საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ეს იყო კობას ოცნება, რომელიც ხუმრობის დროს თქვა" - დავითაშვილის მეუღლე ოჯახზე, შვილებსა და პოლიტიკოსის უკანასკნელ სურვილზე
"...ეს იყო კობას ოცნება, რომელიც ხუმრობის დროს თქვა" - დავითაშვილის მეუღლე ოჯახზე, შვილებსა და პოლიტიკოსის უკანასკნელ სურვილზე

პო­ლი­ტი­კო­სი, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი 49 წლის ასაკ­ში, 2 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. და­ვი­თაშ­ვი­ლი ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გახ­ლდათ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა გახ­და, თუმ­ცა რო­გორც მე­უღ­ლე, ინგა ბი­წა­ძე გვიყ­ვე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ადრე და­ი­წყო...

პო­ლი­ტი­კოსს უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი აუხ­და და სო­ფელ ნი­აბ­ში 2006 წელს თა­ვი­სი­ვე აღ­დგე­ნი­ლი ტაძ­რის ეზო­ში დაკ­რძა­ლეს. რო­გორ ცხოვ­რობ­და ბოლო თვე­ე­ბი, რა გახ­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის დამ­ძი­მე­ბის მი­ზე­ზი, AMBEBI.GE-ს პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე ინგა ბი­წა­ძე ესა­უბ­რა:

- კობა ზა­ფხულ­ში გახ­და ცუ­დად, სუს­ტად იყო, ოთახ­ში საჭ­მელს რომ შე­ვუ­ტან­დი ჭამა ავი­წყდე­ბო­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი, კობა, გა­ცივ­დე­ბა და გემ­რი­ე­ლი აღარ იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ერთ დღეს, გა­თე­ნე­ბას, ბავ­შვმა გა­მაღ­ვი­ძა, მა­მას მუ­ცე­ლი სტკი­ვაო. სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხე, უთხრეს, ბა­ტო­ნო კობა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­გიყ­ვა­ნო­თო, მაგ­რამ არ გაყ­ვა, სახ­ლში გა­მი­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რიო, სი­ა­რუ­ლი უჭირ­და. მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თე, ანა­ლი­ზე­ბი, ექოს­კო­პია, რენტგე­ნი, მი­თხრეს, ნორ­მა­ლუ­რად არის, არ­ცერ­თი ორ­გა­ნო არ არის მუ­ცელ­ში გა­ხეთ­ქი­ლიო.

მაგ­რამ სუს­ტად იყო, ხა­ლი­სი ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი. ამის შემ­დეგ კარ­გა ხანი გა­ვი­და, თით­ქმის ორი თვე და სექ­ტემ­ბერ­ში გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბრმა­ნაწ­ლა­ვი ჰქონ­და გა­ხეთ­ქი­ლი და ეს მხო­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­ზე გა­მოჩ­ნდა. ამ დროს უკვე რამ­დე­ნი ხნის გა­ხეთ­ქი­ლი იყო, არ ვიცი. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სახ­ლში რომ მო­ვიყ­ვა­ნე, ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და, კი­ბე­ზე ძლივს ამო­ვი­და. ღე­ბი­ნე­ბა ჰქონ­და და ასე გაგ­რძელ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, თით­ქმის ვე­ღარ ჭამ­და საჭ­მელს.

- მის მე­გობ­რებს თუ მი­მარ­თეთ, თუნ­დაც სა­ზღვარ­გა­რეთ რომ წა­გეყ­ვა­ნათ?

- არა, არ მი­ფიქ­რია ამა­ზე, რად­გან ად­რეც და­ე­მარ­თა და­ახ­ლო­ე­ბით ასე, ოთხი თვე ლო­გი­ნად იყო და შემ­დეგ წა­მო­ვა­ყე­ნე. არ მე­გო­ნა, რომ რამე სა­გან­გა­შო იყო, ახლა ვხვდე­ბი... თან ყვე­ლა­ფერ­ზე მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, არც ექი­მის გა­გო­ნე­ბა უნ­დო­და, არც გა­დას­ხმის. ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე პრობ­ლე­მა ჰქონ­და, და­ი­ღა­ლა ძა­ლი­ან. თან სახ­ლში მოს­წონ­და, ძა­ლი­ან დამ­შვიდ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლას გვე­ფე­რე­ბო­და. ბო­ლოს, ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში რომ გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ათი წუთი გული გა­უ­ჩერ­და და ექი­მი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, ამას რო­გორ გა­უძ­ლოო.

- ვინ­მეს­თან შეხ­ვედ­რას ან სა­უ­ბარს თუ გთხოვ­დათ?

- ვე­კი­თხე­ბო­დი, ვის­თან გინ­და შეხ­ვედ­რა, სა­უ­ბა­რი-მეთ­ქი, არა­ვინ უნ­დო­და. ბო­ლოს დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს და­უ­რე­კა, ხე­ლებს ვერ ვგრძნობ და რას მირ­ჩე­ვო, ფიქ­რობ­და, რომ ეს პრობ­ლე­მა ხერ­ხემ­ლი­დან მო­დი­ო­და. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან ცუ­დად რომ გახ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი და­წე­რა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. მარ­თლა ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ ორ­გა­ნიზ­მმა ვე­ღარ გა­უძ­ლო.

- თქვე­ნი უფ­რო­სი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს...

- დიახ, კობა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ და­საფ­ლა­ვე­ბას ვე­ღარ მო­უს­წრო, იმ დღე­ებ­ში შე­იც­ვა­ლა კა­ნო­ნი, რომ უცხო­ე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს კა­რან­ტინ­ში აღარ უშ­ვებ­დნენ.

იმ­დე­ნად რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და კო­ბას­თან, რომ მის გამო, ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი და რო­გორ ვერ მივ­ხვდი, რომ ბო­ლოს ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ექი­მე­ბი მამ­შვი­დებ­დნენ, ნუ იდა­ნა­შა­უ­ლებ თავს, ჩვენც ვერ მივ­ხვდე­თო. კო­ბას დედ-მამა ცო­ცხა­ლი ჰყავს, მა­მამ­თი­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ავად­მყო­ფია, უძ­ლებს რო­გორ­ღაც. ბავ­შვებ­თან ვერ ვტი­რი, არ მაძ­ლე­ვენ უფ­ლე­ბას, თვა­ლებ­ში მი­ყუ­რე­ბენ, ვერ იტა­ნენ ჩემს ტი­რილს, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ გავ­ჩუმ­დე.

- მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა და­დე­ბი­თად იხ­სე­ნებ­და...

- კა­ცის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­დე­საც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნეა, რო­დე­საც სხვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თა­ვის თავს ვერ უვ­ლი­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ერი­დე­ბო­და ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას. ბო­ლოს ორი წლის წინ გა­აპ­რო­ტეს­ტა მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცია, ალ­ბათ ინ­ფარ­ქტიც მაგ დროს გა­და­ი­ტა­ნა, იმ­დე­ნად ნერ­ვი­უ­ლობ­და, არ ვიცი, რის ფა­სად უჯ­დე­ბო­და ყვე­ლა აქ­ტი­უ­რო­ბა. თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, არა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და, არას­რულ­ფა­სოვ­ნად თვლი­და თავს. სახ­ლში სულ ჩემი მო­სავ­ლე­ლი იყო და ერთი წუ­თი­თაც არ შე­გუ­ე­ბია ამას. ვერ პა­ტი­ობ­და სა­კუ­თარ თავს, ძა­ლი­ან თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო. სულ ბო­დი­შებს მიხ­დი­და, მაგ­რამ რა მა­გი­სი ბრა­ლი იყო.

- ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და და შე­იძ­ლე­ბო­და ეს გამ­ხდა­რი­ყო მი­ზე­ზი მისი ასე დამ­ძი­მე­ბის?

- ამ და­ა­ვა­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა დიდ­ხანს იცხოვ­როს, 20 წელი მა­ინც უნდა ეცო­ცხლა. 7 ნო­ემ­ბერს კობა თავ­შიც სცე­მეს, ხომ არ ვიცი, ამან რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის ორ­გა­ნიზ­მზე. შე­იძ­ლე­ბო­და ეს და­ა­ვა­დე­ბა 70 წლის ასაკ­ში გა­მოვ­ლე­ნო­და და არა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, მაგ­რამ ამ და­ა­ვა­დე­ბი­თაც იცხოვ­რებ­და, რომ არა ავად­მყო­ფო­ბე­ბი. მახ­სოვს, 7 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ნა­ცე­მი კობა გო­რი­დან რომ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, კარ­ში გა­ვუ­კე­თეთ შრა­ტი, რად­გან ტა­ლა­ხი­ა­ნი თავი ჰქონ­და გა­კე­რი­ლი. თავი რომ დავ­ბა­ნე სის­ხლი­თა და ტა­ლა­ხით გა­ივ­სო აბა­ზა­ნა. სულ აქ­ტი­უ­რობ­და, ცდი­ლობ­და რამე შე­ეც­ვა­ლა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და.

- ინგა, რო­გორ ცხოვ­რობთ ახლა, რა შე­მო­სა­ვა­ლი გაქვთ, თქვენ აღარ მუ­შა­ობთ...

- უფ­რო­სი შვი­ლი ახლა და­ი­წყებს სამ­სა­ხურს, მე­ო­რე მუ­შა­ობს და თან სწავ­ლობს, იქ­ნებ მე­სა­მეც ამუ­შავ­დეს, პან­დე­მი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად. მე­ო­თხე და მე­ხუ­თე შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი არი­ან. ვი­საც შე­უძ­ლია ახ­ლობ­ლებს ყვე­ლა მხარ­ში მიდ­გას. მა­ღა­ზია „ბე­ლუქსმა“ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ 1500 ლარი ჩა­მი­რი­ცხა, ასე­ვე ყო­ველ­თვე ჩა­მი­რი­ცხა­ვენ 500 ლარს. დი­დუ­ბის გამ­გე­ო­ბამ ალა­დაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ხარ­ჯე­ბი და­მი­ფა­რეს. კობა თა­ვა­დაც ყვე­ლას მად­ლი­ე­რი იყო და მეც ასე ვარ. მე აღარ ვმუ­შა­ობ, ამ წუ­თას ამა­ზე ვერც ვფიქ­რობ, ჩემი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ღას უნდა სამ­სა­ხურ­ში...

რაც დრო გა­დის კო­ბას და­კარ­გვა უფრო მი­ჭირს. თა­ვი­დან ვერ ვხვდე­ბო­დი, სა­ა­ვამ­ყო­ფო­ში რომ იყო ათი დღე, ყო­ველ­დღე მივ­დი­ო­დი და იმე­დი მქონ­და გა­დარ­ჩე­ბო­და. არც და­მიშ­ვია რომ ვე­ღარ ვნა­ხავ­დი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, კობა, ადრე იმი­ტომ გე­ჩხუ­ბე­ბო­დი, რომ მე­გო­ნა შე­გეძ­ლო რა­ღაც შე­გეც­ვა­ლა-მეთ­ქი და ახლა ვხვდე­ბი რომ არ შეგ­ძლე­ბია, ნუ გე­ში­ნია, არა­ფერს არ გა­მად­ლი-მეთ­ქი. ჩხუ­ბი­სას მე­უბ­ნე­ბო­და, ერთი შვი­ლი მაკ­ლია, ერთი კი­დევ უნდა გა­გე­ჩი­ნაო. აღარ შე­მიძ­ლია, ოღონდ კარ­გად იყა­ვი და კი­დევ გა­გი­ჩენ ერთ შვილს-მეთ­ქი.

- სად დაკ­რძა­ლეთ?

- კას­პის რა­ი­ო­ნი სო­ფე­ლი ნი­აბ­ში, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, რო­მე­ლიც 2006 წელს თა­ვად აღად­გი­ნა. ერთხელ სა­უბ­რი­სას ხუმ­რო­ბით თქვა, ჩემი სკო­ლის გვერ­დზე, დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში მინ­და და­საფ­ლა­ვე­ბაო. ვუ­თხა­რი, მგო­ნი და­ხუ­რუ­ლია და მა­ხა­თა­ზე მიჰ­ყავთ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, არ გინ­და, ნი­აბ­ში-მეთ­ქი. ეკ­ლე­სი­ა­ში ვინ და­მა­საფ­ლა­ვებს თორ­მე დიდი პა­ტი­ვი­აო. დიახ, იმ ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში და­ვა­საფ­ლა­ვეთ კობა. ეს იყო კო­ბას ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც ხუმ­რო­ბის დროს თქვა და მა­ში­ნაც არ მი­ფიქ­რია, რომ ასე მალე დას­ჭირ­დე­ბო­და... ისე მე­ნა­ნე­ბა ვერ წარ­მო­იდ­გენთ, აღარ ვიცი, რა ვქნა...

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tea
6

ბატონი კობას სული ნათელში იყვეს.ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო,ამ ზაფხულს ბატონი კობას ერთერთი ბიჭი (სურათში ხელმარჯვნივ უკან დგას)შემხვდა ევდოშვილის ქუჩაზე,დიდი მანქანა იდგა და უკვე გამოსული იყო თითქმის ,რო დამინახა გავჩერდი რო გამოევლო ფეხით.უკან დაბრუნდა და გზა დამითმო,არ მავიწყდება...დავინახე როგორი ზრდილობიანი და ქალის მიმართ პატივისმცემელი ბიჭი ყოფილა...ძალიან მესიამოვნა

Nana
0

ნათელში გიმყოფოთ ღმერთმა, იქიდან დაგიფარავთ. გაძლიერდით და საამაყო შვილები გაუზარდეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"...ეს იყო კობას ოცნება, რომელიც ხუმრობის დროს თქვა" - დავითაშვილის მეუღლე ოჯახზე, შვილებსა და პოლიტიკოსის უკანასკნელ სურვილზე

"...ეს იყო კობას ოცნება, რომელიც ხუმრობის დროს თქვა" - დავითაშვილის მეუღლე ოჯახზე, შვილებსა და პოლიტიკოსის უკანასკნელ სურვილზე

პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. დავითაშვილი ათი დღის განმავლობაში ალადაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე გახლდათ. გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა, თუმცა როგორც მეუღლე, ინგა ბიწაძე გვიყვება, ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო...

პოლიტიკოსს უკანასკნელი სურვილი აუხდა და სოფელ ნიაბში 2006 წელს თავისივე აღდგენილი ტაძრის ეზოში დაკრძალეს. როგორ ცხოვრობდა ბოლო თვეები, რა გახდა მისი ჯანმრთელობის დამძიმების მიზეზი, AMBEBI.GE-ს პოლიტიკოსის მეუღლე ინგა ბიწაძე ესაუბრა:

- კობა ზაფხულში გახდა ცუდად, სუსტად იყო, ოთახში საჭმელს რომ შევუტანდი ჭამა ავიწყდებოდა, ვეუბნებოდი, კობა, გაცივდება და გემრიელი აღარ იქნება-მეთქი. ერთ დღეს, გათენებას, ბავშვმა გამაღვიძა, მამას მუცელი სტკივაო. სასწრაფო გამოვიძახე, უთხრეს, ბატონო კობა, აუცილებლად უნდა გადაგიყვანოთო, მაგრამ არ გაყვა, სახლში გამიკეთეთ ყველაფერიო, სიარული უჭირდა. მართლა ყველაფერი გავუკეთე, ანალიზები, ექოსკოპია, რენტგენი, მითხრეს, ნორმალურად არის, არცერთი ორგანო არ არის მუცელში გახეთქილიო.

მაგრამ სუსტად იყო, ხალისი ჰქონდა დაკარგული. ამის შემდეგ კარგა ხანი გავიდა, თითქმის ორი თვე და სექტემბერში გავუკეთეთ ოპერაცია. აღმოჩნდა, რომ ბრმანაწლავი ჰქონდა გახეთქილი და ეს მხოლოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოჩნდა. ამ დროს უკვე რამდენი ხნის გახეთქილი იყო, არ ვიცი. საავადმყოფოდან სახლში რომ მოვიყვანე, ძალიან ცუდად გახდა, კიბეზე ძლივს ამოვიდა. ღებინება ჰქონდა და ასე გაგრძელდა გარდაცვალებამდე, თითქმის ვეღარ ჭამდა საჭმელს.

- მის მეგობრებს თუ მიმართეთ, თუნდაც საზღვარგარეთ რომ წაგეყვანათ?

- არა, არ მიფიქრია ამაზე, რადგან ადრეც დაემართა დაახლოებით ასე, ოთხი თვე ლოგინად იყო და შემდეგ წამოვაყენე. არ მეგონა, რომ რამე საგანგაშო იყო, ახლა ვხვდები... თან ყველაფერზე მეწინააღმდეგებოდა, არც ექიმის გაგონება უნდოდა, არც გადასხმის. ყველა ორგანოზე პრობლემა ჰქონდა, დაიღალა ძალიან. თან სახლში მოსწონდა, ძალიან დამშვიდდა ბოლო პერიოდში, ყველას გვეფერებოდა. ბოლოს, ალადაშვილის კლინიკაში რომ გადავიყვანეთ ათი წუთი გული გაუჩერდა და ექიმი გაოცებული იყო, ამას როგორ გაუძლოო.

- ვინმესთან შეხვედრას ან საუბარს თუ გთხოვდათ?

- ვეკითხებოდი, ვისთან გინდა შეხვედრა, საუბარი-მეთქი, არავინ უნდოდა. ბოლოს დიმიტრი ხუნდაძეს დაურეკა, ხელებს ვერ ვგრძნობ და რას მირჩევო, ფიქრობდა, რომ ეს პრობლემა ხერხემლიდან მოდიოდა. ზაფხულში ძალიან ცუდად რომ გახდა, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და დახმარება ითხოვა. მართლა ყველანაირი დახმარება მიიღო, მაგრამ ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

- თქვენი უფროსი შვილი საზღვარგარეთ სწავლობს...

- დიახ, კობა რომ გარდაიცვალა, ჩამოვიდა, მაგრამ დასაფლავებას ვეღარ მოუსწრო, იმ დღეებში შეიცვალა კანონი, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულს კარანტინში აღარ უშვებდნენ.

იმდენად რთული ცხოვრება მქონდა კობასთან, რომ მის გამო, ყველაფერზე თანახმა ვიყავი და როგორ ვერ მივხვდი, რომ ბოლოს ძალიან ცუდად იყო. ექიმები მამშვიდებდნენ, ნუ იდანაშაულებ თავს, ჩვენც ვერ მივხვდეთო. კობას დედ-მამა ცოცხალი ჰყავს, მამამთილი ონკოლოგიური ავადმყოფია, უძლებს როგორღაც. ბავშვებთან ვერ ვტირი, არ მაძლევენ უფლებას, თვალებში მიყურებენ, ვერ იტანენ ჩემს ტირილს, იძულებული ვარ გავჩუმდე.

- მისი გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელში ყველა დადებითად იხსენებდა...

- კაცისთვის ძალიან ძნელია, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, როდესაც სხვაზეა დამოკიდებული, თავის თავს ვერ უვლიდა. ყველანაირად ერიდებოდა ხალხთან ურთიერთობას. ბოლოს ორი წლის წინ გააპროტესტა მარიხუანას ლეგალიზაცია, ალბათ ინფარქტიც მაგ დროს გადაიტანა, იმდენად ნერვიულობდა, არ ვიცი, რის ფასად უჯდებოდა ყველა აქტიურობა. თავისი მდგომარეობის გამო, არავის ეკონტაქტებოდა, არასრულფასოვნად თვლიდა თავს. სახლში სულ ჩემი მოსავლელი იყო და ერთი წუთითაც არ შეგუებია ამას. ვერ პატიობდა საკუთარ თავს, ძალიან თავმოყვარე ადამიანი იყო. სულ ბოდიშებს მიხდიდა, მაგრამ რა მაგისი ბრალი იყო.

- ბეხტერევის დაავადება ჰქონდა და შეიძლებოდა ეს გამხდარიყო მიზეზი მისი ასე დამძიმების?

- ამ დაავადებით შეიძლება ადამიანმა დიდხანს იცხოვროს, 20 წელი მაინც უნდა ეცოცხლა. 7 ნოემბერს კობა თავშიც სცემეს, ხომ არ ვიცი, ამან რა გავლენა მოახდინა მის ორგანიზმზე. შეიძლებოდა ეს დაავადება 70 წლის ასაკში გამოვლენოდა და არა ახალგაზრდობაში, მაგრამ ამ დაავადებითაც იცხოვრებდა, რომ არა ავადმყოფობები. მახსოვს, 7 ნოემბრის შემდეგ ნაცემი კობა გორიდან რომ ჩამოვიყვანეთ, კარში გავუკეთეთ შრატი, რადგან ტალახიანი თავი ჰქონდა გაკერილი. თავი რომ დავბანე სისხლითა და ტალახით გაივსო აბაზანა. სულ აქტიურობდა, ცდილობდა რამე შეეცვალა, მაგრამ არ გამოუვიდა.

- ინგა, როგორ ცხოვრობთ ახლა, რა შემოსავალი გაქვთ, თქვენ აღარ მუშაობთ...

- უფროსი შვილი ახლა დაიწყებს სამსახურს, მეორე მუშაობს და თან სწავლობს, იქნებ მესამეც ამუშავდეს, პანდემიის პარალელურად. მეოთხე და მეხუთე შვილი არასრულწლოვანები არიან. ვისაც შეუძლია ახლობლებს ყველა მხარში მიდგას. მაღაზია „ბელუქსმა“ წინასაახალწლოდ 1500 ლარი ჩამირიცხა, ასევე ყოველთვე ჩამირიცხავენ 500 ლარს. დიდუბის გამგეობამ ალადაშვილის კლინიკის ხარჯები დამიფარეს. კობა თავადაც ყველას მადლიერი იყო და მეც ასე ვარ. მე აღარ ვმუშაობ, ამ წუთას ამაზე ვერც ვფიქრობ, ჩემი ასაკის ადამიანები ვიღას უნდა სამსახურში...

რაც დრო გადის კობას დაკარგვა უფრო მიჭირს. თავიდან ვერ ვხვდებოდი, საავამყოფოში რომ იყო ათი დღე, ყოველდღე მივდიოდი და იმედი მქონდა გადარჩებოდა. არც დამიშვია რომ ვეღარ ვნახავდი. ვეუბნებოდი, კობა, ადრე იმიტომ გეჩხუბებოდი, რომ მეგონა შეგეძლო რაღაც შეგეცვალა-მეთქი და ახლა ვხვდები რომ არ შეგძლებია, ნუ გეშინია, არაფერს არ გამადლი-მეთქი. ჩხუბისას მეუბნებოდა, ერთი შვილი მაკლია, ერთი კიდევ უნდა გაგეჩინაო. აღარ შემიძლია, ოღონდ კარგად იყავი და კიდევ გაგიჩენ ერთ შვილს-მეთქი.

- სად დაკრძალეთ?

- კასპის რაიონი სოფელი ნიაბში, ეკლესიის ეზოში, რომელიც 2006 წელს თავად აღადგინა. ერთხელ საუბრისას ხუმრობით თქვა, ჩემი სკოლის გვერდზე, დიდუბის პანთეონში მინდა დასაფლავებაო. ვუთხარი, მგონი დახურულია და მახათაზე მიჰყავთ გარდაცვლილები, არ გინდა, ნიაბში-მეთქი. ეკლესიაში ვინ დამასაფლავებს თორმე დიდი პატივიაო. დიახ, იმ ეკლესიის ეზოში დავასაფლავეთ კობა. ეს იყო კობას ოცნება, რომელიც ხუმრობის დროს თქვა და მაშინაც არ მიფიქრია, რომ ასე მალე დასჭირდებოდა... ისე მენანება ვერ წარმოიდგენთ, აღარ ვიცი, რა ვქნა...

"თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს - სამთავისის ეკლესიის წინაშე ვფიცავ..." - ზაზა გახელაძის მამა

"AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით,  უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობას ვარაუდობენ" - ნანა გეგეჭკორი

"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს