სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
“ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე

"მათ არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვთ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას” ხელი გა­და­უგ­რი­ხონ, იქეთ გა­და­ვუგ­რი­ხავთ ყვე­ლა­ფერს. “ნაც­მოძ­რო­ბა­საც” და “ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­საც” უკვე გა­დაგ­რე­ხი­ლი აქვთ ყვე­ლა­ფე­რი, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მაც აჩ­ვე­ნა", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ოპო­ზი­ცი­ას ყვე­ლა­ფე­რი ფეხ­ქვეშ გა­მო­ე­ცა­ლა, საყ­რდე­ნი აღარ აქვს და მათი პო­ზი­ცი­ე­ბი სუს­ტია.

“ჩვენ გვაქვს არა ერთი, ხუთი და ექ­ვსი სვლა, არა­მედ ძა­ლი­ან ბევ­რი სვლა და მა­ნევ­რი­რე­ბის ფარ­თო სა­შუ­ა­ლე­ბა. მათ აქვთ ორად ორი გა­მო­სა­ვა­ლი - ცუდი და უა­რე­სი. ცუდი არის შეს­ვლა, უა­რე­სი - არ­შეს­ვლა”,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მმარ­თვე­ლი პარ­ტია მზა­დაა მსჯე­ლო­ბა გა­ნაგ­რძოს სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ზე, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი კი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ტარ­დე­ბა, “თუ ვინ­მე გა­ყალ­ბე­ბას და­ა­დას­ტუ­რეს”.

“ჩვენ ბევ­რი რამ უკვე გან­ვი­ხი­ლეთ ოთხი რა­უნ­დის ფარ­გლებ­ში, ეს იყო პირ­ველ რიგ­ში სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა, რა­ზეც თით­ქმის შე­ჯე­რე­ბუ­ლია პო­ზი­ცი­ე­ბი. მზად ვართ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვაგ­რძოთ მსჯე­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს, რაც იყო ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან და­ყე­ნე­ბუ­ლი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მკა­ფიო პა­სუ­ხი გა­ვე­ცით, რომ გა­და­მოწ­მდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი და თუ გა­მოჩ­ნდე­ბა მი­ზე­რუ­ლი გა­დახ­რა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­სარ­გებ­ლოდ, ამ შე­მე­თხვე­ვა­ში და­ი­ნიშ­ნე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. თუმ­ცა ამა­ზე შე­ი­კა­ვეს თავი ყვე­ლა­ზე მსხვილ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მათ ჰყავ­დათ სა­კუ­თა­რი წევ­რი ყვე­ლა კო­მი­სი­ა­ში და კარ­გად იცი­ან, რა ხდე­ბო­და კო­მი­სი­ებ­ში, ანუ იცი­ან, რომ არ გა­ყალ­ბე­ბუ­ლა. მათ უკვე სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აქვთ. გა­ირ­კვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კი არ გა­ყალბ­და, გა­ყალბ­და გა­ყალ­ბე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. ისი­ნი ყალ­ბად სა­უბ­რო­ბენ გა­ყალ­ბე­ბა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­ხუ­თე რა­უნ­დი, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ მმარ­თველ გუნდს არ­სად ეჩ­ქა­რე­ბა, რად­გან “მი­ლი­ო­ნი მან­და­ტი” აქვს და ელ­ჩებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას ელო­დე­ბი­ან.

კი­თხვა­ზე, არ­სე­ბობს თუ არა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის რე­სურ­სი, კო­ბა­ხი­ძის თქმით, მხო­ლოდ იმ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან სა­უ­ბარს აქვს აზრი, ვინც “გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხა­რეა”.

“ზღვა­რი გა­ივ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის. არის ძი­რი­თა­დად ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, ვინც არის ლუ­ზე­რი, ანუ წა­გე­ბუ­ლი ამ არ­ჩევ­ნებ­ში. ასე­თია “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო”.

რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ესა­უბ­რო “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე, რო­დე­საც მა­ინც ვერ შე­დის. “ნონ­სენსთან” გვაქვს საქ­მე. მათ უნდა ვუმ­ტკი­ცოთ, რომ გინ­და თუ არა, უნდა შე­მო­ვიდ­ნენ. არც პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რეი გვაქვს ამის და “ნონ­სენ­სია” იმ პარ­ტი­ის პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლა, რო­მე­ლიც მა­ინც ვერ შე­მო­დის. იგი­ვე ეხე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­საც- მა­ინც ვერ შე­მო­დის იქ, სა­დაც უნდა შე­მოს­ვლა. ეს არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის და იმ სა­დიზ­მის დაბ­რუ­ნე­ბა, რა­საც ეწე­ო­და 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. რაზე უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ ან სა­ა­კაშ­ვილს ან ბო­კე­რი­ას?! ვე­რა­ფერ­ზე. მაგ­რამ არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხა­რეს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან სა­უ­ბარს აზრი აქვს. იმე­დი გვაქვს, ეს ზღვა­რი გა­ივ­ლე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
13

რადიო, დაწერილი ტექსტით!

bgi
31

სიტყვები ვერ მომიძებნია ამის არა ადამიანობის გამოსახატად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე

“ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე

"მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ “ქართული ოცნებას” ხელი გადაუგრიხონ, იქეთ გადავუგრიხავთ ყველაფერს. “ნაცმოძრობასაც” და “ევროპულ საქართველოსაც” უკვე გადაგრეხილი აქვთ ყველაფერი, არჩევნების შედეგებმაც აჩვენა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ოპოზიციას ყველაფერი ფეხქვეშ გამოეცალა, საყრდენი აღარ აქვს და მათი პოზიციები სუსტია.

“ჩვენ გვაქვს არა ერთი, ხუთი და ექვსი სვლა, არამედ ძალიან ბევრი სვლა და მანევრირების ფართო საშუალება. მათ აქვთ ორად ორი გამოსავალი - ცუდი და უარესი. ცუდი არის შესვლა, უარესი - არშესვლა”,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც კობახიძე აღნიშნავს, მმართველი პარტია მზადაა მსჯელობა განაგრძოს საარჩევნო რეფორმაზე, რიგგარეშე არჩევნები კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, “თუ ვინმე გაყალბებას დაადასტურეს”.

“ჩვენ ბევრი რამ უკვე განვიხილეთ ოთხი რაუნდის ფარგლებში, ეს იყო პირველ რიგში საარჩევნო რეფორმა, რაზეც თითქმის შეჯერებულია პოზიციები. მზად ვართ, ამასთან დაკავშირებით განვაგრძოთ მსჯელობა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რაც იყო ოპოზიციის მხრიდან დაყენებული, ამასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი გავეცით, რომ გადამოწმდება არჩევნების შედეგები და თუ გამოჩნდება მიზერული გადახრა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ამ შემეთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. თუმცა ამაზე შეიკავეს თავი ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა ძალებმა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავდათ საკუთარი წევრი ყველა კომისიაში და კარგად იციან, რა ხდებოდა კომისიებში, ანუ იციან, რომ არ გაყალბებულა. მათ უკვე სათქმელი არაფერი აქვთ. გაირკვა, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, გაყალბდა გაყალბებაზე საუბარი. ისინი ყალბად საუბრობენ გაყალბებაზე”, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს არსად ეჩქარება, რადგან “მილიონი მანდატი” აქვს და ელჩებთან კონსულტაციას ელოდებიან.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების რესურსი, კობახიძის თქმით, მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს აქვს აზრი, ვინც “გამარჯვებული მხარეა”.

“ზღვარი გაივლება პოლიტიკურ პარტიებს შორის. არის ძირითადად ორი პოლიტიკური ძალა, ვინც არის ლუზერი, ანუ წაგებული ამ არჩევნებში. ასეთია “ევროპული საქართველო”.

რანაირად შეიძლება ესაუბრო “ევროპული საქართველოს” პარლამენტში შესვლაზე, როდესაც მაინც ვერ შედის. “ნონსენსთან” გვაქვს საქმე. მათ უნდა ვუმტკიცოთ, რომ გინდა თუ არა, უნდა შემოვიდნენ. არც პოლიტიკური ინტერეი გვაქვს ამის და “ნონსენსია” იმ პარტიის პარლამენტში შემოსვლა, რომელიც მაინც ვერ შემოდის. იგივე ეხება სააკაშვილსაც- მაინც ვერ შემოდის იქ, სადაც უნდა შემოსვლა. ეს არის ძალაუფლების და იმ სადიზმის დაბრუნება, რასაც ეწეოდა 9 წლის განმავლობაში. რაზე უნდა ველაპარაკოთ ან სააკაშვილს ან ბოკერიას?! ვერაფერზე. მაგრამ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ამ არჩევნებში გამარჯვებული მხარეს. შესაბამისად, მათთან საუბარს აზრი აქვს. იმედი გვაქვს, ეს ზღვარი გაივლება”,- განაცხადა კობახიძემ.

"ყველა, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, ამორალური და იდიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება" - ირაკლი კობახიძე შეხვედრის შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"