მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე ორივემ როგორ დამტოვეთ..." - ნინი შერმადინის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა
"ასე ორივემ როგორ დამტოვეთ..." - ნინი შერმადინის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

მომ­ღე­რალ ნინი შერ­მა­დინს დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ის "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს.

"ნეტა კი­დევ რო­დის შევ­ხვდე­ბით, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბით.... ასე ორი­ვემ რო­გორ დამ­ტო­ვეთ მარ­ტო... ასე უთ­ქმე­ლად... ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ...შეხ­ვედ­რამ­დე მა­რა­დი­სო­ბა­ში" - წერს ნინი შერ­მა­დი­ნი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და, მომ­ღერ­ლის 68 წლის დედა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ი­ღუ­პა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნინი შერ­მა­დი­ნი წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, მის ერ­თა­დერთ 12 წლის გო­გო­ნას სწო­რედ მომ­ღერ­ლის დედა ზრდი­და.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შერ­მა­დი­ნი ამე­რი­კი­დან ხვალ ბრუნ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ნინი შერ­მა­დინს მა­ის­ში მამა სიმ­სივ­ნით გარ­და­ეც­ვა­ლა. რო­გორც ის "თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, მძი­მე სენი მა­მას თე­ბერ­ვალ­ში და­უდ­გი­ნეს და მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

"მა­მას თე­ბერ­ვალ­ში და­უდ­გინ­და მე­ო­თხე სტა­დი­ის ფილ­ტვის სიმ­სივ­ნე. მა­შინ­ვე სტამ­ბოლ­ში გა­და­ვაფ­რი­ნეთ. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მქონ­და, რომ და­ვეხ­მა­რე­ბო­დით. ექიმ­მა ექ­ვსი თვე მომ­ცა და აპ­რილ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თე­ბერ­ვლამ­დე არა­ფე­რი აწუ­ხებ­და, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად, გა­უ­აზ­რებ­ლად მოხ­და. ჯერ ამ დი­აგ­ნოზს ვერ შე­ვე­გუე, ვერ ვი­ჯე­რებ­დი. მა­ნახ­ვეს, რომ უკვე ყველ­გან იყო მე­ტას­ტა­ზე­ბი წა­სუ­ლი: თავ­ში, გუ­ლის კედ­ლებ­ზე, ღვიძლზე, ფილ­ტვე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ იყო, მაგ­რამ მა­ინც მჯე­რო­და, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და.

მამა ჩემი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი იყო და ალ­ბათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა. ქრის­ტი­ა­ნებს გვჯე­რა, რომ ოდეს­მე შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. მე ისე­დაც მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი გა­დახ­ვე­წილ ცხოვ­რე­ბას. არა­ვის ვუ­სურ­ვებ, იგი­ვე გა­მო­ი­ა­როს. მარ­ტში ჩა­მო­ვე­დი, მო­ვას­წა­რი მა­მა­ჩე­მის ნახ­ვა. ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნად და­მემ­შვი­დო­ბა: აი, რომ ჩა­მოხ­ვალ, ნა­ხავ, რა კარ­გად დაგ­ვხდე­ბიო. იცო­და, რაც სჭირ­და, მაგ­რამ მთელ ორ­გა­ნიზ­მზე თუ ჰქონ­და მო­დე­ბუ­ლი, ეს – არა. ჩემი წა­მოს­ვლი­დან ერთ თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა" - ამ­ბობ­და ნინი "თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
1

ვაიმე რა ძნელია, რა ცუდი ამბავი მომხდარა... გაძლება ნინის!!!

levani
37
ეს facebooki რომ არ ყოფილიყო ხალხს რა ეშველებოდაა. ახლა ვინმე მოკვდება და ყველა პოსტებს წერს
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ასე ორივემ როგორ დამტოვეთ..." - ნინი შერმადინის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

"ასე ორივემ როგორ დამტოვეთ..." - ნინი შერმადინის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

მომღერალ ნინი შერმადინს დედა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ის "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ნეტა კიდევ როდის შევხვდებით, ძალიან მომენატრებით.... ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო... ასე უთქმელად... ძალიან მიყვარხართ...შეხვედრამდე მარადისობაში" - წერს ნინი შერმადინი.

როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მომღერლის 68 წლის დედა კორონავირუსით დაიღუპა. მოგეხსენებათ, ნინი შერმადინი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, მის ერთადერთ 12 წლის გოგონას სწორედ მომღერლის დედა ზრდიდა.

ჩვენი ინფორმაციით, შერმადინი ამერიკიდან ხვალ ბრუნდება.

ცნობისთვის, ნინი შერმადინს მაისში მამა სიმსივნით გარდაეცვალა. როგორც ის "თბილისელებისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, მძიმე სენი მამას თებერვალში დაუდგინეს და მიუხედავად ბევრი ძალისხმევისა, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

"მამას თებერვალში დაუდგინდა მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნე. მაშინვე სტამბოლში გადავაფრინეთ. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დავეხმარებოდით. ექიმმა ექვსი თვე მომცა და აპრილში გარდაიცვალა. თებერვლამდე არაფერი აწუხებდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად, გაუაზრებლად მოხდა. ჯერ ამ დიაგნოზს ვერ შევეგუე, ვერ ვიჯერებდი. მანახვეს, რომ უკვე ყველგან იყო მეტასტაზები წასული: თავში, გულის კედლებზე, ღვიძლზე, ფილტვები, ფაქტობრივად, აღარ იყო, მაგრამ მაინც მჯეროდა, რომ გადარჩებოდა.

მამა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო და ალბათ, მთელი ცხოვრება იქნება. ქრისტიანებს გვჯერა, რომ ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს. მე ისედაც მიჩვეული ვიყავი გადახვეწილ ცხოვრებას. არავის ვუსურვებ, იგივე გამოიაროს. მარტში ჩამოვედი, მოვასწარი მამაჩემის ნახვა. ძალიან იმედიანად დამემშვიდობა: აი, რომ ჩამოხვალ, ნახავ, რა კარგად დაგვხდებიო. იცოდა, რაც სჭირდა, მაგრამ მთელ ორგანიზმზე თუ ჰქონდა მოდებული, ეს – არა. ჩემი წამოსვლიდან ერთ თვეში გარდაიცვალა" - ამბობდა ნინი "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"ნუ დააყენებენ რისკის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას..." - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას და ექიმებს მიმართავს

Pfizer-ის ვაქცინის რა დოზას მიიღებს საქართველო და რომელ ქალაქებში ჩატარდება ვაქცინაცია - თამარ გაბუნია დეტალებით

"ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი რა რაოდენობის "ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს საქართველო თებერვლის ბოლომდე" - გამყრელიძე