სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ შეიძლება ვიღაცამ კერძო საკუთრებაში განათავსოს შენობა-ნაგებობა და თქვას, ეს ჩემი საცხოვრებელიაო, ამას ვერ დავუშვებთ" - კახა კალაძე
"ხვალ შეიძლება ვიღაცამ კერძო საკუთრებაში განათავსოს შენობა-ნაგებობა და თქვას, ეს ჩემი საცხოვრებელიაო, ამას ვერ დავუშვებთ" - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, თვა­ლჭ­რე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ხელ­მწი­ფო მი­წებ­ზე უკა­ნო­ნო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა­ზე ისა­უბ­რა და კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა, რომ უკა­ნო­ნოდ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, რა­საც თბი­ლი­სის მე­რია არ და­ვუშ­ვებს.

რო­გორც კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 7 მი­ლი­ო­ნი ლარი იხარ­ჯე­ბა იმის­თვის, რომ ოჯა­ხე­ბი ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩნენ.

„კი­დევ ერთხელ მინ­და შე­ვე­ხო სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბე­ბის მი­ტა­ცე­ბის ფაქ­ტებს. 18 დე­კემ­ბერს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლე­ვან ჯღარ­კა­ვამ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში გა­მარ­თა ბრი­ფინ­გი, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ აღ­მო­ჩე­ნი­ლი იყო კი­დევ ერთი ლო­კა­ცია, სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, თვა­ლჭ­რე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო მი­წებ­ზე უკა­ნო­ნო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. მინ­და კი­დევ ერთხელ ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, რომ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა და­ვიც­ვათ მი­ტა­ცე­ბის­გან და შემ­დეგ, უკა­ნო­ნო შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბის­გან. და­უშ­ვე­ბე­ლია ასე­თი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა გა­ვა­მარ­თლოთ, რა­საც ჩვენ ბოლო დღე­ებ­ში ვის­მენ­დით. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბი ადა­მი­ა­ნის გა­ჭირ­ვე­ბით გა­ვა­მარ­თლოთ. ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვი­საც მარ­თლაც უჭირს და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­აჩ­ნია. თუმ­ცა, შემ­თხვე­ვით არ არის ის, რომ დე­და­ქა­ლა­ქის 2021 წლის ბი­უ­ჯე­ტის მე­სა­მე­დი სწო­რედ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ჩვენ და­ვეხ­მა­როთ იმ ოჯა­ხებს და ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც დღეს ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ. მო­მა­ვალ წელს 350 მი­ლი­ო­ნი და­ი­ხარ­ჯე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ბი­უ­ჯეტ­ზე მუ­შა­ო­ბა, შედ­გე­ნა, პირ­ვე­ლი, რა­საც ვა­კე­თებთ არის ის, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვროს ის პროგ­რა­მე­ბი და ხელ­შემ­წყო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­როთ. თუმ­ცა, ქო­ნე­ბის უკა­ნო­ნოდ მი­ტა­ცე­ბა დ მას­ზე უკა­ნო­ნოდ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ. არ და­ვუშ­ვებთ იმი­ტომ, რომ ხვალ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­ნა­თავ­სოს ასე­თი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა და თქვას, რომ ეს ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­აო. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და ვერ და­ვუშ­ვებთ. თუ ადა­მი­ანს თავ­შე­სა­ფა­რი უჭირს, ეს მისი მხრი­დან სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბას ან უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბის გან­ხორ­ცე­ლე­ბას ვერ გა­ა­მარ­თლებს. იმ ოჯა­ხებს, ვი­საც სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ და სახ­ლის გა­რე­შე დარ­ჩნენ, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 7 მი­ლი­ო­ნი ლარი იხარ­ჯე­ბა იმის­თვის, რომ ასეთ ოჯა­ხებს და­ვეხ­მა­როთ და ქი­რით გა­ვიყ­ვა­ნოთ, რომ ისი­ნი ქუ­ჩა­ში არ დარ­ჩნენ “, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მან კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო მი­წებს უკა­ნო­ნოდ იტა­ცე­ბენ, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და რა­ი­ონ­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში სახ­ლებს ფლო­ბენ.

ავტორი:

"ხვალ შეიძლება ვიღაცამ კერძო საკუთრებაში განათავსოს შენობა-ნაგებობა და თქვას, ეს ჩემი საცხოვრებელიაო, ამას ვერ დავუშვებთ" - კახა კალაძე

"ხვალ შეიძლება ვიღაცამ კერძო საკუთრებაში განათავსოს შენობა-ნაგებობა და თქვას, ეს ჩემი საცხოვრებელიაო, ამას ვერ დავუშვებთ" - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია, რასაც თბილისის მერია არ დავუშვებს.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ოჯახები ქუჩაში არ დარჩნენ.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო სახელმწიფო ქონებების მიტაცების ფაქტებს. 18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში გამართა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი ლოკაცია, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან ცუდია. მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონება დავიცვათ მიტაცებისგან და შემდეგ, უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვისმენდით. ძალიან ცუდია, რომ ასეთი დარღვევები ადამიანის გაჭირვებით გავამართლოთ. ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, ვისაც მართლაც უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია. თუმცა, შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც დღეს ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მომავალ წელს 350 მილიონი დაიხარჯება ამ მიმართულებით. როდესაც მიმდინარეობს ბიუჯეტზე მუშაობა, შედგენა, პირველი, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ამ მიმართულებით განისაზღვროს ის პროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. თუმცა, ქონების უკანონოდ მიტაცება დ მასზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება ვიღაცამ კერძო საკუთრებაში განათავსოს ასეთი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ ეს ჩემი საცხოვრებელი ადგილიაო. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას ან უნებართვო მშენებლობის განხორცელებას ვერ გაამართლებს. იმ ოჯახებს, ვისაც სხვადასხვა პრობლემები შეექმნათ და სახლის გარეშე დარჩნენ, დედაქალაქის მერიას აქვს სპეციალური პროგრამა, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ და ქირით გავიყვანოთ, რომ ისინი ქუჩაში არ დარჩნენ “, - განაცხადა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს უკანონოდ იტაცებენ, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, მათ შორის თბილისში სახლებს ფლობენ.

"მოხმარების პურზე ფასი არ გაიზრდება, მაგრამ შესაძლოა, გაძვირდეს თონის და ე.წ. საგემოვნო პური" - ლევან სილაგავა

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

შვედეთმა 5G ქსელებისთვის განკუთვნილი Huawei-სა და ZTE-ს გადამცემები აკრძალა - როგორ ხსნიან ფაქტს ქვეყანაში?