პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია... თავზე ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი" - დღემდე გაუხმაურებელი ამბები კობა დავითაშვილის ცხოვრებიდან
"აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია... თავზე ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი" - დღემდე გაუხმაურებელი ამბები  კობა დავითაშვილის ცხოვრებიდან

მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა იქ იდგა, სა­დაც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბო­და. იბ­რძო­და აფხა­ზეთ­ში, როცა სამ­შობ­ლოს ნა­წილს გვარ­თმევ­დნენ და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე - უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის შე­საქ­მნე­ლად. 2007 წლის 7 ნო­ემ­ბე­რი მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ის უპი­რის­პირ­დე­ბო­და, სას­ტი­კად გა­უს­წორ­და. ხა­თუ­ნა ბი­წაძე კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ცო­ლის­და გახ­ლავთ. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, კობა გა­ცი­ლე­ბით ადრე გა­იც­ნო, ვიდ­რე მისი ოჯა­ხის წევ­რი გახ­დე­ბო­და.

- კობა ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, უკომ­პრო­მი­სო, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, თბი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. შე­ეძ­ლო ერთი სი­ტყვით, ერთი გა­მო­ხედ­ვით დიდი სით­ბო ეგ­რძნო­ბი­ნე­ბი­ნა, პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ე­ხა­ტა. არას­დროს დრო არ ჰქონ­და, მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა სამ­შობ­ლოს­თვის იყო გა­და­გე­ბუ­ლი. მას­თან შინ რომ მივ­დი­ო­დი, თუ მხვდე­ბო­და, ხელ­ში ყო­ველ­თვის წიგ­ნი ეჭი­რა და კი­თხუ­ლობ­და. ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­შიც კი თით­ქოს, წიგ­ნებ­ში თავ­შე­სა­ფარს პო­უ­ლობ­და.- რას კი­თხუ­ლობ­და?- პრო­ფე­სი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, პო­ლი­ტი­კოს­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა ბი­ოგ­რა­ფი­ებს... ყო­ველ­თვის სქელ­ტა­ნი­ან წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და. კობა რომ გა­ვი­ცა­ნი, მაკ­ვირ­ვებ­და, ასე­თი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ერუ­დი­რე­ბუ­ლი რო­გორ არის-მეთ­ქი?!. მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და.

- რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­ი­ცა­ნით?

- ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. 90-იანი წლებ­ში კობა და­ვი­თაშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მე ჩავ­წე­რე. მა­შინ ის ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში იყო, ინ­ტერ­ვი­უს თემა მი­წის რე­ფორ­მა გახ­ლდათ.

- რო­გო­რი რეს­პონ­დენ­ტი იყო?

- ყო­ველ­თვის იცო­და, რას შე­ე­კი­თხე­ბო­დი და კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მზად ჰქონ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო - ვერ ათ­ქმე­ვი­ნებ­დი იმას, რაც გინ­დო­და. გულ­გაშ­ლი­ლი და ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი გახ­ლდათ, შე­სა­ბა­მი­სად - სა­ინ­ტე­რე­სოც. მას შემ­დეგ, რაც ჩემი სიძე გახ­და, მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს აღარ ვწერ­დი.

- თქვე­ნი სიძე რო­გორ გახ­და?

- ინგა სტუ­დენ­ტი იყო, იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში მი­ვი­და და კო­ბაც მა­შინ გა­იც­ნო, მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი იქ და­ი­წყო. დის სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა ყვე­ლას უხა­რია, რა თქმა უნდა, მეც გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- იო­ლად და­მე­გობ­რდით?

- ძა­ლი­ან იო­ლად. კო­ბას და-ძმა არ ჰყავ­და. ეს და­ნაკ­ლი­სი თა­ვი­სი შვი­ლე­ბის სიმ­რავ­ლით შე­ივ­სო. 5 ვაჟ­კა­ცის მამა იყო და სულ მა­თით ხა­რობ­და. ჩვენს ოჯახ­ში ყო­ვე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბა დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. როცა ყვე­ლა­ნი შე­ვიკ­რი­ბე­ბო­დით, რო­გორც ერთ ფილმშია, - "ეს სი­დედ­რის დაა, ეს სი­დედ­რის შვი­ლია", - ჩვენს თავს სხვებს ასე აც­ნობ­და.

- 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის გახ­სე­ნე­ბა შე­გიძ­ლი­ათ?

- ის ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი დღე იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. ხან­გრძლი­ვი ძი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კობა ვერ ვი­პო­ვეთ. მოგ­ვი­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი ქა­ლაქ­გა­რეთ გაჰ­ყავ­დათ და იქ ტო­ვებ­დნენ. თბი­ლი­სის გარ­შე­მო, 15 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში, სად­მე გზა და სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი თუ გა­დის, ყვე­ლა შე­მოვ­ლი­ლი გვქონ­და. გამ­თე­ნი­ი­სას, როცა გავ­რცელ­და ხმა, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლაო, გა­ვი­გეთ, რომ გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში იყო.

- რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, როცა თქვენ ნა­ხეთ?

- ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ თე­მა­ზე არ მი­ლა­პა­რა­კია, ახლა გე­ტყვით. როცა ის გო­რის ჰოს­პი­ტა­ლი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ და ფო­ტო­ებ­შიც კარ­გად ჩანს, თავ­ზე ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და. გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ მის­თვის, ნა­კე­რე­ბი ედო, მაგ­რამ ჭრი­ლო­ბა შიგ­ნი­დან ტა­ლა­ხით სავ­სე იყო და ისე გა­კე­რი­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
174

აი ასეთი არაადამიანები მართავდნენ ქვეყანას. განსხვავებული აზრი გქონდა? - განწირული იყავი. და დღეს ესენი აქეთ გვარიგებენ ჭკუას? ლარი გაუფასურდაო! კიი გაუფასურდა მაგრამ სიცოცხლე უფრო მეტი არ ღირს? რა ვიცი აბა? მე ასე მგონია და ახლა აქ ისტორიების მოყოლას არ დავიწყებ თორემ ასობით ფაქტი შემიძლია გავიხსენო, ფაქტი და არა ზღაპარი. 

