პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს
როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს

ალერ­გი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ძი­რი­თა­დად გა­ზა­ფხულ­ზე, ხე-მცე­ნა­რე­ე­ბის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა, თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მა ზამ­თარ­შიც საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ისიც დად­გე­ნი­ლია, რომ ადა­მი­ან­თა 40% ალერ­გი­უ­ლია ისე­თი გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლის მი­მართ, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა­საც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს სე­ზონ­თან.

ამ სა­კი­თხზე უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით აკად. ფრი­დონ თო­დუ­ას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ალერ­გო­ლო­გი თა­მარ ბარბლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ყოფ­ნის გამო, პა­ცი­ენ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ მგრძნო­ბე­ლო­ბას ზამ­თარ­შიც ავ­ლე­ნენ.

– სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია აზრი, რომ ალერ­გია მხო­ლოდ გა­ზა­ფხულ­ზე გვეს­ხმის თავს. არ­სე­ბობს თუ არა სე­ზო­ნუ­რი ალერ­გია, რო­მე­ლიც ზამ­თრის პე­რი­ოდს ახა­სი­ა­თებს?

– ზამ­თარ­ში, წე­ლი­წა­დის ყვე­ლა­ზე ცივ პე­რი­ოდ­ში, მცე­ნა­რე­ე­ბი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდს ას­რუ­ლე­ბენ, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სწო­რედ ამ სე­ზონ­ზე გა­მო­უვ­ლინ­დე­ბათ ალერ­გი­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი.

მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს აქვს ზამ­თრის ალერ­გი­ე­ბი, რად­გან ცივ ამინ­დში უმე­ტეს დროს სახ­ლებ­ში ან სხვა და­ხუ­რულ ად­გი­ლებ­ში ატა­რე­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში აქ­ტი­უ­რად უწევთ ისეთ ალერ­გე­ნებ­თან შე­ხე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა: ოთა­ხის მტვრის ტკი­პე­ბი, სი­ნეს­ტის სო­კოს სპო­რე­ბი, ცხო­ველ­თა ნერ­წყვში, შარ­დში ან ეპი­თე­ლი­უმ­ში არ­სე­ბუ­ლი ალერ­გე­ნე­ბი და ა.შ

სწო­რედ ამას უკავვშირ­დე­ბა ზამ­თარ­ში გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ალერ­გი­ე­ბი.

– რა არის ალერ­გი­ის ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბი, რო­გორ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ის?

– ზამ­თრის ალერ­გი­ის სიმპტო­მე­ბია - მშრა­ლი ხა­სი­ა­თის ხვე­ლა, თვა­ლე­ბის, ცხვი­რი­სა და ყე­ლის ქა­ვი­ლი, ზოგ­ჯერ ცხვი­რი­დან წყლის­მაგ­ვა­რი გა­მო­ნა­დე­ნი, ცრემ­ლდე­ნა, ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რის გა­ჭე­დი­ლო­ბა, კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რი. თუ უფრო მძი­მე ფორ­მა იქ­ნე­ბა, პა­ცი­ენ­ტი გულ­მკერ­დის არე­ში შე­ბო­ჭი­ლო­ბას იგ­რძნობს და ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვაც და­ერ­თვე­ბა.

– რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ სე­ზო­ნურ ალერ­გი­ას და რო­დი­საა სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა?

– სე­ზო­ნურ ალერ­გი­ას­თან ბრძო­ლის ნა­წი­ლი შეგ­ვიძ­ლია 2 პუნ­ქტად დავ­ყოთ: პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას მო­ი­თხოვს. ოთა­ხის მტვრის ტკი­პა მა­ღალ­ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში მრავ­ლდე­ბა. ასეთ დროს სა­სურ­ვე­ლია ბი­ნა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 30-50%-მდე მერ­ყე­ობ­დეს, რომ ტკი­პას გამ­რავ­ლე­ბამ ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ მი­ი­ღოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­წო­ლის თეთ­რე­უ­ლის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­რე­ცხვა, რომ მისი კონ­ცენ­ტრა­ცია შემ­ცირ­დეს და ადა­მი­ან­მა მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაკ­ლე­ბად ჩა­ი­სუნ­თქოს. გარ­და ამი­სა, ბინა სვე­ლი წე­სით უნდა გაწ­მინ­დოთ და გა­მო­ი­ყე­ნოთ მტვერ­სას­რუ­ტი, რო­მელ­საც ე.წ. HEPA ფილტრი აქვს.

ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ალერ­გე­ნე­ბი ნო­ხებ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გროვ­დე­ბა, ამი­ტომ, გირ­ჩევთ ამო­ი­ღოთ ხმა­რე­ბი­დან, რომ მო­ი­შო­როთ აკუ­მუ­ლა­ცი­ის კე­რე­ბი. სა­სურ­ვე­ლია სა­ძი­ნე­ბელ­ში ნაკ­ლე­ბად შე­უშ­ვათ ცხო­ვე­ლე­ბი და და­ბა­ნოთ კვი­რა­ში ერთხელ, რომ შემ­ცირ­დეს ალერ­გე­ნე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ობის სო­კოს, ის სველ წერ­ტი­ლებ­ში - სა­ა­ბა­ზა­ნო­ში, სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სა­პირ­ფა­რე­შო­ში გვხვდე­ბა შავი წერ­ტი­ლე­ბის სა­ხით. შავი ლა­ქე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ა­მუ­შა­ვეთ. თუ მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის სის­ტე­მა გაქვთ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ა­კე­თეთ, რომ სი­ნეს­ტე შემ­ცირ­დეს.

მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა სიმპტო­მე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბი­სა და გა­მოვ­ლე­ნის ფორ­მე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. ამის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხის ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვი­ყე­ნებთ. ზოგ­ჯერ ნა­ზა­ლუ­რი სპრეი ან იმუ­ნო­თე­რა­პი­აც ინიშ­ნე­ბა.

– კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ალერ­გი­ულ­მა ფონ­მა და­ამ­ძი­მოს?

– COVID-19 ჯერ ისევ კვლე­ვის ფა­ზა­შია და მას­ზე ბევ­რი რამ არ ვი­ცით, ამი­ტომ, ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვით, რომ რო­მე­ლი­მე ალერ­გი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ძი­მებს. ეს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია სა­სუნ­თქ სის­ტე­მას უქ­მნის საფრ­თხეს და ისე­თი ალერ­გი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა რი­ნი­ტი ან ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას ამ­ძი­მებს, მათ­თან შე­და­რე­ბით, ვი­საც თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ აქვთ.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს

როგორ გავუმკლავდეთ ზამთრის ალერგიებს

ალერგიების გავრცელება ძირითადად გაზაფხულზე, ხე-მცენარეების ყვავილობის პერიოდში იწყება, თუმცა ეს პრობლემა ზამთარშიც საკმაოდ აქტუალურია. ისიც დადგენილია, რომ ადამიანთა 40% ალერგიულია ისეთი გამღიზიანებლის მიმართ, რომელთა უმეტესობასაც არანაირი კავშირი არ აქვს სეზონთან.

ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგი თამარ ბარბლიშვილი გვესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ დახურულ სივრცეში ყოფნის გამო, პაციენტები სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას ზამთარშიც ავლენენ.

– საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ალერგია მხოლოდ გაზაფხულზე გვესხმის თავს. არსებობს თუ არა სეზონური ალერგია, რომელიც ზამთრის პერიოდს ახასიათებს?

– ზამთარში, წელიწადის ყველაზე ცივ პერიოდში, მცენარეები ყვავილობის პერიოდს ასრულებენ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სწორედ ამ სეზონზე გამოუვლინდებათ ალერგიული ჩივილები.

მილიონობით ადამიანს აქვს ზამთრის ალერგიები, რადგან ცივ ამინდში უმეტეს დროს სახლებში ან სხვა დახურულ ადგილებში ატარებენ. ამ შემთხვევაში აქტიურად უწევთ ისეთ ალერგენებთან შეხება, როგორებიცაა: ოთახის მტვრის ტკიპები, სინესტის სოკოს სპორები, ცხოველთა ნერწყვში, შარდში ან ეპითელიუმში არსებული ალერგენები და ა.შ

სწორედ ამას უკავვშირდება ზამთარში გამწვავებული ალერგიები.

– რა არის ალერგიის ძირითადი სიმპტომები, როგორ გამოვლინდება ის?

– ზამთრის ალერგიის სიმპტომებია - მშრალი ხასიათის ხველა, თვალების, ცხვირისა და ყელის ქავილი, ზოგჯერ ცხვირიდან წყლისმაგვარი გამონადენი, ცრემლდენა, ცემინება, ცხვირის გაჭედილობა, კანზე გამონაყარი. თუ უფრო მძიმე ფორმა იქნება, პაციენტი გულმკერდის არეში შებოჭილობას იგრძნობს და ხმაურიანი სუნთქვაც დაერთვება.

– როგორ უნდა ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიას და როდისაა საჭირო მედიკამენტური მკურნალობის დაწყება?

– სეზონურ ალერგიასთან ბრძოლის ნაწილი შეგვიძლია 2 პუნქტად დავყოთ: პრევენციული ღონისძიებები და მედიკამენტური მკურნალობა.

პრევენციული ღონისძიებები შემდეგი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. ოთახის მტვრის ტკიპა მაღალტენიანობის პირობებში მრავლდება. ასეთ დროს სასურველია ბინაში ეს მაჩვენებელი 30-50%-მდე მერყეობდეს, რომ ტკიპას გამრავლებამ ინტენსიური ხასიათი არ მიიღოს. მნიშვნელოვანია საწოლის თეთრეულის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა, რომ მისი კონცენტრაცია შემცირდეს და ადამიანმა მთელი ღამის განმავლობაში ნაკლებად ჩაისუნთქოს. გარდა ამისა, ბინა სველი წესით უნდა გაწმინდოთ და გამოიყენოთ მტვერსასრუტი, რომელსაც ე.წ. HEPA ფილტრი აქვს.

შინაური ცხოველების ალერგენები ნოხებში დიდი რაოდენობით გროვდება, ამიტომ, გირჩევთ ამოიღოთ ხმარებიდან, რომ მოიშოროთ აკუმულაციის კერები. სასურველია საძინებელში ნაკლებად შეუშვათ ცხოველები და დაბანოთ კვირაში ერთხელ, რომ შემცირდეს ალერგენების კონცენტრაცია.

რაც შეეხება ობის სოკოს, ის სველ წერტილებში - სააბაზანოში, სამზარეულოსა და საპირფარეშოში გვხვდება შავი წერტილების სახით. შავი ლაქები სპეციალური ქიმიური საშუალებებით დაამუშავეთ. თუ მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობის სისტემა გაქვთ, აუცილებლად შეაკეთეთ, რომ სინესტე შემცირდეს.

მედიკამენტური მკურნალობის დაწყება სიმპტომების ინტენსივობისა და გამოვლენის ფორმების მიხედვით ხდება. ამისთვის სხვადასხვა სახის ანტიჰისტამინურ საშუალებებს ვიყენებთ. ზოგჯერ ნაზალური სპრეი ან იმუნოთერაპიაც ინიშნება.

– კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობა ალერგიულმა ფონმა დაამძიმოს?

– COVID-19 ჯერ ისევ კვლევის ფაზაშია და მასზე ბევრი რამ არ ვიცით, ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ალერგიული მდგომარეობა ამძიმებს. ეს ვირუსული ინფექცია სასუნთქ სისტემას უქმნის საფრთხეს და ისეთი ალერგიული მდგომარეობები, როგორიცაა რინიტი ან ბრონქული ასთმა, პაციენტების ჯანმრთელობას ამძიმებს, მათთან შედარებით, ვისაც თანმხლები დაავადებები არ აქვთ.

NS

"სირთულეების მიუხედავად, განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა" - განათლების მინისტრი პანდემიის დროს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში