სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურა უმაღლესი პიროვნება იყო... ძალიან განვიცდი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს თელავში მოკლულისა და ბრალდებულის მეგობარი?
"ზურა უმაღლესი პიროვნება იყო... ძალიან განვიცდი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს თელავში მოკლულისა და ბრალდებულის მეგობარი?

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ იყალ­თო­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ვანო ზან­და­რაშ­ვილ­მა, თე­ლა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი, ზურა სა­ჩიშ­ვი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულს წინ მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღვო­და. ასე­ვე დაჭ­რი­ლია თე­ლა­ვის მე­რი­ის იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ლე­ვან ბერ­ძე­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ექი­მებ­მა დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და ამის შემ­დეგ სახ­ლში გა­წე­რეს.

რო­გორ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, და­პი­რის­პი­რე­ბა ერ­თერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის, და­ვით ლა­ჩაშ­ვი­ლის, სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს მოხ­და. თა­ვად ლა­ჩაშ­ვი­ლი კი მის სახ­ლში კონ­ფლიქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს, რომ მე­გობ­რე­ბი ისე გა­ა­ცი­ლა, სახ­ლში არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ მოს­ვლი­ათ.

და­ვით ლა­ჩაშ­ვი­ლი:

- ჩემს სახ­ლში, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი. ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მეა ჩემ­თვის რაც მოხ­და, ეს დიდი ტრა­გე­დი­აა. სახ­ლში სუფ­რა გავ­შა­ლეთ, სულ 5 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. თა­ვი­დან სამი ჩემი მე­გო­ბა­რი მო­ვი­და, ვანო ზან­და­რაშ­ვი­ლი მერე შე­მოგ­ვი­ერ­თდა, ალ­ბათ რო­მე­ლი­მე ბიჭ­მა და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ჩემ­თან იყ­ვნენ. ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ვი­ღეთ სახ­ლში, მას­თა­ნაც ვმე­გობ­რობ. ვი­ქე­ი­ფეთ, რო­გორც ბევ­რჯერ შევ­ხვედ­რილ­ვართ და გვი­ქე­ი­ფია, მერე ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­ვა­ცი­ლე, 11 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და სახ­ლი­დან რომ წა­ვიდ­ნენ. ვა­ნოს მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ ერ­თად ყვე­ლა­ნი, მას უნდა წა­ეყ­ვა­ნა ბი­ჭე­ბი თე­ლავ­ში და სახ­ლებ­ში მი­ეყ­ვა­ნა. წა­ვიდ­ნენ ერ­თად, მე შე­მო­ვე­დი სახ­ლში, მერე რა მოხ­და და გზა­ში რაზე იკა­მა­თეს არ ვიცი.

- თქვენ სახ­ლში კონ­ფლიქ­ტი არ მომ­ხდა­რა?

- არა, შიგ­ნით არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ იყო. ზურა მე მეჯ­და გვერ­დით და ვლა­პა­რა­კობ­დით. ვა­ნოს პი­რა­დად არ იც­ნობ­და, პირ­ვე­ლად შეხ­ვდნენ ჩემ­თან ერ­თმა­ნეთს, ამი­ტომ მათ შო­რის ადრე რა­ი­მე კონ­ფლიქ­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ამი­ტომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ მომ­ხდა­რით. ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან. მოკ­ლუ­ლიც და ბრალ­დე­ბუ­ლიც ორი­ვე ჩემი მე­გო­ბა­რია, ოღონდ სხვა­დას­ხვა მხრი­დან. არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტის სუფ­რა­ზე არ იყო, ძა­ლი­ან კარ­გად ერ­თო­ბოდ­ნენ და მხი­ა­რუ­ლობ­დნენ, მერე წა­ვიდ­ნენ და რა მოხ­და მარ­თლა არ ვიცი. ვა­ნომ წა­იყ­ვა­ნა ყვე­ლა­ნი თე­ლავ­ში, ვა­ნოს მან­ქა­ნა­ში ზუ­რას­თან ერ­თად კი­დევ ორი ჩემი მე­გო­ბა­რი იჯდა, მათ ვანო იც­ნობ­და და მე­გობ­რობს, მარ­ტო ზუ­რას არ იც­ნობ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო ზუ­რას­თან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახეთი
19

არ არის დასაჯერებელი, რომ არ იცნობდნენ! ორივე ცნობილი პიროვნება იყო, ასეთი ხალხი რაიონებში ყველა იცნობს ერთმანეთს! ტყუის!

მეგრელი
2

წვულება აკრძალულიაო და ეს პოლიციის უფროსობას არ ეხება ალბათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ზურა უმაღლესი პიროვნება იყო... ძალიან განვიცდი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს თელავში მოკლულისა და ბრალდებულის მეგობარი?

"ზურა უმაღლესი პიროვნება იყო... ძალიან განვიცდი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს თელავში მოკლულისა და ბრალდებულის მეგობარი?

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. როგორც ირკვევა, ამ უმძიმეს დანაშაულს წინ მათ შორის შელაპარაკება უძღვოდა. ასევე დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და ამის შემდეგ სახლში გაწერეს.

როგორ ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება ერთერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულებაზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა. თავად ლაჩაშვილი კი მის სახლში კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მეგობრები ისე გააცილა, სახლში არანაირი კონფლიქტი არ მოსვლიათ.

დავით ლაჩაშვილი:

- ჩემს სახლში, ჩემს დაბადების დღეზე იყვნენ მოსულები. ემოციურად ძალიან მძიმეა ჩემთვის რაც მოხდა, ეს დიდი ტრაგედიაა. სახლში სუფრა გავშალეთ, სულ 5 ადამიანი ვიყავით. თავიდან სამი ჩემი მეგობარი მოვიდა, ვანო ზანდარაშვილი მერე შემოგვიერთდა, ალბათ რომელიმე ბიჭმა დაურეკა და უთხრა, რომ ჩემთან იყვნენ. ჩვეულებრივ მივიღეთ სახლში, მასთანაც ვმეგობრობ. ვიქეიფეთ, როგორც ბევრჯერ შევხვედრილვართ და გვიქეიფია, მერე ყველანი ერთად გავაცილე, 11 საათი იქნებოდა სახლიდან რომ წავიდნენ. ვანოს მანქანაში ჩასხდნენ ერთად ყველანი, მას უნდა წაეყვანა ბიჭები თელავში და სახლებში მიეყვანა. წავიდნენ ერთად, მე შემოვედი სახლში, მერე რა მოხდა და გზაში რაზე იკამათეს არ ვიცი.

- თქვენ სახლში კონფლიქტი არ მომხდარა?

- არა, შიგნით არანაირი კონფლიქტი არ იყო. ზურა მე მეჯდა გვერდით და ვლაპარაკობდით. ვანოს პირადად არ იცნობდა, პირველად შეხვდნენ ჩემთან ერთმანეთს, ამიტომ მათ შორის ადრე რაიმე კონფლიქტი რომ ყოფილიყო, ეს გამორიცხულია. ამიტომ გაოგნებული ვარ მომხდარით. ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ ერთმანეთთან. მოკლულიც და ბრალდებულიც ორივე ჩემი მეგობარია, ოღონდ სხვადასხვა მხრიდან. არანაირი საფუძველი კონფლიქტის სუფრაზე არ იყო, ძალიან კარგად ერთობოდნენ და მხიარულობდნენ, მერე წავიდნენ და რა მოხდა მართლა არ ვიცი. ვანომ წაიყვანა ყველანი თელავში, ვანოს მანქანაში ზურასთან ერთად კიდევ ორი ჩემი მეგობარი იჯდა, მათ ვანო იცნობდა და მეგობრობს, მარტო ზურას არ იცნობდა. პირველი შეხვედრა იყო ზურასთან...წაიკითხეთ სრულად

"ხურვალეთთან პოლიციამ  საქართველოს მოქალაქის დაკავების მცდელობა აღკვეთა... საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაკავებულები არ არიან" - სუს-ი

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

თელავში 27 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, მშობლები და ბებია მოკლა