პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„რომპეტროლი“ ტრადიციას აგრძელებს - კომპანია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს  ესტუმრა
„რომპეტროლი“ ტრადიციას აგრძელებს - კომპანია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს  ესტუმრა

„რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლო“ რამ­დე­ნი­მე წე­ლია კო­ჯრის შშმ ბავ­შვთა სახ­ლში მცხოვ­რე­ბი პა­ტა­რე­ბის­თვის სა­დღე­სას­წა­უ­ლო და ბედ­ნი­ე­რი გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე ზრუ­ნავს. კორ­პო­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნია წელ­საც ეს­ტუმ­რა კო­ჯრის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა სახ­ლის აღ­საზ­რდე­ლებს და სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა.

„რომ­პეტ­რო­ლის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბავ­შვთა სახ­ლის დი­რექ­ცი­ას­თან წი­ნას­წა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მსხვი­ლი და წვრი­ლი სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კით და ავე­ჯით უზ­რუნ­ველ­ყვეს. ასე­ვე, ოცი­ვე ბე­ნე­ფი­ცი­არს, რო­მელ­თა ასა­კი 6-დან 18 წლამ­დეა, დამ­დე­გი ახა­ლი წელი ტკბი­ლე­უ­ლით, ბუშ­ტე­ბით და სა­ჩუქ­რე­ბით მი­უ­ლო­ცეს.

“ჩვენ წელ­საც ვაგ­რძე­ლებთ ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას - ბიზ­ნეს პარტნი­ო­რე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად გან­კუთ­ვნი­ლი ფუ­ლა­დი რე­სურ­სი კვლავ მივ­მარ­თეთ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტზე, იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც დახ­მა­რე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო­ე­ბენ. ვა­მა­ყობთ, რომ ამ კე­თილ­შო­ბი­ლურ წა­მო­წყე­ბა­ში ჩვენს პარტნი­ო­რებს მე­გობ­რე­ბად და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად მო­ვი­აზ­რებთ.“ - აცხა­დებს კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ზა­მან­ბეკ მირ­ზა­ი­ა­ნო­ვი.

რამ­დე­ნი­მე წე­ლია „რომ­პეტ­რო­ლი“ ბიზ­ნეს პარტნი­ო­რე­ბის სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის ფონდს ბავ­შვთა სახ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად გან­კარ­გავს. პარტნი­ო­რებს კი სა­სი­კე­თო საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბის წე­რი­ლე­ბი ეგ­ზავ­ნე­ბათ.

„ეს ბავ­შვე­ბი უკვე ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან ჩვენ­თვის, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი გვიყ­ვარს და ყო­ველ წელს სი­ხა­რუ­ლით ვე­ლით მათ­თან შეხ­ვედ­რას. წელს კო­ვიდ 19-ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ შევ­ძე­ლით მათ­თვის წინა წლის მსგავ­სად, გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მის მო­წყო­ბა. თუმ­ცა, ვფიქ­რობთ მათი კე­თი­ლი გუ­ლე­ბის გა­ხა­რე­ბა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ.“- აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

„რომ­პეტ­რო­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მე-15 წე­ლია სტა­ბი­ლუ­რად და წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა, წარ­მო­ად­გენს საწ­ვა­ვის ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს იმ­პორ­ტი­ორს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მომ­ხმა­რე­ბელს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის - ევრო 5 საწ­ვავს სთა­ვა­ზობს. მისი მფლო­ბე­ლი ჯგუ­ფი KMG International-ი კი, 6000 თა­ნამ­შრომ­ლით, ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის 11 ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რებს.

R

ცოფი
0

ბიჭებს მოუმატეთ ხელფასი ბიჭებს. მათხოვრულ 300 ლარზე რომ ამუშავებთ. მათ უკანაც ოჯახები დგას. ყველაფერს თქვენი პიარისთვის რომ იყენებთ ! არ დაბლოკოთ !!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„რომპეტროლი“ ტრადიციას აგრძელებს - კომპანია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს  ესტუმრა

„რომპეტროლი“ ტრადიციას აგრძელებს - კომპანია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს  ესტუმრა

„რომპეტროლ საქართველო“ რამდენიმე წელია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში მცხოვრები პატარებისთვის სადღესასწაულო და ბედნიერი განწყობის შექმნაზე ზრუნავს. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია წელსაც ესტუმრა კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და საჩუქრები გადასცა.

„რომპეტროლის“ წარმომადგენლებმა ბავშვთა სახლის დირექციასთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ, დაწესებულება მსხვილი და წვრილი საოჯახო ტექნიკით და ავეჯით უზრუნველყვეს. ასევე, ოცივე ბენეფიციარს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა, დამდეგი ახალი წელი ტკბილეულით, ბუშტებით და საჩუქრებით მიულოცეს.

“ჩვენ წელსაც ვაგრძელებთ ტრადიციად ქცეული ინიციატივის განხორციელებას - ბიზნეს პარტნიორებისთვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად განკუთვნილი ფულადი რესურსი კვლავ მივმართეთ სოციალურ პროექტზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებენ. ვამაყობთ, რომ ამ კეთილშობილურ წამოწყებაში ჩვენს პარტნიორებს მეგობრებად და თანამონაწილეებად მოვიაზრებთ.“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.

რამდენიმე წელია „რომპეტროლი“ ბიზნეს პარტნიორების საახალწლო საჩუქრების ფონდს ბავშვთა სახლის დასახმარებლად განკარგავს. პარტნიორებს კი სასიკეთო საქმეში ჩართულობისთვის მადლობის წერილები ეგზავნებათ.

„ეს ბავშვები უკვე ძალიან ახლობლები არიან ჩვენთვის, თითოეული მათგანი გვიყვარს და ყოველ წელს სიხარულით ველით მათთან შეხვედრას. წელს კოვიდ 19-ის გამო დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ვერ შევძელით მათთვის წინა წლის მსგავსად, გასართობი პროგრამის მოწყობა. თუმცა, ვფიქრობთ მათი კეთილი გულების გახარება მაინც მოვახერხეთ.“- აცხადებენ კომპანიაში.

„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს.

R

ათეა-ს გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის ფარგლებში, ევროპულ ქარტიას 14 - მა მუნიციპალიტეტმა მოაწერა ხელი

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა - სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირება