მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯო ბაიდენი - პუტინს: "შენ უსულო ხარ" - 2011 წლის შეხვედრის დეტალები, სადაც ბაიდენმა და პუტინმა საქართველოს და უკრაინის გამო იდავეს და დღევანდელობა
"ჯო ბაიდენი - პუტინს: "შენ უსულო ხარ" - 2011 წლის შეხვედრის დეტალები, სადაც ბაიდენმა და პუტინმა საქართველოს და უკრაინის გამო იდავეს და დღევანდელობა

თურ­ქულ გა­ზეთ "მი­ლი­ეთ­ში" («Milliyet») სტა­ტია სა­თა­უ­რით "ჯო ბა­ი­დე­ნი - ვლა­დი­მირ პუ­ტინს: "შენ უსუ­ლო ხარ“ და­ი­ბეჭ­და, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­სა და აშშ-ის ლი­დე­რე­ბის - ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი­სა და ჯო ბა­ი­დე­ნის სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს ეხე­ბა (ავ­ტო­რი - გი­უ­ნე­რი ჯი­ა­ვორ­ლუ).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რედ შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხით:

"იდგა 2011 წელი ...

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა კრემლში ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან, რო­მელ­საც მა­შინ რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი ჰქონ­და და­კა­ვე­ბუ­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვი და პო­ლე­მი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა.

შემ­დეგ მათ შო­რის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა შედ­გა, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პი­რად კა­ბი­ნეტ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბის წევრთა გა­რე­შე.

სწო­რედ მა­შინ უთხრა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა ვლა­დი­მირ პუ­ტინს - "ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, გი­ყუ­რებთ თვა­ლებ­ში და ვფიქ­რობ, რომ თქვენ სული არ გაქვთ“.

ვლა­დი­მირ პუ­ტინს გა­ე­ცი­ნა, მას აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვებ­ზე არც წყე­ნა გა­მო­უ­ხა­ტავს, არც გაბ­რა­ზე­ბუ­ლა და უპა­სუ­ხა: ჩვენ ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ“.

ამის შე­სა­ხებ ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში და­წე­რა.

ეს დი­ა­ლო­გი 2014 წლის 21 ივ­ლისს ჯერ ამე­რი­კულ­მა გა­ზეთ­მა "ნიუ იორ­კერ­მა", შემ­დეგ კი ბრი­ტა­ნულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­მაც“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი ასე­თი იყო: "აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა თქვა, რომ ვლა­დი­მირ პუ­ტინს სული არ აქვს“. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი იყო: ჯო ბა­ი­დენ­მა პუ­ტინ­თან 2011 წელს გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა, როცა იგი რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო და თქვა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რი მა­შო­რებ­დაო...“

ეს ვი­ზი­ტი კარ­გად ახ­სოვს მოს­კოვ­ში აშშ-ის ყო­ფილ ელჩს მა­იკლ მა­კ­ფოლს. იგი ამ­ბობს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რის დროს ორმა სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წემ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ იდა­ვე­სო.

ამას წი­ნათ გა­ზეთ­მა "ნიუ-იორკ თა­იმსმა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ანა­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ჯო ბა­ი­დე­ნი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის შემ­დეგ შეც­ვლილ მსოფ­ლი­ო­ში: იგი უფრო კონფრონ­ტა­ცი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი რუ­სე­თის წი­ნა­შე იქ­ნე­ბა“.

აი, რას წერს ამე­რი­კის მთა­ვა­რი გა­ზე­თი:

15 დე­კემ­ბრამ­დე რუ­სე­თის ლი­დე­რი არ აღი­ა­რებ­და, რომ ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა აშშ-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა. მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად კრემ­ლის მომ­ხრე მა­ს­მე­დია რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და - "დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ უსა­ფუძ­ვლო­აო“. ბო­ლოს კი, სამ­შა­ბათს ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ჯო ბა­ი­დენს მი­სა­ლო­ცი მი­მარ­თვა გა­უგ­ზავ­ნა და აღ­ნიშ­ნა, - მზად ვარ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კონ­ტაქ­ტე­ბის­თვი­სო.

  • და მა­ინც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ჯო ბა­ი­დე­ნის არ­ჩე­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

ჯო ბა­ი­დე­ნი სულ სხვა პუ­ტინს ხე­დავს და არა იმას, რო­მელ­საც იგი იც­ნობ­და ბა­რაკ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს. დღეს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი უფრო გა­ბე­დუ­ლი რუსი ლი­დე­რია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზეა და ამე­რი­კე­ლებს გა­მოწ­ვე­ვებს უგ­ზავ­ნის.

ბა­რაკ ობა­მა აგ­დე­ბით ეკი­დე­ბო­და რუ­სებს და მის ქვე­ყა­ნას "რე­გი­ო­ნულ სა­ხელ­მწი­ფოს“ უწო­დებ­და.

მაგ­რამ...

მსოფ­ლიო მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა, დღეს ჯო ბა­ი­დენ­სა და მის გუნდს სხვაგ­ვა­რად ფიქ­რი მო­უ­წევთ.

რუ­სე­თის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ "ჯო ბა­ი­დენ­მა ორ­მხრი­ვი პო­ლი­ტი­კა უნდა გა­ა­ტა­როს - უნდა ეცა­დოს კრემ­ლი კონ­ტროლ­ქვეშ ჰყავ­დეს და იმავდრო­უ­ლად რუ­სეთ­თან ერ­თად იმუ­შა­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად“.

მა­გა­ლი­თად, შემ­ტე­ვი ირა­ღის შემ­ცი­რე­ბის მე­სა­მე ეტაპ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი­სა და აშშ-ის ატო­მუ­რი არ­სე­ნა­ლი 1150 საბ­რძო­ლო მუხ­ტამ­დე (ბომ­ბამ­დე) უნდა შემ­ცირ­დეს. ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა 5 თე­ბერ­ვალს იწუ­რე­ბა.

ჯო ბა­ი­დენ­მაც და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვა­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე თან­ხმო­ბა გა­მო­ხა­ტეს. გა­მო­დის, რომ აქ რა­ი­მე სირ­თუ­ლე არ არ­სე­ბობს.

ანდა ავი­ღოთ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პრობ­ლე­მა: ამ სა­კი­თხშიც ამე­რი­კას და რუ­სეთს ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ. ჯო ბა­ი­დენს სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­კი­თხში ჯონ ქერი ჰყავს - აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი.

მაგ­რამ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი გა­რი­გე­ბის სა­კი­თხის "გა­მო­ცო­ცხლე­ბა­ში“ ამე­რი­კას რუ­სეთ­თან რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­წევს, რად­გან 2015 წელს მის და­დე­ბა­ში რუ­სე­თიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და - სწო­რედ მოს­კოვ­მა მი­ი­ღო ათა­სო­ბით ტონა "გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურა­ნი“ ირა­ნი­დან. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ეს ძალ­ზე რთულ დო­სი­ეს წარ­მო­ად­გენს.

აშშ-ის სე­ნა­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ჯეკ რიდი "ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სამ ძი­რი­თად მი­ზან­ზე“ ლა­პა­რა­კობს:

  • პირ­ვე­ლი - სა­კუ­თა­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა;
  • მე­ო­რე - გავ­ლე­ნის სფე­როს აღ­დგე­ნა რუ­სე­თის ირ­გვლივ;
  • მე­სა­მე - და­უბ­რუ­ნოს რუ­სეთს დიდი და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი

ჯო ბა­ი­დენს, "ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მო­სა­თო­კად“, ამე­რი­კის უცხო­ე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა და­ჭირ­დე­ბა.

სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ...

ნა­ტოს ვარ­სკვლა­ვი გაბრ­წყინ­დე­ბა.

მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ჯო ბა­ი­დე­ნი დო­ნალდ ტრამპს კბი­ლებს უკ­რეჭს: "და­ნიშ­ნუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი დო­ნალდ ტრამ­პის რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­წყი­სი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად“.

ამ­ბო­ბენ, რომ ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნი "ემო­ცი­უ­რი“ პო­ლი­ტი­კო­სია. კი­დევ იმა­საც ლა­პა­რა­კო­ბენ - შე­იძ­ლე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის გრძნო­ბამ სძლი­ოს და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ფუ­ჭო­სო. ვნა­ხოთ“. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
76

რამდენიც არ უნდა იხტუნაოს მსოფლიომ, რუსეთი მილსადენის გაყვანას აგრძელებს ევროპისკენ, გაზაფხულზე დაამთავრებს გაყვანას და მერე შინაურ საქმეებს მიხედავს. ეს ყველაფერი კი რაც ხდება მსოფლიოში ჩავთვალოთ რომ დროის გაყვანის მიზნით ხდება, მოკლედ მართვადი ქაოსია ძალით შექმნილი.............

ნანიკო
61

პუტინი მუდმივია და საშიში, მსოფლიო ლიდერები - მასზე ბევრად სუსტები და იცვლებიან არჩევნებით. აქედან, შედეგებიც პუტინის სასარგებლო მიიღება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჯო ბაიდენი - პუტინს: "შენ უსულო ხარ" - 2011 წლის შეხვედრის დეტალები, სადაც ბაიდენმა და პუტინმა საქართველოს და უკრაინის გამო იდავეს და დღევანდელობა

"ჯო ბაიდენი - პუტინს: "შენ უსულო ხარ" - 2011 წლის შეხვედრის დეტალები, სადაც ბაიდენმა და პუტინმა საქართველოს და უკრაინის გამო იდავეს და დღევანდელობა

თურქულ გაზეთ "მილიეთში" («Milliyet») სტატია სათაურით "ჯო ბაიდენი - ვლადიმირ პუტინს: "შენ უსულო ხარ“ დაიბეჭდა, რომელიც რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების - ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის სამომავლო ურთიერთობებს ეხება (ავტორი - გიუნერი ჯიავორლუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირედ შემოკლებული სახით:

"იდგა 2011 წელი ...

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კრემლში ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც მაშინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული, ოფიციალური ხანგრძლივი და პოლემიკური მოლაპარაკება გამართა.

შემდეგ მათ შორის პირისპირ შეხვედრა შედგა, ვლადიმირ პუტინის პირად კაბინეტში, ოფიციალური დელეგაციების წევრთა გარეშე.

სწორედ მაშინ უთხრა ჯოზეფ ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს - "ბატონო პრემიერ-მინისტრო, გიყურებთ თვალებში და ვფიქრობ, რომ თქვენ სული არ გაქვთ“.

ვლადიმირ პუტინს გაეცინა, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებზე არც წყენა გამოუხატავს, არც გაბრაზებულა და უპასუხა: ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ“.

ამის შესახებ ჯოზეფ ბაიდენმა თავის მემუარებში დაწერა.

ეს დიალოგი 2014 წლის 21 ივლისს ჯერ ამერიკულმა გაზეთმა "ნიუ იორკერმა", შემდეგ კი ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერმაც“ გამოაქვეყნა. სტატიის სათაური ასეთი იყო: "აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინს სული არ აქვს“. პუბლიკაციაში ნათქვამი იყო: ჯო ბაიდენმა პუტინთან 2011 წელს გამართული შეხვედრა გაიხსენა, როცა იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი მაშორებდაო...“

ეს ვიზიტი კარგად ახსოვს მოსკოვში აშშ-ის ყოფილ ელჩს მაიკლ მაკფოლს. იგი ამბობს, რომ ოფიციალური შეხვედრის დროს ორმა სახელმწიფო მოღვაწემ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსა და უკრაინის პრობლემების შესახებ იდავესო.

ამას წინათ გაზეთმა "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, სათაურით: "ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინის პრემიერ-მინისტრობის შემდეგ შეცვლილ მსოფლიოში: იგი უფრო კონფრონტაციულად განწყობილი რუსეთის წინაშე იქნება“.

აი, რას წერს ამერიკის მთავარი გაზეთი:

15 დეკემბრამდე რუსეთის ლიდერი არ აღიარებდა, რომ ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მაგრამ იმავდროულად კრემლის მომხრე მასმედია რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა - "დონალდ ტრამპის განცხადებები არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ უსაფუძვლოაო“. ბოლოს კი, სამშაბათს ვლადიმირ პუტინმა ჯო ბაიდენს მისალოცი მიმართვა გაუგზავნა და აღნიშნა, - მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვისო.

  • და მაინც ვლადიმირ პუტინი ჯო ბაიდენის არჩევით უკმაყოფილოა.

ჯო ბაიდენი სულ სხვა პუტინს ხედავს და არა იმას, რომელსაც იგი იცნობდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტობის დროს. დღეს ვლადიმირ პუტინი უფრო გაბედული რუსი ლიდერია, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზეა და ამერიკელებს გამოწვევებს უგზავნის.

ბარაკ ობამა აგდებით ეკიდებოდა რუსებს და მის ქვეყანას "რეგიონულ სახელმწიფოს“ უწოდებდა.

მაგრამ...

მსოფლიო მთლიანად შეიცვალა, დღეს ჯო ბაიდენსა და მის გუნდს სხვაგვარად ფიქრი მოუწევთ.

რუსეთის საკითხების ექსპერტები თვლიან, რომ "ჯო ბაიდენმა ორმხრივი პოლიტიკა უნდა გაატაროს - უნდა ეცადოს კრემლი კონტროლქვეშ ჰყავდეს და იმავდროულად რუსეთთან ერთად იმუშაოს საერთაშორისო პრობლემების მოსაგვარებლად“.

მაგალითად, შემტევი ირაღის შემცირების მესამე ეტაპზე, რომლის თანახმად, რუსეთისა და აშშ-ის ატომური არსენალი 1150 საბრძოლო მუხტამდე (ბომბამდე) უნდა შემცირდეს. ამ ხელშეკრულების ვადა 5 თებერვალს იწურება.

ჯო ბაიდენმაც და ვლადიმირ პუტინმაც ხელშეკრულების ვადების გაგრძელებაზე თანხმობა გამოხატეს. გამოდის, რომ აქ რაიმე სირთულე არ არსებობს.

ანდა ავიღოთ კლიმატის ცვლილების პრობლემა: ამ საკითხშიც ამერიკას და რუსეთს ერთობლივად მუშაობა შეუძლიათ. ჯო ბაიდენს სპეციალურ წარმომადგენლად კლიმატის ცვლილების საკითხში ჯონ ქერი ჰყავს - აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი.

მაგრამ ირანის ბირთვული გარიგების საკითხის "გამოცოცხლებაში“ ამერიკას რუსეთთან რთული მოლაპარაკება მოუწევს, რადგან 2015 წელს მის დადებაში რუსეთიც მონაწილეობდა - სწორედ მოსკოვმა მიიღო ათასობით ტონა "გამდიდრებული ურანი“ ირანიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ძალზე რთულ დოსიეს წარმოადგენს.

აშშ-ის სენატის შეიარაღების საკითხების კომიტეტის წევრი ჯეკ რიდი "ვლადიმირ პუტინის სამ ძირითად მიზანზე“ ლაპარაკობს:

  • პირველი - საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება;
  • მეორე - გავლენის სფეროს აღდგენა რუსეთის ირგვლივ;
  • მესამე - დაუბრუნოს რუსეთს დიდი და ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი

ჯო ბაიდენს, "ვლადიმირ პუტინის მოსათოკად“, ამერიკის უცხოელი მოკავშირეების დახმარება დაჭირდება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ...

ნატოს ვარსკვლავი გაბრწყინდება.

მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს კბილებს უკრეჭს: "დანიშნულია სპეციალური მრჩეველი დონალდ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების საწყისი მიზეზების გამოსაკვლევად“.

ამბობენ, რომ ჯოზეფ ბაიდენი "ემოციური“ პოლიტიკოსია. კიდევ იმასაც ლაპარაკობენ - შეიძლება შურისძიების გრძნობამ სძლიოს და ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა გააფუჭოსო. ვნახოთ“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"პუტინი მკვლელია. ის ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარე ხალხია" - ადამ კინზინგერი პუტინზე

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ შესაძლოა, რამდენიმე წელში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეთ

დატბორილი სახლები, გზები, ათასობით ევაკუირებული ადამიანი - ფოტოები ავსტრალიიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან