სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გერმანიაში გიორგის თქმა უჭირდათ და "არტმენი" შემარქვეს, მერე ეს ქართველებმაც აიტაცეს" - გაიცანით ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომელმაც ჰობი პროფესიად აქცია
"გერმანიაში გიორგის თქმა უჭირდათ და "არტმენი" შემარქვეს, მერე ეს ქართველებმაც აიტაცეს" - გაიცანით ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომელმაც ჰობი პროფესიად აქცია

კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სი­ით საქმდე­ბი­ან და შემ­დგომ იმ საქ­მით თვი­თო­ნაც იღე­ბენ სი­ა­მოვ­ნე­ბას და სხვებ­საც ახა­რე­ბენ. გი­ორ­გი მაღ­რა­ძე იგი­ვე G. Artman დი­ზა­ი­ნერ-ილუსტრა­ტო­რია - ამ­ჟა­მად არტდი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებს…

ეს პრო­ფე­სია ბევრ რა­მეს მო­ი­ცავს, თუმ­ცა რო­გორც გი­ორ­გი ამ­ბობს, გეზი მა­ინც მისი გა­ნათ­ლე­ბი­დან და პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ილუსტრა­ცი­ის­კენ და concept art-ის­კენ აქვს აღე­ბუ­ლი. ხოლო იმას, რა­საც გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი და ილუსტრა­ცია გუ­ლის­ხმობს, თით­ქმის ყვე­ლა გან­ხრით აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"მი­მაჩ­ნია, რომ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ან პრო­ფე­სი­ით არ ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ჩემი უამ­რა­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­ვი­თა­რე­ბას სხვა­დას­ხვა გან­ხრით ვცდი­ლობ" - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან ხა­ტავ­და და ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა და ნა­ხა­ტე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა ძა­ლი­ან მოს­წონ­და, მაგ­რამ ამ სფე­როს, და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სე­ბამ­დე, რო­გორც ჰობს, ისე უყუ­რებ­და. თურ­მე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო იზი­დავ­და და საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მაგ გან­ხრით ფიქ­რობ­და.

"თუმ­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე აე­წყო, რომ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ით და სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, გა­ნათ­ლე­ბა წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ი­სა და დი­ზა­ი­ნის გან­ხრით მი­ვი­ღე" - გვიყ­ვე­ბა გი­ორ­გი.

- მშობ­ლებ­მა არ­ჩე­ვა­ნი მო­გი­წო­ნეს?

- მშობ­ლებ­მა საკ­მა­ოდ დიდი როლი შე­ას­რუ­ლეს ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რად­გან დე­დაც და მა­მაც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­მოქ­მე­დე­ბით ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. ამა­ნაც უზარ­მა­ზა­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემი ამ სფე­რო­სა და ზო­გა­დად, მხატ­ვრო­ბის მი­მართ სიყ­ვა­რულ­ში. ბავ­შვო­ბი­დან ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ მუ­შა­ობ­დნენ მშობ­ლე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გში. ერთი პე­რი­ო­დი ფერ­წე­რა­სა და გრა­ფი­კი­თაც ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი...

- ვნა­ხე შენ მიერ შექ­მნი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ილუსტრა­ცი­ე­ბი... რა არის ზო­გა­დად ილუსტრა­ცია შენ­თვის და რო­გო­რი უნდა იყოს ის, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს?

- ჩემ­თვის ილუსტრა­ცია ვი­ზუ­ა­ლუ­რად კარ­გად გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვია, რო­მელ­საც მხატ­ვა­რი თუ შე­მოქ­მე­დი თა­ვი­სი ფან­ტა­ზი­ით, სტი­ლით ქმნის და რა­ღა­ცე­ბის გა­გე­ბა­სა და აღ­ქმა­ში გვეხ­მა­რე­ბა, ან უბ­რა­ლოდ ეს­თე­ტი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვა­ნი­ჭებს.

კარ­გი ან ყუ­რა­დღე­ბის­მი­საქ­ცე­ვი ილუსტრა­ცია ჩემ­თვის ისე­თი ნა­მუ­შევ­რია, სა­დაც კომ­პო­ზი­ცია სა­ინ­ტე­რე­სო­დაა გა­და­წყვე­ტი­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ახა­ლი სტი­ლი­ზე­ბუ­ლი ხედ­ვა, ტექ­ნი­კა იგ­რძნო­ბა, აქვს ში­ნა­არ­სი - ინ­ტე­რესს სწო­რედ ეს იწ­ვევს. ხან­და­ხან ნა­ხა­ტე­ბი და ილუსტრა­ცი­ე­ბი მეტს გვიყ­ვე­ბა არ­სე­ბულ ის­ტო­რი­ებ­ზე, ვიდ­რე გვგო­ნია, რად­გან, ში­ნა­არ­სის გარ­და, შემ­სრუ­ლებ­ლის ემო­ცი­ე­ბი­სა და წარ­მო­სახ­ვი­თი აზ­როვ­ნე­ბის უამ­რავ პა­ტა­რა სა­გან­ძურს ინა­ხავს, რო­მე­ლიც ხან ერთი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ან ნახ­ვით შე­უმ­ჩნე­ვე­ლია.

რო­გორც გი­ორ­გი გვე­უბ­ნე­ბა, მუ­შა­ო­ბის და­ი­წყე­ბის წინ, გო­ნე­ბა­ში წი­ნას­წარ, და­ახ­ლო­ე­ბით ხე­დავს, რის და­ხატ­ვას თუ გა­კე­თე­ბას აპი­რებს, შემ­დგომ ჩა­ნა­ხა­ტე­ბის, ზო­გა­დი ეს­კი­ზე­ბის კე­თე­ბას იწყებს. მო­ნა­ხა­ზებს ხა­ზავს, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი კომ­პო­ზი­ცია თუ იდეა არ და­ა­ვი­წყდეს, რომ ის მის­თვის რა­ღაც ახ­ლის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლიც გახ­დეს.

"მთა­ვა­რი მა­ინც გან­წყო­ბა და გო­ნე­ბა­ში იმის სწო­რად და­გეგ­მვაა, რის შექ­მნაც უნდა, და­ნარ­ჩე­ნი, უკვე ტექ­ნი­კა და გა­მოც­დი­ლე­ბაა" - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.

- თე­მებს რო­გორ ირ­ჩევ?

- როცა, ვთქვათ, სამ­სა­ხუ­რებ­რივ პრო­ექტს ვი­ღებ, ან წიგ­ნის დაკ­ვე­თას, ან რა­ი­მე ილუსტრი­რე­ბულ პრო­ექტს, ვცდი­ლობ, ისი­ნი ჩემი ხედ­ვით და ახა­ლი ტექ­ნი­კით გა­ვამ­დიდ­რო. ამით სა­კუ­თარ თავ­საც ვა­ვი­თა­რებ და არ­სე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რიც სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­მო­დის. ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა ისეთ ნა­ხა­ტებ­სა და ილუსტრა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც თა­ვი­სუ­ფალ დროს, ჩემი წარ­მო­სახ­ვით ვქმნი, ინ­სპი­რა­ცი­ას ძი­რი­თა­დად გა­რე­მო­დან ვი­ღებ და გო­ნე­ბა­ში არ­სე­ბულ იდე­ებს ვცდი­ლობ, სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და გად­მო­ცე­მის ფორ­მე­ბი მო­ვუ­ძებ­ნო. ამის­თვის ხან ილუსტრა­ცი­ებს, ხა­ნაც ნა­ხევ­რად მოძ­რავ მი­ნი­მა­ლის­ტურ ანი­მა­ცი­ებ­სა და პა­ტა­რა კონ­ცეპტ-არ­ტებს ვქმნი. ეს ერ­თგვა­რად მა­თა­ვი­სუფ­ლებს ამ იდე­ე­ბის­გან და შემ­დგომ ახა­ლი იდე­ე­ბი იკა­ვებს მათ ად­გილს, რო­მელ­ზეც, ერთი სული მაქვს ხოლ­მე, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მოვ­ნა­ხო და მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყო.

- თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ანი­მა­ცი­უ­რი მი­ნი­ფილ­მი ვნა­ხე, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ის შეკ­ვე­თა აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც გად­მო­ცე­მუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი ღვი­ნის 8000-წლი­ა­ნი ის­ტო­რია. 3 წუთ­ში რო­გორ ჩა­ა­ტი­ეთ ამ­ხე­ლა ის­ტო­რია და რამ­დე­ნი ხანი იმუ­შა­ვეთ მას­ზე?

- მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და, რო­მელ­ზეც უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე და უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ეს ანი­მა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი ჩემ­თვის პირ­ვე­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვ­და და შრომ­ტე­ვა­დიც გახ­ლდათ.

ჩემი წვლი­ლი ამ პრო­ექ­ტში ის იყო, რომ გა­რე­მო­ე­ბის და ფო­ნე­ბის ნა­ხა­ტე­ბი შე­ვას­რუ­ლე, ზო­გა­დად ანი­მა­ცი­ის ვი­ზუ­ა­ლურ სტილ­ზე და პერ­სო­ნა­ჟე­ბის შექ­მნა­ზე ვი­მუ­შა­ვე. პრო­ექტს ნა­ხე­ვარ წელ­ზე მეტი დრო დას­ჭირ­და. თა­ვი­დან ჩვენ­მა სა­ა­გენ­ტომ "hans & gruber"-მა და კარ­გმა გუნ­დმა იდე­ე­ბი და­ვა­მუ­შა­ვე­ბა და მისი გა­და­წყვე­ტა დავ­სა­ხეთ, შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ანი­მა­ცი­ის კუ­თხით პრო­ფე­სი­ო­ნალ გუნდთან, სტუ­დია „ანი­მა­ტორ­თან“ ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ღვი­ნის 8000-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გა­ცო­ცხლე­ბა შევ­ძე­ლით, რა­შიც ასე­ვე დაგ­ვეხ­მა­რა ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ზეც უნდა ით­ქვას, რომ­ლის­თვი­საც შე­სა­ნიშ­ნავ ქარ­თულ ფოლკ­ლორ­სა და მუ­სი­კა­ლურ ჟღე­რა­დო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლი მუ­სი­კა და­ი­წე­რა. მას­ზე "Postred" გუნ­დმა იმუ­შა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს, არ გვინ­დო­და, ყო­ფი­ლი­ყო მო­რი­გი კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მა ან რა­ი­მე ბა­ნა­ლუ­რი და მო­სა­წყე­ნი ანი­მა­ცი­უ­რი ვი­დე­ორ­გო­ლი. ჩემი აზ­რით, სამ­წუ­თი­ან ანი­მა­ცი­ურ პრო­ექ­ტში, მეღ­ვი­ნე­ო­ბის კუ­თხით, კარ­გად გად­მო­ვე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნე­ბი. პრო­ექ­ტის მხრდა­ჭე­რა­ში დიდი წვლი­ლი კომ­პა­ნია "თბილ­ვი­ნოს" მი­უ­ძღვის.

- ისე, საკ­მა­ოდ რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მეა და მუ­შა­ო­ბი­სას რა გა­ძევს ენერ­გი­ას და სლენგზე რომ ვთქვათ, რა არის ამ ყვე­ლაფ­რის "კა­ი­ფი"?

- თუ თე­მა­ტი­კა ჩემ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა, მო­ტი­ვა­ცი­ას და ენერ­გი­ას სწო­რედ ის მაძ­ლევს, ასე­ვე გან­წყო­ბაც, მაგ­რამ ალ­ბათ უფრო ინ­ტე­რე­სი. რაც უფრო ახა­ლი თე­მა­ტი­კი­სა თუ ში­ნა­არ­სის პრო­ექ­ტზე ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას, მით მეტი ენერ­გია და ინ­ტე­რე­სი მაქვს. მთე­ლი "კა­ი­ფი" და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა ჩემ­თვის მა­ინც სტი­ლი­სა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი გად­მო­ცე­მის ძი­ე­ბა­შია, შემ­დგომ კი ამ შე­დე­გის დას­რუ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის შე­ფა­სე­ბა­ში.

- ამ სფე­რო­ში დღეს რა თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბი და ტენ­დენ­ცი­ე­ბია და რამ­დე­ნად მიჰ­ყვე­ბით, ით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ?

- ზო­გა­დად ილუსტრა­ცი­ი­სა და ანი­მა­ცი­ის სფე­რო როცა ხა­რის­ხი­ა­ნად ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად კეთ­დე­ბა, ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დია. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ამ კუ­თხით ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი იქ­მნე­ბა, უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს კარგ და ინო­ვა­ცი­ურ თე­მებ­ზე. ყვე­ლა­ფერ ახალს დიდი ინ­ტე­რე­სით ვაკ­ვირ­დე­ბი და ვხვდე­ბი, რომ სი­ახ­ლე­ებ­სა არ ჩა­მოვ­რჩე, სა­კუ­თა­რი თავი ახა­ლი ხედ­ვე­ბი­თა და გა­მოწ­ვე­ვე­ბით გან­ვა­ვი­თა­რო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად არ­სე­ბობს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ილუსტრა­ტორ­მა შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ფრთე­ბი გა­შა­ლოს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი კარ­გი არ­ტის­ტია და ბევ­რი დამ­წყე­ბი და ნი­ჭი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნი, რომ­ლე­ბიც დღი­თი­დღე ვი­თარ­დე­ბი­ან. კონ­კუ­რენ­ცი­აც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ერ­თმა­ნე­თის ნა­მუ­შევ­რე­ბის და კრი­ტი­კის ხარ­ჯზე იზ­რდე­ბი­ან. თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით, ცოტა და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სი­აა, გან­სა­კუთ­რე­ბით, წიგ­ნის ილუსტრა­ცი­ის სფე­რო­ში, რად­გან, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როც კარ­გა­დაა ასათ­ვი­სე­ბე­ლი ხალ­ხის მხრი­დან, ეს ილუსტრა­ტო­რებ­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას.

- G. Artman ეს შენი "არტნე­ი­მია" ხომ?

- გერ­მა­ნი­ა­ში გი­ორ­გის თქმა უჭირ­დათ და რად­გა­ნაც იქ ჩემი პრო­ექ­ტის, ჩემი სა­ავ­ტო­რო წიგ­ნის პერ­სო­ნაჟს არ­ტმე­ნი ერ­ქვა, იქა­უ­რებ­მა ასე შე­მარ­ქვეს და მერე ქარ­თვე­ლებ­მაც აი­ტა­ცეს, რაც "არტნე­ი­მად" უკვე წლე­ბია შე­მომ­რჩა...

- სა­მო­მავ­ლოდ რის შექ­მნის სურ­ვი­ლი გაქვს - მუ­შა­ო­ბა რაზე გინ­და?

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ტექ­ნი­კის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი სფე­რო­ე­ბის შეც­ნო­ბას ვა­პი­რებ; ასე­ვე სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი ისევ მსგავ­სი ანი­მა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და ოც­ნე­ბის სფე­რო მა­ინც ჩემი ჰო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებს და ზო­გა­დად გე­ი­მინგს მო­ი­ცავს – სურ­ვი­ლი მაქვს, რა­ი­მე მსგავს პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შაო და ჩემი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ პერ­სო­ნა­ჟე­ბის და გა­რე­მოს დი­ზა­ი­ნია, კონ­ცეპ­ტარ­ტი და ილუსტრა­ცი­ე­ბით, რა­ი­მე გე­ი­მინგ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო...

ჩუმლაყა
14

თვითონ შეირქვა ბრენდონასავით და დააბრალა უცხოელებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"გერმანიაში გიორგის თქმა უჭირდათ და "არტმენი" შემარქვეს, მერე ეს ქართველებმაც აიტაცეს" - გაიცანით ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომელმაც ჰობი პროფესიად აქცია

"გერმანიაში გიორგის თქმა უჭირდათ და "არტმენი" შემარქვეს, მერე ეს ქართველებმაც აიტაცეს" - გაიცანით ახალგაზრდა ილუსტრატორი, რომელმაც ჰობი პროფესიად აქცია

კარგია, როცა ადამიანები თავიანთი საყვარელი პროფესიით საქმდებიან და შემდგომ იმ საქმით თვითონაც იღებენ სიამოვნებას და სხვებსაც ახარებენ. გიორგი მაღრაძე იგივე G. Artman დიზაინერ-ილუსტრატორია - ამჟამად არტდირექტორის მოვალეობას ასრულებს…

ეს პროფესია ბევრ რამეს მოიცავს, თუმცა როგორც გიორგი ამბობს, გეზი მაინც მისი განათლებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, ილუსტრაციისკენ და concept art-ისკენ აქვს აღებული. ხოლო იმას, რასაც გრაფიკული დიზაინი და ილუსტრაცია გულისხმობს, თითქმის ყველა განხრით აქვს გამოცდილება მიღებული.

"მიმაჩნია, რომ ერთი კონკრეტული მიმართულებით ან პროფესიით არ ვარ დაინტერესებული, ჩემი უამრავი ინტერესიდან გამომდინარე, განვითარებას სხვადასხვა განხრით ვცდილობ" - გვეუბნება გიორგი, რომელიც ბავშვობიდან ხატავდა და ილუსტრირებული წიგნებისა და ნახატების თვალიერება ძალიან მოსწონდა, მაგრამ ამ სფეროს, დამამთავრებელ კლასებამდე, როგორც ჰობს, ისე უყურებდა. თურმე სამედიცინო სფერო იზიდავდა და საქმიანობის გაგრძელებას მაგ განხრით ფიქრობდა.

"თუმცა აბიტურიენტობის პერიოდში ყველაფერი ისე აეწყო, რომ სამხატვრო აკადემიით და სახვითი ხელოვნების მიმართულებით დავინტერესდი, განათლება წიგნის ილუსტრაციისა და დიზაინის განხრით მივიღე" - გვიყვება გიორგი.

- მშობლებმა არჩევანი მოგიწონეს?

- მშობლებმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს ამ ყველაფერში, რადგან დედაც და მამაც ამ სფეროში მუშაობენ, ფაქტობრივად, შემოქმედებით ოჯახში გავიზარდე. ამანაც უზარმაზარი გავლენა იქონია ჩემი ამ სფეროსა და ზოგადად, მხატვრობის მიმართ სიყვარულში. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ მუშაობდნენ მშობლები ხელოვნების სხვადასხვა დარგში. ერთი პერიოდი ფერწერასა და გრაფიკითაც ვიყავი გატაცებული...

- ვნახე შენ მიერ შექმნილი საინტერესო ილუსტრაციები... რა არის ზოგადად ილუსტრაცია შენთვის და როგორი უნდა იყოს ის, რომ ყურადღება მიიქციოს?

- ჩემთვის ილუსტრაცია ვიზუალურად კარგად გადმოცემული ამბავია, რომელსაც მხატვარი თუ შემოქმედი თავისი ფანტაზიით, სტილით ქმნის და რაღაცების გაგებასა და აღქმაში გვეხმარება, ან უბრალოდ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს.

კარგი ან ყურადღებისმისაქცევი ილუსტრაცია ჩემთვის ისეთი ნამუშევრია, სადაც კომპოზიცია საინტერესოდაა გადაწყვეტილი, განსხვავებულია, ახალი სტილიზებული ხედვა, ტექნიკა იგრძნობა, აქვს შინაარსი - ინტერესს სწორედ ეს იწვევს. ხანდახან ნახატები და ილუსტრაციები მეტს გვიყვება არსებულ ისტორიებზე, ვიდრე გვგონია, რადგან, შინაარსის გარდა, შემსრულებლის ემოციებისა და წარმოსახვითი აზროვნების უამრავ პატარა საგანძურს ინახავს, რომელიც ხან ერთი დათვალიერებით ან ნახვით შეუმჩნეველია.

როგორც გიორგი გვეუბნება, მუშაობის დაიწყების წინ, გონებაში წინასწარ, დაახლოებით ხედავს, რის დახატვას თუ გაკეთებას აპირებს, შემდგომ ჩანახატების, ზოგადი ესკიზების კეთებას იწყებს. მონახაზებს ხაზავს, რომ წარმოდგენილი კომპოზიცია თუ იდეა არ დაავიწყდეს, რომ ის მისთვის რაღაც ახლის დაწყების საფუძველიც გახდეს.

"მთავარი მაინც განწყობა და გონებაში იმის სწორად დაგეგმვაა, რის შექმნაც უნდა, დანარჩენი, უკვე ტექნიკა და გამოცდილებაა" - დასძენს რესპონდენტი.

- თემებს როგორ ირჩევ?

- როცა, ვთქვათ, სამსახურებრივ პროექტს ვიღებ, ან წიგნის დაკვეთას, ან რაიმე ილუსტრირებულ პროექტს, ვცდილობ, ისინი ჩემი ხედვით და ახალი ტექნიკით გავამდიდრო. ამით საკუთარ თავსაც ვავითარებ და არსებული ნამუშევარიც საინტერესო და მიმზიდველი გამოდის. ხოლო, რაც შეეხება ისეთ ნახატებსა და ილუსტრაციებს, რომლებსაც თავისუფალ დროს, ჩემი წარმოსახვით ვქმნი, ინსპირაციას ძირითადად გარემოდან ვიღებ და გონებაში არსებულ იდეებს ვცდილობ, საინტერესო გადაწყვეტილებები და გადმოცემის ფორმები მოვუძებნო. ამისთვის ხან ილუსტრაციებს, ხანაც ნახევრად მოძრავ მინიმალისტურ ანიმაციებსა და პატარა კონცეპტ-არტებს ვქმნი. ეს ერთგვარად მათავისუფლებს ამ იდეებისგან და შემდგომ ახალი იდეები იკავებს მათ ადგილს, რომელზეც, ერთი სული მაქვს ხოლმე, თავისუფალი დრო გამოვნახო და მუშაობა დავიწყო.

- თქვენი კომპანიის ძალიან მაღალი ხარისხის ანიმაციური მინიფილმი ვნახე, რომელიც ერთ-ერთი ღვინის კომპანიის შეკვეთა აღმოჩნდა, სადაც გადმოცემული იყო ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია. 3 წუთში როგორ ჩაატიეთ ამხელა ისტორია და რამდენი ხანი იმუშავეთ მასზე?

- მართლაც ძალიან საინტერესო და წარმატებული პროექტი გამოგვივიდა, რომელზეც უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად ვიმუშავე და უდიდესი გამოცდილება მივიღე. ეს ანიმაციური პროექტი ჩემთვის პირველი იყო, შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობას მოითხოვდა და შრომტევადიც გახლდათ.

ჩემი წვლილი ამ პროექტში ის იყო, რომ გარემოების და ფონების ნახატები შევასრულე, ზოგადად ანიმაციის ვიზუალურ სტილზე და პერსონაჟების შექმნაზე ვიმუშავე. პროექტს ნახევარ წელზე მეტი დრო დასჭირდა. თავიდან ჩვენმა სააგენტომ "hans & gruber''-მა და კარგმა გუნდმა იდეები დავამუშავება და მისი გადაწყვეტა დავსახეთ, შემდეგ საქართველოში ანიმაციის კუთხით პროფესიონალ გუნდთან, სტუდია „ანიმატორთან“ ვითანამშრომლეთ და ერთობლივი ძალისხმევით ღვინის 8000-წლიანი ისტორიის გაცოცხლება შევძელით, რაშიც ასევე დაგვეხმარა ბევრი ნიჭიერი და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი, პროფესიონალები. პროექტის მუსიკაზეც უნდა ითქვას, რომლისთვისაც შესანიშნავ ქართულ ფოლკლორსა და მუსიკალურ ჟღერადობაზე დამყარებული გემრიელი მუსიკა დაიწერა. მასზე ,,Postred'' გუნდმა იმუშავა.

რაც შეეხება პროექტს, არ გვინდოდა, ყოფილიყო მორიგი კომერციული რეკლამა ან რაიმე ბანალური და მოსაწყენი ანიმაციური ვიდეორგოლი. ჩემი აზრით, სამწუთიან ანიმაციურ პროექტში, მეღვინეობის კუთხით, კარგად გადმოვეცით საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები. პროექტის მხრდაჭერაში დიდი წვლილი კომპანია "თბილვინოს" მიუძღვის.

- ისე, საკმაოდ რუტინული საქმეა და მუშაობისას რა გაძევს ენერგიას და სლენგზე რომ ვთქვათ, რა არის ამ ყველაფრის "კაიფი"?

- თუ თემატიკა ჩემთვის მიმზიდველი და საინტერესოა, მოტივაციას და ენერგიას სწორედ ის მაძლევს, ასევე განწყობაც, მაგრამ ალბათ უფრო ინტერესი. რაც უფრო ახალი თემატიკისა თუ შინაარსის პროექტზე ვიწყებ მუშაობას, მით მეტი ენერგია და ინტერესი მაქვს. მთელი "კაიფი" და მიმზიდველობა ჩემთვის მაინც სტილისა და ვიზუალური გადმოცემის ძიებაშია, შემდგომ კი ამ შედეგის დასრულებული ვერსიის შეფასებაში.

- ამ სფეროში დღეს რა თანამედროვე მოთხოვნები და ტენდენციებია და რამდენად მიჰყვებით, ითვალისწინებთ მათ?

- ზოგადად ილუსტრაციისა და ანიმაციის სფერო როცა ხარისხიანად ან განსხვავებულად კეთდება, ძალიან მოთხოვნადია. საქართველოშიც ამ კუთხით ბევრი საინტერესო ნამუშევარი იქმნება, უამრავი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს კარგ და ინოვაციურ თემებზე. ყველაფერ ახალს დიდი ინტერესით ვაკვირდები და ვხვდები, რომ სიახლეებსა არ ჩამოვრჩე, საკუთარი თავი ახალი ხედვებითა და გამოწვევებით განვავითარო.

- საქართველოში რამდენად არსებობს იმის საშუალება, რომ ილუსტრატორმა შემოქმედებითად ფრთები გაშალოს?

- საქართველოში უამრავი კარგი არტისტია და ბევრი დამწყები და ნიჭიერი ხელოვანი, რომლებიც დღითიდღე ვითარდებიან. კონკურენციაც საკმაოდ მაღალია და ერთმანეთის ნამუშევრების და კრიტიკის ხარჯზე იზრდებიან. თუმცა ფინანსური კუთხით, ცოტა დაუფასებელი პროფესიაა, განსაკუთრებით, წიგნის ილუსტრაციის სფეროში, რადგან, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სფეროც კარგადაა ასათვისებელი ხალხის მხრიდან, ეს ილუსტრატორებზეც ახდენს გავლენას.

- G. Artman ეს შენი "არტნეიმია" ხომ?

- გერმანიაში გიორგის თქმა უჭირდათ და რადგანაც იქ ჩემი პროექტის, ჩემი საავტორო წიგნის პერსონაჟს არტმენი ერქვა, იქაურებმა ასე შემარქვეს და მერე ქართველებმაც აიტაცეს, რაც "არტნეიმად" უკვე წლებია შემომრჩა...

- სამომავლოდ რის შექმნის სურვილი გაქვს - მუშაობა რაზე გინდა?

- პირველ რიგში მინდა, შესაძლებლობების და ტექნიკის კიდევ უფრო განვითარება, ახალი სფეროების შეცნობას ვაპირებ; ასევე სიამოვნებით ვიმუშავებდი ისევ მსგავსი ანიმაციური პროექტების მიმართულებითაც და ოცნების სფერო მაინც ჩემი ჰობიდან გამომდინარეა, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს და ზოგადად გეიმინგს მოიცავს – სურვილი მაქვს, რაიმე მსგავს პროექტზე ვიმუშაო და ჩემი ნაწილი, რომელიც უშუალოდ პერსონაჟების და გარემოს დიზაინია, კონცეპტარტი და ილუსტრაციებით, რაიმე გეიმინგ საინტერესო პროექტში ჩემი წვლილი შევიტანო...

რეზო გაბრიაძეს 10 ივნისს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

იგეგმება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა - რა განაცხადა ამირან გამყრელიძემ?