საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გადაწყდა, რომ 24-დან მოლები გაიხსნება, ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული" - თურნავა
"თუ გადაწყდა, რომ 24-დან მოლები გაიხსნება, ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული" - თურნავა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის და­ვა­ლე­ბით, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ნა­თია თურ­ნა­ვამ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა არა­სა­სურ­სა­თო სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და მათ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა უსაფრ­თხო­ე­ბის ის შე­საძ­ლო მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, ამ სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის 24 დე­კემ­ბრი­დან გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

შეხ­ვედ­რას მი­ნის­ტრთან ერ­თად ასე­ვე ეს­წრე­ბო­და ბიზ­ნეს-ომ­ბუდსმე­ნის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო კვე­ტე­ნა­ძე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბექა ფე­რა­ძე და ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი.

„სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბა-მოხ­სნის სა­კი­თხე­ბი, რა თქმა უნდა, წყდე­ბა სხვა დო­ნე­ზე - სა­გან­გე­ბო უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს ფორ­მატ­ში, მაგ­რამ ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, მოგ­ვეს­მი­ნა თა­ვად სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის­გან, შო­პინგ-მო­ლე­ბის­გან, თუ რამ­დე­ნად მზად არი­ან ისი­ნი, რომ 24 დე­კემ­ბერს გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში, არ და­უშ­ვან ობი­ექ­ტე­ბის ზედ­მე­ტი გა­დატ­ვირ­თვა; ისე­თი რი­გე­ბი, სა­დაც არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი; აჟი­ო­ტა­ჟუ­რი მოხ­მა­რე­ბა, რისი მომსწრე­ე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ნო­ემ­ბერ­ში გავ­ხდით. მათ­გან მო­წო­დე­ბულ ყვე­ლა არ­გუ­მენტს, რა თქმა უნდა, მო­ვახ­სე­ნებ უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭოს, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას," - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ხა­ტეს ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მიდ­გო­მა. რო­გორც თურ­ნა­ვამ აღ­ნიშ­ნა, მათ­გან მო­ის­მი­ნა სხვა­დას­ხვა ინი­ცი­ა­ტი­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ მარ­თონ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა.

„ჩვენ­თვის, ერთი მხრივ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს დიდი ინ­დუსტრია - ვაჭ­რო­ბა, რო­მე­ლიც ასო­ბით ადა­მი­ანს ასაქ­მებს და მათი შე­მო­სავ­ლე­ბი დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ვაჭ­რო­ბა­ზე, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბით იმ პირ­ველ მო­ნა­პო­ვარს, რაც მო­ი­ტა­ნა წერ­ტი­ლო­ვან­მა შე­ზღუდ­ვებ­მა - ვხე­დავთ, რომ ჩვენ­მა ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­მა ახლა უფრო შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა და ნაკ­ლე­ბია გა­დატ­ვირ­თვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავ­თმოთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის გახ­სნის შემ­თხვე­ვა­ში რის­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა-მი­ნი­მი­ზა­ცი­ა­ზე გვექ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა. დღე­ვან­დე­ლი ამო­ცა­ნა იყო მოგ­ვეს­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­სა­ხებ, ჩვენც შევ­თა­ვა­ზეთ მათ მო­საზ­რე­ბე­ბი. ეს ამო­ცა­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გვაქვს, თუ რა ზო­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან დის­კუ­სი­ა­ში გა­და­წყდა, რომ 24 დე­კემ­ბრი­დან გა­იხ­სნე­ბა მო­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
14

მოლები უნდა გაიხსნას, მაგრამ ყველა მათგანს ყველა შესასვლელ გამოსასვლელთან უნდა ქონდეს გაკრული ძალიან თვალსაჩინო დიდი ზომის ბანერები, რომლებიც შემსვლელს-მყიდველს გააფრთხილებენ დაინფიცირების ამაღლებულ რისკზე და მოუწოდებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ. ასევე შიდა რადიო ქსელით პერიოდულად უნდა გადაიცემოდეს იგივე შინაარსის გამაფრთხილებელი მოწოდებები. 

მანჩო
7

არ უნდა გაიხსნას მოლები და ღია და დახურული ბაზრობები,თორემ მივიღებთ ეპიდ აფეთქებას,რომელსაც უკვე სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს და ეს იქნება მართლა დიდი ტრაგედია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"თუ გადაწყდა, რომ 24-დან მოლები გაიხსნება, ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული" - თურნავა

"თუ გადაწყდა, რომ 24-დან მოლები გაიხსნება, ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული" - თურნავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა არასასურსათო სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განიხილა უსაფრთხოების ის შესაძლო მექანიზმები, რომლებიც, ამ სავაჭრო ობიექტების 24 დეკემბრიდან გახსნის შემთხვევაში პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.

შეხვედრას მინისტრთან ერთად ასევე ესწრებოდა ბიზნეს-ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

„სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხები, რა თქმა უნდა, წყდება სხვა დონეზე - საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა თავად სავაჭრო ობიექტებისგან, შოპინგ-მოლებისგან, თუ რამდენად მზად არიან ისინი, რომ 24 დეკემბერს გახსნის შემთხვევაში, არ დაუშვან ობიექტების ზედმეტი გადატვირთვა; ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები; აჟიოტაჟური მოხმარება, რისი მომსწრეებიც, სამწუხაროდ, ნოემბერში გავხდით. მათგან მოწოდებულ ყველა არგუმენტს, რა თქმა უნდა, მოვახსენებ უწყებათაშორის საბჭოს, რომელიც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, შეხვედრის მონაწილე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა გამოხატეს ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა. როგორც თურნავამ აღნიშნა, მათგან მოისმინა სხვადასხვა ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართონ დღის განმავლობაში მომხმარებლის ქცევა.

„ჩვენთვის, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დიდი ინდუსტრია - ვაჭრობა, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და მათი შემოსავლები დიდად არის დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ვუფრთხილდებით იმ პირველ მონაპოვარს, რაც მოიტანა წერტილოვანმა შეზღუდვებმა - ვხედავთ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმა ახლა უფრო შვებით ამოისუნთქა და ნაკლებია გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მაღაზიების გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება-მინიმიზაციაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა. დღევანდელი ამოცანა იყო მოგვესმინა ინფორმაცია კონკრეტული მექანიზმების შესახებ, ჩვენც შევთავაზეთ მათ მოსაზრებები. ეს ამოცანა შესრულებულია, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ჯამში, ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბრიდან გაიხსნება მოლები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

23 დეკემბერს თბილისში თოვლია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა... ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რომ ამას ვასწავლიდით" - თეოდორე გიგნაძის სკანდალური ქადაგება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა