სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს
ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

ზურა ჯა­ფა­რი­ძე 26 დე­კემ­ბერს ახალ „გირჩს“ და­ა­ფუძ­ნებს. პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს აირ­ჩე­ვენ. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის თა­ნა­შემ­წემ ნინა სა­ჯა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, პარ­ტია და­რე­გის­ტრირ­დე­ბა სა­ხე­ლით “მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა-გირ­ჩი”.

“ძვე­ლი პარ­ტია, რო­მე­ლიც იყო “გირ­ჩი”, მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­სა­ხე­ლე­ბა ჰქონ­და - ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი “გირ­ჩი”, მაგ­რამ ამას ასე არა­ვინ მო­იხ­სე­ნი­ებ­და. ახლა უბ­რა­ლოდ, ფორ­მა­ლუ­რად ჩავ­წერთ “მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა - გირ­ჩი” და ვიქ­ნე­ბით ისევ “გირ­ჩი” და უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლურ ნა­წილ­ში ეწე­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხე­ლი, თო­რემ სა­ხელს არ ვთმობთ. ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­დის, რომ ორი “გირ­ჩი” იქ­ნე­ბა და გაჩ­ნდე­ბა ბა­ზარ­ზე ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია და ხალ­ხი თვი­თონ აირ­ჩევს რო­მე­ლი “გირ­ჩის­კენ” გა­და­იხ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ის ლო­გოს, კა­ნონ­ში მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა წე­რია, რომ არ იყოს ზუს­ტად იმ­ნა­ი­რი, რო­გო­რიც არის “გირ­ჩის” ლოგო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი წერ­ტი­ლიც რომ მი­ვუ­მა­ტოთ და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, რო­გორც ლოგო. ანუ ლო­გო­შიც დიდი გან­სხვა­ვე­ბა არ იქ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ნინა სა­ჯა­ი­ამ.

რო­გორც ნინა სა­ჯა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, 26 დე­კემ­ბერს პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 400-მდე ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა შეკ­რე­ბი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან გა­მი­ჯვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მე­ო­რე მხრივ ია­გოს, ვა­ხოს და სან­დროს გზე­ბი გა­ი­ყო. აღარ ვა­პი­რებ მათ­თან ერ­თად „გირ­ჩის“ კე­თე­ბას", - წერს ჯა­ფა­რი­ძე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ „გირ­ჩი“ არ და­უ­ტო­ვე­ბია და პარ­ტი­ის ლი­დე­რად რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
2

ამ ერთჯრედას ფანტაზია გირჩს და კაკალს ვერ სცდება. 

ნინო
1

ამათმა მთლად გაუბერეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს

ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ზურაბ ჯაფარიძის თანაშემწემ ნინა საჯაიამ განუცხადა, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.

“ძველი პარტია, რომელიც იყო “გირჩი”, მას ოფიციალური დასახელება ჰქონდა - ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, მაგრამ ამას ასე არავინ მოიხსენიებდა. ახლა უბრალოდ, ფორმალურად ჩავწერთ “მეტი თავისუფლება - გირჩი” და ვიქნებით ისევ “გირჩი” და უბრალოდ ფორმალურ ნაწილში ეწერება აღნიშნული სახელი, თორემ სახელს არ ვთმობთ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ორი “გირჩი” იქნება და გაჩნდება ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია და ხალხი თვითონ აირჩევს რომელი “გირჩისკენ” გადაიხრება. რაც შეეხება პარტიის ლოგოს, კანონში მთავარი მოთხოვნა წერია, რომ არ იყოს ზუსტად იმნაირი, როგორიც არის “გირჩის” ლოგო, აქედან გამომდინარე, ერთი წერტილიც რომ მივუმატოთ დარეგისტრირდება, როგორც ლოგო. ანუ ლოგოშიც დიდი განსხვავება არ იქნება”, - განაცხადა ნინა საჯაიამ.

როგორც ნინა საჯაიამ აღნიშნა, 26 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - წერს ჯაფარიძე. მოგვიანებით კი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.

"ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ეს არ არის შესვლა... გვინდა, "გირჩის სამეფო“ გადავიტანოთ პარლამენტში" - "გირჩი" ჯერჯერობით მხოლოდ პარლამენტის დერეფანში გეგმავს შესვლას