.
170

შენ, რომ გააკ...ო, უცებ მოგვარდებიან და სამმაგს მოგისჯიან. მოკლეს კაცი და ვითომც არაფერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია... თავზე ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი" - დღემდე გაუხმაურებელი ამბები კობა დავითაშვილის ცხოვრებიდან

"აქამდე ამ თემაზე არ მილაპარაკია... თავზე ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი" - დღემდე გაუხმაურებელი ამბები  კობა დავითაშვილის ცხოვრებიდან

მთელი შეგნებული ცხოვრება იქ იდგა, სადაც საკუთარ ქვეყანას სჭირდებოდა. იბრძოდა აფხაზეთში, როცა სამშობლოს ნაწილს გვართმევდნენ და რუსთაველის გამზირზე - უკეთესი ხვალინდელი დღის შესაქმნელად. 2007 წლის 7 ნოემბერი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ხელისუფლება, რომელსაც ის უპირისპირდებოდა, სასტიკად გაუსწორდა. ხათუნა ბიწაძე კობა დავითაშვილის ცოლისდა გახლავთ. როგორც თავად ამბობს, კობა გაცილებით ადრე გაიცნო, ვიდრე მისი ოჯახის წევრი გახდებოდა.

- კობა ძალიან პრინციპული, უკომპრომისო, განათლებული, თბილი და პატიოსანი ადამიანი იყო. შეეძლო ერთი სიტყვით, ერთი გამოხედვით დიდი სითბო ეგრძნობინებინა, პატივისცემა გამოეხატა. არასდროს დრო არ ჰქონდა, მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოსთვის იყო გადაგებული. მასთან შინ რომ მივდიოდი, თუ მხვდებოდა, ხელში ყოველთვის წიგნი ეჭირა და კითხულობდა. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი თითქოს, წიგნებში თავშესაფარს პოულობდა.- რას კითხულობდა?- პროფესიულ ლიტერატურას, პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიებს... ყოველთვის სქელტანიან წიგნებს კითხულობდა. კობა რომ გავიცანი, მაკვირვებდა, ასეთი განათლებული და ერუდირებული როგორ არის-მეთქი?!. მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრს კითხულობდა.

- რა ვითარებაში გაიცანით?

- ყოფილი ჟურნალისტი ვარ. 90-იანი წლებში კობა დავითაშვილთან პირველი ინტერვიუ მე ჩავწერე. მაშინ ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იყო, ინტერვიუს თემა მიწის რეფორმა გახლდათ.

- როგორი რესპონდენტი იყო?

- ყოველთვის იცოდა, რას შეეკითხებოდი და კითხვაზე პასუხი მზად ჰქონდა. ძალიან რთული რესპონდენტი იყო - ვერ ათქმევინებდი იმას, რაც გინდოდა. გულგაშლილი და ძალიან ჭკვიანი გახლდათ, შესაბამისად - საინტერესოც. მას შემდეგ, რაც ჩემი სიძე გახდა, მასთან ინტერვიუებს აღარ ვწერდი.

- თქვენი სიძე როგორ გახდა?

- ინგა სტუდენტი იყო, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივიდა და კობაც მაშინ გაიცნო, მათი სიყვარულის ამბავი იქ დაიწყო. დის სიხარული და ბედნიერება ყველას უხარია, რა თქმა უნდა, მეც გახარებული ვიყავი.

- იოლად დამეგობრდით?

- ძალიან იოლად. კობას და-ძმა არ ჰყავდა. ეს დანაკლისი თავისი შვილების სიმრავლით შეივსო. 5 ვაჟკაცის მამა იყო და სულ მათით ხარობდა. ჩვენს ოჯახში ყოველი ბავშვის დაბადება დიდი სიხარული იყო. როცა ყველანი შევიკრიბებოდით, როგორც ერთ ფილმშია, - "ეს სიდედრის დაა, ეს სიდედრის შვილია", - ჩვენს თავს სხვებს ასე აცნობდა.

- 2007 წლის 7 ნოემბრის გახსენება შეგიძლიათ?

- ის ყველაზე ტრაგიკული დღე იყო ჩვენი ოჯახისთვის. ხანგრძლივი ძიების მიუხედავად, კობა ვერ ვიპოვეთ. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ნაცემი ადამიანები ქალაქგარეთ გაჰყავდათ და იქ ტოვებდნენ. თბილისის გარშემო, 15 კილომეტრის რადიუსში, სადმე გზა და საცალფეხო ბილიკი თუ გადის, ყველა შემოვლილი გვქონდა. გამთენიისას, როცა გავრცელდა ხმა, კობა დავითაშვილი გარდაიცვალაო, გავიგეთ, რომ გორის ჰოსპიტალში იყო.

- როგორ მდგომარეობაში იყო, როცა თქვენ ნახეთ?

- ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემაზე არ მილაპარაკია, ახლა გეტყვით. როცა ის გორის ჰოსპიტალიდან თბილისში ჩამოვიყვანეთ, მოგეხსენებათ და ფოტოებშიც კარგად ჩანს, თავზე ჭრილობა ჰქონდა. გარკვეული სამედიცინო პროცედურა ჩაეტარებინათ მისთვის, ნაკერები ედო, მაგრამ ჭრილობა შიგნიდან ტალახით სავსე იყო და ისე გაკერილი. წაიკითხეთ სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - "დაწყებული ომი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა"