საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს? - პანდემიას დაამარცხებდა... ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ" - რას წერს რუსული გამოცემა
"რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს? - პანდემიას დაამარცხებდა... ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ" - რას წერს რუსული გამოცემა

რუ­სულ­მა გა­ზეთ­მა "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დამ“ («Комсомольская правда») სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "რას გა­ა­კე­თებ­და იო­სებ სტა­ლი­ნი 2020 წელს“, გა­მო­აქ­ვეყ­ნა მწე­რალ ალექ­სან­დრე მი­ას­ნი­კო­ვი­სა და ის­ტო­რი­კოს ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძის პა­სუ­ხე­ბი იმ კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას შე­ე­ხე­ბა. გა­ზეთ­მა სთხო­ვა მათ, რომ რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ცია შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ, მაგ­რამ ისე, რომ თით­ქოს­და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში იო­სებ სტა­ლი­ნი დგას: რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და ბე­ლა­დი 2020 წელს და რო­გორ მო­აგ­ვა­რებ­და იგი ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­ჩე­ნილ პრობ­ლე­მებს.

აი, ზო­გი­ერ­თი ფრაგ­მენ­ტი:

- და­ა­მარ­ცხებ­და სტა­ლი­ნი პან­დე­მი­ას?

ალექ­სან­დრე მი­ას­ნი­კო­ვი:

- ალ­ბათ, და­ა­მარ­ცხებ­და. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ გერ­მა­ნი­ას­თან ომის დროს, სა­ვე­ლე მძი­მე პი­რო­ბებ­ში, წი­თელ არ­მი­ა­ში არა­ნა­ი­რი ეპი­დე­მია არ მომ­ხდა­რა: ექი­მებს და მეც­ნი­ე­რებს ამო­ცა­ნა ჰქონ­დათ, რომ მა­ღალ დო­ნე­ზე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ სა­ნი­ტა­რი­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა. არ­სე­ბობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი დაზ­ვერ­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის იყო, რომ ვირუ­სებს ებ­რძოდ­ნენ არა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, არა­მედ ვირუ­სო­ლო­გე­ბი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი.

ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძე:

- ჩემი აზ­რით, იო­სებ სტა­ლი­ნი რომ ახლა რუ­სე­თის სა­თა­ვე­ში იყოს, სა­ზღვრებ­ზე "რკი­ნის ფარ­და“ იქ­ნე­ბო­და ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი. ერთი მხრივ, ეს კარ­გია, რად­გან ვირუსს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, და­ი­წყე­ბო­და და­სავ­ლე­თის ბრალ­დე­ბე­ბი, რომ ვირუ­სი მათ შექ­მნეს და რუ­სეთ­ში გავ­რცე­ლე­ბას აპი­რე­ბენ... ალ­ბათ, გან­მე­ორ­დე­ბო­და "ექიმ­თა საქ­მე“. ნამ­დვი­ლი ციფ­რე­ბი და­მა­ლუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იქ­მნე­ბო­და ვაქ­ცი­ნა რუ­სეთ­ში სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში?

ალექ­სან­დრე მი­ას­ნი­კო­ვი:

- ვფიქ­რობ, სწრა­ფად შექ­მნიდ­ნენ. ისევ ომის პე­რი­ოდს გა­ვიხ­სე­ნებ. როცა წი­თე­ლი არ­მია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში შე­ვი­და, იქ სრუ­ლი­ად სხვა ავად­მყო­ფო­ბე­ბი და ინ­ფექ­ცი­ე­ბი იყო, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით. ეპი­დე­მია რომ არ და­წყე­ბუ­ლი­ყო, წი­ნას­წარ და­არ­სდა ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, მომ­ზად­და კად­რე­ბი, გაძ­ლი­ერ­და სა­ნი­ტა­რუ­ლი დაზ­ვერ­ვა და და­ი­წყეს ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნა. დღეს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს გა­უკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში დამ­ზად­და.

ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძე:

- ალ­ბათ, შე­იქ­მნე­ბო­და, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბა ისე მოხ­დე­ბო­და, რო­გორც ატო­მუ­რი ბომ­ბი­სა - ანუ დაზ­ვერ­ვა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას მო­პა­რავ­და მო­ნა­ცე­მებს, რუ­სეთ­ში კი ამ მო­ნაც­მე­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი ისარ­გებ­ლებ­დნენ. თან მათ და­ე­მუქ­რე­ბოდ­ნენ - ვაქ­ცი­ნას შექ­მნით უმოკ­ლეს ვა­და­ში, თო­რემ დახ­ვრე­ტა და ციმ­ბი­რის ბა­ნა­კი არ აგ­ცდე­ბათ...

- რო­გორ რე­აქ­ცი­ას გა­მო­ავ­ლენ­და იო­სებ სტა­ლი­ნი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მი­მართ? გაგ­ზავ­ნი­და მას სა­ხა­ლინ­ზე ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე თუ და­ა­ჯილ­დო­ვებ­და?

ალექ­სან­დრე მი­ას­ნი­კო­ვი:

- სტა­ლი­ნი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ხან­გრძლი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ცე­დენტს არ და­უშ­ვებ­და. რე­გი­ო­ნებ­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და, რათა ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლებს თავი "ბა­ტო­ნე­ბად არ ეგ­რძნოთ“. ახალ ად­გილ­ზე ადა­მი­ა­ნი გა­რე­მოც­ვის გა­რე­შე ინიშ­ნე­ბო­და. დღეს ჩვენ კო­რუფ­ცი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რან ნორ­მა­ლუ­რად ვთვლით, რომ ყო­ველ დიდ ჩი­ნოვ­ნიკს ახალ ად­გილ­ზე თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვი­დან თან ბევ­რი მიჰ­ყავს. იო­სებ სტა­ლი­ნი ამას არ და­უშ­ვებ­და. დღე­ვან­დელ ჩი­ნოვ­ნიკ-მი­ლი­არ­დე­რებ­თან სტა­ლინს სხვა­ნა­ი­რი ლა­პა­რა­კი ექ­ნე­ბო­და...

ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძე:

- სტა­ლი­ნი რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო, ბე­ლო­რუ­სი კი მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ვფიქ­რობ, ბე­ლო­რუ­სე­ბი მი­ტინგზე მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­ვი­დოდ­ნენ, მე­ო­რედ მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თი­ლი იქ­ნე­ბო­და, გაჩ­ნდე­ბო­და ახა­ლი ბე­ლო­რუ­სი პო­ლა­რულ ჩრდი­ლო­ეთ­ში. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მოქ­მე­დე­ბას კი სტა­ლი­ნი არ და­უშ­ვებ­და. მას არ უყ­ვარ­და ზედ­მე­ტი თვით­შე­მოქ­მე­დე­ბა... წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
4

დიდება მეორე მსოფლიო და შემდგომ.ომებში დაღუპულ ქარველ ჯარისკაცებს აგრეთვე ხსოვნა მათ მშობლებს 

100%
47

არ ვიცი რას მოიმოქმედებდა სტალინი, მაგრამ მე რომ ქართველი ჟურნალისტი ვიყო ამ სტატიას ფოტომასალას შეუცვლიდი...

ქართველებს ასეთი დიდი მსოფლიო მასშტაბის ისტორიული ფიგურა გყვავდა და სირცხვილია მისი დაკნინება და მით უფრო უარყოფა...

დიდება სტალინს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს? - პანდემიას დაამარცხებდა... ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ" - რას წერს რუსული გამოცემა

"რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს? - პანდემიას დაამარცხებდა... ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ" - რას წერს რუსული გამოცემა

რუსულმა გაზეთმა "კომსომოლსკაია პრავდამ“ («Комсомольская правда») სტატიაში, სათაურით: "რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს“, გამოაქვეყნა მწერალ ალექსანდრე მიასნიკოვისა და ისტორიკოს ნიკოლოზ სვანიძის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც რუსეთში შექმნილ ვითარებას შეეხება. გაზეთმა სთხოვა მათ, რომ რუსეთში არსებული პოლიტიკური სიტუცია შეეფასებინათ, მაგრამ ისე, რომ თითქოსდა ქვეყნის სათავეში იოსებ სტალინი დგას: როგორ მოიქცეოდა ბელადი 2020 წელს და როგორ მოაგვარებდა იგი ქვეყნის წინაშე გაჩენილ პრობლემებს.

აი, ზოგიერთი ფრაგმენტი:

- დაამარცხებდა სტალინი პანდემიას?

ალექსანდრე მიასნიკოვი:

- ალბათ, დაამარცხებდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გერმანიასთან ომის დროს, საველე მძიმე პირობებში, წითელ არმიაში არანაირი ეპიდემია არ მომხდარა: ექიმებს და მეცნიერებს ამოცანა ჰქონდათ, რომ მაღალ დონეზე შეენარჩუნებინათ სანიტარიული წესების დაცვა. არსებობდა სპეციალური ეპიდემოლოგიური დაზვერვის ქვედანაყოფები. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ვირუსებს ებრძოდნენ არა ჩინოვნიკები, არამედ ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები.

ნიკოლოზ სვანიძე:

- ჩემი აზრით, იოსებ სტალინი რომ ახლა რუსეთის სათავეში იყოს, საზღვრებზე "რკინის ფარდა“ იქნებოდა ჩამოფარებული. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან ვირუსს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა გაუჭირდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, დაიწყებოდა დასავლეთის ბრალდებები, რომ ვირუსი მათ შექმნეს და რუსეთში გავრცელებას აპირებენ... ალბათ, განმეორდებოდა "ექიმთა საქმე“. ნამდვილი ციფრები დამალული იქნებოდა.

- რამდენად სწრაფად შეიქმნებოდა ვაქცინა რუსეთში სტალინის მმართველობის პირობებში?

ალექსანდრე მიასნიკოვი:

- ვფიქრობ, სწრაფად შექმნიდნენ. ისევ ომის პერიოდს გავიხსენებ. როცა წითელი არმია ევროპის ქვეყნებში შევიდა, იქ სრულიად სხვა ავადმყოფობები და ინფექციები იყო, საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით. ეპიდემია რომ არ დაწყებულიყო, წინასწარ დაარსდა ლაბორატორიები, მომზადდა კადრები, გაძლიერდა სანიტარული დაზვერვა და დაიწყეს ვაქცინების შექმნა. დღეს შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ვაქცინები მაქსიმალურად მოკლე დროში დამზადდა.

ნიკოლოზ სვანიძე:

- ალბათ, შეიქმნებოდა, თუმცა ვაქცინის დამზადება ისე მოხდებოდა, როგორც ატომური ბომბისა - ანუ დაზვერვა რომელიმე ქვეყანას მოპარავდა მონაცემებს, რუსეთში კი ამ მონაცმებით მეცნიერები ისარგებლებდნენ. თან მათ დაემუქრებოდნენ - ვაქცინას შექმნით უმოკლეს ვადაში, თორემ დახვრეტა და ციმბირის ბანაკი არ აგცდებათ...

- როგორ რეაქციას გამოავლენდა იოსებ სტალინი ალექსანდრე ლუკაშენკოს მიმართ? გაგზავნიდა მას სახალინზე ხიდის მშენებლობაზე თუ დააჯილდოვებდა?

ალექსანდრე მიასნიკოვი:

- სტალინი ალექსანდრე ლუკაშენკოს ხანგრძლივი მმართველობის პრეცედენტს არ დაუშვებდა. რეგიონებში საკადრო ცვლილებები ხშირად ხდებოდა, რათა ადგილობრივ ხელმძღვანელებს თავი "ბატონებად არ ეგრძნოთ“. ახალ ადგილზე ადამიანი გარემოცვის გარეშე ინიშნებოდა. დღეს ჩვენ კორუფციაზე ვლაპარაკობთ, მაგრან ნორმალურად ვთვლით, რომ ყოველ დიდ ჩინოვნიკს ახალ ადგილზე თავისი გარემოცვიდან თან ბევრი მიჰყავს. იოსებ სტალინი ამას არ დაუშვებდა. დღევანდელ ჩინოვნიკ-მილიარდერებთან სტალინს სხვანაირი ლაპარაკი ექნებოდა...

ნიკოლოზ სვანიძე:

- სტალინი რომ რუსეთის პრეზიდენტი ყოფილიყო, ბელორუსი კი მის შემადგენლობაში, ვფიქრობ, ბელორუსები მიტინგზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდოდნენ, მეორედ მცდელობა აღკვეთილი იქნებოდა, გაჩნდებოდა ახალი ბელორუსი პოლარულ ჩრდილოეთში. ალექსანდრე ლუკაშენკოს მოქმედებას კი სტალინი არ დაუშვებდა. მას არ უყვარდა ზედმეტი თვითშემოქმედება... წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან

რამდენი გველი დაიჭირეს იანვრიდან დღემდე თბილისში - "დაკბენის ან სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში არ შემოსულა"

კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი წყალბურთის მატჩზე - რა ფოტოებს აქვეყნებს აშშ-ის საელჩო