში შე­იჭრ­ნენ, სა­დაც არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გა­მარ­ჯვე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის მიზ­ნით კა­ნონ­მდებ­ლე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. სხდო­მა შე­წყდა და შე­ნო­ბი­დან კონ­გრეს­მე­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. იყო გას­რო­ლა, რა­საც 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
2

აი ამას ქვია დემოკრატია .

Anri
32

ხალხმა უნდა შეიგნოს რომ საშიშია მილიარდელისთვის ძალაუფლების მიცემა ისეთი ქვეყნისთვისაც კი როგორიც ამერიკაა. საქართველოსთვის კი სადაც არანაირი დემოკრატიული ინსტიტუტები არ არსებობს ეს ქვეყნისთვის გამადგურებელია. შეიგნეთ მილიარდელებს ძლიერი მტაცებლები ინსტიქტები აქვთ და ფულისთვის და ძალაუფლებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები

"ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია..." - როგორ ეხმაურებიან აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო ლიდერები

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს შოკისმომგვრელს უწოდებს.

„შოკისმომგვრელი სცენები ვაშინგტონში, ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ,” - წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვაშინგტონში მომხდარ ძალადობას გმობს ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ის ამერიკული დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

„მსურს, შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი მეგობრობა და რწმენა გამოვხატო. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიების ძალის, გვჯერა ამერიკული დემოკრატიის ძალის”, - აცხადებს მაკრონი ვიდეო მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის „ტვიტერის“ გვერდზეა ატვირთული.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესში განვითარებული მოვლენები სამარცხვინოა.

„სამარცხვინო სცენები აშშ-ის კონგრესში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიას მთელ მსოფლიოში და ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი და წყნარი გადაცემა მოხდეს“, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების მიზნით კანონმდებლები იყვნენ შეკრებილი. სხდომა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. იყო გასროლა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები გადადგნენ - რას ამბობს ტრამპი ახალ ვიდეომიმართვაში

"ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ში მომხდარი მთლიანად გარე ძალებმა განაპირობეს, თუმცა რუსეთის და ჩინეთის ინტერესების გამორიცხვა არ შეიძლება"